1 of 16

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტები.

სსსიპ ქალაქ ბათუმის N 23 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი გურამ ფარტენაძე.

2 of 16

წინამდებარე სასაწავლო რესურსის მიზანია მოსწავლე -ახალგაზრდობას, საგნის მასწავლებლებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს დახმარება გაუწიოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ღრმად გაგება -გააზრებაში , როგორიცაა ძირითადი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დოკუმენტები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ�მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს შეიქმნა ახალი მსოფლიო ორგანიზაცია გაერო, რომლის ერთ -ერთი მთავრი ფუნქცია იყო ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მსოფლიო მასშტაბით. ამ მიზნიდან გამომდინარე 1948 წლის 10 დეკემბერს პარიზში, გაერომ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ,, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია,“ რომლითაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალური სტანდარტი. დეკლარაციის მიღება უკავშირდება ელეანორ რუზველტის სახელს. � ქვემოთ მოცემულია კითხვები ამ დოკუმენტების შესახებ.

აქტივობა--I. აქტივობები -უპასუხეთ კითხვებს:

ა.)გაეროს რომელი ორგანო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარ ორგანოს. ბ.) რა შემთხვევაში მიმართავს ამ ორგანოს მოქალაქე ? გ.) რომელი ნაწილებისაგან შედგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა? დ.) თქვენი აზრით რა უპირატესობებით გამოირჩევა უფლებათა დაცვის რეგიონალური ინსტიტუტები?

​

აქტივობა II. 1.) გაანალიზეთ ადამიანის ბუნებით უფლებების არსი.2.) აბსოლუტური და შეძენილი უფლებები. 3.) ნეგატიური და პოზიტიური უფლებები. აქტივობა III-პროექტის განხორციელება:,, ადამიანის უფლებები“. აქტივობა IV- დისკუსიის ჩატარება ,,როგორ ვისარგებლოთ უფლებებით.“

​

3 of 16

დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება უნივერსალურია და ჰუმანიტარული განვითარების ოქროს ფონდს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით:�მუხლი 3. ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. �მუხლი 4. არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში, ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.�მუხლი 5 .არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.��

:

​

აქტივობები: 1.) დააჯგუფეთ ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებები თაობების მიხედვით: ა.) პირველი თაობის უფლებები, ბ.) მეორე თაობის უფლებები გ.) მესამე თაობის უფლებები. აქტივობა II: უფლებები შინაარსის მიხედვით: 1.)სამოქალაქო, პირადი უფლებები 2.) პოლიტიკური უფლები, 3.) სოციალური უფლებები, 4.)ეკონომიკური უფლებები, კულტურული უფლებები და თავისუფლებები

აქტივობა IV. შეასრულეთ კროსვორდი LearningApps.org ფორმატში -ადამიანის უფლებების კლასიფიკაცია.

​

აქტივობა V. გაეცანით კონვენციის მუხლი N 2:

ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა

სახელდობრ , რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

აქტივობა: VI გაანალიზეთ რომელი ძირითადი უფლებების დაცვაზეა ამ მუხლში საუბარი? მოიტანეთ არგუმენტები

4 of 16

2014 წელი -- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია --ხელი შეუწყოს და დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობების პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსებების პატივისცემა. ხელშეკრულება ადასტურებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უნივერსალურობას, განუყოფლობას, ურთიერთდამოკიდებულებას და ურთიერთკავშირს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ამ უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის შესაძლებლობას. კონვენციაში ხაზგასმულია, რომ მისი მიხანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსებების პატივისცემა

აქტივობა / აქტივობები:

აქტივობა I: კითხვა- პასუხი: ა) კონვენციის მიხედვით განმარტეთ შშმ პირის ცნება. ბ) კონვენციის მიხედვით გაანალიზეთ შშმ პირების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

აქტივობა II. პროექტის განხორციელება: ,, დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“

​

​

აქტივობა III. როგორ გესმით სლოგანი ,, ყველა განსხვავებული-- ყველა თანასწორია“ იდეა?

აქტივობა IV. დებატების ჩატარება თემაზე: ,,ერთიანობა და მრავალფეროვნებაშია“- აქტივობაV-- პოსტერების/ ნახატების შესრულება და გამოფენა. აქტივობა -VI-ფილმის ,, სტერეოტიპებით არ იბადებიან“ კლასების მიხედვით ნახვა და შთაბეჭდილებების გაზიარება.

აქტივობა -დისკუსია ,, ქრომოსომებს არ ითვლიან.“

​

5 of 16

ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერი ნიუ-ორკი�ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს.�1. კერძოდ, კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ( მუხლი 2 ),�2. ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესები დაცვას ( მუხლი 3), �3. ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება ( მუხლი 6) �4. გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება �( მუხლი 12)

აქტივობა I : შექმენით საკუთარი პოსტერი და გააკეთეთ პრეზენტაცია.

აქტივობა II. დაწერეთ ესე: მე და ჩემი უფლებები

აქტივობა III მხატვრულ/ანიმაციური ფილმების ნახვა და გაანალიზება

აქტივობა IV: ამოიცანით ქვემოთ მოტანილი ილუსტრაცია.

აქტივობა V: მოიძიეთ ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

აქტივობა VI: დისკუსია-მოსწავლეთა უფლებები და ქცევის წესების ურთიერთდამოკიდებულება,

​

6 of 16

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, მიღებულია 1950 წლის 4 ნოემბერი, რომი. კონვენციის მიხედვით ადამიანებს განურჩევლად განსხვავებებისა გააჩნიათ: სიცოცხლის უფლება, წამების, მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვის უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა. კონვენციის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შექმნა, რომელიც მდებარეობს სტრასბურგში, რომლის სასამართლო იურის დიქციაც ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული. ევროსაბჭოს უფლება აქვს ადამიანის უფლება სასტიკი დარღვევისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო ქვეყანა გააძევოს მისი რიგებიდან, რუსეთის მაგალითი 2022 წელი უკრაინაში ბარბაროსული ომის დაწყებისათვის.

აქტივობა I: არგუმენტირებული მსჯელობა: ა.) თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს სასწორი თავისი პინებითა და ჩაქუჩი, მოიტანეთ არგუმენტები. აქტივობა II. გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები. აქტივობა III. რომელი სასამართლოს საქმიანობის შესახებ შეიცავს ინფორმაციას ილუსტრაცია?

​

აქტივობა IV; გაიხსენეთ და დაასახელეთ მართლმსაჯულების ეს ილუსტრაცია. აქტივობა V: თქვენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს თვალ ახვეული მოსამართლე? რა მსგავსი და განმასხვავებელი ფუნქციებზე მიგვანიშნებს ილუსტრაციები? აქტივობა VI- დისკუსია ,, რომელი მოსამართლის როლს აირჩევდით და რატომ“?

​

7 of 16

საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა ფორმის შესახებ, მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1965 წლის დეკემბერში.� კონვენციაში ხაზგასმულია, რომ ამ კონვენციაზე ხელის მომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას გაეროსთან თანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი და ცალკეული ქმედებები, რათა წაახალისონ და ხელი შეუწყონ ყველა ადამიანის ძირითადი უფლებებსა და თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემასა და დააცვას, განურჩევლად რასისა, სქესისა , ენისა და რელიგიისა.� მუხლი 1.�რასობრივი დისკრიმინაცია ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობას ან განხორციელებას თანაბარ საფუძველზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.��

აქტივობა I: კითხვა -პასუხი: .) გაეცანით მარტინ ლუთერ კინგის სიტყვას 1963 წლის 28 აგვისტოს დემონსტრაციაზე ,,მე მაქვს ოცნება“ და უპასუხეთ კითხვებს: ა.) რა იყო მოწოდების დედაარსი. ბ.) რას გულისხმობდა მოწოდება საკუთარი შვილებისა და მომავალი თაობების მიმართ. გ.) რა იყო მოწოდების რელიგიური და პოლიტიკური პლატფორმა. დ.) რამდენად ახდა და შესრულდა კინგის მოლოდინები, მოიტანეთ არგუმენტები

აქტივობა II. ა) სად მოღვაწეობდა ცნობილი უფლება დამცველი ნელსონ მანდელა. ბ) რა იყო ნელსონ მანდელას ძირითადი იდეურ-პოლიტიკურ-პლატფორმა. გ.) რა იყო მსგავსი და განსხვავებული ამ ორ მოღვაწეს შორის? დ) რა შედეგებით დასრულდა მანდელას მოღვაწეობა.?

სასაწავლო პროექტის განხორციელება ,, არა დისკრიმინაცია, არა ფობიას“

​

8 of 16

გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. მიღებულია 1979 წელს გაეროს მიერ, აღნიშნულია, რომ�ქალთა მიმართ დისკრიმინაცია არღვევს თანასწორობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის მიზეზებს, აბრკოლებს მამაკაცის თანაბრად ქალის მონაწილეობას თავისი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ხელს უშლის საზოგადოებრივი და ოჯახური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და კიდევ უფრო აძნელებს ქალთა შესაძლებლობების სრულ გამოვლენას თავიანთი ქვეყნებისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.� ქვეყნების სრული განვითარება, მთელი მსოფლიოს კეთილდღეობა და მშვიდობის საქმე ყველა დარგში მამაკაცთა თანაბრად ქალთა მაქსიმალურ მონაწილეობას მოითხოვს. კონვენციაში ხაზგასმულია, რომ მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმას, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი და თანაბარი უფლებები შეიტანონ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში, მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას ქალთა ყოველმხრივი პროგრესისა და განვითარებისათვის.

აქტივობა I : ა) გაეცანით საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 11.3. ბ.) თქვენი აზრით რამდენადაა რეალიზებული კონსტიტუციური მოთხოვნა ცხოვრებაში. გ.) მიუთითეთ არსებული პრობლემების დაძლევის თქვენეული ალტერნატიული ვერსიები.

აქტივობა II. პროექტის განხორციელება--: საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპები და მისი უარყოფითი გავლენა დემოკრატიის პრინციპებზე, აქტივობა III -იმიტირებული სასამართლო -- ქალთა უფლებების დაცვა.

აქტივობა: IV.პრეზენტაციის მომზადება: ა.) სქესი და გენდერი, ბ.) გენდერული როლები საზოგადოებაში.

​

9 of 16

1966 წლის გაეროს ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი- საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანდაყოლილი ღირსების, განუყოფელი და თანასწორი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობის და მშვიდობის საფუძველია,�აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის, პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან.�თითოეულ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის განუყოფელი უფლება. ამ უფლებას იცავს კანონი. �არავის შეიძლება თვითნებურად წაერთვას სიცოცხლე. �

აქტივობა I: სასწავლო რესურსის შესრულება--10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

აქტივობა II. კროსვორდების შესრულება: LearningApps– org.1.)დემოკრატიის იდეები და ადამიანის უფლებები, 2.) გენდერი და პიროვნული თავისუფლება. აქტივობა III- დისკუსია -ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქტივობა IV- დაწერეთ რეფერატი--რა გავიგე ახალი ადამიანის უფლებების შესახებ

აქტივობა V- შესწავლილი მასალის განზოგადება.

ა.) ამოიცანით ქვემოთ მოცემული ილუსტრაციების იდეური არსი. ბ.) როგორი გავლენა მოახდინა მასალის საფუძვლიანმა გაცნობამ თქვენი დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების განვითარებაზე,? გ.) როგორია თქვენი პიროვნული დამოკიდებულება შესწავლილი საკითხის მიმართ.? დ.) რა თემაზე ისურვებდით შემდეგი პრეზენტაციის მომზადებას?

​

​

10 of 16

საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებულია 2014 წელს.� მიზნად ისახავს დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრას და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას ყველასთვის განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ან სხვა ნიშნის მიუხედავად. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია და მათზე ვრცელდება თანაბარი უფლებები და თავისუფლებები. დისკრიმინაცია მჭიდრო კავშირშია პიროვნულ იდენტობასთან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ.�

აქტივობები I: - არგუმენტირებული მსჯელობა: ა.) თქვენი აზრით რა არის სეგრეგაცია? ბ.) გაანალიზეთ დისკრიმინაციის შემდეგი ფორმების-პირდაპირი და ირიბი, რასობრივი და რელიგიური, ეთნიკური/ეროვნული, სქესობრივი /გენდერული, ასაკობრივი, პოზიტიური და რევერსიული დისკრიმინაციების რაობა და არსი. გ.)იმსჯელეთ მათი უარყოფითი შედეგების შესახებ. დ.) გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება საკითხის მიმართ.

აქტივობა II--განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ,,შუქნიშანი“. ა.) მოსწავლეებმა წინასწარ დარიგებული ფერადი ბარათებიდან უნდა აჩვენონ მწვანე-გასაგებია, ყვითელი-ბოლომდე არ არის გარკვეული, წითელი გაუგებარი და ბუნდოვანია. ბ.) უკუკავშირი მოსწავლეებთან და მოდელირება.

11 of 16

კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1984 წელს, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1994 წელს. როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ხაზგასმულია, რომ მონაწილე სახელმწიფოები გმობენ წამებას, დასჯასა და ადამიანის ღირსების დამამცირებელ ქმედებებს,, კანონით დასჯად ქმედებად უნდა გამოცხადდეს აღნიშნული მოქმედებები, ,უნდა უზრუნველყონ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, სასამართლოსა და მართლმსაჯულების სხვა ორგანოების წინაშე თანასწორი მოპყრობის უფლება. პირველად კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოები შეთანხმდნენ წამების ტერმინს განსაზღვრაზე, დაადასტურეს მისი აბსოლუტური ხასიათი და იკისრეს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება მატი იურისდიქციის ფარგლებში წამების ფაქტების თავიდან ასაცილებლად

აქტივობა I. არგუმენტირებული მსჯელობა: ა.)გაეცანით კონვენციას და იმსჯელეთ წამების ტერმინის დეფინიციის შესახებ. ბ) გაეცანით საქართველოს კონსტიტუციის 9-1.2- მუხლებს. გ.) გაავლეთ პარალელი კონვენციის ძირითად დებულებებსა და საქართველოს კონსტიტუციის მუხლებს შორის.

აქტივობა II. განმავითარებელი შეფასების სტრატეგის : დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე გამოყენება

აქტივობა III: გაეცანით:

საქართველოს კონსტიტუციის 10.1. 11.1მუხლებს და იმსჯელეთ: ა.) რა არის მათი იდეა? ბ.) გაანალიზეთ წამების კონცეფციის არსი. აქტივობა IV: პრეზენტაციების მომზადება ბულინგის თემაზე,

​

12 of 16

მინი ლექცია:� 1921 წლის კონსტიტუცია მე -20 საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოს ერთ -ერთ მოწინავე, სრულყოფილ და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული უზენაესი საკანონმდებლო აქტი იყო. მასში ასახული იყო იმდროინდელი ყველაზე პროგრესული, სამართლებრივ -პოლიტიკური მოსაზრებები და მიმდინარეობები. კონსტიტუციონალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოს პირველმა კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი იყო თავისი პროგრესული, დემოკრატიული ხასიათით და აღიარებდა ისეთ ღირებულებებსა და ფასეულობებს, როგორიცაა: თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, სწორედ პირველმა კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და სეკულარული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები. პირველი ქართული კონსტიტუციის ტექსტი დაეფუძნა კონსტიტუციონალიზმის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ხელისუფლების დანაწილება, მიუკერძოებელი სასამართლო....

აქტივობა I:

გაანალიზეთ კონსტიტუციის შემდეგი პრინციპები: ა.) სახალხო სუვერენიტეტი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, უშუალო დემოკრატიის ფორმები, სეკულარული სახელმწიფო, სახელმწიფოს მართვა-გამგეობის ფორმები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა.

​

აქტივობა II.არგუმენტირებული მსჯელობა: ა.) თქვენი აზრით რაში გამოიხატებოდა პირველი კონსტიტუციის დემოკრატიული და პროგრესული ხასიათი? ბ.) რომელ დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა კონსტიტუციაში ყურადღება გამახვილებული ? გ.) შეიძლება თუ არა 1921 წლის კონსტიტუცია მივიჩნიოთ დღევანდელი კონსტიტუციის საფუძვლად? დაასაბუთეთ.

​

13 of 16

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია საინტერესო მოდელია კონსტიტუციისა, რომელშიც გონივრ=ულადაა შეჯერებული მსოფლიო კონსტიტუციური გამოცდილება და საერთო ეროვნული ქართული საწყისები. კონსტიტუციონალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი იყო თავისი პროგრესული, დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის , სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის და ხელისუფლების დანაწილების, ადგილობრივი თვითმართველობის, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებით, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით, საყოველთაო საარჩევნო უფლების ა , ეროვნული უმცირესობებისათვის თვითმართველობის მინიჭებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპის აღიარებით.

გენშერის შეფასება:

კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე, იგი უკვე მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა

​

14 of 16

მინი ლექცია- 1995 წლის კონსტიტუციის მუხლი 9,10�კონსტიტუციის მე- 9-10 მუხლებში ხაზგასმულია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი, ფუნდამენტალური უფლება- ღირსების შეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მე-10 მუხლი იცავს მოქალაქის სიცოცხლესა და ფიზიკურ ხელშეუვალობას, კანონით სიკვდილით დასაჯა აკრძალულია

აქტივობა I. არგუმენტირებული მსჯელობა: ა.) თქვენი აზრით ადამიანის უფლებათა კონცეფციის მიხედვით რატომ ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის ღირსების დაცვას? ბ.) რატომაა მიჩნეული ადამიანის ღირსება ადამიანის ღირებულებათა სისტემის საფუძვლად?

გ.) დისკუსია: შეიძლება თუ არა ადამიანის ღირსება იქნას გამოყენებული მიზნის მიღწევის საშუალებად.? დაასაბუთეთ.

​

აქტივობა II. ა.) დაასახელეთ საერთაშორისო დეკლარაციები და კონვენციები, რომლის მიხედვითაც აკრძალულია სიკვდილით დასჯა. ბ.) იმსჯელეთ თეზისის ირგვლივ: ,, სიკვდილით დასჯაზე უარის თქმა ყველაზე მაღალი ჰუმანური გამოვლინებაა“. გ.) მოამზადეთ power point - ს პრეზენტაცია ,,ადამიანის ღირსება ხელშეუვალია“

​

15 of 16

მინი ლექცია- მუხლი 11 - თანასწორობის უფლება� საქართველოს კონსტიტუციის მე-11.1 მუხლის შესაბამისად ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. �11.3 სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. �10.4 სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის

აქტივობა I: გაანალიზეთ ილუსტრაციის ძირითადი იდეა. ბ.) გაეცანით 2014 წლის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ კონვენციას. გ.) კონსტიტუციისა და კონვენციის მოთხოვნების შუქზე დაწერეთ რეფერატი თემაზე ,, შშმ პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში.“ დ.) ფილმის ,, სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ნახვა და განხილვა

აქტივობა II. ა.) გაეცანით 1965 წლის გაეროს დეკლარაციას რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ და პარალელი გაავლეთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ბ.) მოიძიეთ ინფორმაცია რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების შესახებ და გააკეთეთ პრეზენტაცია გ.) გაეცანით 1979 წლის კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ . დ.) სასაწავლო პროექტის ,, გენდერი და სქესი“ განხორციელება.

​

16 of 16

სასწავლო რესურსის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგად გამოვლენილი სამი ძირითადი ხარვეზის ეტაპობრივი დაძლევა და გამოსწორება: 1.) მოსწავლეებს აქვთ გარკვეული პროგრესი საგანთა და მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენისა და კანონზომიერების გაკეთების უნარი ,გაუმჯობესდა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. 2.) შეიძინეს დეკლარირებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების -ტრანსფერის უნარ-ჩვევები, შეუძლიათ პროცედურული და პირობისეული ცოდნის დემონსტრირება, 3.) გააცნობიერეს აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის საჭიროება და აუცილებლობა, ამაღლდა პირადი პასუხისმგებლობის განცდა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებასა და გადაჭრაში, პიროვნების ეთიკური პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. რესურსის გამოყენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შინაგანი ზალების გააქტიურებასა და სწავლის მოტივაციის გაძლიერებას, მოსწავლეთა თანამონაწილეობა რესურსის შექმნაში ხდებოდა მატი სწავლის სტილის, ინტერესებისა და მზაობის გათვალისწინებით, ხოლო სასაწავლო მასალის მიწოდებისა და გამოხატვის მრავალფეროვანი მიდგომებისა და ფორმების გამოყენება ქმნიდა სწავლების უნივერსალური დიზაინის რეალიზების შესაძლებლობას.