1 of 10

ქიმია�შოკოლადი, ყავა, თაფლი

2 of 10

მოლეკულები

ყავისა და ჩაის სმისას ვყლაპავთ მოლეკულებს, ოთახში ყოფნისას გვეჯახება მოლეკულები, ყვავილების შეფერილობისა და ლანდშაფტის სილამაზით ტკბობისას აღფრთოვანებულები ვართ მოლეკულებით, მივირთმევთ სასმელს ან საკვებს- ვღებულობთ სიამოვნებას მოლეკულებისგან, ვგრძნობთ არასასიამოვნო სუნს- შევიგრძნობთ მოლეკულებით, გვაცვია და გვახურავს მოლეკულები და ბოლოს ჩვენ აგებული ვართ მოლეკულებისაგან.

3 of 10

შოკოლადი

მრავალი საუკუნის განმავლობაში შოკოლადი არსებობდა მხოლოდ თხევადის სახით, ეს სასმელი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების ნაწილიც.

პირველი კაფე სადაც სტუმრებს შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ, 1657წ. ლონდონში გაიხსნა. შოკოლადი იმ დროისათვის შეძლებული, მდიდარი ადამიანის სასმელად ითვლებოდა, ისევე როგორც მაიას ტომებში კაკაოს ხის ნაყოფი, ზოგიერთ ქვეყანაში ვალუტად იქცა.

1674წ. გამოჩნდა რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით.

4 of 10

შვედი ნატურალისტი კარლ ლინეი კაკაოს „ღმერთების საკვებს“ უწოდებდა.

შოკოლადის შესახებ მსოფლიომ მაიას და აცტეკების ტომებისგან შეიტყო.

აცტეკების ენაზე „ჩოკოლი“ „სიმწარეს“ ნიშნავს. ხოლო „ატლი“- „წყალს“, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.

5 of 10

  • პირველი რძიანი შოკოლადი შექმნა შვეიცარიულმა ფირმა “ნესტლემ” და საოცარი პოპულარობა მოიპოვა.
  • 1879 წელს რუდოლფ ლინდტმა გამოიგონა შოკოლადის თანდათან შეცხელების მეთოდი და თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება დაიწყო.
  • პირველი შოკოლადი შიგთავსით გამოჩნდა 1913 წელს.
  • მე-18 საუკუნის შუაწლებში შოკოლადი შედარებით გაიაფდა და ხელმისაწვდო- მი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის, ვინაიდან ამ დროისთვის პლანტაციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და წარმოებაც მექანიზებული გახდა.
  • მე-19 საუკუნეში კაკაოს მარცვლების წარმოების მხრივ ლიდერობდა ვენესუე- ლა. ამჟამად კაკაო ძირითადად მოჰყავთ ბრაზილიასა და კოტ-დ-ივუარზე.
  • მსოფლიოში ყოველწლიურად იჭმევა 600 ათასი ტონა შოკოლადი.
  • მწარე ან საცხობი შოკოლადი - სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. ეს არის ძალიან მწარე გემოს, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება;
  • შავი შოკოლადი - შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, ხშირად მას სუფთა შოკოლადსაც ეძახიან. ამერიკის კანონმდებლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას აკუთვნებს.
  • ტკბილ-მწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი. ეს არის შავი შოკოლადი კაკაოს ლიქიორის მაღალი კონცენტრაციით. მას ახასიათებს მწარე გემო, არ გამოიყენება როგორც დესერტი და შესაბამისად ფართო გამოყენებას პოვებს კულინარიაში.
  • რძის შოკოლადი - შოკოლადი რძის დანამატით. თეთრი შოკოლადი მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან.

6 of 10

შოკოლადი და ქიმია

შოკოლადის ხის თესლი შეიცავს: გლუკოზას, ეთეროვან ზეთს, ვაშლის მჟავას, ლიმონის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მიკრო- და მაკრო ელემენტებს (K, P, Mn, Fe, Cu), მჟაუნის მჟავას, მყარ ცხიმს - 50-55%, ნახშირწყლებს. კაკაოს თესლში მეტად მნიშვნელოვანია ალკალოიდების პურინული ჯგუფის არსებობა. ალკალოიდები ჯამში 2-3%-ია, თეობრომინი - 0,75-1,16%, კოფეინი - 0,35%. ცხიმი შედგება ოლეინის (43%), სტეარინის (34%), პალმიტინის (25%), ლინო- ლის (2%), ლაურინის და არაქინის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან. ცხიმის იოდის რიცხვია 27-42, გამყარების ტემპერატურა 20-270, მჟავური რიცხვი 2, 25. ცხიმი შეიცავს აგრეთვე სახამებელს, ფერმენტებს, ფიტოსტერინს, ფრუქტოზას, ღვინის მჟავას, ცილებს და სხვ. კაკაოს ცხიმი ფარმაციაში ძირითადად ფუძეებად გამოიყენება.

7 of 10

ქიმია და ყავა

ყავა (ჯიში,ოჯახი) იზრდება ბუჩქის ან ხის მსგავსად და აღწევს 4–10 მეტრს. აღსანიშნავია, რომ ამ ტროპიკულ მცენარეს შეუძლია ერთდროულად მოისხას ყვავილი და სხვადასხვა მომწიფების ხარისხის ნაყოფი. ე. წ. ყავის მარცვალი არის ყავის ხის ნაყოფი. არსებობს 80 ჯიშის ყავა. ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქარი (2.8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები (13.9-მდე) კოფეინი (1.24%-მდე), ცხიმი (14.4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა ნაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოქმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად ფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ე.წ. კაფეოლი.

8 of 10

ფუტკარი

ფუტკარი ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა. მასზე ხალხს ბევრი ლეგენდა და თქმულება შეუქმნია. ფუტკრის ოჯახის ჰარმონიულობა, შესაშური შრომისმოყვარეობა, მის მიერ შექმნილი გეომეტრიულად სწორი ფიჭის უჯრედები, გამრავლების განსაკუთ- რებული პროცესები და სხვა, დღესაც ბოლომდე შეუცნობია და მეცნიერთა, ფილოსოფოსთა, ნატურალისტთა, ქიმიკოსთა კვლევის საგანს წარმოადგენს. ფუტკარი რომ არ ყოფილიყო, 100 000-ზე მეტი მცენარის სახეობა დაიღუპებოდა. ფუტკრის თაფლი, სანთელი, შხამი, სადედე ფუტკრის რძე, დანდგელი, ყვავილის მტვერი მეტად საჭირო და სასარგებლო ბუნებრივი პროდუქტებია, რომელსაც ადამიანი ფართოდ იყენებს როგორც საკვებად, ისე სამკურნალო ნივთიერებების დასამზადებლად. ეს პროდუქტები მდიდარია პროტეინებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფერმენტებით, ანტიბაქტერიული და ბიოლოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებებით.

9 of 10

ქიმია და თაფლი

ფუტკრის პროდუქტებიდან ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს თაფლს, რომელიც სასწაულ სამკურნალო, საკვებ პროდუქტს, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის ელექსირს წარმოადგენს. თაფლი შეიცავს აგრეთვე მიკროელემენტებს - მანგანუმს, ალუმინს, ტყვიას, სპილენძს და ა.შ. ვიტამინებიდან B2, B6, F, K, C-ს და სხვ. თაფლი ძალიან კარგად ინახება. ხანგრძლივი შენახვის დროს იგი თანდათან სქელდება, ღებულობს მღვრიე ფერს და კრისტალდება.

10 of 10

გმადლობთ ყურადღებისთვის!