1 of 11

შატბერდის მამათა მონასტერი

ხათი თამარაშვილი

XIბ კლასი

2 of 11

  • ძამის ხეობაში მრავლად არის ტაო-კლარჯეთის მონასტრების სახელით დაფუძნებული მონასტერები.  შატბერდის წმინდა ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტერი ხეობისკენ მიმავალი გზის პირასაა.

3 of 11

4 of 11

  • მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი (პიტნავა):- ჩვენი ხეობა დაკარგული საქართველოს, ტაო-კლარჯეთის ძირძველი მონასტრების სახელების განმეორებაა, მონასტერი ახალი დაფუძნებულია და მრავალი რამ გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. პირადად ჩემთვის ეს რიგით მეხუთე მონასტერია, რომლის აღორძინებასაც ვცდილობ. გელათიდან  მათხოჯის დედათა მონასტერში წამოვედი. შემდეგ  ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში მდებარე უძლოურის მამათა მონასტერში ვმსახურობდი. იქიდან გადავედი სამტრედია-გურიის საზღვარზე, მაღალ მთაზე მდებარე ზანდოს მამათა მონასტერში. დღეს ძამის ხეობაში, შატბერდის მამათა მოანასტერში ვმსახურობ.

5 of 11

  • ტაძარში ხშირად იმყოფებოდა გრიგოლ ხანთძელი. IX–X ს. ცნობილია რამდენიმე შატბერდელი მოღვაწე,  სოფრომ შატბერდელი IX–X ს. მისი თაოსნობით დამზადდა  897 წ. სახარება ანუ შატბერდის ოთხთავი ანუ ადიშის ოთხთავი რადგან დიდხანს სვანეთში ინახებოდა,  გაბრიელ შატბერდელმა 936 წ. დაამზადა სახარების ხელნაწერი,  ხოლო 940 წ. მოხატა  თევდორემ.

6 of 11

  • იოანე ბერამ 973 წ. გადაწერა და პარხალს შესწირა ოთხთავი ანუ პარხლის ოთხთავი ეწოდა,  ასევე მან 973–76 წ. შეადგინა ე წ. შატბერდის კრებული,  მასში შესულია არაერთი ორიგინალური თუ თარგმნილი თხზულება კერძოდ გრიგოლ ნოსელის კაცთა შესაქმისათვის,  ეპიფანე კვიპრელის თვალთაი,  ბასილ კესარიელის  და იპოლიტე რომაელის თხზულებანი,  თარგმანებაი ქებაი ქებათაი და სხვა,  თარგმანებაი დავითის ფსალმუნებისა და ა შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქცევაი ქართლისაი რომელიც შეიცავს საქართველოს ისტორიას ადრეული ხანიდან IX საუუნემდე. აქ XI ს. მოღვაწეობდნენ გიორგი ათონელი,  დავით ჯიბისძე,  გრიგოლ ვაჩეძორელი,  სტეფანე შატბერდელი და სხვა. ვაჩეგორელმა აქ გადაწერა ბასილ დიდისა და გრიგოლ ნოსელის თხზულებათა  თარგმანების შემცველი ნუსხა. სტეფანე შატბერდელის ხელნაწერიდან მომდინარეობს ვანის სახარება.

7 of 11

  • შატბერდიდან მომდინარეობს ხელნაწერები ვრცელი ჰომილეტიკური კრებული უდაბნოს მრავალთავი X  ს.   1085 გადაწერილი საწელიწდო საწინასწარმეტყველო,  XII–XIII ს. გიორგი მროველის ბრძანებით გადაწერილი კრებული და ა შ.

8 of 11

    პირველადი ანაზომებისა და ფოტომასალის გაცნობის შემდეგ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დიმიტრი თუმანიშვილი აღნიშნულ ტაძარს IX-X საუკუნეებში აშენებულად მიიჩნევს. კედლის წყობა და მოპირკეთება „…უფრო X საუკუნეზე უნდა მიგვანიშნებდეს… განახლება ხომ, გიორგი მერჩულის უტყუარი ცნობით, X საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარა“. (ეს მოსაზრება მოყვანილია მკვლევარის ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ ხელნაწერში);

9 of 11

10 of 11

  • ტოპონიმი „შატბერდი“ კომპოზიტია და შედგება „შატ“ და „ბერდ“ ნაწილებისგან.“ შატბერდი“ სომხურად გაფორმებული ტოპონიმია, მაგრამ ამავე დროს ლურსმულ დამწერლობაში (კერძოდ ბაბილონურ-ასურულში) მარცვლების „შატ“, „შად“,… „მად“ გადმოსაცემად გამოიყენებოდა ნიშანი, რომელსაც მრავალი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის „მთა“.„ბერდი“ *b[h]erğ[h] – როგორც ინდოევროპულ (მაგ. ძველგერმანული burg, სომხური burgn), ასევე ახლოაღმოსავლურ არაინდოევროპულ ენებზე, (მაგ. ურარტული burgana, სირიული būrgā) – ნიშნავს „სიმაგრეს“, „ციხესიმაგრეს“.

11 of 11

  • მადლობა ყურადღებისთვის.