1 of 11

www.chemistry.ge/school

კლასი: 9

გაკვეთილი: 31

გაანგარიშებები ქიმიურ რეაქციათა ტოლობების მიხედვით

www.chemistry.ge/school

ნაწილი 1

2 of 11

დღეს განვიხილავთ:

  • გაანგარიშებები ქიმიურ რეაქციათა ტოლობების მიხედვით

www.chemistry.ge/school

2

3 of 11

�გაანგარიშებები ქიმიურ რეაქციათა ტოლობების მიხედვით�

  • პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად საჭიროა:

1. შევადგინოთ მოცემულობა;

2. შევადგინოთ რეაქციის ტოლობა;

3. მოცემული სიდიდეები გადავიყვანოთ მოლებში (თუ ეს საჭიროა) შესაბამისი ფორმულებისა და დამხმარე სიდიდეების გამოყენებით;

4. რეაქციის კოეფიციენტების მიხედვით შევადგინოთ პროპორცია და განვსაზღვროთ საძიებელი ნივთიერების მოლთა რიცხვი;

5. მიღებული მოლების რაოდენობა გადავიყვანოთ საძიებელ განზომილებაში (მაგალითად, მასაში ან მოცულობაში) შესაბამისი ფორმულებისა და დამხმარე სიდიდეების გამოყენებით.

www.chemistry.ge/school

3

4 of 11

�გაანგარიშებები ქიმიურ რეაქციათა ტოლობების მიხედვით�

სქემა, რომელიც აჯამებს დამოკიდებულებას აღნიშნულ სიდიდეთა შორის

www.chemistry.ge/school

4

5 of 11

ამოცანის ამოხსნის ნიმუშები:

ამოცანა: რა მასის მარილი მიიღება 0.1 მოლი ალუმინის მარილმჟავაში გახსნის შედეგად?

ამოხსნა

მოც. n(Al)=0.1 მოლი

უ. ვ. m(AlCl3)

შევადგინოთ რეაქციის ტოლობა: 2Al + 6HCl 2AlCl3 + 3H2

რეაქციის მიხედვით: 2 მოლი Al-დან მიიღება 2 მოლი AlCl3

მოცემულობის მიხედვით: 0.1 მოლი Al-დან -------- x მოლი AlCl3

x = (2 × 0.1)/2 = 0.1 მოლი

დავადგინოთ 0.1 მოლი ალუმინის ქლორიდის მასა, რისთვისაც გამოვიყენოთ ფორმულა:

m=M·n და დამხმარე სიდიდე M(AlCl3)=1·27+3·35.5=133.5 გ/მოლი.

m(AlCl3)=0.1·133.5=13.35 გ.

პასუხი: მიიღება 13.35 გ AlCl3.

www.chemistry.ge/school

5

6 of 11

ამოცანის ამოხსნის ნიმუშები:

ამოცანა: რა მოცულობის წყალბადი (ნ. პ.) გამოიყოფა 5.4 გ ალუმინის მარილმჟავაში გახსნის შედეგად?

ამოხსნა:

მოც. m(Al)=5.4 გ

უ. ვ. V(H2)

შევადგინოთ რეაქციის ტოლობა: 2Al + 6HCl 2AlCl3 + 3H2

რეაქციის მიხედვით: 2 მოლი Al-ით მიიღება 3 მოლი H2

მოცემულობის მიხედვით: 0.2 მოლი Al-ით -------- x მოლი H2

x = (3 × 0.2)/2 = 0.3 მოლი

დავადგინოთ 0.3 მოლი წყალბადის მოცულობა, რისთვისაც გამოვიყენოთ ფორმულა:

V=n·VM და დამხმარე სიდიდე VM=22.4 გ/ლ.

ჩავსვათ ფორმულაში მნიშვნელობები:

V(H2) = 0.3·22.4 = 6.72 ლ.

პასუხი: გამოიყოფა 6.72 ლ წყალბადი.

www.chemistry.ge/school

6

7 of 11

სცადეთ დამოუკიდებლად

www.chemistry.ge/school

7

This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA-NC

8 of 11

დამოკიდებელი სამუშაო

ამოცანა 1. მოცემულია მეთანის წვის რეაქცია გაუთანაბრებელი სახით:

CH4 + O2 → CO2 + H2O

ა) გაათანაბრეთ რეაქცია.

ბ) რა მოცულობის ჟანგბადი დაიხარჯა, თუ რეაქციაში შევიდა 5 მოლი მეთანი?

გ) რა მასის წყალი გამოიყოფა რეაქციის შედეგად, თუ მიღებული ნახშირორჟანგის მოცულობაა 5.6 ლ?

www.chemistry.ge/school

8

This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA-NC

9 of 11

დამოკიდებელი სამუშაო

ამოცანა 2. მოცემულია ალუმინისა და გოგირდმჟავას ურთიერთქმედების რეაქცია გაუთანაბრებელი სახით:

Al + H2SO4 → Al2(SO4)3 + H2

ა) გაათანაბრეთ რეაქცია.

ბ) რა მოცულობის წყალბადი გამოიყოფა, თუ რეაქციაში შევიდა 10.8 გ ალუმინი?

გ) რა მასის მარილი მიიღება, თუ რეაქციის შედეგად გამოიყო 6.72 ლ წყალბადი? დაასახელეთ ეს მარილი.

www.chemistry.ge/school

9

This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA-NC

10 of 11

დამოკიდებელი სამუშაო

ამოცანა 3. რკინისა და ქლორის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა რკინა(III)-ის ქლორიდი.

ა) შეადგინეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.

ბ) რამდენი მოლი რკინა შევიდა რეაქციაში, თუ წარმოიქმნა 32.5 გ რკინა(III)-ის ქლორიდი?

გ) რა მასის მარილი მიიღება, თუ რეაქციაში შევიდა 2.13 გ ქლორი?

www.chemistry.ge/school

10

This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA-NC

11 of 11

www.chemistry.ge/school

11

გაქვთ კითხვები?

გმადლობთ ყურადღებისათვის!