1 of 15

სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან�

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები

2 of 15

საკლასო შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია. არსებობს შეფასების ორი ძირითადი ტიპი-განმავითარებელი და განმსაზღვრელი.�� განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის ან საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს რამდენად კარგად გაიგო და გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.�� განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება სასწავლო თემაზე, ან საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ. მისი მიზანია დაადგინოს, თუ როგორია მოსწავლის შედეგები სტანდარტით განსაზღვრულ მიზანთან მიმართებით და რა ქულას იმსახურებს ის.�� დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით.��� �

3 of 15

შეფასების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს:��1.რა უნდა შეფასდეს;��(კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ზუსტად ის, რის სწავლებასაც ვგეგმავთ)� �2.რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად;��(მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებს მოსწავლეებს, ამაში მას შეფასების რუბრიკა დაეხმარება.)��3.როგორ უნდა მოხდეს შეფასება;��(შეფასება შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ ინსტრუმენტებს)�

4 of 15

4.როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება.��განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით მასწავლებელი იღებს ინფორმაციას, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლის პროცესში, რა გამოსდით კარგად და ზოგადად რამდენად ეფექტიანია სასწავლო პროცესი. ყოველივე ეს მასწავლებელს სწავლის პროცესის სწორად დაგეგმვაში ეხმარება.�

5 of 15

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები

შესასვლელი ბილეთების მიზანია გაკვეთილის დასაწყისში

ა) ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა: წინარე ცოდნის; ინტერესების და დამოკიდებულებების შესახებ.

ბ)მიღებული ინფორმაციის გამოყენება გაკვეთილში ცვლილებების შესატანად.

გასასვლელი ბილეთების გამოყენებით მასწავლებელს ეძლევა საშუალება გაკვეთილის ბოლოს

ა)მიიღოს ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ.

ბ)მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს შემდეგი გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების მიხედვით.

6 of 15

შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მასწავლებელი ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს მოსწავლეებისაგან.� შესასვლელი ბილეთები ეხმარება მასწავლებელს გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ საკითხზე, ხოლო გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე.� შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენება უბიძგებს მოსწავლეებს, მოახდინონ რეფლექსია საკუთარ სწავლაზე.

მასწავლებელი მოსწავლეებს საკლასო ოთახში შესვლისთანავე ურიგებს შესასვლელ ბილეთებს და სთხოვს მათ მიუთითონ საკუთარი სახელი და გვარი და უპასუხონ შეკითხვებს.

7 of 15

ნიმუშები

შესასვლელი ბილეთი

გასასვლელი ბილეთი

8 of 15

სწრაფი წერითი სამუშაოსწრაფი ჩანაწერი� ერთწუთიანი ესე�ერთწინადადებიანი შეჯამება�დაუსრულებელი წინადადებები��

დაფიქრდი. დაწყვილდი, გააზიარე

რამდენიმე წუთს გამოყობთ იმისათვის , რომ მოსწავლეები დაფიქრდნენ საკითხის შესახებ, შემდეგ იმსჯელონ მეწყვილესთან ერთად, ბოლოს კი საკუთარი მოსაზრება გაუზიარონ კლასს.

ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოიფიქრონ ორი მცდარი და ერთი ჭეშმარიტი დებულება.

9 of 15

გრაფიკული ორგანიზატორებიმტკიცებულება/დებულება� მოსაზრება

მხარდამჭერი ფაქტები

  • 1.-------------------------------
  • 2.-------------------------------
  • 3.----------------------------------
  • 4.--------------------------------------
  • 5.--------------------------------------

საწინააღმდეგო ფაქტები

  • 1.------------------------------
  • 2.---------------------------------
  • 3.---------------------------------
  • 4.---------------------------------
  • 5.---------------------------------------

10 of 15

მთავარი კითხვა

როდის?

ვინ?

რა?

როგორ?

რატომ?

11 of 15

შეფასების რუბრიკა თანაბარი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასების დროს.�ანალიტიკური რუბრიკა-ცალ-ცალკე ჩაშლილ კრიტერიუმებს გვთავაზობს

კრიტერიუმები

დამწყები

განვითარებადი

კვალიფიციური

ექსპერტი

შინაარსის შესაბამისობა საპრეზენტაციო თემასთან

საკითხის ცოდნა/გააზრება

ინფორმაციის ორგანიზებულობა/ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის.

კონტაქტი აუდიტორიასთან და საუბრის მანერა

12 of 15

რუბრიკას,რომელშიც შეფასების კრიტერიუმები გაერთიანებულია ჰოლისტური რუბრიკა ეწოდება

13 of 15

განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. განმავითარებელი შეფასების ანალიზიდან გამომდინარე მასწავლებელს შეუძლია დიფერენცირებული სწავლების ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა სასწავლო მენიუ ან სასწავლო გაჩერებები. რომელთა დახმარებითაც ის შეძლებს დავალებების დიფერენცირებას მოსწავლეთა მზაობის მიხედვით.

სასწავლო მენიუ მოსწავლეებს სთავაზობს არჩევანს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს შორის.ზოგიერთი აქტივობა უფრო რთულია,ზოგიერთი-ნაკლებად რთული,ზოგი შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს, ზოგიც მშრალ ფაქტებს ეფუძვნება.

14 of 15

სასწავლო გაჩერებები

ეს გახლავთ საკლასო ოთახში მერხების მეშვეობით მოწყობილი სასწავლო გაჩერებების მაგალითი. მოსწავლეები ყოველ გაჩერებაზე განსხვავებულ სამუშაოს ასრულებენ

15 of 15

მადლობა ყურადღებისათვის ���