სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
თემაზე მუშაობდნენ კადეტები:
დავით მალანია;
დავით მარღია;
ლუარსაბ ჯანგულაშვილი;
ანდრია გოგილავა.
ქართული მითოლოგიის კავშირი ეგვიპტურ და შუმერულ მითოლოგიასთან
მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის:
მითები წარმოადგენენ თქმულებებს:
ქართული მითებს კავშირი აქვს სხვა ქვეყნის მითებთან. მაგ: ეგვიპტურ და შუმერულ მითებთან. შუმერული მითოლოგია ძალზე მდიდარი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი მითური სისტემაა, რაც შეიქმნა კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანში.
შუმერი, შუამდინარეთი - მითოლოგიის საუნჯე, "ხალხთა მითოლოგიის ბეღელია" (მიხ. ლაიფციში).
შუმერულ მითოლოგიაში სულ დაახლოებით 600 დიდი და მცირე, კეთილი და ბოროტი ღვთაებაა ცნობილი. შუმერთა ყველა ქალაქ-სახელმწიფოს თავისი უზენაესი ღმერთი-მფარველი ჰყავდა. მათი განპიროვნებული სახე ვარსკვლავებს უკავშირდება (ვარსკვლავ-ღმერთი). მათგან უძველესი, მატრიარქატის ჟამინდელი ქალღმერთია ინანა, ნათესთა, ნაყოფიერების და დედობის მფარველი, არსთა მშობელი, ურუქის ხთონური და ზოგადად შუმერული ღვთაება.
ბალახით ცოცხლდებიან ამირანი, ბადრი, უსუპი, თაგვი პოულობს ზღაპარში ბალახს, რაც მკვდარს აცოცხლებს; მედეას ბაღის ყვავილები სხეულს ჯანმრთელობას სძენენ და მიცვალებულებს აცოცხლებენ. ეა - წყალთა მეუფე წარღვნის მითშიც დიდ როლს ასრულებს. გილგამეშიანშიც აშკარად მოქმედებს და ამირანშიც პოულობს გამოძახილს.
მითებში აისახა ადამიანის მარადიული მისწრაფება უკვდავებისაკენ და რაკი ამას მკურნალობით ვერ ახერხებდნენ, საქმე ფანტაზიას მიანდეს. ზღვის ფსკერზე ჩაუშვეს ღმერთკაცი გილგამეში, იქ მოწყვიტა ყვავილი, რომელსაც ერქვა "მოხუცი ჭაბუკდება"
ენგური ეწოდებოდა მიწისქვეშა წყალს და იყო მსოფლიო ოკეანის სინონიმიც. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მდინარის, ზემო სვანეთის სალ კლდეთა შორის მქუხარე ენგურის ეტიმოლოგია სრულებით შესაძლებელია პირდაპირ უკავშირდებოდეს შუმერთა ამ ღმერთს. ამ მდინარის მახლობლადაა სვანეთში ორი სოფელი: ლახამი და ლახამულა - რომელთა სახელებიც ასევე ემთხვევა შუმერულს: შუმერულ რელიგიაში ხომ ენგური ლახამის მდინარეა. შუმერებისთვის ადიდებული ენგური ქალაქთა რისხვაა - "ქალაქ არათას შთანთქავს მაშინ ენგურის ქაფი".
.
მესოპოტამიელებს ეა წარმოუდგებოდათ არა მხოლოდ კაც ღმერთად, არამედ ეა იყო ბაბილონელთა დამწერლობის, ხელოვნების, კანონმდებლობის, ოქროს ქალღმერთი. ეა ცოდნისა და სიბრძნის ღმერთიც იყო და მკურნალიც. სამკურნალო მცენარეთა, წყლისა და ზეთის საიდუმლო იცოდა, რაც მას უეჭველად აახლოებს ზეთისა და ბალახთა უზადო ოსტატ მედეას სახესთან.
ეა - აია ხომ კოლხური ქალაქია, კვიტაისის, ქუთაისის აყვავების ჟამინდელი და შუმერ-აქადურ ეასთან მის სიახლოვეს არა მარტო ფონეტიკური მსგავსება ადასტურებს, არამედ მნიშვნელობაც, ენობრივი მონაცემებიც, სამკურნალო მცენარეთა და წამალთა ის აღწერილობა, რაც შუმერ ღმერთსა და კოლხ ჯადოქარს და დიდ მკურნალს - მედეას ანათესავებს.
ლილე — მზე ან მზის ღვთაება სვანურ მითოლოგიაში. რაიმე ჩამოყალიბებული მითი ამ ბუნდოვან სახეზე არ შემონახულა, მაგრამ სასიმღერო ჰიმნის ფრაგმენტებიდანაც და სიმღერის ხასიათითაც აშკარაა, რომ ესაა უძველესი წარმართული ღვთაება სინათლისა, შუმერთა ენლილეს და ეგვიპტელთა რას, ბერძენთა ფებოსის მსგავსი. უფრო სავარაუდოა, რომ სვანთა ლილე შუმერთა ენლილეს შემონახული სახეა.
"დალი“- შუმერში ავდრისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი, სვანურში კი — ნადირობის ქალღმერთი;
„დი“ — შუმერულშიცა და სვანურშიც ნიშნავს დედას;
"აბზუ" - მტკნარი წყლების ოკეანე შუმერულად. "ებზუ" - იალბუზი სვანურად, საიდანაც არაერთი მდინარე იღებს სათავეს.
„ენლილე“ — შუმერთა ღმერთი, სვანური სიმღერა „ლილე“ — მზის სადიდებელი;
"უ თანაფ იშთი" - შუმერული ეპოსის გმირი, რომელსაც ღმერთმა უკვდავება მიანიჭა.
"თანაფ" - აღდგომა სვანურად.
"გილგა მეში" - შუმერული ეპოსის გმირი მებრძოლი.გილგა - სვანური სახელი.
"მეშიალ - მებრძოლი სვანურად.
„ეზიგ გა“ — შუმერულად „აგურის სახლი“, სვანურში „მეზიგა“ ნიშნავს მოსახლეს;
“ზაგარ“ — შუმერულში ადგილის სახელწოდება, სვანურში — ზეგანი ადგილი.
„ზუ-ლუმარე“ — შუმერული ღმერთი, სვანურში „ლუმარე“ ნიშნავს მზად მყოფს;
„ირჰინი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანურად „ირჰინი“ — „ნათდება“;
„ლუგალ“ — მმართველი, მეფე შუმერში, სვანურად „ლუგავ“ ნიშნავს ღონიერს, ხოლო „ლუქალ“ — ქებულს, დიდებულს.
„ლამარი“ — ქალი ღვთაება შუმერში, „ლამარია“ სვანურად — ღვთისმშობელი.
„ლახამუ“ და „ლახმუ“ — შუმერებში პირველშექმნილი წყვილი, როგორც ადამი და ევა, სვანეთში კი ამ დასახელების სოფლები არსებობს;
„მელამ“ — შუმერულად მომაკვდინებელი გაელვება, სვანურში "მელამ"- ალი.
„მაგვენა“ —ტაძარი შუმერში, „მაღვენა“ სვანურად არის ქონება;
"მარ“ — შუმერულად ნიშნავს ვაჟიშვილს, „მარე“ სვანურად ნიშნავს კაცს;
„მამი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანეთში კი ამ დასახელების სოფელი არსებობს;
„ნანარი“ — შუმერების ქალღმერთი და სოფელი ქვემო სვანეთში; „ნიდაბ“ — ყანების ქალღმერთი შუმერულად. სვანურად „დაბ“ - ყანა.
„ნამთარი“ — შუმერულში ბედისწერის მაუწყებელი, სვანურად კი იგივეა, რაც წინასწარმეტყველი.
„სუბართუ“ — შუმერულად ხურიტების ქვეყანა, „სუბარ“ — უძველესი სვანური ტომი.
„„ქალ“ ან „ქალ-ლა“ — შუმერულად ნიშნავს ფასდაუდებელს,
„ლ-ქალ“ სვანურადაც ფასდაუდებელია;
„უთუ“ — შუმერთა მზის ღმერთი, სვანურად „ათუ“ — ცხელი.
„ცერ“ — ადგილის სახელწოდება შუმერში, „ეცერ“ — სოფელი სვანეთში;
„ხუმბაბა“ — ტყის მცველი შუმერულში, „თხუმ ბაბა“ — თავკაცი სვანურში.
განუყოფელი "ანი" და "ქი" ( ცა და მიწა) მახვილით გაყო მათმა შვილმა, დიდმა და ნათელმა ღმერთმა "ენლილმა", რომლის ყველა კიდური სინათლეს და სითბოს ასხივებდა!
"ანი" - ყველა უძველესი სვანური გვარების ბოლოსართი, რომელიც წარმომავლობაზე მიუთითებს."ქი" - დედამიწაგი - გიმ - მიწა სვანურად.
ოჩოპინტრე ან ოჩოპინტე გარეული ცხოველების წინამძღოლი და მფარველია. შესაძლებელია, რომ ოჩოპინტრეს კულტი თავად კოლხეთიდან გავრცელდა ევროპაში, ვინაიდან ვიცით, რომ იბერო-კოლხური ხალხები ცხოვრობდნენ მთელ სამხრეთ ევროპაში ინდო-ევროპელების მოსვლამდე. ოჩოპინტრე იგივე პანი იმდენად ძველი ღმერთია, რომ მისი პელასგებსაც კი სწამდათ და მეტიც - შუმერებსაც.
ეგვიპტურად ვაცსაც და პანსაც მენდესი ეწოდება."ჰეროდოტეს აღწერილი მენდესი, თხის სახით წარმოდგენილი ეგვიპტელთა უზენაესი ღვთაება ოსირისია და გაიგივებულია ბერძენთა მწვანე ტყეებისა და ატეხილი ჭალების თხის ფეხებიან და რქოსან ღვთაება პანთან. ამ ეგვიპტურ-ელინურ სახებათა პარალელურად კოლხეთშიც იგივე ღვთაება არსებობდა სხვა სახელით - ოჩოკოჩი.
მზის ქალღმერთი ბარბალე
ბარბალე, ბარბარე, ბარბოლი, ან ბარბარ-ბარბოლი - ის არის ჩვენი 5 მილიარდი წლის დედა-ვარსკვლავის - მზის პერსონიფიკაცია. კოლხ-იბერები - პროტოქართველები მას ეთაყვანებოდნენ, როგორც საწყის მფარველს, ასევე ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც განაპირობებდა და უზრუნველყოფდა არა მარტო ადამიანების, არამედ მიწის, ყოველი ცოცხალი არსების ნაყოფიერებას და სიცოცხლის უწყვეტი ციკლის მილიარდობით წლის განმავლობაში განგრძობადობას. ის განაგებდა ასევე ამინდს მთელ დედამიწაზე
ორი უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა, არის ქართველური სამყაროდან შესული, ესენი არიან თოთი და ოსირისი. თოთი ითვლებოდა უცხო ქვეყნის მბრძანებლად და მთელი ეგვიპტის ინტელექტუალური ცხოვრების შემქმნელად..
მეორე არაეგვიპტური ღმერთია ოსირისი, ისიდას მეუღლე, რომელმაც ეგვიპტეში მეფობისას ადამიანები გადააჩვია ველურ ცხოვრებას და კაციჭამიობას.
კოლხური მონეტა ფაფრიანი ძუ ლომით ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი დაჩოქილი ძროხისთავიანი ადამიანის ფიგურა - თუ ამ ფიგურას ზოდიაქოზე გამოსახულ ქალღმერთ ისიდას შევადარებთ, საოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ. გარდა გარეგნული მსგავსებისა, მთავარი მაინც შინაარსობრივი მსგავსებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ კოლხურ თეთრზე გამოსახულია იო, იგივე ხათხორი ანუ ისიდა. ამას ადასტურებს მონეტის მეორე მხარეს გამოსახული ძუ ლომიც.