1 of 21

� �2022 წლის ეროვნული კონფერენცია

საგანი: ფიზიკა

კლასი: IX

მოსწავლე: 24

სსსმ მოსწავლე: 1

ახმეტის № 2 საჯარო სკოლა

მასწავლებელი: ნანული თედეშვილი

რეგიონი: კახეთი

​

​

2 of 21

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის კომპლექსური დავალების პირობა იგივეა. მხოლოდ პროდუქტი უნდა იყოს პოსტერი ან ნახატები.

რომელშიც ხაზგასმით იქნება წარმოდგენილი

სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტში კიდევ რომელი დამცავი სისტემის შესახებ გსმენიათ? ახსენით მათი მოქმედების პრინციპი.

3 of 21

სამიზნე ცნება-ძალა�მკვიდრი წარმოდგენები- 1) სხეულებს შორის ურთიერთქმედება რაოდენობრივად ხასიათდება ფიზიკური სიდიდით ძალით და იგი შესაძლებელია იყოს ოთხი სხვადასხვა სახის (გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი, სუსტი). ეს ურთიერთქმედება ყოველთვის ორმხრივია და ხორციელდება უშუალო „კონტაქტით“ ან ველის საშუალებით.�2) სხეულზე ერთი ძალის ან ძალების ტოლქმედის მოქმედება იწვევს ამ სხეულის სიჩქარის ცვლილებას ან/და მის დეფორმაციას. ძალის (ტოლქმედის) მოქმედების შედეგი კი დამოკიდებულია მის მოდულზე, მიმართულებაზე, მოდების წერტილზე, მოქმედების ხანგრძლივობაზე და სხეულის იმ ზედაპირის ფართობზე, რომელზეც ეს ძალა (ტოლქმედი) მოქმედებს. ამასთან თუ გარე ძალა აწარმოებს წნევას სითხეზე ან აირზე, წნევა ყველა მიმართულებით ერთნაირად ვრცელდება.�3) სხეულთა სისტემაზე მოქმედი გარე ძალების ტოლქმედის მნიშვნელობა განსაზღვრავს ამ სისტემის ენერგიისა და იმპულსის ცვლილებას, ხოლო მყარ სხეულზე მოქმედი ძალებისტოლქმედისა და ამ ძალების მომენტების ჯამის მნიშვნელობა - სხეულის წონასწორობის პირობას.�ქვეცნება-ძალის იმპულსი�თემა- დინამიკა და სტატიკა�საათების სავარაუდო რაოდენობა: 6-8�საკითხები: ნიუტონის მეორე კანონი;� დრეკადობის ძალა;� იმპულსი, ძალის იმპულსი�საკვანძო შეკითხვა: როგორ ავხსნათ კვლევით ნაშრომში, თუ როგორ იცავს ჩაფხუტი მტკივნეული შეჯახებისაგან.��

4 of 21

I ეტაპი: კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა�რესურსი: დავალების პირობა ბეჭდური სახით�პრინტერი (სკოლის საკუთრება)����პროდუქტი: პრეზენტაცია

აქტივობა: დისკუსია კომპლექსური დავალების პირობასთან დაკავშირებით

  • რა არის კვლევითი ნაშრომი?
  • მოგიმზადებიათ თუ არა კვლევითი ნაშრომი?
  • რ არის წარმოდგენილი კვლევით ნაშრომში?
  • გამოგიყენებიათ თუ არა პროგრამა PowerPointi ან Word-ის ფაილი?
  • როგორ ფიქრობთ, კიდევ როგორი ფორმით შეგიძლიათ წარმოადგინოთ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია?
  • გამოგიყენებიათ თუ არა უსაფრთხოებისათვის ჩაფხუტი?

​

​

​

Word

PowerPoint

პოსტერი

5 of 21

6 of 21

ეტაპი II კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა��ნაბიჯი I რატომ იყენებენ ჩაფხუტის გარეთა ფენად მყარ და გამძლე მასალას?(მკ2)��რესურსი: ქვა, ქვიშა, მუყაო, გაზეთი ან რაიმე ქაღალდი.�აქტივობა: ჩავატაროთ ცდები.

  • რა არის ქვიშაში ღრმულის გაჩენის მიზეზი?
  • როგორ განსხვავდება თითოეულ შემთხვევაში ქვიშაზე გაჩენილი ღრმულები ერთმანთსაგან?
  • რა მოხდებოდა თუ ქვიშაზე მყარ ფიცარს ან მეტალს დავდენდით და ცდას ისე ჩავატარებდით?
  • მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ჩაფხუტის მუყაოსგან დამზადება?
  • რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს მშენებელი, ბაიკერი ან მაღაროელი ჩაფხუტის გარეშე?
  • რა პარალელს გაავლებდით ქვიშაზე ჩატარებულ ექსპერიმენტსა და ჩაფხუტზე რაიმე ნივთის დაცემას შორის?

​

7 of 21

8 of 21

ნაბიჯი II რატომ იყენებენ ჩაფხუტის შიდა ფენისთვის რბილ და ადვილად დეფორმირებად მასალას?(მკ2�რესურსი აქტივობა:ჩაატარე ექსპერიმენტი მოცემული ბმულების მიხედვით��EGG DROP ACTIVITY////HOMEMADE SCIENCE WITH BRUCE YEANY – YOUTUBE�HTTPS://WWW.YOUTUBE.COM/WATCH?V=19YZ-QCNWPE�SHORTURL.AT/CWDIY�HTTPS://WWW.YOUTUBE.COM/WATCH?V=PH48XWJ_ES8

  • რატომაა ჩაფხუტის შიდა ნაწილი რბილი?
  • რომელ შემთხვევაში გატყდა კვერცხი?
  • როგორია ის ზედაპირი რომელზე დაცემის შემდეგაც კვერცხი გატყდა?
  • რატომ გატყდა კვერცხი მყარ ზედაპირზე დაცემის შემდეგ?
  • რატომ არ გატყდა კვერცხი რბილ ზედაპირზე დაცემის შემდეგ?
  • როგორი ფორმა მიიღო რბილმა ზედაპირმა მასზე კვერცხის დაცემისას?
  • რა მნიშვნელობა აქვს იმ ფორმას, რომელსაც იღებს ზედაპირი მასზე სხეულის დავარდნისას?
  • თქვენი აზრით რომელ შემთხვევაში იყო ურთიერთქმედების დრომეტი კვერცხსა და ზედაპირს შორის?
  • ერთნაირად შეიცვალა თუ არა კვერცხის იმპულსი ორივე შემთვევაში?

​

9 of 21

სლაიდი მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციიდან (ფუნქციური უნარები)�I და II მეორე ნაბიჯის შესრულებისას დახვეწილი ხდება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, დაკვირვების კანონზომიერების აღმოჩენის და განზოგადების ,დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.

10 of 21

11 of 21

12 of 21

ნაბიჯი III როგორ იცავს ჩაფხუტი ადამიანის თავს?(მკ2) (მკ3)�რესურსი: ფიზიკის სახელმძღვანელო, ფიზიკის ამოცანათა კრებული�აქტივობა: ამოცანების ამოხსნა

  • რა არის იმპულსი?
  • რა არის ძალის იმპულსი?
  • როგორ ჩაიწერება ნიუტონის მეორე კანონი იმპულსის გამოყენებით?
  • შეიძლება თუ არა სხვა და სხვა სიჩქარის მქონე სხეულებს ჰქონდეთ ერთნაირი იმპულსი?
  • რა კავშირია სხეულის იმპულსსა და ძალის იმპულსს შორის?
  • როგორი დამოკიდებულებაა ძალასა და შეჯახების ხანგრძლივობას შორის?

​

13 of 21

14 of 21

ნაბიჯი IV: სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტში კიდევ რომელი დამცავი სისტემის შესახებ გსმენიათ? ახსენით მათი მოქმედების პრინციპი(მკ2) (მკ3)�რესურსი: პროექტორი, ლეპტოპი,ინტერნეტი (სკოლის საკუთრება)��როგორ ახსნით აირბაგის მოქმედების პრინციპს?�როგორი ფორმა აქვს ფეხბურთელის წვივსაფარს? რატომ?�რა მოსდის მგზავრს ავტობუსში, რომელიც მკვეთრად ამუხრუჭებს?�ახსენი ღვედის მოქმედების პრინციპი.�(ფუნქციური უნარი)პროდუქტის შექმნისას გამოჩნდა მათ შემოქმედებითობა,ორიგინალობა,დეტალებზე ყურადღების გამახვილება.�კომპლექსურმა დავალებამ ხელი შეუწყო ერთმანეთთან თანამშრომლობას, კოლაბორაციის განვითარებას.�

15 of 21

16 of 21

(ფუნქციური უნარი) განვითარდა მათ თვითრეგულაციის უნარი. მათ მიზანი დაისახეს,რა პროდუქტი უნდა შეექმნათ, დაგეგმეს როგორ უნდა შეექმნათ და შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები.

17 of 21

18 of 21

19 of 21

სოლო ტაქსონომიის მიხედვით ჩავთვალე რომ სამი მოსწავლის ნამუშევარი აბსტრაქტულ დონეს აკმაყოფილებდა. ერთერთი ასე შევაფასე:� მოსწავლემ სიღრმისეულად გაიაზრა საკითხის არსი, დავალების ოთხივე ნაბიჯი შეასრულა დეტალების გათვალისწინებით, დაგეგმა და აღწერა ცდების მსვლელობა. დაამუშავა მონაცემები და დაამყარა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.�პრეზენტაციის დროს არგუმენტირებულად იმსჯელა სამიზნე ცნება ძალაზე და მის მახასიათებლებზე, გამოიტანა ადეკვატური დასკვნები.�ჩაფხუტზე გამოტანილი დასკვნა განაზოგადა აირბაგზე, ბუფერზე, წვივსაკრავზე, გამოთქვა ჰიპოთეზა: მისი აზრით აჯობებდა აირბაგი უფრო რბილი მასალით ყოფილიყო დამზადებული. �ჩემი უკუკავშირი: მოიფიქრე გზა როგორ შეამოწმებ ამ ჰიპოთეზას, კარგი იქნება თუ დაამზადებ ჯერ ჩაფხუტის შემდეგ აირბაგის მოდელს.�

რვა მოსწავლის ნამუშევარი აკმაყოფილებდა მიმართებით დონეს. მოსწავლემ კარგად გაიგო განსახილველი საკითხის არსი. შეასრულა ყველა ნაბიჯი. იმსჯელა სამიზნე ცნება ძალის და ქვეცნებების დრეკადობის ძალის და იმპულსის შესახებ.

20 of 21

დაგეგმა და აღწერა ცდები. გამოიტანა დასკვნები. �ჩემი რჩევა იყო მოეხდინა განზოგადება სად შეიძლებოდა მისი ნაშრომის გამოყენება, ვის დაეხმარებოდა იგი. ანუ მოეხდინა ტრანსფერი ყოფა ცხოვრებაში.� დანარჩენმა ნაშრომებმა დააკმაყოფილეს მულტი სტრუქტურული დონე.�მაგალითად ზოგმა მოსწავლემ შექმნა პროდუქტი WORD-ის ფაილში, იმსჯელა სამიზნე ცნებაზე, გააზრებული ჰქონდა კომპლექსური დავალების პირობა. ჩაატარა ცდები, გადაუღო სურათები და ცალკე გამომიგზავნა, ამ ცდების საფუძველზე დასკვნების გამოტანა გაუჭირდა. ბუნდოვანი იყო მისთვის განსახილველ საკითხთან როგორ დაეკავშირებინა. დააკლდა დეკლარატიული ცოდნა. უკუკავშირი: უფრო მეტი ყურადღებით წაეკითხა ეს თემა, დაემყარებინათ კავშირი სიდიდეებს შორის, კარგად დაკვირვებოდა რა გააკეთა და რატომ გააკეთა.

თუმცა კომპლექსური დავალებაზე მუშაობა რომ დავასრულეთ ამ მოსწავლეებს სერიოზული წინსვლა ჰქონდათ. მე მივხვდი რომ დეკლარატიული და პროცედურული ცოდნით რომ განვავითაროთ პირობისეული ცოდნა ამაში კომპლექსური დავალებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და მოსწავლეთა ცოდნა ხარისხიანი გახდება.

21 of 21

მადლობა ყურადღებისთვის.