ოცნებების დღე
2020 წელი
ადამიანები მომავალზე ვფიქრობთ და ვოცნებობთ. ოცნებას კი ვერავინ დაგვიშლის, ამიტომ ოცნებით ბევრი რამის წარმოდგენა შეგვიძლია.ჩვენი ფანტაზია ხომ უსაზღვროა... �ოცნებობს დიდიც და პატარაც, მხოლოდ ყველას თავისი ოცნება აქვს.�
ოცნებობენ დიდებიც და პატარებიც.
დააკვირდით ილუსტრაციებს და განასხვავეთ ქალის, კაცისა და ბავშვის ოცნებები.
https://www.youtube.com/watch?v=ELCQbtFcAXE
იმპროვიზაცია-კომპ. ფ. პულენკი
https://www.youtube.com/watch?v=K5BWf6xTJUE
„ზამთრის დილა“ -კომპ. პ. ჩაიკოვსკი („წელიწადის დრონი“)
https://www.youtube.com/watch?v=xrIYT-MrVaI
„მთის მეფის გამოქვაბულში –კომპ. ე. გრიგი („პერ გიუნტი’’)
მოისმინეთ ჩანაწერები და მათ ქალის, კაცისა და ბავშვის ოცნებები შეუსაბამეთ.
ყურადღებით მოუსმინეთ ჩანაწერებს და კითხვებს უპასუხეთ:
1.რომელ ჩანაწერს შეუსაბამებდით ოცნებებით დატვირთულ დღეს?
2.რომელ ჩანაწერში იგრძნობოდა ოცნების მოულოდნელი ასრულება?
3. ამ ჩანაწერების მოსმენისას რა შეიგრძენით: აღტაცება, იმედგაცრუება, სიხარული, შეშფოთება, თუ რაიმე სხვა?
თითოეულ უჯრაში ჩაწერეთ მუსიკალური ჩანაწერის შესაბამისი სიტყვიერი დახასიათება. თქვენი ახდენილი ოცნების ამსახველ სიტყვას კი ხაზი გაუსვით.
მოუყევი მეგობრებს, როგორ წარმოგიდგენია ის დღე, როდესაც შენი სანუკვარი ოცნება ასრულდება.
ახლა კი კომპოზიციის შექმნის დროა!
მოუსმინე აუდიოფაილებს და შეარჩიე ის სემპლი, რომელიც შენს მონათხრობს შეესაბამება.
შენი მონათხრობის შესაბამის აუდიოფაილთან მაუსი ორჯერ დააწკაპე.
შეიტანე შერჩეული აუდიოფაილი მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამა LMMS-ში, შესაბამისი
რიტმული ფიგურაცია დაურთე და გააჟღერე.
ვფიქრობ, არ გაგიჭირდათ დავალების შესრულება.
ოცნებების ასრულებას გისურვებთ!