1 of 21

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლა

მათემატიკის მასწავლებელი

ქეთევან ირომაშვილი

2 of 21

მასწავლებელი - მკვლევარი იკვლევს და ადგენს, რომ

  • • მოსწავლეები ვერ პოულობენ ცხოვრებისეული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის გზებს
  • • მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული სხვადასხვა სასკოლო დისციპლინებში მათემატიკის ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევები
  • • მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ, რომ მათემატიკა არა მარტო სამეცნიერო, არამედ სოციალური და კულტურული ღირებულებების მატარებელია
  • • მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რომ მათემატიკაში მიღებული ცოდნით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა

3 of 21

გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზები

  • ინტერდისციპლინარული სწავლება

  • პროექტებით სწავლება

  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

  • სახალისო-შემეცნებითი ღონისძიებები

4 of 21

მათემატიკის კავშირი სასწავლო დისციპლინებთან

  • ათემატიკის სწავლება სხვადასხვა დისციპლინებთან კავშირში უნდა განვიხილოთ.

  • მოსწავლეებს უნდა დავანახოთ, რომ მათემატიკა ცალკე განყენებული საგანი კი არ არის, არამედ

მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა დისციპლინებთან.

5 of 21

მათემატიკის კავშირი ფიზიკასთან

ფიზიკის გაკვეთილი მათემატიკის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. მასებისა და მოცულობების დაკავშირება, მანძილის, დროისა და სიჩქარის დაკავშირება, პროპორციები, გრაფიკები და ა. შ.

6 of 21

მათემატიკის დაკავშირება გეოგრაფიასთან

გეოგრაფიის გაკვეთილებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მათემატიკის საკითხების გამოყენება:

  • მასშტაბის მიხედვით ორ პუნქტს შორის მანძილის გამოთვლა
  • მოსახლეობის სიმჭიდროვის გამოთვლა
  • ხვედრითი წილის გამოთვლა
  • ბუნებრივი ნამატის გამოანგარიშება
  • პროცენტების გამოყენება
  • სხვადასხვა დიაგრამებისა და გრაფიკების აგება

( გეოგრაფია სტატისტიკასთან მჭიდრო კავშირშია, სტატისტიკა კი მათემატიკის ნაწილია).

7 of 21

მათემატიკის დაკავშირება ქიმიასთან

ქიმიის გაკვეთილებზე მიმდინარეობს მათემატიკის საკითხების გამოყენება:

  • ხსნარის პროცენტული შემადგენლობა
  • მოლური მასების გამოთვლა
  • შენადნობების პროპორციული ნაწილები და სხვა

საჭიროა:

  • შესაბამისი ამოცანების განხილვა მათემატიკის გაკვეთილებზე

  • ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ქიმიის მასწავლებლებთან ერთად

8 of 21

მათემატიკის “გასაცოცხლებლად” პროექტებით სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანია

მოსწავლეები ხალისით ასრულებენ ყველა დავალებას, ასევე თვითონ გეგმავენ და იღებენ გადაწყვეტილებებს დავალებების შესრულების დროს, ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, ხდებიან უფრო კომუნიკაბელურები და , რაც მთავარია, უმაღლდებათ მათემატიკის სწავლის მოტივაცია

9 of 21

პროექტი: „ჩემი სკოლა ჩემი სახლია“-ინტეგრირება ქართულთან

  • „არქიტექტორები“, „მკვლევარები“, „სტატისტიკოსები“, „ჟურნალისტები“, „მონიტორინგის ჯგუფის წევრები“ და „ბლოგერები“-ყველა ამ ჯგუფს თავისი დავალება ჰქონდა, რაზეც მათ კოლოსალური შრომა გასწიეს, შექმნეს სხვადასხვა პროდუქტი (სკოლის გეგმა, კედლის გაზეთი, ბუკლეტები, სკოლის ბლოგი) და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით დაინტერესებული პირების წინაშე

10 of 21

დავალებების განაწილების პროცესში

11 of 21

პროექტის სურათები

მზადება პრეზენტაციისთვის

“არქიტექტორების” ჯგუფის პრეზენტაცია

12 of 21

შექმნილი პროდუქტები

მოსწავლეთა მიერ შექმნილი ბლოგის მისამართი:

13 of 21

ერთ-ერთი პრეზენტაციის მსმენელები

14 of 21

პროექტი: „მიუწვდომელ ადგილამდე მანძილების გაზომვა“(ეს პროექტი გრძელვადიანია და მოიცავს 7-11 კლასებს

  • მეშვიდე კლასში: სამკუთხედების ტოლობის ნიშნების სწავლისას
  • მერვე კლასში: სამკუთხედების მსგავსების ნიშნების სწავლისას
  • მეცხრე კლასში: სამკუთხედების ამოხსნისას
  • მეათე კლასში: სამკუთხედების ამოხსნისა და ტრიგონომეტრიის სწავლებისას

15 of 21

პროექტი: „ბუნებრივი განათება ჩვენს ფანჯრებში“

  • პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაედგინათ, შეესაბამება თუ არა საკლასო ოთახის ბუნებრივი განათება სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს
  • ამ აქტივობის გაგრძელება იყო ის, რომ თითოეულ მოსწავლეს იგივე გაზომვები თავის სახლშიც უნდა ჩაეტარებინა
  • მოსწავლეებს პირველი და მეორე სართულის იმ ოთახების კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, სადაც გაკვეთილებს ამზადებენ და დაედგინათ, თავიანთი სამუშაო ოთახების ბუნებრივი განათება რამდენად შეესაბამება ნორმით გათვალისწინებულს.

16 of 21

იატაკის ზომების აღების პროცესი

17 of 21

პროექტი: “წრფივი დაპროგრამების ამოცანები და ბიზნეს-გეგმა”

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა:

  • შეადგინეს მათ მიერ შერჩეული ბიზნესის განსახორციელებლად ბიზნეს-გეგმები
  • დახაზეს ფორმატის ქაღალდებზეც და კომპიუტერის საშუალებითაც შესაბამისი ცხრილები და წრფეები
  • მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია დაინტერესებული პირების წინაშე (შექმნილია პრეზენტაციის ფილმი, თითქმის სრული ვერსია)

18 of 21

19 of 21

მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სახალისო-შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება.

  • მოცემული კლასის მოსწავლეებით შექმნილ ჯგუფებს შორის

  • მეზობელი სკოლის მოსწავლეებს შორის

20 of 21

თითოეული მასწავლებელი უნდა შეეცადოს:

  • მოსწავლეებს დაანახოს მათემატიკის მჭიდრო კავშირი პრაქტიკასთან
  • მათ ასწავლოს, როგორ მოახდინონ მათემატიკაში მიღებული ცოდნის რეალიზება
  • მოსწავლეებს ასწავლოს, როგორ გადაჭრან მრავალი ცხოვრებისეული ამოცანა მათემატიკის დახმარებით.
  • მათემატიკა გადააქციოს თითოეული მოსწავლის ცხოვრების სასიამოვნო და აუცილებელ ნაწილად.

21 of 21

გმადლობთ

ყურადღებისთვის

პატივისცემით

ქეთევან ირომაშვილი