ბორჯომო -საქართველოს მშვენებავ
.
პროექტის მიზანი და მოკლე აღწერა
დღეს, როდესაც მსოფლიო გლობალიზაციის საკითხი ასე მკვეთრად იხატება, აუცილებელია, ახალგაზრდები იცნობდნენ და პატივს სცემდნენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას. მით უმეტეს, თუ გვინდა ევროპული საზოგადოების ღირსეული წევრი ვიყოთ, უნდა დავიცვათ, და მოვუაროთ, ჩვენი წინაპრების დანატოვარს, ვინაიდან ევროპული ღირებულებიდან ერთ-ერთი მთავარი წარსულის, მემკვიდრეობის დაცვაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტი, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვახსენებთ ორგანიზატორებსა და ამ იდეის ავტორებს
პროექტის ფარგლებში მონაწილეები მოიძიებენ ინფორმაციას ბორჯომში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ. მოინახულებენ ამ ძეგლებს, შექმნიან ღირსშესანიშნაობის რუკას, დაამზადებენ პოსტერებს, ჩაწერენ ინტერვიუებს, გადაიღებენ ვიდეოებს, გააკეთებენ პრეზენტაციასა და გამართავენ კონფერენციებს. ამ აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების ,ანალიზისა და მსჯელობის,ასევე თანამშრომლობის, თანადგომისა, პასუხისმგრბლობისა და პრეზენტაციის უნარები, აუმაღლდებათ პატრიოტული სულისკვეთება და მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გაუნდებათ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მზრუნველობისა და მოვლა პატიოსნობის გრძნობა.
პროექტის გეგმა
პეტრეს ციხე
შუა საუკუნეების ციხე- სიმაგრე. აშენდა იმდროინდელი
ბორჯომის სოფლების, კონტროლირებისა და დარაჯობისათვის.
ბავშვებს რომელთაც ეს ადგილი შეხვდებათ გამოსაკვლევად მოუწევთ შეაგროვონ მასალები , უკეთ გაეცნონ მათ გეოგრაფიულ მდებარეობას.
სალის ციხე
შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. ნაგებია კირით და აშენებულია სამხრეთ ჩრდილოეთის ორიენტირზე.
გოგიას ციხე
პირველად ციხე იხსენიება XVl საუკუნის ისტორიულ წყაროებში. აშენებულია ქალაქის ჩრდილო
დასავლეთ ნაწილში და გადმოსცქერის მას.
ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მოამზადონ პრეზენტაციები. ამით ისინი დამოუკიდებელი კრიტიკული მსჯელობა-აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარებს განივითარებენ. შეიძენენ თავდაჯერებულობასა და აუდიტორიის ფლობის შესაძლებლობებს, რასაც ისინი სამომავლოდაც გამოიყენებენ.
გრიგოლ ხანძთელი
VIII-IX საუკუნეების აღმაშენებელი. ქვეყნად მოვლენილი ანგელოზი.
სულიერი მამა და წინამძღვარი.
კვირიკეთი იგივე კვირიკეწმინდა,VIII-IX საუკუნეების ისტორიული ძეგლია, ააგო გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, ქრისტეფორემ.
ნეძვი-IX საუკუნის 50- იანი წლების ხუროთმოძღვრების ძეგლი. აგებულია წმ. თეოდორე ნეძველის მიერ.
გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფოთოლეთის მამათა მონასტერი, აგებულია ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 50-იან წლებში.
ბავშვები გაეცნობიან არამარტო წმ. გრიგოლ ხანძთელის დამსახურებას ქვეყნის ,,გასაქართველოებაში“, არამედ მისი მოწაფეებისაც.
აიმაღლებენ ცოდნის დონეს და კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან, აწ უკვე შესწავლილ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას. მოამზადებენ საინტერესო პრეზენტაციებს და წარუდგენენ მათ თანაკლასელებს. ამით ისინი დახელოვდებიან პრეზენტატორობის უნარებში.
ეს ტაძარი ავარჩიეთ იმიტომ რომ,როგორც ამბობენ, აქ აღმოჩენილია უიშვიათესი ფრესკა შოთა რუსთველისა და თავისი დედის იასი.
ტაძრისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი.
სადგრის წმ.გიორგის ეკლესია.
ტიმოთესუბნის ტაძარი
მე-6, მე-7 და მე-8 ჯგუფის ბავშვები
რომანოვების ისტორიული სასახლე ლიკანში
ღირსშესანიშნაობათა არჩევისას ტაძართა სიას დამსახურებულად გამოერია რომანოვების დიდებული სასახლე.
ეს სასახლე საუკუნოვან ისტორიას ინახავს.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
პროექტის გეგმა
2. ბორჯომის ღირსშესანიშნაობების რუკაზე მონიშვნა
3. ერთობლივი ექვსკურსიები და ჯგუფების მიერ გიდობის გაწევა
4.ესეების კონკურსი
5. საინფორმაციო ბუკლეტებისა და პოსტერების დამზადება,გავრცელება
6. ჯგუფების ნამუშევრების გაერთიანება და ვიდეორგოლის მომზადება
7. სასკოლო კონფერენცია
პროექტის დასკვნითი ნაწილი - კონფერენციაა.
ეს არის გრანდიოზული ფინალი რამდენიმე თვეზე გადანაწილებული პროექტისა.
თავმოყრა ყველა იმ უნარისა, შესაძლებლობისა და ცოდნისა, რომელსაც ეს პროექტი მასში ჩართულ მონაწილეებს სთავაზობს.
ბავშვები შეძლებენ მიღებული ინფორმაციები გაუზირანო მთლიან სკოლას.
აიმაღლონ ლიდერობისა და პრეზენატატორობის უნარები.
საბოლოოდ, ეს პროექტი, მოსწავლეებისათვის არის სრულიად ახალი დასწაყისი, ახლებური ხედვა, სიაახლეები. მომავალს მორგებული პროექტი. თანამედროვე რესურსები.
სიახლოვე წარსულთან.
პროექტი - “ბორჯომო - საქართველოს მშვენებავ!” - მოსწავლეებისათვის იქნება სწორედ ის მოტივაცია, რომელიც მათ არ მისცემს საშუალებას ამ პროექტის დასრულების შემდეგ, შეწყვიტონ ეს საქმიანობა.
ულამაზესი სინთეზი ორი დროისა, მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, გაიხსენონ საკუთარი ფესვები და გაანალიზონ რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული მათი სამომავლო ბედი. ახლა მათ ევალებათ თითოეული ღირსშესანიშნავი ძეგლის შენახვა გაფრთხილება.
ეს პროექტი მოსწავლეებს აუმაღლებს ეროვნულ სულისკვეთებას, პატრიოტიზმს, სიყვარულს საკუთარი მხარის მიმართ.
მისცემს ბავშვებს ყველა იმ უნარს, რომლებიც მათ, სამომავლოდაც წაადგებათ.
სასკოლო კონფერენცია
მადლობა ყურადღებისათვის
ბორჯომის N1 საჯარო სკოლა