ადამიანის ორგანოთა და ორგანოთა სისტემების დაავადებები
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
ატროფია
ატროფია არის ორგანოს ან ქსოვილის ზომების შემცირება და ფუნქციის მოშლა. ის შეიძლება იყოს ზოგადი და ადგილობრივი, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური;
ფიზიოლოგიური ატროფია დამოკიდებულია ორგანიზმში ასაკობრივ ცვლილებებზე (სასქესო ჯირკვლების, კანის, ძვლების ატროფია მოხუცებში და სხვა).
ზოგადი პათოლოგიური ატროფია (განლევა, კახექსია) ვითარდება არასაკმარისი კვების, ქრონიკული ინფექციების ან ინტოქსიკაციის, ენდოკრინული ჯირკვლების ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლისას.
თამარ გორგოძე
სპინალური კუნთების ატროფია გავრცელებული გენეტიკური დაზიანებაა. მსოფლიოში ყოველი 6000 ახალშობილიდან 1 სპინალური კუნთების ატროფიით არის დაავადებული. I ტიპის შემთხვევაში დაავადებულ ბავშვთა 50% 2 წლამდე ვერ აღწევს.
სპინალური კუნთების ატროფიის მიზეზი ის არის, რომ დნმ-ს ნაწილში SMN1 გენის მუტაციის გამო არ ხდება SMN ცილების სათანადო ოდენობით გამომუშავება.
I ტიპი - ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება - სპინალური კუნთების ატროფიის მეტად არაკეთილთვისებიანი ფორმაა. ამ დროს ბავშვებს აქვთ მოტორული განვითარების უკმარისობა, სუნთქვის პრობლემები, უჭირთ წოვა და ყლაპვა. სპინალური კუნთების ატროფიის I ტიპი ბავშვებს დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში უვლინდებათ.
II ტიპი ნაკლებად ავთვისებიანია. პაციენტს შეუძლია დაუხმარებლად ჯდომა, ზოგჯერ დგომაც კი, ჩვეულებრივ, არ უჭირს ჭამა, მაგრამ აქვს სასუნთქი გზების ინფიცირების დიდი ალბათობა. სპინალური კუნთების ატროფიის II ტიპი ბავშვებს 7-18 თვის ასაკში უვლინდებათ.
III ტიპი, ცნობილი როგორც კუგელბერგ-ველანდერის დაავადება, სპინალური კუნთების ატროფიის მეტ-ნაკლებად მძიმე ფორმაა. პაციენტს შეუძლია ჯდომა, მაგრამ აქვს ძლიერი სისუსტე და მიდრეკილია ინვალიდიზაციისკენ (ინ. სავარძლით გადაადგილება). სპინალური კუნთების ატროფიის III ტიპი ვლინდება 18 თვის შემდეგ, იშვიათად - ზრდასრულ ასაკში.
IV ტიპი ზრდასრულთა დაავადებაა, ვლინდება 35 წლის შემდეგ. ატროფიის ნიშნები აღმოცენდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთებში, მყესებში, ვრცელდება გულმკერდის არეში.
მიმდინარეობს მუშაობა ისეთი პრეპარატების შესაქმნელად, რომლებიც გაზრდის ორგანიზმში SMN ცილების ოდენობას. რამდენიმე პრეპარატი უკვე შექმნილია, მაგრამ მიმდინარეობს მათი კლინიკური გამოცდა მოხალისეებზე.
აღსანიშნავია, რომ ფიზიოპროცედურები, მასაჟი და ნერვკუნთოვანი სტიმულაციის სხვა მეთოდები ავადმყოფზე დადებითად მოქმედებს. სპინალური კუნთების ატროფიით დაავადებულ პირებს სჭირდებათ სპეციფიკური დიეტური კვება, შემანარჩუნებელი თერაპია და ა.შ.
ლორდოზი
ლორდოზი - წარმოადგენს თანდაყოლილ ან შეძენილ ხერხემლის გამრუდებას წელისა და კისრის არეში, რომელსაც ახასიათებს ოდნავ წინ გადახრა. დღეისათვის არსებობს ორი ხარიხის ლორდოზი:
· ხერხემლის ნორმალური ლორდოზი (ბუნებრივი მოხრა, რომელიც ამცირებს ზეწოლას ხერხემალზე და სხეულს მოქნილობას ანიჭებს);
თამარ გორგოძე
პეჯეტის დაავადება
პეჯეტის დაავადება ძვლების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ძვლების ნორმალური რემოდელირების პროცესის დარღვევა ახასიათებს.
ჯანსაღი ძვლები განუწყვეტლივ განახლდება, განსაზღვრული ბიოლოგიური მექანიზმები კი უზრუნველყოფს, რომ ძვლის ქსოვილის განახლების პროცესი არ იყოს მეტისმეტად ინტენსიური და პირიქით, ძველი ძვლები მეტისმეტად ჭარბად არ დაიშალოს. ძვლოვანი სისტემის მუდმივი განახლება, რასაც მედიცინაში რემოდელირებას უწოდებენ, აუცილებელია ორგანიზმისთვის.
თამარ გორგოძე
პეჯეტის დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. უკანასკნელი მონაცემებით, ის ხშირია განსაზღვრული გენების, კერძოდ, მე-5 ქრომოსომაზე 1-ელი გენის სეკვესტროსომის არსებობისას. როცა პაციენტს აქვს აღნიშნული გენი, დაავადების აღმოცენებისთვის აუცილებელია ვირუსული ინფექციის როგორც გამშვები მექანიზმის ზემოქმედება. პეჯეტის დაავადების რისკი უფრო მაღალია, როცა:
პაციენტის ასაკი აღემატება 40 წელს;
პაციენტი მამრობითი სქესისაა;
პაციენტი ევროპელია (ამერიკაში დაავადება ხშირია ინგლისელებს, შოტლანდიელებს, ბერძნებსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იმიგრირებულებს შორის, ხოლო სკანდინავიელებსა და აზიელებს შორის - იშვიათი);
დატვირთულია გენეტიკა (სისხლით ნათესავებს აქვთ ეს დაავადება).
ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლების დაზიანებას, დასუსტებას იწვევს. ხდება ძვლის მასის შემცირება და მოტეხილობების რისკის ზრდა.ძვალი ყველაზე ძლიერი ახალგაზრდობის პერიოდშია, რადგან ხდება მისი მუდმივი განახლება. ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ისე აღარ ბალანსდება და იზრდება ძვლის კარგვა, რაც ასაკთან ერთად ძვლის სიმკვრივის შემცირებას იწვევს. დასუსტებული ძვლები კი ადვილად მტვრევადი ხდება.
დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
თამარ გორგოძე
ოსტეოპოროზი ვითარდება ნელა და ხშირ შემთხვევაში არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი, ან სიმპტომი არ ახლავს თან იქამდე, სანამ მსუბუქად დაცემა ან მოულოდნელად დაჯახება არ გამოიწვევს ძვლის მოტეხილობას. დახველებამ ან დაცემინებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნეკნის მოტეხილობა ან ხერხემლის ერთ–ერთი მალის სრული ან ნაწილობრივი კოლაფსი.
ოსტეოპოროზის ერთ-ერთი ნიშანი, დამახასიათებელი მოკუზული პოზაა, რაც ასაკოვან ადამიანში ვითარდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხერხემლის მალები მოტეხილია, რაც აძნელებს სხეულის წონის ატანას.
კუჭის დაავადებები
ნინო აფციაური 8ა კლასი
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები:
1) კუჭის დაავადებები�
ნინო აფციაური
კუჭის წყლული
ნინო აფციაური
კუჭის სიმსივნე
ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება�
საყლაპავი მილის დაავადებები – გულძმარვა (რეფლუქსი)�
ღვიძლის დაავადებები
ნიკოლოზ ჭიღვარია
ქრონიკული დიარეა
ნიკოლოზ ჭიღვარია
ჰეპატიტი
C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.
ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა, მიეკუთვნება ნელა პროგრესირებად ვირუსთა რიცხვს. გამოვლენილია მისი ექვსი გენეტიკური ვარიანტი.
C ჰეპატიტი
ელენე ნარეკლიშვილი
ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც.
ადამიანი ინფიცირდება: ნემსის შემთხვევითი ჩხვლეეტისას; საერთო სამართებლის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას; სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამკაულის ჩამაგრების, ე.წ.. პირსინგის, დროს; სისხლმდენი ღრძლიბეს მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის ხმარებისას; სხვა ადიამიანის მიერ კბენის დროს; დაბინძრებული სააბაზანო აქსესუარების ხმარებისას; სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
B ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV). ის შესაძლოა მიმდინარეობდეს, როგორც მწვავედ ის ქრონიკულად.
B ჰეპატიტი
დღესდღეობით B ჰეპატიტის ინფექცია მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრობლემაა განსაკუთრებით კი განვითარებად რეგიონებში. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 250-300 მილიონი ადამიანია დაავადებული ქრონიკული B ჰეპატიტით, ხოლო, ყოველწლიურად დაახლოებით ინფიცირების 1,5 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. საქართველო, მიუხედვად ზუსტი მონაცემების არ არსებობისა, დაბალი გავრცელების რეგიონად მიიჩნევა.
მას შემდეგ რაც დეინის ნაწილაკები დაინფიცირებულ უჯრედს ტოვებენ და ცირკულაციაში ხვდებიან, იწყება დაავადების განვიათარება. დაავადების კლინიკური ფორმის გამოვლინება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: დაინფიცირების ასაკზე ( მოზრდილ ასაკში შეძენილი ინფექცია იმუნოკომპეტენტურ პირებში 95 % ში თვითლიმიტირებადია, ვერტიკალური გადაცემისას, დედიდან ნაყოფზე კი დაავადება 90% ში ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს); ვირუსის დამაინფიცირებელ დოზაზე და სხვა. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ვირუსის და მასპინძლის ურთიერთქმედება, ანუ თანდაყოლილი და ადაპტაციური იმუნური სისტემის მდგომარეობა.
მწვავე ინფექციის დროს B ჰეპატიტის ვირუსის ნუკლეინის მჟავების, ვირუსის პროტეინების საპასუხოდ თანდაყოლილი იმუნური სისტემით ვითარდება უჯრედული რეცეპტორების სხვადასხვა ჯგუფების აქტივაცია, შედეგად სწრაფად ხდება ვირუსსაწინააღმდეგო ციტოკინების პროდუცირება. ამასთან ადაპტაციური იმუნური სისტემის გააქტიურება, კერძოდ HBV-სპეციფიური CD8+ T უჯრედების გამომუშავება იწვევს ინფიცირებული ჰეპატოციტების განადგურებას და საბოლოოდ ვირუსის კლირენსს.
ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში კი გამოვლენილია, რომ ორივე - თანდაყოლილი და ადაპტაციური იმუნური რეაქციები სუსტია და ამიტომ იშვიათად მიიღწევა ვირუსული კლირენსი.B ჰეპატიტი ანთროპონოზულ დაავდებათა ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ ინფექციის წყაროს მხოლოდ ინფიცირებული ადამიანი წარმოადგენს. გადაცემის გზა კი საკმაოდ მრავალმხრივია, კერძოდ, ის ვრცელდება ნებისმიერი ბილოგიური სითხით (სისხლი, შარდი, ოფლი, ნერწყვი და ა.შ.). გადაცემა შესაძლოა მოხდეს სქესობრივი კონტაქტის, სისხლის გადასხმის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, ინფირებული ნემსის ჩხვლეტის შედეგად. ასევე ვხვდებით ვერტიკალურ გადაცემას, ანუ დედიდან ნაყოფის ინფიცირებას.
რაც შეეხება რისკ ჯგუფს, მოწინავე ადგილს იკავებენ: ინტრავენური ნარკომანები, ადამიანები მრავალი სექსუალური პარტნიორით, არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები, C ჰეპატიტის მქონე ადამიანები. ვაქცინაცია ინფექციისგან თავის დაცვის მთავარი მექნიზმია. მისი ეფექტურობა აჭარბებს 90 %. სასურველია აიცრას ყველა ახალშობილი (რაც ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება) და ყველა მოზარდი თუ ზრდასრული რომელთაც არ ჩატარებიათ ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფში შემავალი პირები. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. ხოლო იმ შემთვევაში თუ დედა HbsAG პოზიტიურია, მაშინ ჩვილს დაბადებიდან 12 საათის განმავლოვბაში უნდა მივაწოდოთ, როგორც B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი (HBIG) ასევე B ჰეპატიტის ვაქცინა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
ანემია
ანემია ხშირად კანის ფერმკრთალ შეფერილობასთან ასოცირდება. სინამდვილეში ეს მხოლოდ გაფითრების სინონიმი როდია. ანემია ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანის შემთხვევაში სისხლნაკლებობას ან უსისხლობას ნიშნავს.კლინიკურად ანემია სისხლში წითელი უჯრედების და/ან ჰემოგლობინის დაბალი დონით ხასიათდება. სისხლის წითელი უჯრედების ანუ ერითროციტების მთავარი ცილა ჰემოგლობინია, რომელიც ჟანგბადის გადამტან ფუნქციას ასრულებს და მას ადამიანის მთელ ორგანიზმს აწვდის. შესაბამისად, ანემია პირდაპირ უკავშირდება ჰემოგლობინის დაბალ დონეს, რაც ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას გულისხმობს, ეს კი დაღლილობასა და სისუსტესთან ასოცირდება.
ნინი ქემაშვილი
ანემიის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ჰემოგლობინის ნაკლებობა როდია. ამ დაავადების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომელთაც განსხვავებული ფაქტორები განაპირობებს.
რკინადეფიციტური ანუ ვიტამინდეფიციტური ანემია, როგორც მისი სახელი გვეუბნება, ორგანიზმში რკინის ნაკლებობის შედეგად ვითარდება. ერთგვარი ჯაჭვური კავშირი არსებობს - რკინა ჰემოგლობინს წარმოქმნის, ჰემოგლობინი კი, როგორც აღინიშნა, ერითროციტების მთავარი ცილაა. გამოდის, რომ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა ჟანგბადის გადატანას აფერხებს და ორგანოების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.
მეგალობლასტური ანემია ორგანიზმში ფოლიუმის მჟავისა (ვიტამინი B9) და ვიტამინი B12 ნაკლებობის შედეგად ვითარდება. ასეთ დროს ძვლის ტვინში პათოლოგიური წითელი უჯრედები წარმოიქმნება. აღნიშნული ვიტამინების ნაკლებობა ხშირად საკვების მცირე რაოდენობით მიღებას, დაუბალანსებელ კვებას ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შეწოვის დარღვევას უკავშირდება.
ანემიის შემდეგი ტიპს აპლასტიური ეწოდება. უნდა აღნიშნოს, რომ ეს იშვიათი, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა. ყალიბდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლის ახალი უჯრედების გამომუშავებას წყვეტს. აპლასტიური ანემია შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და ეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ანემიის მემკვიდრეობითი ფორმები, მაგალითად ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. როგორც წესი, სისხლის წითელი უჯრედები მრგვალია, თუმცა ამ დაავადების მქონე ადამიანის შემთხვევაში, ეს უჯრედები ნამგალს წააგავს. ამ ფორმაცვალებას კი ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰემოგლობინი უწყობს ხელს. მეტიც, ამ ტიპის ანემიის პირობებში სისხლის წითელი უჯრედები მყარი და წებოვანი ხდება. ნამგლისებრი ფორმის უჯრედების აღნიშნული მახასიათებლები სისხლძარღვებში მის გადაადგილებას ხელს უშლის, რაც ქსოვილებისათვის ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე, ძველი ბერძენი ექიმი, აღწერდა ანემიის ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: სიფერმკრთალე, სისუსტე და დაღლილობა, თუმცა მხოლოდ ეს როდია.
ანემიას ახასიათებს:
დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება ანემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ჰემოგლობინის დაბალი დონის გამო ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტი დგება, რაც დაღლილობის შეგრძნებას იწვევს;
ანემიამ შესაძლოა კანისა და ლორწოვანი გარსების, პირის ღრუსა და თვალის, სიფერმკრთალე გამოიწვიოს;
ანემიას ფიზიკური დატვირთვის დროს ხშირად სუნთქვის გაძნელებაც ახასიათებს;
ჟანგბადის გადატანის უნარის დაქვეითების კომპენსაციის მიზნით გული ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ცემს, რაც ტაქიკარდიას იწვევს;
ზოგიერთ შემთხვევაში ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები ან კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითება;
ანემია გაღიზიანებასა და ხასიათის უეცარ ცვლილებას იწვევს;
ზედმეტად სიცივის შეგრძნება, თუნდაც შედარებით თბილ ტემპერატურაზე, შეიძლება იყოს ანემიის სიმპტომი;
თმის ცვენა ახასიათებს;
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომების სიმძიმე და მათი კომბინაცია შესაძლოა ანემიის გამომწვევი მიზეზების მიხედვით განსხვავდებოდეს.
თავდაპირველად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანემიის მკურნალობის გზები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამომწვევი მიზეზებისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმთან ვიზიტს, დიაგნოსტიკასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას. თუმცა, გიზიარებთ ანემიის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებულ მიდგომას:
იმ შემთხვევაში, თუ ანემია ისეთი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობითაა გამოწვეული, როგორიცაა რკინა, ვიტამინი B12 ან ფოლიუმის მჟავა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს რაციონში აღნიშნული ნუტრიენტებით მდიდარი საკვები შეიტანოთ. ამასთანავე, სპეციალისტთან ვიზიტის შედეგად შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც მკურნალობის პროცესს ხელს შეუწყობს.
იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა სისხლის გადასხმაც კი გახდეს საჭირო. ეს მეთოდი სისხლში წითელი უჯრედების სწრაფ გაზრდასა და მთელი ორგანიზმისათვის ჟანგბადის მიწვდას უზრუნველყოფს.
ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ანემიის მართვისათვის კი შესაძლოა ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიხდეთ.
და ბოლოს, ანემიის მკურნალობა ხშირ მონიტორინგსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა შესაძლოა იყოს სარისკო და არაეფექტური.
ჰემანგიომა
ჰემანგიომა (ბერძ. haima — სისხლი, angeion — სისხლძარღვი, oma — სიმსივნ, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარება. ჰემანგიომების მცირე ნაწილი წარმოადგენს ჭეშმარიტ სიმსივნეს, მაგრამ სისხლძარღვოვანი ჭეშმარიტი სიმსივნური წარმონაქმნების გარჩევა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნებისაგან ძნელია. სისხლძარღვოვანი სიე) — კეთილთვისებიანი სიმსივნემსივნეების 60–80% გვხვდება სახის არეში. ჰემანგიომა ხშირად თანდაყოლილია და იზრდება ორგანიზმის ზრდასთან ერთად. ღრმად მდებარე ჰემანგიომა ზოგჯერ მოზრდილ ასაკში ვლინდება. ბავშვებში შესაძლებელია სიცოცხლის პირველ წელს თანდაყოლილმა ჰემანგიომამ უკუგანვითარება განიცადოს.
ელენე ტორუაშვილი
ჰემანგიომები გვხვდება ახალშობილთა 3–5%-ში. გოგონებში გვხვდება 2–3-ჯერ უფრი ხშირად ვიდრე ბიჭებში. ჰემანგიომა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, როგორც მის ზედაპირზე ასევე შინაგან ორგანოებში. თუმცა 60–80% გვხვდება სახისა და კისრის მიდამოში. ჰემანგიომების 1/3 ლოკალიზდება ღვიძლში. ხშირად ჰემანგიომა შერწყმულია განვითარების სხვა თანდაყოლილ მანკებთან. აღწერილია მისი საოჯახო გადაცემის შემთხვევები. სახეზე შეიძლება ლოკალიზდეს ტუჩზე, ლოყაზე, ცხვირზე, ენაზე და ასე შემდეგ.
მიკროსკოპულად ჰემანგიომა შედგება კაპილარული ტიპის მცირე ზომის სისხლძარღვოვანი არხებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია შემაერთებელი ქსოვილით. კაპილარები გამოფენილია ენდოთელური უჯრედების ერთი შრით. განარჩევენ ჰემანგიომის რამდენიმე ტიპს: მარტივს (კაპილარული), ჰიპერტროფიულ-კაპილარულს, კავერნულს, დატოტვილს, კომბინირებულს (კაპილარულ-კავერნული) და ტელეანგიექტაზიას.
მასკლეროზირებელი თერაპია გამოიყენება მცირე ზომის ჰემანგიომები სამკურნალოდ. მას დაფუძვლად უდევს სიმსივნის ერთმომენტიანი ინფილტრაცია ეთილის სპირტის 70%–იანი ხსნარით. ბავშვებში მიზანშეწონილია კავერნული (გავრცელების სიღრმით 0,8 სმ–ზე) და ჰიპერტროფიული კაპილარული (გავრცელების სიღრმით 0.5 სმ–ზე) ჰემანგიომების დროს. მასკლეროზირებელი თერაპიის მეთოდი ეფუძნება იმას, რომ სპირტის შეყვანით სისხლძარღვოვანი წარმონაქმნის ქსოვილში ვითარდება ქიმიური დამწვრობა, რასაც მოჰყვება ასეპრიური ანთება და შემდეგ — ნაწიბურის ჩამოყალიბება. კავერნული ფორმის დროს სპირტი შეჰყავთ უშუალოდ წარმონაქმნის ღრუში. მასკლეროზირებელი ხსნარი შეყავთ იქამდე, სანამ არ წარმოიქმნება მკვრივი ინფილტრატი, რომელიც ცდება ჰემანგიომის ფარგლებს 0.5–1,5 სმ–ით.
ანევრიზმა
ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის კედლის გათხელებითა და დასუსტებით გამოწვეულ ამობურცულობას, რომელიც შესაძლოა სისხლძარღვთა სისტემაში მისი არსებობის გარკვეულ ეტაპზე გასკდეს. ძირითადად ის აორტის და თავის ტვინის სისხლძარღვებში წარმოიქმნება. თავის ტვინს სისხლით ოთხი ძირითადი არტერია ამარაგებს, რომლებიც იტოტებიან და ტვინის ყველა უბნისკენ მიემართებიან. ანევრიზმის წარმოქმნა უხშირესად სწორედ იმ უბნებში ხდება, სადაც ეს ოთხი არტერია ერთმანეთს უერთდება.
გიორგი ოქროპირიძე
ანევრიზმა ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან მისგან გამოწვეული გამობერილობა მცირე ზომის არის და სისხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. ანევრიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
გუგის გაფართოება;
თავის ტკივილი;
ტკივილი თვალის არეში;
მეტყველების გაძნელება;
ნახევარი სახის დაბუჟება;
კოორდინაციის და კონცენტრაციის დარღვევა.
ანევრიზმა ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან მისგან გამოწვეული გამობერილობა მცირე ზომის არის და სისხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. ანევრიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
გუგის გაფართოება;
თავის ტკივილი;
ტკივილი თვალის არეში;
მეტყველების გაძნელება;
ნახევარი სახის დაბუჟება;
კოორდინაციის და კონცენტრაციის დარღვევა.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის. ამ ფაქტორების რიცხვს მიეკუთვნება შემდეგი:
მაღალი არტერიული წნევა;
სისხლძარღვის ტრავმული დაზიანება;
ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით კოკაინის მოხმარება;
მოწევა - არაერთი კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობა არის მწეველი ან წარსულში იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები. ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის ის მავნე ნივთიერებები, რომელსაც თამბაქო შეიცავს;
მემკვიდრეობა - მემკვიდრეობის შემთხვევაში შესაძლებელია ითქვას, რომ რისკი შედარებით მცირეა, თუმცა თუ პირველი რიგის ნათესავია დაავადებული, დაავადების განვითარების რისკი შედარებით მაღალია;
ასაკი - ანევრიზმით უმეტესად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ავადდებიან.
ენდოვასკულური ქირურგია არის სისხლძარღვთა ქირურგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სისხლძარღვთა დაავადებების სისხლძარღვშიდა ქირურგიული მეთოდით, ინტერვასკულარულ მკურნალობას. ენდოვასკულური ქირურგიის უპირატესობა სწრაფი ეფექტია. ამასთან, ენდოვასკულური ქირურგია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. ენდოვასკულური ქირურგიის დროს მალევე ხდება პაციენტის ბინაზე გაწერა და რეაბილიტაციის პერიოდიც შედარებით ხანმოკლეა.
ათეროსკლეროზი
ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადება,რომელიც ვითარდება ლიპიდების ცვლის დარღვევით და თან ახლავს ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების შიდა კედელში.
მარიამ ჯელაძე
ათეროსკლეროზის სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ სისხძარღვში ფოლაქების ლოკაციაზე:ყურების შუილი,თავის ტკივილი და თავბრუსხვევა,ტკივილი გულის არეში,მომატებული მგრძნობელობა,მეხსიერების დაქვეითება,თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა და გაცხიმოვნება
ათეროსკლეროზის მკურნალობა ხდება, როგორც მედიკამენტური საშუალებებით ასევე შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც-ღია ან დახურული წესით ღია წესის დროს ათეროსლერზის ფოლაქებით დაზიანებულ სისხძარღვს ჭრიან და ასუფთავებენ, ხოლო დახურული წესის დროს დახშულ სისსლძარღვს აფართოებენ სტენტირებით, ათეროსკლეროზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:უარი თქვათ თამბაქოსა და ალკოჰოლზე, ივარჯიშეთ,ფეხით ისეირწეთ სუფთა ჰაერზე, აკონტროლეთ თქვენი ინდექსი და წონა,იკვებეთ ჯანსაღად და დაბალკალორიული საკვებით
სასუნთქი სისტემის დაავადებები
ელენე ყეინაშვილი
ელენე ყეინაშვილი
ელენე ყეინაშვილი
ელენე ყეინაშვილი
ელენე ყეინაშვილი
ნანა ბერაძე
ფილტვის ემფიზემა და ცისტრული ფიბროზი
ტატო წიკლაური
ტატო წიკლაური
ნერვული სისტემის დაავადებები
მენინგიტი
მენინგიტი არის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. ეს გარსები, რომელსაც ექიმები „მენინგებს“ უწოდებენ, იცავს ტვინს და ზურგის ტვინს გარე ზემოქმედებისგან. როდესაც ინფექცია ამ გარსებზე მოქმედებს, იწყება ანთება, რაც იწვევს მენინგიტს.
ეკა ბაკიძე
ეს დაავადება შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე ძალიან მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში. მენინგიტის პირველი ნიშნები ხშირად ჰგავს გრიპს, ამიტომ ზოგჯერ მისი ამოცნობა რთულია. თუმცა არსებობს ისეთი სიმპტომები, რომლებიც მენინგიტისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია:
სიმპტომები შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს. სწორედ ამიტომ საჭიროა მათი სწრაფად ამოცნობა და რეაგირება.
მენინგიტს იწვევს ინფექცია, რომელიც ტვინის გარსებამდე აღწევს. გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
მკურნალობა:
ეპილეფსია
ეპილეფსია არის გრძელვადიანი ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს გულყრის ეპიზოდებს. გამოწვეულია როდესაც დაზიანებული ტვინის უჯრედები გასცემს არანორმალურ ელექტრულ სიგნალს. გაუკონტროლებელი ელექტრული აქტივობის ფეთქვა ტვინში იწვევს გულყრის ეპიზოდს. მსოფლიოში დაახლოებით 65 მლნ. ადამიანს აქვს ეპილეფსია.
ტვინის უჯრედები ელექტრული იმპულსის სახით იღებენ და აგზავნიან ინფორმაციას, ეპილეფსია იმპულსის გატარებას აფერხებს. ამის მაგივრად არის ტვინის უჯრედებს შორის ელექტრული აფეთქებები.
გულყრებს იწვევს: სტრესი, ძილის უკმარისობა, ალკოჰოლი, ჰორმონული ცვლილებები, ავადმყოფობა, მოციმციმე ნათურები, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური დაღლილობა, წყურვილი, კოფეინი, ზოგ-ზოგიერთი მედიკამენტი.
არსებობს ორი სახის ეპილეფსია:
ფოკალური გულყრები – იწყება ტვინის ერთ ნაწილზე, არსებობს ორი სახის:
გენერალიზებული გულყრები – მოქმედებს ტვინის ორივე მხარეს მრავალ უჯრედზე, იყოფა 6 ნაწილად:
სიმპტომებია: ცნობიერების დროებითი დაკარგვა, კუნთების გაუკონტროლებელი მოძრაობა, თვალის გაშტერება, აზროვნების შენელება, გრძნობებში ცვლილებები, მუცლის ტკივილი, შფოთვის, შიშის ან დეჟა ვუს შეგრძნება, გულისცემისა და სუნთქვის აჩქარება.
ეპილეფსიას იწვევს: გენეტიკა, თავის დაზიანება, ტვინის ინფექცია, იმუნური დარღვევები და სხვა.
ეპილეფსიის სრული განკურნვა შეუძლებელია, მაგრამ სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტები, ასევე მკურნალობა ქირურგიული ჩარევითაც შესაძლებელია.
ინსულტი
ინსულტი ხდება როდესაც სისხლის შენადედი ან დაზიანებული სისხლძარღვი ხელს უშლის სისხლის ტვინამდე მიწოდებას. შესაძლოა იყოს ფატალური და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ხშირად ინსულტს მოიხსენიებენ როგორც ცერებროვასკულარულ შემთხვევებს ან ტვინის შეტევებს. ინსულტი მსოფლიოში მეორე ადგილზეა სიკვდილიანობის მიზეზებს შორის.
ინსულტის მიერ გამოწვეული სიმპტომები შესაძლოა იყოს:
ინსულტი გრძელდება რამდენი ხანიც არ მიეწოდება სისხლი ტვინს, ეს თუ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, შესაძლოა მუდმივი დაზიანებები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, არსებობს აბრევიატურა BE FAST (იჩქარე), რომელიც გვეხმარება ინსულტის დადგენაში:
არსებობს ორი ტიპის ინსულტი და ორივეს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს.
იშემიური ინსულტი გამოწვეულია როდესაც სისხლის შენადედი ხელს უშლის ტვინამდე სისხლის მიწოდებას. სისხლის შედედება კი შესაძლოა გამოიწვიოს:
ჰემორაგიული ინსულტი გამოწვეულია სისხლძარღვის დაზიანებისას რაც შესაძლოა გამოიწვიოს:
ინსულტის რისკ ფაქტორებია: სიბერე, მოწევა, ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარება, მაღალი ქოლესტერინი (ჰიპერლიპიდემია), მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), მეორე ტიპის დიაბეტი.
ინსულტის დიაგნოზირება ხდება სისხლის ანალიზებით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ელეკტროენცეფალოგრამით, ელეკტროკარდიოგრამით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით.
ინსულტის შედეგად გამოწვეული დაზიანებების სამკურნალოდ საჭიროა ფიზიოთერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია.
დამბლა
დამბლა — კუნთური ძალის დაკარგვით გამოწვეული ნებითი მოძრაობების უუნარობა ნერვული სისტემის დაზიანების გამო. დამბლა დამოკიდებულია დაავადების მიზეზზე და მის კავშირზე თავის და ზურგის ტვინის სხვადასხვა განყოფილებებთან, პერიფერიულ ნერვებთან ან კუნთებთან. განსხვავდება პარეზისაგან.
გამოიყოფა დამბლის შემდეგი სახეობები: საბავშვო ცერებრიალური დამბლა; ძილის დამბლა (მდგომარეობა, როცა ძილის დროს არ ფიქსირდება დამბლა).
ნიკა ჭელიძე
ცერებრული დამბლა შედეგია განვითარებადი თავის ტვინის დაზიანებისა, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ნაყოფის მუცლადყოფნის, მშობიარობის ან სიცოცხლის პირველი ორი წლის მანძილზე. მისი გავრცელების არეალი და სიხშირე დაუზუსტებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, საშუალოდ მისი სიხშირე არის 2,5–4 ყოველ 1000 ახალშობილზე. ცერებრულ დამბლას მოტორული (მოძრაობის) დისფუნქციის გარდა თითქმის ყოველთვის ახლავს სხვა დარღვევებიც, მათ შორის, კოგნიტური (შემეცნებით), მხედველობის, სმენის, მეტყველების, ყურადღების, ქცევის. ცერებრული დამბლას ხშირად ახლავს ეპილეფსიაც. ასევე ხშირია ქცევის დარღვევები (ჭირვეულობა, დაუმორჩილებლობა), შედარებით მსუბუქი ფორმების დროს კი – სწავლის სიძნელეები.
ცერებრალური დამბლა
ცერებრალური დამბლა არის ნერვული სისტემის მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ადამიანის მოძრაობასა და კოორდინაციაზე. იგი არ არის გადამდები დაავადება და არ პროგრესირებს, ანუ დროთა განმავლობაში არ მძიმდება, თუმცა იწვევს სხვადასხვა სირთულეს მოძრაობასთან, სხეულის კონტროლთან და ზოგჯერ მეტყველებასთან დაკავშირებით.
ეკა ბაკიძე
ცერებრალური დამბლა ყველაზე ხშირად ბავშვობაში ვლინდება და გამოწვეულია ტვინის დაზიანებით, რომელიც შეიძლება იყოს ორსულობისას, მშობიარობისას ან სიცოცხლის პირველ თვეებში. ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები განსხვავებულად მოძრაობენ, ზოგჯერ სჭირდებათ სპეციალური თერაპია ან დახმარება, თუმცა ბევრ მათგანს შეუძლია იცხოვროს სრული, შრომისუნარიანი და ბედნიერი ცხოვრება.
ცერებრალური დამბლის სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და ტიპზე. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა მხოლოდ მსუბუქი მოძრაობის სირთულეები ჰქონდეს, სხვებს კი – სერიოზული მოტორიკული შეზღუდვები. ძირითადი სიმპტომებია:
• კუნთების სისუსტე ან დაჭიმულობა
• არაკოორდინირებული მოძრაობები
• ბალანსის და წონასწორობის პრობლემები
• გვიანი სიარული ან სირბილის სირთულე
• ხელებისა და ფეხების უნებლიე მოძრაობები
• ზოგჯერ – მეტყველების, ყლაპვის ან სმენასთან დაკავშირებული სირთულეები
სიმპტომები ყოველთვის არ ჩანს დაბადებისთანავე. ზოგჯერ ისინი ეტაპობრივად ვლინდება ბავშვის ზრდასთან ერთად.
სპასტიკური
დისკინეტიზური
ატაქსიური
შერეული
ცერებრალური დამბლა გამოწვეულია ტვინის იმ ნაწილების დაზიანებით, რომლებიც აკონტროლებენ მოძრაობასა და კოორდინაციას. დაზიანება შეიძლება მოხდეს:
• ორსულობისას – როცა ნაყოფს უკმარისად მიეწოდება ჟანგბადი
• მშობიარობის დროს – რთული ან დიდხანს გაგრძელებული მშობიარობისას
• დაბადების შემდეგ – ინფექციების, ტრავმების ან მძიმე სიცხის შედეგად
ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ცერებრალური დამბლა არ არის მემკვიდრეობითი ან გადამდები და ის არ „გადადის“ ადამიანიდან ადამიანზე.
ცერებრალური დამბლა არ იკურნება, მაგრამ არსებობს მრავალი საშუალება, რაც ხელს უწყობს მოძრაობის გაუმჯობესებას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. ეს საშუალებებია:
• ფიზიოთერაპია – სხეულის მოქნილობისა და კუნთების გაძლიერებისთვის
• ლოგოპედიური თერაპია – მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად
• ექიმების მეთვალყურეობა და მედიკამენტები – სპაზმების ან კუნთების დაჭიმულობის შესამსუბუქებლად
• ორთოპედიული საშუალებები – სპეციალური ფეხსაცმელი, მოსასეირნე ან სავარძელი
• ზოგ შემთხვევაში – ქირურგიული ჩარევაც შესაძლებელია
ყველა მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა, რადგან თითოეულ ადამიანს განსხვავებული სირთულეები აქვს.
ცერებრალური დამბლის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ გარკვეული ნაბიჯებით რისკი მცირდება:
• ორსულობისას დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
• მშობიარობისას სამედიცინო პერსონალის ყურადღება და დროული ჩარევა
• ჩვილების ვაქცინაცია (მაგ. მენინგიტისა და ენცეფალიტის საწინააღმდეგოდ)
• თავის ტრავმების თავიდან აცილება (მაგალითად, ჩვილების დაცვა დაცემისგან)
პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და ჩვილობის პერიოდში.
ნევრასთენია
ნიკა ჭელიძე
ნევრასთენია — ნევროზული ჯგუფის ფსიქიკური აშლილობა. როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ის 1869 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა გეორგ ბირდმა აღწერა. ნევრასთენიის ერთ-ერთი ტიპური დამახასიათებელი ნიშანია გაღიზიანებადობა. ნევრასთენიით დაავადებულებს მომატებული აქვთ მგრძნობელობა, ამიტომ მათ აღიზიანებთ ხმამაღალი საუბარი, ქუჩის ხმაური, ტელევიზორის ხმა, მუსიკა და ა.შ. ავადმყოფი ადვილად გამოდის წონასწორობიდან, ფეთქებადია, უჭირს ემოციების მოთოკვა, მათი ნებითი კონტროლი, ხშირად ყვირის ან ტირის. მისი ასეთი რეაქცია სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ასთენიით, ფიზიკური და სულიერი გამოფიტვით.
ნევრასთენიას ახასიათებს გამღიზიანებლობითი სისუსტე - გაღიზიანებისა და მრისხანების შეცვლა მოდუნებითა და განურჩევლობით. გარდა ამისა, ნევრასთენიისას თავს იჩენს უძილობაც, რომლის დროსაც ძილი ხდება ზედაპირული, ემოციურად დატვირთული და არასასიამოვნო სიზმრებით სავსე. დარღვეულია დაძინების პროცესიც. ავადმყოფი ვერ იძინებს, დილით კი დაღლილი, გამოუძინებელი, გაღიზიანებული, თავის ტკივილით იღვიძებს. თავის ტკივილი ნევრასთენიის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია და როგორც წესი, ქრონიკულ ხასიათს ატარებს.
პარკინსონის დაავადება
ანა ლომიძე
პარკინსონის დაავადება ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და ძირითადად მოძრაობითი დაღვევებით ვლინდება. პირველი სიმპტომი შესაძლოა იყოს რთულად შესამჩნევი ტრემორი მხოლოდ ერთ ხელში. ზოგადად ტრემორი ყველაზე ხშირი სიმპტომია, მაგრამ დაავადებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შენელება.
პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიაზე შესაძლოა სიარულისას ხელები თანხლებად არ მოძრაობდენ. ასევე შესაძლოა მეტყველება გახდეს შენელებული, ზოგჯერ გაუგებარი. დროთა განმავლობაში მდგომარეობის პროგრესირებასთან ერთად პარკინსონის დაავადების სიმპტომები უარესდება. პარკინსონის დაავადების სიმპტომები შესაძლოა ყველასთვის განსხვავებული იყოს. ადრეული სიმპტომები შედარებით შეუმჩნეველია. ის ხშირად იწყება სხეულის ერთ მხარეს და ჩვეულებრივ უარესდება ამავე მხარეს, მაშინაც კი, როცა სიმპტომები გავლენას ორივე კიდურზე იწყებს.
პარკინსონის სიმპტომები კანკალი რომელსაც ტრემორი ეწოდება, ჩვეულებრივ იწყება კიდურებიდან, ხშირად ხელიდან ან თითებიდან. დასვენებისას ხელი შესაძლოა აკანკალდეს, რყევა მცირდება დავალებების შესრულებისას, ძლიერდება ემოციაზე.
პარკინსონის დაავადება არ იკურნება, თუმცა დღეისათვის არსებული მკურნალობა სიმპტომების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია და ფიზიკური აქტივობა
არსებობს სხვადასხვაგვარი გამომწვევი მიზეზები , ერთერთი მათგანი კი გენეტიკაა. სიმპტომების უმეტესობა სწორედ ნერვული უჯრედების და მათ შორის კომუნიკაციის დარღვევის შედეგია.
გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზი არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელიც აზიანებს ტვინსა და ზურგის ტვინს. ის ვითარდება მაშინ, როცა იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის საკუთარი ნერვული უჯრედების გარსს — მიელინს. დაზიანების გამო ნერვული სიგნალები იშლება ან ნელდება, რაც იწვევს სხვადასხვა სიმპტომს.
ზურა არაბული
სიმპტომები შეიძლება იყოს კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თვალების პრობლემები, დაბუჟება, მოძრაობის გაძნელება და მეხსიერების დარღვევა. დაავადება მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმით — ზოგჯერ სიმპტომები ჩნდება და ქრება, ზოგჯერ კი ნელ-ნელა მძიმდება. გაფანტული სკლეროზის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ მოქმედებს გენეტიკური და გარემო ფაქტორები. სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს სიმპტომებს და აფერხებს დაავადების პროგრესს.
ალცჰაიმერის დაავადება
ალცჰაიმერის დაავადება არის ტვინის სერიოზული დაავადება, რომელიც ნელ-ნელა აზიანებს მეხსიერებას, აზროვნებას და ქცევას. ეს არის დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა და ხშირად გვხვდება ხანდაზმულებში, განსაკუთრებით 65 წლის ზემოთ.
ზურა არაბული
დასაწყისში ადამიანი შეიძლება ივიწყებდეს ახლახან მომხდარ მოვლენებს, სახელებს ან ადგილებს. დროთა განმავლობაში ავადმყოფს შეიძლება გაუჭირდეს საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება, გზის პოვნა ან ყოველდღიური საქმეების გაკეთება. დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებს და ბოლოს ადამიანს უკვე სხვისი მუდმივი დახმარება სჭირდება. ალცჰაიმერი ტვინში ცვლილებებს იწვევს — განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც მეხსიერებასა და აზროვნებას აკონტროლებენ.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ბეტა-ამილოიდის დაგროვება ტვინში, გენეტიკური ფაქტორები, ასაკი და ზოგჯერ ცხოვრების წესი. ამ დროისთვის ალცჰაიმერის სრულად მკურნალობა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს წამლები და მეთოდები, რომლებიც ამსუბუქებენ სიმპტომებს და ანელებენ მის გავრცელებას. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხარდაჭერა და სპეციალისტების მუდმივი ზრუნვა, რათა პაციენტის ცხოვრება გახდეს უფრო უსაფრთხო და ღირსეული.
დემენცია
დემენცია
დემენცია შემეცნებითი ფუნქციების ნელი, პროგრესული დაქვეითებაა, მათ შორის: მეხსიერების, აზროვნების, განსჯისა და სწავლის უნარის. სიმპტომები, როგორც წესი, მოიცავს მეხსიერების დაკარგვას, მეტყველებისა და საქმიანობის გაძნელებას, პიროვნების ცვლილებებს, ორიენტაციის ან ქცევის მოშლასა და შეუფერებელ ქცევას; სიმპტომები პროგრესირებს ისე, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ჩვეული საქმიანობის შესრულება, რის გამოც სრულიად დამოკიდებულები ხდებიან სხვებზე;
დემენცია ძირითადად 65 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება.
ანა ლომიძე
ხშირად დემენცია ტვინის პირველადი დაავადებაა, ანუ მას ცალკე რაიმე მიზეზი არ აქვს. თუმცა, ზოგადად, იგი ბევრმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად, შემთხვევათა 50-70%-ში, დემენციის მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებაა – ტვინის პირველადი დაზიანება. სხვა დარღვევებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვოვანი დემენცია, ლევის სხეულების დემენცია და შუბლ-საფეთქლის დემენცია
დემენციის შემთხვევათა უმრავლესობაში არანაირ მკურნალობას არ შეუძლია შემეცნებითი ფუნქციების აღდგენა. თუმცა, ამ დაავადების დამამძიმებელ დარღვევათა გამოსწორებით შეიძლება მისი შენელება.
განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. ზოგი მედიკამენტის მიღება შედეგიანია რაღაც დროის განმავლობაში მაინც. პაციენტმა, მისმა ოჯახის წევრებმა და სხვა მომვლელებმა, ექიმებმა, ერთად უნდა განიხილონ და მოიფიქრონ საუკეთესო სტრატეგია ამ მდგომარეობაში.
რეპროდუქციული სისტემის დაავადებები
გონორეა
გონორეა სქესობრივად გადამდები ინფექციაა. მისი გამომწვევი ბაქტერია არის Neisseria gonorrheae. გონორეა ძალზე გადამდებია. გადადება ხდება სქესობრივი კონტაქტით. ინფექცია ცნობილია გამძლეობით და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების უნარით.
მარიამ ილურიძე
ბაქტერია აზიანებს ურეთრის, სწორი ნაწლავის, ყელის და საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსებს. დაავადება გადაეცემა ინფექციის მატარებელ პარტნიორთან ვაგინალური, ანალური, ორალური კონტაქტის გზით. იშვიათად, მაგრამ გვხვდება არასქესობრივი გზით გადადების ფორმებიც.
ბევრ ადამიანში გონორეის ინფექცია არ იწვევს სიმპტომებს. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უმეტესწილად სასქესო ტრაქრზე ახდენს გავლენას.
სიმპტომები ქალებში:
სიმპტომები კაცებში:
გონორეა შესაძლოა იყოს სხეულის სხვა უბნებზე: სწორ ნაწლავზე, თვალებზე, ყელზე, სახსრებზე.
გონორეის დიაგნოზის დასადგენად დაზიანებული უბნიდან იღებენ ნიმუშს. მამაკაცებში ტარდება შარდის ტესტი, ხოლო ქალებში საშვილოსნოს ყელის ნაცხი.
აუცილებელია ორივე პარტნიორმა გაიაროს მკურნალობა. დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატები.
ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზი არავირუსული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მისი გამომწვევი მიზეზი არის ერთუჯრედიანი მცირე ზომის პარაზიტი trichomonas vaginalis. ინფექცია დაუცველი სქესობრივი კავშირით გადაეცემა დაავადებული ადამიანიდან პარტნიორს.
მარიამ ილურიძე
ინფექცია ძირითადად გვხვდება გენიტალურ არეებში. ქალებში პარაზიტი აინფიცირებს ვაგინასა და ურეთრას, ზოგ შემთხვევაში კი პენისის თავსა და პროსტატის ჯირკვლებზეც შეიძლება გავრცელდეს.
ხშირია ისეთი შემთხვევები როცა ტრიქომონიაზის სიმპტომები არ ვლინდება. თუმცა დაავადებული ადამიანი შეიძლება მისი გადამდები იყოს, ამიტომაც რეკომენდირებულია დაცული სქესობრივი კავშირი და დროული კლინიკური გამოკვლევა.
ტრიქომონიაზის სიმპტომები ძირითადად ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში იჩენს თავს.
სიმპტომები ქალებში:
სიმპტომები კაცებში:
რადგან ტრიქონიაზის სიმპტომები გავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომებს უშუალოდ მისი დიაგნოსტიკა რთულია.
ტრიქომონიაზის დადასტურების შემთხვევაში ექიმი შესაბამის მკურნალობას ნიშნავს.
ტრიქომონიაზი მარტივად და სწრაფად იკურნება ანტიბიოტიკების საშუალებით. თერაპია დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება.
საკვერცხის კისტა
საკვერცხის კისტა (იგივე ცისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით.
კისტა ძირითადად რეპროდუქტიულ ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ (ანუ როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44-მდე).
თუ კისტის დიამეტრი 5სმ-ს აღემატება, საჭიროა მისი ქირურგიული მეთოდით მკურნალობა.
ანასტასია ბიწაძე
საკვერცხის კისტების ორი ტიპი არსებობს:
ფუნქციური საკვერცის კისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. ამ ტიპის კისტები მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება.
პათოლოგიური საკვერცხის კისტები – ამ ტიპის კისტები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.
საკვერცხის კისტა ხშირად უსიმპტომოდ არსებობს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება. იმ შემთხვევაში კი, როცა ის თავს ავლენს გარკვეული სიმპტომებით, დაზუსტებით თქმა, რომ ეს სიმპტომები კისტის გამო განვითარდა, შეუძლებელია. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს მცირე მენჯის ანთებით დაავადებებს, ენდომეტრიოზს, კიბოს, აპენდიციტს, დივერტიკულიტს და ა.შ.
ენდომიტრიოზი
დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ეს არის არა ჭეშმარიტი სიმსივნე, არამედ ენდომეტრიუმის ჰორმონდამოკიდებული ჰიპერპლაზია (ენდომეტრიუმის უჯრედების არანორმალური გამრავლება). ენდომეტროიდულ წარმონაქმნებს უმეტესად უკონტურო ინფილტრატის ფორმა აქვს, ზოგჯერ კი კვანძს ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა (სასქესო ორგანოების ჩათვლით), რის გამოც მას პოლისისტემური დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ.
არსებობს 2 ტიპის ენდომეტრიოზი: გენიტალური და ექსტრაგენიტარული ენდომეტრიოზი.
ანასტასია ბიწაძე
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) ჰორმონული დისბალანსით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალებში ვლინდება.
მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ფაქტორების ერთობლიობა ხელს უწყობს სინდრომის განვითარებას: გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, ანდროგენების სიჭარბე, ინსულინრეზისტენტობა და სხვა.
ანასტასია ბიწაძე
საკვერცხის კისტას, ენდომერტიოზს და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს საერთო სიმპრომები და მკურნალობა ახასიათებთ.
სიმპტომები
მკურნალობა
პაპილომავირუსი (HPV)
ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით. ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, ხოლო მაღალი რისკის ტიპები შეიძლება გახდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი.
ბარბარე ბაკიძე
ქლამიდიოზი
ბარბარე ბაკიძე
ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
შიდსი
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) გამოწვეულია აივ ვირუსით (HIV), რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. ინფექცია ძირითადად გადაეცემა სქესობრივი გზით, ინფიცირებული სისხლით ან დედიდან შვილს. აივ-სგან განკურნება არ არსებობს, მაგრამ მკურნალობა (ანტირეტროვირუსული თერაპია) მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ინფიცირებული პირის სიცოცხლეს და ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს.
ბარბარე ბაკიძე
მკერდის კიბო
ძუძუს კიბო არის სიმსივნის სახეობა, რომლის უჯრედებიც ძუძუს ქსოვილში იზრდება ძუძუს კიბო არის ყველაზე გავრცელებული კიბო ქალებში; ასევე მეორე ადგილზეა გავრცელებით ავთვისებიან დაავადებებში; ძუძუს კიბოს ინციდენტობა იზრდება ასაკთან ერთად; მისი ახალი შემთხვევების რაოდენობა ჭარბობს 50-60 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, თუმცა შეინიშნება გაახალგაზრდავებაც (წინაპირობა შეიძლება იყოს: ფიბროზულ-კისტოზური მასტოპატია, ლიპიდოვანი ჩანართები).
ელენე ნარეკლიშვილი
ძუძუს კიბო მხოლოდ ქალებში არ გვხვდება - ძუძუს ქსოვილი ყველას აქვს დაბადებიდან, ამიტომ იგი მამაკაცებსაც შეიძლება განუვითარდეთ. ძუძუს კიბოს საერთო შემთხვევების 1%-ზე ნაკლები გვხვდება მამაკაცებში, სიცოცხლის განმავლობაში მამაკაცის ძუძუს კიბოს განვითარების რისკი არის შეფარდებით 1 : 833 (1000) დახლოებით, მაშინ, როცა ქალებში ეს მაჩვენებელი 1 : 8 (12).
ძუძუს კიბოს განვითარების ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია. მთავარი რისკები, რომლებიც ჩვენ ვიცით, არის უბრალოდ იყო ქალი და სიბერე. სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულთა ორი მესამედი 50 წელს გადაცილებული ქალია, დანარჩენი უმეტესობა კი 39-დან 49 წლამდე. მემკვიდრეობითი გენის მუტაციები იწვევს ძუძუს კიბოს 10%-მდე შემთხვევებს. სიმსივნის სუპრესორული გენების BRCA1 ან BRCA2 მემკვიდრეობითი მუტაცია მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების განვითარების რისკს. გარდა ამისა, ქალს, რომლის დედას, დას ან ქალიშვილს ჰქონდა მკერდის კიბო, ორჯერ ან სამჯერ უფრო ხშირი შემთხვევაა, რომ მასაც დაემატება.
დღესდღეობით, ოჯახის ისტორიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გაიარონ გენეტიკური ტესტირება და რისკის შეფასება, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მათი ჯანმრთელობის შესახებ. რისკის ფაქტორებთან ერთად, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ, არის ცხოვრების სტილის რამდენიმე არჩევანი, რომელიც შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი შანსების გასაუმჯობესებლად. წონის მატება, მაგალითად, ზრდის ძუძუს კიბოს რისკს, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში. ქალები, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ჰორმონის შემცვლელ თერაპიას, არ ჰყავთ შვილები ან ეყოლებათ პირველი შვილი 30 წლის შემდეგ, ასევე შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი რისკი. რისკს ზრდის მაცდური ცხოვრების წესი და ალკოჰოლის მოხმარება. ამავდროულად, რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.
სიმპტომები: მკერდის ზომის, ფორმის ან ტექსტურის ნებისმიერი ცვლილება; მკერდის დეფორმაციები, როგორიცაა შეკუმშვა (შებრუნება შიგნით) ან ინვერსია; კანის ცვლილებები, როგორიცაა ზედაპირული ჩაღრმავება, ფორთოხლის კანი, გაღიზიანება, გამონაყარი; მარმარილოს მსგავსი ადგილი კანის ქვეშ; გამონადენი მკერდიდან, რომელიც შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან ყვითელი, სისხლიანი და ა.შ.
მკერდის ტკივილი, რომელიც არ ქრება მომდევნო პერიოდთან ერთად; ყველაფერი, რაც განსხვავებულად ან უჩვეულოდ იგრძნობა, უნდა მიმართოს ექიმს. ძუძუს კიბოს მკურნალობის გზებია: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, მიზნობრივი თერაპია, იმუნოთერაპია, რადიოთერაპია, ქირურგია.
შეგრძნების ორგანოთა დაავადებები
თვალი (გლაუკომა)
გლაუკომა აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს.
მისი ადრეული აღმოჩენა მხედველობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
გლაუკომა შესაძლოა იყოს რამდენიმე ტიპის: ღიაკუთხოვანი
გლაუკომა დახურულკუთხოვანი გლაუკომა მეორადი გლაუკომა
სამედიცინო შუნტით ნორმალური წნევის გლაუკომა თანდაყოლილი
გლაუკომა, პიგმენტური გლაუკომა, აქერცვლითი გლაუკომა და
ტრავმატული გლაუკომა. გლაუკომის გამო დაკარგული მხედველობა
აღარ აღდგება. გლაუკომა, როგორც წესი, ფარულად მიმდინარეობს.
მას ვერ ამჩნევენ,ვიდრე მხედველობა საგრძნობლად არ დაქვეითდება.
გლაუკომის კონტროლი მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობით სავსებით შესაძლებელია. გლაუკომა ქრონიკული დაავადებაა და მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას მოითხოვს. თვალშიგა წნევის გაზომვა 40 წლის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო.
თვალი (კატრაქტა)
კატარაქტა არის ბროლის შემღვრევა, რის შედეგადაც მხედველობა ბინდდება. იგი ართულებს ფერების გარჩევას, კითხვასა და მანქანის ტარებას. კატარაქტა სიბრმავის მთავარი მიზეზია მსოფლიოში.
თქვენ შესაძლოა გქონდეთ კატარაქტა თუ: გაქვთ დაბინდული მხედველობა გამოსახულებას უფრო ბუნდოვნად ან ყვითლად აღიქვამთ ღამით მხედველობა გიუარესდებათ სინათლე გჭრით თვალს სინათლის გარშემო ხედავთ შუქის რგოლების კითხვისთვის უფრო კარგი განათება გჭირდებათ სათვალეს ხშირად ცვლით გაქვთ გაორებული მხედველობა.
კატარაქტის ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში მხედველობა მკვეთრად უარესდება და სიმპტომები უფრო ადვილად შესამჩნევი ხდება.
კატარაქტა ხშირად ვითარდება ასაკთან ერთად, როცა თვალის ბროლი ნაკლებად მოქნილი, სქელი და ნაკლებად გამჭვირვალე ხდება. ეს ართულებს სინათლის სხივების ბადურამდე მიღწევას და იწვევს მხედველობის გაუარესებას. კატარაქტა შეიძლება განვითარდეს ორივე თვალში, თუმცა ხშირად სხვადასხვა ხარისხით, რაც იწვევს განსხვავებულ მხედველობას თვალებს შორის.
კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. ვის შეიძლება დაემართოს კატარაქტა: ასაკი 55 წლის შემდეგ დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ულტრაიისფერი დასხივება (დიდი დოზით მზის ქვეშ ყოფნა) თვალის დაზიანება ან თვალის დაავადებები ჭარბი წონა თამბაქოს მოხმარება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი� კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება და მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.
თვალი (ჯიბლიბო)
ჯიბლიბო არის მტკივნეული შეშუპება/შესიება ქუთუთოს კიდეზე, რომელიც როგორც წესი, ჰგავს მუწუკს ან ძირმაგარას. ჯიბლიბო უმეტესად ქუთუთოს გარეთა ნაწილზე ჩნდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია შიდა მხარესაც წარმოიქმნას.
ჯიბლიბოს სიმპტომებია:
•ქუთუთოზე წითელი შეშუპება/შესიება, რომელიც მუწუკის ან ძირმაგარის მსგავსია;
•ტკივილი ქუთუთოს არეში;
•ქუთუთოს შეშუპება;
•ცრემლიანობა.
გამომწვევი მიზეზი: ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოში ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული სტაფილოკოკი.
ჯიბლიბოს განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი რისკ-ფაქტორები: დაუბანელი ხელებით ეხებით თვალებს; კონტაქტურ ლინზებს დეზინფექციის გარეშე ირგებთ; არ იშორებთ მაკიაჟს, ღამით თვალზე წასმული კოსმეტიკური საშუალებებით იძინებთ; სარგებლობთ ძველი კოსმეტიკით; ჯიბლიბო რამდენიმე დღეში სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ალაგდება.
თვალი (ასტიგმატიზმი)
ასტიგმატიზმი - თვალის შუქმტეხი აპარატის დეფექტი, რაც გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. ერთ თვალში ამეტროპიის სხვადასხვა სახის, ან ერთი სახის ამეტროპიის სხვადასხვა ხარისხის შერწყმა.
სიმპტომები - ასტიგმატიზმისას შესამჩნევია მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ საგნების დამახინჯებულად ხედვა, მუშაობის დროს თვალის სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი. გამოკვლევისას აღინიშნება თვალის გარდამტეხ ძალებში განსხვავება სხვადასხვა მერიდიანებში. დიაგნოზი ეყრდნობა რეფრაქციის განსაზღვრას მთავარ გარდამტეხ მერიდიანში.�
მკურნალობა - ხშირ შემთხვევაში ასტიგმატიზმის სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობას არც საჭიროებს. ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კორექციის ყველაზე გავრცელებული სახეებია: სათვალე, ლინზები, ლაზერული კორექცია, ქირურგიული ჩარევა და სხვა.�� გამომწვევი მიზეზები - წამოწოლილ და/ან თვალთან ძალიან ახლოს მყოფი ნაბეჭდი ტექსტის კითხვა კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომა არაჯანსაღი კვება მოძრავ ტრანსპორტში კითხვა თვალების მოსრესა თამბაქოს სიგარეტის ბოლი
თვალი(მოიპოვია)
მხედველობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს. თუმცა ყველას როდი აქვს იდეალური მხედველობა:ზოგს პრობლემები დაბადებიდანვე აღენიშნება, ზოგს კი ცოტა მოგვიანებით. ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დარღვევები უფრო და უფრო ხშირდება. მრავალი სახის თვალის დაავადება არსებობს. მათ შორის მიოპია(ახლომხედველობა) და ჰიპერმეტროპია(შორს მხედველობა) რა არის მიოპია? მიოპია ანუ ახლომხედველობა რეფრაქციის ისეთი სახეა, როდესაც ადამიანი ახლომდებარე საგნებს გარკვევით, მკაფიოდ ხედავს, დაშორებულს კი-ბუნდოვნად. მიოპიის დროს თვალის კაკალი უფრო გრძელია ან რქოვანა გარსის სინათლის გარდატეხის ძალაა მომატებული. არსებობს სუსტი, საშუალო და მაღალი ხარისხის მიოპია. მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ახლომხედველობა ძირითადად ვლინდება სასკოლლ ასაკში (6-8 წლის ასაკიდან). რა სიმპტომები აქვს მიოპიას? მიოპიას ხშირად ეჩვენება თვალის წინ მოძრავი წერტილები, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია თეთრ ფონზე. ზოგადად მოძრავი წერტილები ყველა რეფრაქციის თვალში შეიმჩნევა, თუმცა მიოპიის შემთხვევაში ეს ჩრდილები უფრო დიდი ზომისაა და უკეთ შესამჩნევია. არაკორეგირებული მიოპიის დროს ხანგრძლივად კითხვა იწვევს თავის ტკივილს, თვალების დაღლას. მიოპიის პროგრესირების შესაფერხებლად ყველაზე ეფექტური გზაა ანომალიის კორექცია გარდატეხის ასაკამდე. რეკომენდებულია განათებულ ოთახში სწორად ჯდომა და კითხვა თვალიდან 30-40 სმ-ის დაშორებით, შემდეგ კი 10-15 წუთიანი დასვენება. მიოპიის კორექცია შესაძლებელია სათვალით კონტაქტური ლინზებით ლაზერით(18 წლის ზემოთ) ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპატანცია.
თვალი (ჰიპერმეტროპია)
ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა თვალის რეფრაქციის პათოლოგიაა, რომლის დროსაც ოპტიკური სისტემის გარდამტეხი ძალა სუსტია ან თვალის კაკალია მოკლე. აქაც არჩევენ სუსტ, საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიას. რა იწვევს ჰიპერმეტროპიას? შორსმხედველობა ჩვეულებრივ თანდაყოლილია, ახალგაზრდა ჰიპერმეტროპებში აკომოდაცია მუდამ დაჭიმულია, ცილიარული კუნთი თითქმის არ დუნდება და ხშირად კუნთის დაძაბვა სპაზმშიც გადადის. სპაზმი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს , რომ დაფაროს ჰიპერმეტროპია და თვალი ემეტროპიული ან მიოპური გახადოს. მისი სიმპტომებია: ცუდი ხედვა ახლო მანძილზე ცუდი ხედვა შორს მანძილზე(ჰიპერმეტროპიის მაღალი ხარისხის შემთხვევაში) თვალის დაძაბვა მხედველობითი დატვირთვისას(თავის ტკივილი) მისი კორექცია შესაძლებელია: სათვალით კონტაქტური ლინზებით ლაზერით ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლატანციით.
ყური (გარეტა ოტიტი)
1.გამომწვევი მიზეზები:
გარეთა ოტიტი ხშირად ბაქტერიული
ინფექციაა,იშვიათად კი სოკოვანი
ინფექცია.არაინფექციური
მიზეზებიდან გამოირჩევა ალერგია,
თმის მოვლის საშუალებები და
კანის ზოგიერთი დაავადება.
2.მკურნალობა:
ყურის წვეთები, ანტიბიოტიკები,
სოკოს საწინაამდეგო საშუალებები,
ტკივილგამაყუჩებელი.
3.სიმპტომები:
ქავილი, ტკივილი, სიწითლე. უსუნო,
გამჭვირვალე ან ჩირქოვანი გამონადენი
ყურის დაგუბების შეგრძნება და სმენის
დაქვეითება. შეიძლება განვითარდეს
ძლიერი ტკივილი, რომელიც სახის,
კისრის ან თავის არეში გადაეცემა.
4.თავიდან აცილების გზები:
ყურის ჰიგიენის დაცვა და უხეში
წმენდის თავიდან აცილება.
ალერგენების და ქიმიური
გამაღიზიანებლების თავიდან აცილება.
ყურის დაცვა წყალში ცურვის დროს.
ყური (შუა ოტიტი)
1.გამომწვევი მიზეზები: 3.სიმპტომები:
ევსტაქის მილების ბლოკირება მწვავე ტკივილი ყურში, ყურიდან
ცხვირ-ხახის შეშუპების ან გამონადენი, სმენის დაქვეითება.
ანატომიური თავისებურებების გამო. თავის ტკივილი,თავბრუსხვევა,
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ყურების შუილი. ბავშვებში შეიძლება
ალერგიები. გამოვლინდეს აღგზნებადობა, ცხელება,
მადის დაქვეითება.
2.მკურნალობა:
საჭიროა ევსტაქის მილების ფუნქციის 4.თავიდან აცილების გზები: აღდგენა სპეციალური ვარჯიშებით ან ზედა სასუნთქი გზების ინფექციების
სამედიცინო ჩარევით პრევენცია. ევსტაქის მილების ფუნქციის შენარჩუნება. ბავშვებში ადენოიდების მონიტორინგი
ყური (დაგუბება)
1.გამომწვეი მიზეზები: 3.სიმპტომები:
ევსტაქის მილების ბლოკირება. ყურის დაგუბების შეგრძნება.
ცხვირ-ხახის შეშუპების ან სმენის დაქვეითება, ყურების
ანატომიური თვისებების შუილი. თავბრუსხვევა,
გამო. ზედა სასუნთქი გზების წონასწორობის დარღვევა.
ინფექციები, ალერგიები.
4.თავიდან აცილების გზები:
2.მკურნალობა: ზედა სასუნთქი გზების
მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციების პრევენცია.
მიზეზზე; შეიძლება მოიცავდეს ალერგენების თავიდან აცილება.
დექონგესტანტებს, ცხვირ-ხახის ჰიგიენის დაცვა.
ანტიჰისტამინს, ანტიბიოტიკებს.
ზოგჯერ სპეციალური ვარჯიშებია
საჭირო ან ესაჭიროება სამედიცინო
ჩარევა.