ჩვენი სამშობლო
საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობისას ირგვლივ თითქმის ყველა მთის წვერზე ძველი ციხე-სიმაგრე, ტაძარი, გალავანი ან მათი ნანგრევები მოჩანს. ბევრი მათგანი მრავალი საუკუნის წინ არის აგებული.
ქვით ნაგები შენობების გარდა საქართველოში ორი იშვიათი არქიტექტურული ძეგლი - უფლისციხე და ვარძია მდებარეობს. ისინი პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი. ადვილი წარმოსადგენია, რამდენი შრომა დასჭირდებოდათ ჩვენს წინაპრებს ამ უნიკალური ძეგლების შესაქმნელად.
რიყის ქვით ნაგები გურჯაანის ყველაწმინდა კახეთში მდებარეობს და ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში.
სამთავისის ულამაზესი ტაძარი ქართლში, კასპის რაიონში მდებარეობს, კვეტერის გუმბათიანი ტაძარი კი კახეთში მდებარე კვეტერის ციხის ტერიტორიაზე დგას.
ახალი და ძველი შუამთა