1 of 16

ონავრები

გიორგი შატბერაშვილის მიხედვით

21.09.2020

შემაჯამებელი გაკვეთილი

2 of 16

დიდედა დარეჯანი ჭიშკართან იდგა და გზას გაჰყურებდა.

- ის ონავრები სად არიან, შინ შემოსვლა რომ არ აგონდებათ!

ონავრებს დიდედა თავის შვილიშვილებს ეძახდა: გუჯას, გოჩას და ქრისტეფორეს. უფროსი ძმები უმცროსს მოფერებით ფორეს ეძახდნენ.

3 of 16

  • დაასათაურეთ წაკითული აბზაცი?
  • რომელ ძირითად ამბავზეა საუბარი პირველ აბზაცში?

4 of 16

ნამდვილ სახელს მხოლოდ წაკინკლავების შემდეგ უხსენებდნენ ხოლმე. ფორე კი ძმების შემოტევის დროს თვალებს ეშმაკურად მოჭუტავდა და ძმებს ასე პასუხობდა:

- გუჯა, ქუჯა, კუჭა...გოჩა, ოჩა, მორჩა!..ხა, ხა, ხა!..

გულიანად გადაიხარხარებდა ფორე. მისი სიცილი ჯერ ამწვანებულ ეზო-კარს მოედებოდა, შემდეგ ძმებსაც გადაედებოდა და გულიანად გააცინებდა.

5 of 16

  • დაასათაურეთ მეორე აბზაცი.
  • რა ამბავია მოთხრობილი მეორე აბზაცში?

6 of 16

ეს ხდებოდა იშვიათად, ბიჭები ადვილად რიგდებოდნენ, ისევ ძმურად თამაშობდნენ. თუმცა დღეს... არავინ იცის, დღეს მათი წაკინკლავება რით დამთავრდებოდა. ონავრების სახლში დაგვიანების მიზეზიც სწორედ ეს იყო - პატარების ფეხბურთელთა გუნდმა ფორეს მეთაურობით სასტიკად დაამარცხა დიდების გუნდი. მისი კაპიტანი კი ფორეს უფროსი ძმა გუჯა იყო.

7 of 16

  • დაასათაურეთ მესამე აბზაცი.
  • რა მთავარი ამბავია მოთხრობილი მესამე აბზაცში?

8 of 16

ნეტავ, რა საწრთვნელი ვარჯიში ჩაატარა ფორემ?..ცაცხვის ძირში მჯდომი ბავშვები და ძია ესტატე გაკვირვებულები დარჩნენ პატარების გუნდის თავდადებული თამაშით. ღობეზე შემომჯდარი გაკნაჭული ბიჭი კი მეზობელს საიდუმლოს უზიარებდა: უკანასკნელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ხედავდა, როგორ ასწავლიდა ფორე პატარა ფეხბურთელებს ქართული ცეკვის ილეთებს. ბავშვებს მანამ აცეკვებდა, სანამ ქანცი არ გასწყდებოდათ.

9 of 16

  • დაასათაურეთ მეოთხე აბზაცი.
  • რას გვაცმნობს მეოთხე აბზაცი?

10 of 16

დღევანდელი წარმატებაც სწორედ ამ წვრთნის შედეგად მიაჩნდა. იგი ამაყად გასცქეროდა მოთამაშეებს, რომელთაც ზედიზედ გაჰქონდათ ბურთები მოწინააღმდეგის კარში. ხოლო საღამოს, თამაშის დამთავრების შემდეგ, უბის წიგნაკში ასე ჩაიწერა: ,,9:0 ფორეს გუნდის სასარგებლოდ!“

11 of 16

  • დაასათაურეთ მეხუთე აბზაცი.
  • რომელ ამბავს გვამცნობს ეს აბზაცი?

12 of 16

მოედანზე გამართული ,,შერკინება“ სიტყვიერ დაპირისპირებად იქცა. ფორეს მოწინააღმდეგეებმა სიცილ-ხარხარით გაახსენეს მისი ვრცელი სახელი. ის-ის იყო ბიჭები მამლაყინწებივით აიქოჩრნენ, რომ ამ დროს დიდედა დარეჯანის ხმამ ჰაერი გაკვეთა და მოედანსაც მოაღწია.

- გუჯაა! გოჩაა! ფორეე!

13 of 16

  • დაასათაურეთ მეექვსე აბზაცი.
  • რა ამბავია მოთხრობილი მოთხრობის ამ ნაწილში?

14 of 16

პირველი ადგილს სწორედ ნაბოლარა ძმა მოსწყდა. ეზოში სამივენი ერთად შეცვივდნენ.

- მოხვედით?!. ვინ მოიგონა ეს ფეხბურთი, სახლში შემოსვლა რომ აღარ გახსენდება!.. აბა ხელ-პირი დაიბანეთ... - მოჩვენებითი სიბრაზით უწყრებოდა ბიჭებს დიდედა.

ცოტა ხანში მათი აივნიდან სამივეს გულიანი სიცილი მოისმა.

15 of 16

  • დაასათაურეთ ბოლო მეშვიდე აბზაცი.
  • რა ამბავია მოთხრობილი ამ აბზაცში?

16 of 16

დაახასიათეთ მოთხრობის პერსონაჟები. გამოიყენე შემდეგი სიტყვები:

ონავარი, მკაცრი, მოხერხებული, მხიარული, მეგობრული, დამჯერე, ლიდერი, წარმატებული, თავშეკავებული,