1 of 36

მოგესალმებით!��წარმატებებს გისურვებთ!

2 of 36

��������������������������������������������� კომპლექსური დავალება��,, ისტორიული თხზულების შექმნა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და მათ შედეგებზე�” სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლის ��ისტორიის მასწავლებელი: � მაია ესართია

3 of 36

სკოლა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლა��კლასი: VIII �

მოსწავლეების რაოდენობა: 24 ��კლასის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: საკლასო ოთახი გარემონტებულია და ელექტროფიცირებული, გაკვეთილზე შესაძლებელია პროექტორის გამოყენება პრეზენტაციისთვის

4 of 36

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და მათი შედეგები

საკითხი

  •  დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების წინაპირობები
  • გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზები და შედეგები

ქვესაკითხები

გვიანდელი შუა საუკუნეები და ადრეული ახალი დრო

(VIII კლასი)

თემა

5 of 36

სამიზნე ცნება:

სივრცე, დრო

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები:

  • როგორ ავსახო ისტორიულ თხზულებაში, თუ რატომ დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და რა ფაქტორებმა მისცეს მას ბიძგი?
  • როგორ ავსახოთ ისტორიულ თხზულებაში, თუ როგორ წარიმართა ისტორიული პროცესები დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ?

ქვეცნებები:

სივრცე: ამერიკა, ევროპა, აფრიკა, ინდოეთი

დრო: ტექნოლოგიური ცვლილებები, პოლიტიკური ცვლილებები

6 of 36

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ ხარ XVIII საუკუნეში ესპანეთში მოღვაწე სამეფო კარის ისტორიკოსი. მეფემ დაგავალა, რომ დაწერო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ მოკლე ნაწარმოები. დაწერე ისტორიული თხზულება, რომელშიც წარმოაჩენ იმ ეპოქის თავისებურებებს და მოგზაურთა მარშრუტებს. თხზულებას თან უნდა ჰქონდეს დართული რუკა, რომელზეც მოხაზული იქნება სხვადასხვა მოგზაურთა მარშრუტები.

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

 

თხზულებაში ხაზგასმით წარმოადგინე:

  • რა პოლიტიკურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შეუწყო ხელი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებას და რომელ საუკუნეებს მოიცავს დიდი ეს ეპოქა?(დრო. მკ.წ 1. მკ.წ 2, მკ. 3)
  • რა ცვლილებები მოხდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ და როგორ შეუწყო ხელი ახალმა აღმოჩენებმა მსოფლიოში ერთიანი სივრცის შექმნას?(სივრცე. მკ.წ 1; მკ. წ. 2)
  • რა ეკონომიკური, კულტურული და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს? (სივრცე. მკ.წ 3)

7 of 36

��I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა��ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?��რესურსი/აქტივობა: მინი-ლექცია ისტორიული თხზულების � შექმნასთან დაკავშირებით. � რესურსი: ისტორიული თხზულების ნიმუში���2. გონებრივი იერიშის მეთოდით -� გავიგე რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები �არსებულ საკითხთან დაკავშირებით.��� 1. რა არის ისტორიული თხზულება?� 2. რომელ ისტორიულ თხზულებებს �იცნობთ?��მოსწავლეთა პასუხების მიღების შემდგომ გავარჩიეთ ნაწყვეტი �დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი�

8 of 36

� ������ კომპლექსური დავალების II ეტაპი ��ნაბიჯი 1. რა პოლიტიკურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შეუწყო ხელი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის დაწყებას და რომელ საუკუნეებს მოიცავს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა ?�� რესურსი/აქტივობა: ისტორია, VIII კლასის სახელმძღვანელო, „დიოგენე“, გვ. 198-204�ვებ-გვერდი: WWW.GOCONQR.COM � �����

ნაბიჯი 1-ის აქტივობა 1. ასოციაციური კავშირების რუკის საშუალებით მოსწავლეებმა არსებული ცოდნა დაუკავშირეს კომპლექსური დავალების საკითხს. მოსწავლეთა პასუხების შემდეგ კი წარვუდგინე წინასწარ დამზადებული რესურსი - ა.კ. რ.

აქტივობამ ხელი შეუწყო წინარე ცოდნის გააქტიურებას , მოსწავლეთა ჩართულობას.

9 of 36

ნაბიჯი 1-ის აქტივობა 2. მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა

მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს, უპასუხეს შეკითხვებს რომელიც მოცემული მქონდა ფლიფჩარტზე, შემდეგ კი შეავსეს ფორმატზე მოცემული T დიაგრამა: მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია

დამხმარე სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მსოფლიოში 1453 წელს?
  • რა მნიშვნელობა ჰქონდა კონსტანტინოპოლის დაცემას მსოფლიო ისტორიისთვის?
  • რომელმა გამოგონებებმა შეუწყო ხელი დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს?
  • რა არის ნავიგაცია?
  • რა არის ეფემერიდები?
  • რა არის კარაველა?
  • რა მნიშვნელობა ჰქონდა კარაველის შექმნას?
  • რა არის ასტროლაბი?
  • რომელმა გზამ დაკარგა ფუნქცია კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად?
  • რა იყო მოგზაურების მიზანი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში?
  • რომელ საუკუნეებს მოიცავს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა?
  • რატომ უწოდეს აღნიშნულ პერიოდს „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ ეპოქა

აქტივობამ ხელი შეუწყო:

  • მასალის აღქმა და გააზრებას.
  • დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფას მეორეხარისხოვანისაგან
  • მოსწავლეთა ჩართულობას

10 of 36

ნაბიჯი 2. რა ცვლილებები მოხდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ და როგორ შეუწყო ხელი ახალმა აღმოჩენებმა მსოფლიოში ერთიანი სივრცის შექმნას?

რესურსი/აქტივობა:ისტორია, VIII კლასის სახელმძღვანელო, „დიოგენე“, გვ. 198-204

ისტორია VIII კლასის სახელმძღვანელო, ,,ლოგოს პრესი”, გვ. 70-76� პრეზენტაცია - https://docs.google.com/presentation/d/1sIOL42mbCyDG5MqBM7zfF8TUzbW2McHY/edit?usp=sharing&ouid=102314349476843328945&rtpof=true&sd=true

ნაბიჯი 2-ის აქტივობა 1. პროექტორის საშუალებით ვუჩვენე პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარათ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში

11 of 36

შემდეგ კი სახელმძღვანელოსა და პრეზენტაციიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შეავსეს მოგზაურის კითხვარი,

12 of 36

აქტივობამ ხელი შეუწყო არსებული და ახალი ცოდნის განმტკიცება-გამთლიანებას.

  • რა პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური მიზნები ამოძრავებდათ პორტუგალიელებს?
  • რა წვლილი შეიტანა ბარტოლომეუ დიაშმა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებში?
  • რა წვლილი შეიტანა ვასკო და გამამ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებში?
  • რა წვლილი შეიტანა ქრისტეფორე კოლუმბმა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებში?
  • რა წვლილი შეიტანა ფერნანდო მაგელანმა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებში?
  • რომელი ქვეყნები აწყობდნენ მნიშვნელოვან მოგზაურობებს?
  • რომელმა ქვეყნებმა გაინაწილეს ახლადაღმოჩენილი ტერიტორიები?
  • რატომ მიდიოდნენ ახლადაღმოჩენილ ტერიტორიებზე თავგადასავლების მაძიებლები?
  • რა იზიდავდათ ამერიკაში ახალმოსახლეებს?
  • როგორ ეპყრობოდნენ ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს ესპანელები და პორტუგალიელები?

ნაბიჯი 2-ის აქტივობა 2. კითხვა-პასუხი - დამოუკიდებელი მუშაობა

მოსწავლეებს ვთხოვე ნაბიჯი 2-ის შეჯამების მიზნით ინდივიდუალურად ემუშავათ კითხვებზე.

13 of 36

ნაბიჯი 2-ის აქტივობა 3. ისტორიული რუკის ანალიზი

ნაბიჯის 2-ს შესაჯამებლად მოსწავლეებს შევთავაზე ორი თემატური ისტორიული რუკა, რომელზე ვიმუშავეთ ერთობლივად. გავეცი მითითებები, (კონკრეტულად, მოსწავლეები დაყრდნობოდნენ პირობით აღნიშვნებს)

აქტივობამ - ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და ტრანსფერს.

კითხვები:

1. რა სახელწოდებითაა ცნობილი ის ისტორიული მოვლენა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც

წარმოადგენდა რუკაზე ასახული ექსპედიციები?

2. რომელი სახელმწიფოდან განხორციელდა მწვანე ფერის ისრით აღნიშნული ექსპედიცია და

ვინ იყო მისი ხელმძღვანელი?

3. რომელი სახელმწიფოდან განხორციელდა წითელი ფერის ისრით აღნიშნული ექსპედიცია და

ვინ იყო მისი ხელმძღვანელი?

4. ვისი ხელმძღვანელობით შემდგარი ექსპედიცია განხორციელდა უფრო ადრე?

5. რა იყო წითელი ფერის ისრით აღნიშნული ექსპედიციის საბოლოო მიზანი?

6. რით იყო მნიშვნელოვანი მწვანე ფერის ისრებით აღნიშნული ექსპედიციის შედეგები?

14 of 36

კითხვები:

1. რა სახელწოდებითაა ცნობილი ის ისტორიული მოვლენა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენდა რუკაზე ასახული ექსპედიციები?

2.რომელი სახელმწიფოდან განხორციელდა ყავისფერი ისრით აღნიშნული ექსპედიცია და ვინ იყო მისი ხელმძღვანელი?

3. რომელი სახელმწიფოდან განხორციელდა მწვანე ფერის ისრით აღნიშნული ექსპედიცია და ვინ იყო მისი ხელმძღვანელი?

4. ვისი ხელმძღვანელობით შემდგარი ექსპედიცია განხორციელდა უფრო ადრე?

5. რა იყო ყავისფერი ისრით აღნიშნული ექსპედიციის თავდაპირველი მიზანი?

6. დაასახელეთ ერთი კონკრეტული ისტორიული მოვლენა, რომელმაც ბიძგი მისცა რუკაზე აღნიშნულ ექსპედიციებს. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ.

15 of 36

ნაბიჯი 3. რა ეკონომიკური, კულტურული და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ევროპისთვის დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს?

რესურსი: ისტორია, VIII კლასის სახელმძღვანელო, „დიოგენე“, გვ. 198-204

პრეზენტაცია: https://docs.google.com/presentation/d/1Up1LgPi2Dd-QKx1ORce0hiHB3pTunhT9/edit?usp=sharing&ouid=102314349476843328945&rtpof=true&sd=true

https://learningapps.org/watch?v=pf7gs6arn22

ნაბიჯი 3-ის აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცანი პრეზენტაცია გეოგრაფიული აღმოჩენების ეკონომიკური, კულტურული და სტრატეგიული მნიშვნელობაზე, რის შემდეგაც შეავსეს სქემა, გამოვყავით ცალ-ცალკე ეკონომიკური, რელიგიური და ტექნიკური ფაქტორები

16 of 36

��აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს დაედგინათ მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და მიღებული ცოდნა შეეჯამებინათ.��

ნაბიჯი 3-ის აქტივობა 2. მოსწავლეებმა საკითხის შეჯამების მიზნით იმუშავეს კოგნიტურ სქემაზე: მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა

17 of 36

ნაბიჯი 3-ის აქტივობა 3. ვიქტორინა

პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად და შესაჯამებლად შევთავაზე learningapps.org-ის გამოყენებით შექმნილი ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული კითხვები.

აქტივობამ - ხელი შეუწყო მოსწავლეთა გარეგან მოტივაციასა და ჩართულობას

18 of 36

სოლო

ტაქსონომია

19 of 36

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი.

კარგად ხსნის თუ რამ განაპირობა გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყება და როგორი იყო ამ კონკრეტული გეოგრაფიული გარემოს გავლენა სხვადასხვა სახელმწიფოებზე. მსჯელობისას წარმოაჩენს გეოგრაფიული აღმოჩენების ეკონომიკურ, კულტურულ, თუ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

აღწერს ისტორიული პერიოდის მახასიათებლებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, აფასებს თუ რა წვლილი შეიტანეს სხვადასხვა მოგზაურებმა გეოგრაფიული აღმოჩენებისს ეპოქის შექმნაში.

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; კარგად გადმოსცემს, თუ რამ განაპირობა გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყება და როგორი იყო ამ კონკრეტული გეოგრაფიული გარემოს გავლენა სხვადასხვა სახელმწიფოებზე. გამართულად მსჯელობს გეოგრაფიული აღმოჩენების ეკონომიკურ, კულტურულ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

აღწერს ისტორიული პერიოდის მახასიათებლებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, აფასებს თუ რა წვლილი შეიტანეს სხვადასხვა მოგზაურებმა გეოგრაფიული აღმოჩენებისს ეპოქის შექმნაში

აბსტრაქტული

დონე

მიმართებითი დონე

20 of 36

მოსწავლე ზედაპირულად საუბრობს გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებზე და შედეგებზე, საუბრობს მოგზაურთა მიღწევებზე, მაგრამ მის აღწერიდან ვერ ხერხდება ეპოქის მახასიათებლების გამოკვეთა, კონკრეტულად არ ჩანს ტქნოლოგიური სიახლეების განვითარება, ჩანს მხოლოს საუკუნე, წელი. მოსწავლის შეფასება თუ რა ეკონომიკური, კულტურული და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს ზერელეა.

მოსწავლეს ამა თუ იმ გეოგრაფიული აღმოჩენების აღწერა შეუძლია მხოლოდ ერთ ასოციაციასთან მიმართებით, მაგ.: იცის საუკუნე, მიზეზი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყების,

მაგრამ თხზულებაში არ ჩანს ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, ის ცვლილებები რაც გამოიწვია დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა.

მულტისტრუქტურული

დონე

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს, იყენებს შეუსაბამო, არარელევანტურ ინფორმაციას, აცდენილია მნიშვნელობას/აზრს. ვერ იაზრებს გეოგრაფიულ აღმოჩენების მიზეზებსა და შედეგებს, იმ ცვლილებებს რაც მოჰყვა აღმოჩენებს.

პრესტრუქტურული

დონე

21 of 36

მოსწავლეთა ნამუშევრები

22 of 36

პირველი ნამუშევარი

23 of 36

24 of 36

ნამუშევარი შეფასდა მიმართებითი დონით. მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; კარგად გადმოსცემს, თუ რამ განაპირობა გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყება და როგორი იყო ამ კონკრეტული გეოგრაფიული გარემოს გავლენა სხვადასხვა სახელმწიფოებზე. გამართულად მსჯელობს გეოგრაფიული აღმოჩენების ეკონომიკურ, კულტურულ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

აღწერს ისტორიული პერიოდის მახასიათებლებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, აფასებს თუ რა წვლილი შეიტანეს სხვადასხვა მოგზაურებმა გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის შექმნაში.

მოსწავლემ კარგად გაართვა დავალებას, ნაშრომს ერთვის მოგზაურთა მარშრუტები. დაცულია თანმიმდევრობა, დავალებას შემოქმედებითია.

25 of 36

სამიზნე ცნება

 

ისტორიული მოვლენა

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის საკითხის არსი, ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

  • მოსწავლეს სახელძღვანელოში მოცემული ტექსტისა და დამატებითი მასალების გამოყენებით ადეკვატურად შეუძლია გადმოსცეს გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყების მიზეზები და შედეგები, ასახელებს დროს, გათვალისწინებული აქვს თითქმის ყველა კრიტერიუმი, რომელზეც უნდა ემუშავა.
  • ნაშრომს ერთვის მოგზაურთა მარშრუტები. დაცულია თანმიმდევრობა, დავალებას შემოქმედებითია.

  • შენ კარგად გაართვი თავი მოცემულ დავალებას, ისტორიული თხზულება აკმაყოფილებს კომპლექსური დავალების კრიტერიუმებს, თუმცა შემდგომი მუშაობისას გაითვალისწინე ხაზგასმით წარმოაჩინო ყველა კრიტერიუმი, რომ ნაშრომი სრულყოფილი გახდეს.

26 of 36

მეორე ნამუშევარი

27 of 36

ნამუშვარი შეფასდა მულტისტრუქტურული დონით. მოსწავლე ზედაპირულად საუბრობს გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებზე და შედეგებზე, საუბრობს მოგზაურთა მიღწევებზე, დართული აქვს მარშრუტი. მაგრამ მის აღწერიდან ვერ ხერხდება ეპოქის მახასიათებლების გამოკვეთა, კონკრეტულად არ ჩანს ტექნოლოგიური სიახლეების განვითარება, ჩანს მხოლოს საუკუნე, წელი. მოსწავლის შეფასება თუ რა ეკონომიკური, კულტურული და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს ზერელეა.

  • მოსწავლემ ისტორიული თხზულების წერის სტრუქტურა გაიგე. თუმცა მომავალში უმჯობესი იქნება ყველა კრიტერიუმის გათვალისწინება და თანმიმდევრობის დაცვა.

28 of 36

სამიზნე ცნება

 

ისტორიული მოვლენა

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.

  • მოსწავლე სახელმძღვანელოსა და რესურსებზე დაყრდნობით საუბრობს გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებზე, ასახელებს ეპოქას, ისტორიულ თხზულებას ახლავს ვიზუალური მასალა. ნაწილობრივ ჩანს გეოგრაფიულ აღმოჩენების შედეგები. მაგრამ თხზულებაში არ საუბრობს თუ რა ცვლილებები მოხდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ.
  • შენ ისტორიული თხზულების წერის სტრუქტურა გაიგე, წარმოდგენა გაქვს გეოგრაფიული აღმოჩენებზე, მიზეზებსა და შედეგებზე.
  • თუმცა შეეცადე მომავალში სრულყოფილად წარმოადგინო ნაშრომი, მუშაობის პროცესში გაითვალისწინო ყველა კრიტერიუმი.
  • ყურადღება გაამახვილე თანმიმდევრობაზე.

29 of 36

მესამე ნამუშევარი

  • ნამუშვარი შეფასდა უნისტრუქტურული დონით.
  • მოსწავლე ზედაპირულად საუბრობს გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, იცის ეპოქა . საუბრობს ერთი კრიტერიუმის გარშემო. მოკლედ აღწერს მოგზაურთა ისტორიას.
  • თხრობა ემყარება ერთ ასოციაციას, თხზულებაში არ ჩანს შედეგები, ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, ის ცვლილებები რაც გამოიწვია დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა.
  • მოსწავლემ ნაწილობრივ გაიგო კომპლექსური დავალების პირობა
  • სასურველი იქნებოდა ისტორიულ თხზულებაში მეტი ინფორმაცია გამოეყენებინა
  • დაერთო მოგზაურთა მარშრუტები

30 of 36

სამიზნე ცნება

 

ისტორიული მოვლენა

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

  • მოსწავლე ზედაპირულად საუბრობს გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, იცის ეპოქა . საუბრობს ერთი კრიტერიუმის გარშემო. მოკლედ აღწერს მოგზაურთა ისტორიას.
  • თხრობა ემყარება ერთ ასოციაციას, თხზულებაში არ ჩანს შედეგები, ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, ის ცვლილებები რაც გამოიწვია დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა.

  • შენ ნაწილობრივ გაიგე კომპლექსური დავალების პირობა, წარმოდგენა გაქვს შესასწავლი საკითხზე.
  • თუმცა სასურველი იქნებოდა ისტორიულ თხზულებაში მეტი ინფორმაცია გამოგეყენებინა

და გაგეთვალისწინებინა ყველა კრიტერიუმი.

  • მომავალში შემოქმედებითად მიუდექი დავალებას.
  • უმჯობესი იქნებოდა შეგექმნა მოგზაურთა მარშრუტები

31 of 36

პრეზენტაციის შემდგომ მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები და

მოსწავლეების თვითშეფასება :

32 of 36

კომპლექსური დავალების ანალიზი მასწავლებლის მხრიდან

ნამუშევარი წარმოადგინა 24-დან 20-მა მოსწავლემ

სოლო-ტაქსონომიის მიხედვით ნამუშევრებიდან:

  • აბსტრაქტული დონე -
  • მიმართებით დონეს შეესაბამებოდა - 9 მოსწავლის ისტორიული თხზულება ;

  • მულტისტრუქტურულ დონეს - 6

  • უნისტრუქტურულ დონეს - 4

  • პრესტრუქტურული -

33 of 36

კომპლექსური დავალებაზე მუშაობის პროცესის ანალიზი მოსწავლეთა მხრიდან

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი, მოსწავლეთა შორის, ასევე იმსჯელეს როგორ წარიმართა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი, მათ აღნიშნეს, რომ მოეწონათ:

  • კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის სტრუქტურა.
  • აქტივობები, განსაკუთრებით კი ისტორიული რუკის ანალიზი.
  • რესურსები.
  • ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებს შორის, ასევე მასწავლებელთან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ მესენჯერ-ჯგუფში დაკავშირება.

სირთულეებიდან აღნიშნეს, რომ მათთვის ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი ისტორიული თხზულების შექმნა, თუმცა იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და მათ ეს საკითხი შეისწავლეს სიღრმისეულად.

34 of 36

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყო სწავლა-სწავლების 5 პრინციპი:

  • მოსწავლეები ჩართულები იყვნენ აქტიურ შემოქმედებით პროცესში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში - (პრინციპი 1)

  • დავალებაზე მუშაობა დავიწყეთ წინარე ცოდნის გააქტიურებით , სახელმძღვანელოსა და დამატებითი რესურების გამოყენებით იმსჯელეს გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებზე, შედეგებსა და მნიშვნელობაზე(პრინციპი 2)
  • მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება, რაც ასახეს ისტორიულ თხზულებაში (პრინციპი 3)

  • მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის ნაწილებად დაყოფა სქემების საშუალებით. (პრინციპი 4)

  • სწავლა-სწავლების პროცესი მოიცავდა ცოდნის სამივე კატეგორიას - დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული. მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი ცოდნის ასახვა ისტორიულ თხზულებაში (პრინციპი 5)

35 of 36

როგორ გააქტიურდა მოსწავლეებში ფუნქციურ - კომპონენტური უნარები

  • მოსწავლეები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აქტიურად ერთვებოდნენ აქტივობების წარმართვაში, პასაუხისმგებლობით და გულისხმიერებით ეკიდებოდნენ მიცემულ დავალებებს, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, სვამდნენ კითხვებს.
  • პროდუქტს ქმნიდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ ცალკეულ დეტალებზე ყურადღების გამახვილების გათვალისწინებით. ახდენდნენ ცოდნის კონსტრუირებას.
  • მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწობილნი იყვნენ, თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი იდეების,ემოციების გამოხატვა.
  • გამოირჩეოდნენ მოტივაციით, რასაც ერთვოდა ჩემს მიერ გაცემული დადებითი უკუკავშირი და პოზიტიური განწყობა, რომელიც აუცილებელია, რომ მოსწავლეს შევუქმნათ სწავლისა და შემეცნების პროცესში;

36 of 36

გმადლობთ ყურადღებისთვის!