1 of 7

გეოგრაფია სხვადასხვა სფეროში

2 of 7

  • გეოგრაფია
  • გეოქიმია
  • გეოფიზიკა
  • გეოგრაფია და ისტორია
  • გეოგრაფია და სამხედრო სფერო�

3 of 7

გეოგრაფია

  • გეოგრაფია  საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიული გარსის განვითარების კანონზომიერებებს, სტრუქტურას, ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემათა ფუნქციონირებასა და ურთიერთკავშირს, რომელიც ამუშავებს რაციონალურ ბუნებათსარგებლობის პრინციპებს, საზოგადოების ოპტიმალურ ტერიტორიულ ორგანიზაციასა და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოველმოქმედი გარემოს ფორმირებას. შეისწავლის დედამიწაზე არსებული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს.

4 of 7

გეოქიმია

გეოქიმია  ბუნებისმეტყველების დარგი; შეისწავლის დედამიწის ქიმიურ შედგენილობას, უპირველეს ყოვლისა დედამიწის ქერქში ქიმიური ელემენტების გავრცელებისა და განაწილების კანონზომიერებას, ბუნებრივ პროცესებში ქიმიურ ელემენტთა ატომებისა და იონების მიგრაციისა და კონცენტრაციის პირობებს.

გეოქიმია კოსმოქიმიის ნაწილია. იგი ემიჯნება გეოლოგიურფიზიკურ და ქიმიურ მეცნიერებებს და და ბიოგეოქიმიის საშუალებით უკავშირდება ბიოლოგიას. გეოქიმიასთან განსაკუთრებით ახლოს დგას გეოლოგიური მეცნიერების დარგები : მინერალოგიაპეტროლოგია და წიაღისეულის საბადოთა გეოლოგია.

5 of 7

თანამედროვე გეოფიზიკა დიდი როლს თამაშობს დედამიწის შინაგანი აგებულებისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის საქმეში. დედამიწის შედარებით დიდი სიღრმეები უშუალო დაკვირვებისათვის (სამთო გამონამუშევრებით, ბურღვით) პრაქტიკულად მიუწვდომელია. გეოფიზიკური დაკვირვებები კი ისეთ მასალას გვაწვდის, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა საკმაოდ სარწმუნო წარმოდგენა ვიქონიოთ დედამიწიშინაგან აგებულებასა და მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე.

6 of 7

გეოგრაფია და ისტორია

ისტორიული გეოგრაფია — გეოგრაფიისა და ისტორიის დარგი; შეისწავლის ამ თუ იმ ქვეყნის ან ტერიტორიის ფიზიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიას ისტორიულ წარსულში. მისი მიზანია დაადგინოს ამა თუ იმ ქვეყნის ძველი საზღვრები, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა, ძველი ქალაქებისა და სოფლების მდებარეობა, გზათა ქსელი, ციხესიმაგრეთა და საკულტო ნაგებობათა განლაგება და მოქმედების არე, მეურნეობის მდგომარეობა, ხალხთა მიგრაცია, ამბოხებანი, ლაშქრობათა გზები, სავაჭრო და კულტურული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან, აგრეთვე ადამიანის ზეგავლენა ბუნებაზე (ტყის გაკაფვა, გზებისა და არხების გაყვანა) და, პირიქით, ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრა, კლდეზვავი, წყალდიდობა და სხვ.) ზეგავლენა ადამიანის ყოფაზე.

7 of 7

გეოგრაფია და სამხედრო სფერო

საქართველო ისტორიულად განსაკუთრებული გეოგრაფიული და

გეოპოლიტიკური მდებარეობით გამოირჩევა, რომელიც, როგორც ქვეყნის

განვითარების, ისე სამხედრო საქმისა და მეცნიერების სპეციფიკურ

მიდგომას მოითხოვს. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე

გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, სახელმწიფოებრივი განვითარების

უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. ევრო-ატლანტიკურ სივრცეში

ინტეგრირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამხედრო

უსაფრთხოების უზრუნველყოფას და თავდაცვისუნარიანობის

განმტკიცებას მოითხოვს.