1 of 15

გულითადი მეგობრები

2.12.2020

2 of 15

ერთ ტყეში ცხოვრობდნენ შველი, ყვავი, თაგვი და კუ.

ერთხელ კუმ დაინახა, რომ ყვავი ბადეში გაბმულიყო, ფართხალებდა, უნდოდა თავის გათავისუფლება, მაგრამ ამაოდ.

კუ შეეხვეწა თაგვს: - თაგუნავ, მიშველე, გაათავისუფლე ყვავი!

3 of 15

თაგვმა მარდად მიირბინა ბადესთან, გადაღრღნა ბაწარი, გაათავისუფლა ყვავი. ყვავმა მადლობა უთხრა თაგუნიასა და კუს. კუ, თაგუნია და ყვავი დამეგობრდნენ, ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს წყაროსთან და უამბობდნენ თავიანთ თავგადასავალს.

4 of 15

ერთხელ, როდესაც ყვავი ჰაერში დასრიალებდა და თან ჩვეულებრივად ჩხაოდა, დაინახა, რომ შველი მონადირის მიერ დაგებულ მახეში გაბმულიყო. საჩქაროდ გაეშურა წყაროსაკენ, სადაც ერთად იყვნენ კუ და თაგუნია, უამბო, რა გაჭირვებაში იყო შველი. მაშინვე გაეშურნენ შვლისაკენ.

5 of 15

ყვავი მიფრინავდა, თაგვი ტყე-ტყე მიეშურებოდა. კუც მათ გაჰყვა, მაგრამ, რასაკვირველია, ძლიერ ჩამორჩა ამხანაგებს. ყვავი და თაგვი თითქმის ერთსა და იმავე დროს მივიდნენ მახესთან. თაგვი მაშინვე შეუდგა საქმეს: თოკებს ღრღნიდა; ყვავი კი ჩაჰკრავდა ხოლმე თოკის წვეროებს ნისკარტს და ხსნიდა კვანძებს. ძნელი სამუშაო იყო.

6 of 15

ჩქარობდნენ - მონადირეს არ მოესწრო. ის იყო, გაათავისუფლეს შველი და კიდეც გამოჩნდა მონადირე. შველი ისარივით დაეშვა ტყეში, თაგუნია შეუმჩნევლად გაცუნცულდა ბალახებში, ყვავი აფრინდა ხეზე და იქიდან დაიწყო ყურება, რა სეირი იქნებაო.

7 of 15

უცებ შენიშნა, რომ კუ მხოლოდ ახლა წამოსწეოდათ და მიბობღავდა მახისკენ, მაგრამ შეასწრო მონადირეს თვალი და გაჩერდა.

მონადირე ძალიან გაჯავრებული იყო, რომ შველი ხელიდან გაუსხლტა, დასწვდა კუს და გამოახვია ხელსახოცში. ყვავი მაშინვე გაეშურა ამხანაგებისაკენ და შეატყობინა, რა უბედურებაც შეემთხვა კუს.

8 of 15

9 of 15

შველმა ერთი ხერხი მოიგონა კუს დასახსნელად. უთხრა ამხანაგებს. ყველას მოეწონა და მაშინვე შეუდგნენ საქმეს.

შველი წავიდა და დაწვა იმ გზაზე, რომელზედაც მონადირეს უნდა გამოევლო, თავი მოიმკვდარუნა. ყვავი დააჯდა ზევიდან და კირკნიდა.

10 of 15

მონადირემ დაინახა შუა გზაზე გაშხლართული შველი, რომელსაც ყვავი უნისკარტებდა, ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ცოცხალია. გასწია მისკენ, კუ ხელსახოციანად გზის პირად დადო და მივიდა შველთან.

მანამ მონადირე შველს ათვალიერებდა, ყვავმა გამოხსნა ხელსახოცი, გაათავისუფლა კუ და მასთან ერთად მიიმალა ტყეში.

11 of 15

ბალახებიდან ისკუპა თაგვმა და მონადირეს სახელოში შეუძვრა. მონადირემ იგრძნო, რომ რაღაც დაცოცავს მის ტანზე. შეშინებულმა დაიწყო ჩოხის გახდა. შველი წამოვარდა ზეზე და ელვის სისწრაფით გაქანდა ტყისაკენ. მონადირეს სიჩქარით ხელი სახელოში გაეხლართა და როცა გაიძრო ჩოხა, უკვე გვიან იყო. შველი აღარც კი ჩანდა.

12 of 15

თაგვი მაშინვე მიიმალა.

ამნაირად გადაარჩინეს კუ.

მას შემდეგ უფრო დამეგობრდნენ და ამ ოთხ მეგობარს ხშირად ნახავდით ტყეში ერთად მოსეირნეს.

13 of 15

  • რა შეემთხვა ერთხელ ყვავს?
  • როგორ დაეხმარნენ კუ და თაგვი ყვავს?
  • რა განსაცდელში აღმოჩნდა შველი?
  • რომელმა მეგობრებმა და რა გზით მოახერხეს შვლის დახმარება?
  • რატომ ვერ დაეხმარა კუ შველს?
  • რა ხერხს მიმართეს მეგობრებმა კუს გადასარჩენად?

14 of 15

უცხო სიტყვების ახსნა:

  • მარდად - სწრაფად
  • ბაწარი - თოკი
  • სეირი - სანახაობა
  • კირკნიდა - უნისკარტებდა

15 of 15