1 of 8

მაჩიტა

მარიამ ჩიტაიშვილი

2 of 8

Campanula - მაჩიტა

ოჯ. Campanulaceae

გვარის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვისგან 'campana' ზარი, რაც გვირგვინის

ფორმიდან გამომდინარეობს. გვარში 300-მდე, სხვადასხვა სიმაღლის, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა გაერთიანებული,

რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში,

უმთავრესად დასავლეთ ევროპაში, კავკასიასა და წინა აზიაში. ეკოლოგიური ფაქტორებიდან

გამომდინარე, გააჩნია თავისი ბიოლოგიური თავისებურებები.

3 of 8

.

ბოტანიკური აღწერა: 70-130 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები

მომრგვალო-გულისებრი ან კვერცხისებრია, კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილები ძაბრისებრ

ზარისებრია, ცისფერი, ლურჯი, ღია ან მუქი იისფერი, თეთრი, მეჩხერ თავთავისებურ

ყვავილედად შეკრებილი. ყვავილობს ივნის-ივლისში.

4 of 8

აგროტექნიკა; ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არაა, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს კარგად დამუშავებულ, ფხვიერ, ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციის, კარგად დრენირებულ ნაყოფიერ ნიადაგებს. დაყვავილების შემდეგ სრულიად კარგავს დეკორატიულობას. დაყვავილებული ნაწილების მოჭრის შემდეგ ყვავილობის განახლება ხდება გვერდითა ყლორტების ზრდის ხარჯზე. დარგვის წინ ნიადაგი უნდა გადაიბაროს 30-40 სმ სიღრმეზე და გასუფთავდეს სრეველებისაგან. მძიმე თიხნარ ნიადაგებს ემატება ქვიშა და ტორფი. მსუბუქ, ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებში კი შეაქვთ კორდის მიწა, ტორფი, ნეშომპალა ან ლამი.

5 of 8

ახალი ტორფისა და ნაკელის შეტანა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება სოკოვანი დაავადებების აფეთქება გამოიწვიოს. გაზაფხულზე, ზრდის დაწყებამდე სასურველია აზოტოვანი სასუქების შეტანა, კარგია გადამწვარი ნაკელისა და ნაცრის შეტანა (400 გ 1მ 2-ზე). კოკრობის წინ კარგია მინერალური ნარევის სუსტი კონცენტრაცია. ზაფხულის დასაწყისში აუცილებელია ნიადაგის რეგულარული გაფხვიერება. გვალვის პერიოდში ირწყვება ზომიერად. შემოდგომაზე ღეროების ძირებამდე ჭრიან. გადარგვა შეიძლება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მრავლდება თესლით.

6 of 8

გამოყენება:

გამოიყენება მიქსბორდერებში, ჯგუფურ ნარგაობებსა და ყვავილნარებში, ასაჭრელად. აგრეთვე გამოიყენება პარკებისა და სკვერების გამწვანებაში.

7 of 8

დაავადებები და მავნებლები: მაჩიტა შედარებით გამძლე მცენარეა, თუმცა არასათანადო პირობებში შეიძლება დაზიანდეს:სოკოვანი დაავადებებით (ფესვის ლპობა, ჭრაქი), განსაკუთრებით ზედმეტი ტენისასმავნებლებიდან ხშირად გვხვდება ბუგრები და ლოკოკინები, რომლებიც აზიანებენ ფოთლებსა და ყლორტებსპრევენციისთვის საჭიროა ნიადაგის კარგი დრენაჟი, ზომიერი მორწყვა და მცენარის რეგულარული დათვალიერება.

8 of 8

მადლობა ყურადღებისთვის

Please keep this slide for attribution

CREDITS: This presentation template was created by Slidesgo, including icons by Flaticon, and infographics & images by Freepik