1 of 4

მეფეთამეფე, მახვილი მესიისა,მეფე აფხაზთა,ქართველთა, კახთა, ჰერთა და რანთა, შირვანშა და შარვანშა დავით IV აღმაშენებელი

დაბადება1073 –

ზეობა1089 – 1125წელი

2 of 4

ზეობა მეფისა დავითისა 1089 – 1125

3 of 4

დავითის რეფორმები,

  • დავით IV რეფორმები
  •   სახელისუფლო - ადმინისტრაციული                                                                           �დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.�გააერთიანა ორი სახელო (თანამდებობა) - ჭყონდიდლელ - მწიგნობართუხუცესი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბერი. თანამედროვე - პრემიერ - მინისტრი;�
  • საეკლესიო:��საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში "ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ". სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.��ეკონომიკური:��დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას — სააჯო კარს.��სამხედრო:��ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― "მონა-სპა".
  • ასევე, შექმნა მსტოვართა ინსტიტუტი, თანამედროვე კონტრდაზვერვის სისტემა, რომელიცფ აკონტროლ;ებდა შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, შეთქმულებებს და ა.შ.

  საგანმანათლებლო

  • „სხუად ათინად“ დაარსა გაენათი - გელათის აკადემია, მოიწვია პირველ რექტორად მსოფლიოში, საქრისტიანოში აღიარებული მეცნიერი - ფილოსოფოსი, იოანე პეტრიწი.

4 of 4

დავითის ომები; სავაზირო;

  • ომები
  • 1099 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავითი შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას.
  • 1103 წელს აიღო ზედაზენი.
  • 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების - არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.
  • 1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო,
  • 1115 წელს - რუსთავი,
  • 1117 წელს - გიში,
  • 1118 წელს - ლორე. 
  • 1121 წლის აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ,
  •  
  • 1122 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.
  • დავით აღმაშენებელი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.
  • დავით არმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული  გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
  • დავით აღმაშენებელმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.
  • დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წელს, დაკრძალულია გელათის მონასტრის სამხრეთის კართან, სადაც დღესაც არის შემორჩენილი უზარმაზარი ლოდი დავითის ეპიტაფიით: ''ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე". თუმცა წმინდანად კურთხევის შემდეგ მისი ნაწილები ამოუსვენებიათ და დაუკრძალავთ გელათის საკრებულო ტაძარში. ქართულმა ეკლესიამ წმინდა დავით მეფის ხსენების დღედ დააწესა 26 იანვარი (ძველი სტილით).
  •  
  • http://genia.ge/?p=19267#more-19267 - სავაზირო შედგებოდა შვიდი ვეზირისაგან :1. ჭყონდიდელი - მწიგნობართუხუცესი, 2. მანდატურთუხუცესი, ემოჩილებოდნენ მსტოვრები; 3. მსახურთუხუცესი 4. მეჭურჭლეუხუცესი; 5. ამისპასალარი - (6.ამირახორი 7. ჩუხჩარჩი ემორჩილებოდნენ ამისპასალარს.