1 of 37

ნარჩენების მართვაგაკვეთილი II

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტეის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა

2022-2023

2 of 37

როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ტერმინი „ნარჩენების მართვა“?

3 of 37

ქაღალდის ხელსახოცი - 2-4 კვირა

ბანანის ქერქი - 3-4 კვირა

ქაღალდის პარკი - 1 თვე

გაზეთი - 1,5 თვე

ვაშლის ნარჩენი - 2 თვე

ფორთოხლის ქერქი - 6 თვე

შალის წინდა - 1-5 წელი

რძის ქაღალდის ყუთი - 5 წელი

სიგარეტის ნამწვი - 5-10 წელი

ტყავის ფეხსაცმელი - 25-40 წელი

პენოპლასტის ჭიქა - 50 წელი

რეზინის საბურავი - 50-80 წელი

ალუმინის ქილა - 200-500 წელი

ბავშვის ერთჯერადი საფენი - 500 წელი

პლასტმასის ბოთლი - 450 წელი

პოლიეთილენის პარკი - 200-1000 წელი

მინა - 1 მლნ წელ

4 of 37

კვლევა: რას უშვებით ნარჩენებს?

განახორციელეთ კვლევა თემაზე: რას უშვებით ნარჩენებს?

  • V-VI კლასის მოსწავლეებში ამობეჭდილი კითხვარის საშუალებით
  • VII-IX კლასის მოსწავლეებში googleforms კითხვარის საშუალებით

5 of 37

დაამუშავეთ კვლევის შედეგები

უპასუხეთ კთხვებს:

1. გამოკითხულთაგან რამდენი ადამიანი აგროვებს:

ა) მაკულატურას; ბ) მინის ტარას; გ) არც ერთს.

2. რამდენი ადამიანი იყენებს ფურცლის ორივე მხარეს?

3. რამდენი ადამიანი იყენებს შესაფუთ მასალას რაიმე სხვა ნივთის დასამზადებლად?

4. რამდენი ადამიანი ურიგებს დაპატარავებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სხვებს?

5. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება გამოკითხვის მასალებზე დაყრდნობით?

6 of 37

„ნორჩი ეკოლოგები“ სკოლის დირექტორს მიმართავენ განცხადებით, რომელშიც დაფიქსირებული იქნება თხოვნა, სკოლაში დაიდგას ნარჩენების სეპარირებისათვის ურნები, კერძოდ, ქაღალდის (მაკულატურა) და პლასტმასას შესაგროვებლად.

7 of 37

ნარჩენებთან ბრძოლის საყოველთაოდ აღიარებული სისტემა 4R-ის სახელწოდებით

  • Reduce - შემცირება (ნარჩენების წარმოქმნის პრვენცია                                                    
  • Reuse - ხელახალიგამოყენება                                                                                                    
  • Recycle - რეციკლირება ანუ გადამუშავება,                                                                    
  • Recover –აღდგენა, ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად.

8 of 37

გადავნაწილდეთ

9 of 37

  • თითოეული ჯგუფს ექნება ერთ რომელიმე R-ს შესაბამის ფოტო.

Reduce - შემცირება

ნარჩენების წარმოქმნის პრვენცია

Reuse - ხელახალიგამოყენება  

Recycle - რეციკლირება ანუ გადამუშავება,  

Recover –აღდგენა,

ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად.

ჯგუფების დავალებაა  მოამზადონ პრეზენტაცია ამ თემაზე მათთვის სასურველი ფორმით: ნახატის, ტექსტის ან სხვა რაიმე ფორმით. 

10 of 37

  • დავალება.
  •   მოამზადეთ პრეზენტაცია ამ თემაზე თქვენთვის სასურველი ფორმით: ნახატის, ტექსტის ან სხვა რაიმე ფორმით. 
  • ამ პრეზენტაციაში უნდა ახსნათ, თუ რას ნიშნავს მათი R-ი და წარმოადგინოთ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გადაწყვიტონ პრობლემა.
  • უპასუხეთ კითხვებს: 
    • 1. ნარჩენების მართვის რამდენ და რომელ გზებს გაეცანით? 
    • 2. კონკრეტულად რა ქმედებებს გულისხმობს ნარჩენების შემცირება? 
    • 3. რას გულისხმობს ნარჩენების ხელახლა გამოყენება და როგორ შეიძლება, ხელი შევუწყოთ ნარჩენების ხელახლა გამოყენებას? ხელახალი გამოყენების რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ? 
    • 4. რას გულისხმობს ნარჩნების გადამუშავება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? 
    • 5. რას ნიშნავს ნარჩენების დახარისხება და რატომ არის ნარჩენების სწორად დახარისხება მნიშვნელოვანი ნარჩენების გადამუშავებისთვის?

11 of 37

4R ინიციატივის სლოგანია „ნული ნარჩენი - უდანაკარგო წარმოება“. 

12 of 37

ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი დაფუძნებულია ნარჩენების იერარქიაზე რომელიც 5 ნაწილისგან, კომპონენტისგან შედგება. �ეს კომპონენტებია: ��1. შემცირება, �2. ხელახალი გამოყენება, �3. გადამუშავება/რეციკლირება, �4. ნარჩენების ენერგიად გარდაქმნა და 5.განთავსება.

13 of 37

14 of 37

15 of 37

    • გინახავთ თუ არა მსგავსი სურათი თქვენი ქალაქის ან სოფლის ქუჩებში?
    • რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს?
    • რისი გაკეთება შეგიძლიათ თითოეულ თქვენგანს ამ დროს?

16 of 37

ჯგუფური მუშაობა

  • გაეცანით სიტუაციურ ამოცანას
  • გადაწყვიტონ, რა გზით შეიძლება ნარჩენების პრობლემის გადაწყვეტა?

სიტუაციური ამოცანა

ლალი მეეზოვეა და ეზოებსა და ქუჩებს ალაგებს. ერთად მოგროვებულ ნარჩენს ის ტომარაში ათავსებს და შემდეგ ამ ტომარას ნაგვის კონტეინერში ცლის. კონტეინერიდან ნარჩენები მოგვიანებით მანქანას გააქვს. ნაგავსაყრელზე ყველანაირი ნარჩენი ერთად იყრება. აქ არის საჭმლის ნარჩენებიც, პლასტმასიც, ქაღალდიც და მინის გატეხილი ჭურჭელიც.

დავალება:

      • ა) შეიმუშავეთ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და მეორეული გადამუშავების ხერხები თქვენი დასახლებული პუნქტისთვის.
      • ბ) წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მხარის გუბერნატორი (მერი, გამგებელი) ხართ. რა ღონისძიებებს გაატარებდით ნარჩენების ეფექტიანი მართვისთვის და ნარჩენების პრობლემის გადასაწყვეტად?

17 of 37

შეჯამება საკითხის „ნარჩენების მართვა“:

ა) უმჯობესია, ადამიანებმა ნარჩენები გადაყრამდე უშუალოდ ადგილზევე გადაარჩიონ, მაგალითად, სამზარეულოშივე ნარჩენები სხვადასხვა ურნაში ჩაყარონ.

ბ) გარეთ გამოსულ ადამიანს ქუჩაშიც რამდენიმე სხვადასხვა ფერის ურნა უნდა დახვდეს: შუშის ნივთებისთვის, ქაღალდისთვის, პლასტმასისთვის და ასევე ისეთი ნივთიერებისთვის, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება, მაგალითად, ბავშვის ჰიგიენური საფენები.)

18 of 37

არ გადაყაროთ ნარჩენები��

  • პლასტმასი არის იაფი, ადვილად დასამზადებელი და საკმაოდ გამძლე.
  • იგი გამოიყენება ადამიანისთვის საჭირო მრავალი ნივთის დასამზადებლად.
  • ზოგჯერ ამ ნივთებს მხოლოდ რამდენიმე წუთით ან საათით მოვიხმართ და მერე ვყრით.
    • მაგალითად, ერთი პლასტმასის ბოთლის დაშლას 450-დან 1000 წლამდე სჭირდება, პოლიეთილენის პარკის გახრწნას - მინიმუმ 200 წელი, ამ ნივთების მოხმარების საშუალო დრო კი დაახლოებით 10-15 წუთს შეადგენს. 

  • პლასტმასის შემცირების საუკეთესო გამოსავალი ჩვენი ქცევის ცვლილებაა. 

19 of 37

გადავნაწილდეთ

20 of 37

ფოტოზე მოცემულია იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც მარტივად შეგვიძლია, მრავალჯერადი ალტერნატივებით ჩავანაცვლოთ. 

21 of 37

თითოეულ წყვილს ექნება ერთი რომელიმე ფოტო

  • ფოტოების მიხედვით მოიფიქრეთ პატარა ტექსტი (მოწოდება), რომელიც სხვებსაც დაარწმუნებს პლასტმასის შემცირებაზე ან სხვა მრავალჯერადი საშუალებით ჩანაცვლებაზე.

22 of 37

ფოტო N1.

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მათ შორის მინერალური წყლებითაც. ჩვენთან ერთი ბოთლი წყალი 35-50 თეთრი ღირს, ამიტომაც მარკეტში შესვლა და პლასტმასის ბოთლში ჩასხმული ნახევარი ლიტრი წყლის ყიდვა ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ ამ ბოთლის გადაგდებასაც მიჩვეული ვართ და ეს დანაშაულად არ მიგვაჩნია. თუმცა, სინამდვილეში, პლასტმასი, რომელსაც ნაგავში ან ქუჩაში ვაგდებთ, გარდაქმნილი სახით ისევ ჩვენს ორგანიზმს უბრუნდება. წყალი სასარგებლოა, ბოთლის თუნდაც პატარა ნაწილაკი - არა, ამიტომ გირჩევთ, შეიძინოთ მრავალჯერადი გამოყენების ჭიქა, მაგალითად, თერმოსი. მფლობელს შეუძლია, ეს უნივერსალური სასმისი დილით ყავით გაავსოს, შუადღეზე წყლით, საღამოს კი წვენით ან ჩაით.

23 of 37

ფოტო N2.

ჭურჭლის რეცხვა სასიამოვნო საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ ერთჯერადი თეფშების, ჭიქებისა და დანა-ჩანგლის გამოყენებას ნამდვილად სჯობს. ამით შევამცირებთ პლასტმასის გამოყენებას.

24 of 37

ფოტო N3.

თუ მაცივარში შეიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ბევრი საკვები პლასტმასის კონტეინერებში გვაქვს დაფასოებული. ჩვენი მშობლებიც საკვებს სამსახურთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტებიდან სწორედ პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერით იღებენ. კარგი იქნება, თუ პლასტმასის კონტეინერებს შუშის კონტეინერით შევცვლით.

25 of 37

ფოტო N4.

პოლიეთილენის პარკები შევცვალოთ ბიოდეგრადირებადი პარკებითა და ნაჭრის ჩანთებით, რომლებიც შეგვიძლია, ლამაზად გავაფორმოთ. ეს დადებითი ცვლილება უკვე სუპერმარკეტებშიც შეინიშნება, რადგან კითხვაზე „პარკი გნებავთ?“ - სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცხადებს უარს. 

26 of 37

ფოტო N5.

როცა კაფეში ლიმონათს ან სხვა გაზიან სასმელს გვაწვდიან, თან პლასტმასის საწრუპსაც მოაყოლებენ ხოლმე. არადა ასე თუ გავაგრძელეთ, 2050 წლისათვის ოკეანეში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. ჩვენ შეგვიძლია, ქაღალდის ან მრავალჯერადი გამოყენების ბამბუკის ან მეტალის საწრუპები გამოვიყენოთ, საუკეთესო შემთხვევაში კი, საერთოდ უარი ვთქვათ მათ გამოყენებაზე.)

27 of 37

როგორ დავეხმაროთ დედამიწას?

ელენე და მათე მაშოს ოთახის დალაგებაში ეხმარებიან.

მაშომ გამოყენებული ქაღალდების დასტა აიღო და ნაგვის ურნაში ჩაყარა.

მათე: - მაშო, რატომ ყრი ამ ქაღალდებს?

მაშო: ეს ჩემი ძველი რვეულები და ფურცლებია. ისინი აღარ მჭირდება და გამოუსადეგარია. წინა კვირას ჩემმა ძმამაც გადაყარა ძველი ქაღალდები, მამაჩემმა კი სამსახურის ვადაგასული საბუთები დაწვა.

ელენე: - არ ხარ მართალი, მაშო! შენ ფურცლის მხოლოდ ერთ მხარეზე გაქვს დაწერილი, მეორე მხარე ცარიელია და შეგიძლია მისი რაიმე ჩანაწერებისთვის გამოყენება.

მაშო: რატომ უნდა მოვიქცე ასე, როცა კიდევ ბევრი ახალი ფურცელი და რვეული მაქვს?! თანაც არც ისე ძვირი ღირს, რომ მშობლებმა ვერ მიყიდონ.

მათე: - მაშო, აქ ფული არაა მთავარი. იცი, რამდენ ხეს ჭრიან ყოველ წელს რვეულების, წიგნებისა და ფურცლების დასამზადებლად? დედამიწის რესურსები თანდათან ილევა, ტყეების ფართობები კი მცირდება. კაცობრიობამ დიდი ზარალი მიაყენა ჩვენ პლანეტას, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის გადასარჩენად.

მაშო: - უი! ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო ჩვენს დედამიწაზე. რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა მოვიქცეთ?

ელენე: - ჩვენ ხელახლა უნდა გამოვიყენოთ და გადავამუშავოთ მასალები, როცა ეს შესაძლებელია. მაგალითად, ჩემი მშობლები საყიდლებზე იმ ჩანთით დადიან, რომელიც ჯერ კიდევ შარშან იყიდეს და არ იყენებენ ერთჯერად პარკებს. ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ დავეხმაროთ დედამიწას და ვიცხოვროთ სუფთა გარემოში. ეს შეამცირებს არასასურველ დანაკარგებს.

მათე: - ჩვენ ასევე უნდა ვეცადოთ, შევამციროთ ენერგიის გამოყენება.

ელენე: - თუ ჩვენ, მოკლე მანძილებზე ფეხით ან ველოსიპედით ვიმოძრავებთ, ამით შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას. ამავე დროს ვივარჯიშებთ და ჯანმრთელები ვიქნებით. ხოლო როცა შორ მანძილზე მოგვიწევს წასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლოთ და არა ოჯახის საკუთარი ავტომობილით.

მაშო: - მეც მაქვს იდეა. ჩვენ შეგვიძლია, წვიმის წყალი შევაგროვოთ მცენარეების მოსარწყავად. მათე: - ბევრი კარგი იდეა გვაქვს, მაგრამ მოდით, ჯერ ნაგვის ურნიდან გადაყრილი ქაღალდები ამოვიღოთ.

28 of 37

ტექსტის მიხედვით შეავსეთ სქემა

29 of 37

მწვანე ამოცანა

  1. საშუალოდ საქართველოს ერთი მოქალაქე თვეში დაახლოებით 20 ერთჯერად პარკს იყენებს. პარკის საშუალო ღირებულება 15 თეთრია.

გამოთვალეთ, რა თანხას ხარჯავს ერთი ადამიანი 1 თვის (1 წლის) განმავლობაში.

2. იცოდით, რომ 1 ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარცენს? რის შედეგადაც 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწა დაიზოგება?

რამდენი ხე გადარჩება 5 ტონა მაკულატურის გადამუშავებით?

რამდენი კუბური მეტრი წყალი და კვადრატული მეტრი მიწა დაიზოგება?

289 ხის გადარჩენისათვის რამდენი ტონა მაკულატურაა საჭირო?

30 of 37

დავამზადოთ ბროშურა �„რჩევების ყულაბა“ და გავარცელოთ ხალხმრავალ ადგილზე.

31 of 37

რჩევების ყულაბა

  • როცა ნარჩენების შემცირებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროცესი თითოეული ჩვენგანით იწყება, ამიტომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა და ის ცხოვრების წესად ვაქციოთ:
  • • ვიყიდოთ იმდენი, რამდენიც გვჭირდება.
  • • წინასწარ ჩამოვწეროთ საყიდლების სია, ასე თანხასაც დავზოგავთ და ,,ზედმეტ” პროდუქტებსაც არ წამოვაყოლებთ ხელს. ყიდვამდე კარგად დავფიქრდეთ, არის თუ არა აუცილებელი იმ ნივთის გაუმჯობესებული მოდელის შეძენა, რომელიც უკვე გვაქვს?
  • • მოვძებნოთ პროდუქტი ნაკლები შეფუთვით, ვინაიდან თუ მწარმოებელი აწარმოებს პროდუქტს ნაკლები შეფუთვით, ის მოიხმარს ნაკლებ ნედლეულს, შესაბამისად, წარმოქმნის ნაკლებ ნარჩენს და ამცირებს დანახარჯებს.
  • • ყურადღება მივაქციოთ შეფუთვის მასალას და ავირჩიოთ ის, რომელიც ნაკლები და აგრეთვე ბუნებრივი მასალით არის შეფუთული.
  • • ერთნაირი პროდუქტები მოვათავსოთ ერთ პარკში.
  • • ვეცადოთ, რომ ერთი გამოყენების შემდეგ არ გადავყაროთ პარკები და ხელახლა გამოვიყენოთ ისინი.

32 of 37

რჩევების ყულაბა

  • ერთჯერადის ნაცვლად შევიძინოთ მრავალჯერადი პროდუქტი, მაგალითად: სკოლაში/ სამსახურში ვატაროთ საკუთარი მეტალის დანა-ჩანგალი და კონტეინერი ნაცვლად იმისა, რომ გამოვიყენოთ ერთჯერადი; ვატაროთ ნაჭრის ჩანთა ერთჯერადი პარკების ნაცვლად; პლასტმასისბოთლიანი წყლის ნაცვლად გამოვიყენოთ მრავალჯერადი ბოთლები, თერმოსი, ჭიქები და სხვა. გვახსოვდეს, რომ წყლის ყიდვისას, სინამდვილეში ფულს ვიხდით პლასტმასში, ,,ცოცხალი” წყალი კი ბევრად სასარგებლოა.
  • • ყოველი ყიდვის დროს თან ვიქონიოთ ჩანთა, რათა თავიდან ავიცილოთ პლასტიკის პარკების გამოყენება.
  • • მოვუაროთ და შევაკეთოთ (მაგ.: ტანსაცმელი, საბურავები, ტექნიკა), რათა არ გადავყაროთ და შევცვალოთ ხშირად.
  • • ვითხოვოთ, ვიქირავოთ ან გავუზიაროთ სხვას ისეთი პროდუქტი, რომელსაც იშვიათად ვიყენებთ.
  • • საყიდლებზე არ უნდა წავიდეთ მშიერი, რადგან აღმოჩნდა, რომ ასე უფრო მეტ არასაჭირო პროდუქტს ვყიდულობთ, ვიდრე სხვა დროს, რაც საბოლოოდ ნარჩენად იქცევა.
  • • ქაღალდის გამოყენებას შევამცირებთ, თუ მეტად გამოვიყენებთ ინფორმაციის გავრცელების, მიწოდებისა და შენახვის ელექტრონულ ფორმატს, მასალებს დავბეჭდავთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და გამოვიყენებთ ფურცლის ორივე გვერდს

33 of 37

რეკომენდაციები

  1. განათავსეთ ნარჩენი მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
  2. ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზაციის დაწყებამდე აუცილებელია მისი დახარისხება (ცალკეულ პაკეტებში შეგროვება);
  3. სანამ გადაყრით ლითონის ქილებს, გარეცხეთ ისინი და დაჭყლიტეთ, რომ ნაკლები ადგილი დაიკავოს;
  4. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, წიგნები, რომლებიც არ გჭირდებათ, აჩუქეთ ვინმეს. არ გადაყაროთ ნაგვის ურნაში;
  5. გამოიყენეთ ფურცლის ორივე მხარე, გამოყენებული ფურცლები შეაგროვეთ და ჩააბარეთ მაკულატურის მიმღებ პუნქტებში;
  6. გამოიყენეთ მაკულატურისგან დამზადებული მეტი მასალა;
  7. სასმელი იყიდეთ მინის ჭურჭელში, რადგან მისი გამოყენება მრავალჯერადადაა შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია მისი გადამუშავება; აჩუქეთ მათ, ვისაც სჭირდება ან ჩააბარეთ მინის ტარა შესაბამის პუნქტებში;

34 of 37

8. არასდროს გადაყაროთ ბატარეები ნაგვის ურნაში;

9. არ იყიდოთ იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ; ნუ იყიდით ისეთ ნივთებს, რაც არ გჭირდებათ;

10. შეიძინეთ გამძლე და ადვილად შესაკეთებელი ნივთები; შეაკეთე ნივთი გადაგდების ნაცვლად;

11. ყოველი ყიდვის დროს თან იქონიე ჩანთა, რათა თავიდან აიცილო ერთჯერადი პარკების გამოყენება;

12. შეეცადეთ, ყიდვისას უპირატესობა მიანიჭოთ რეციკლირებად (ანუ გადამუშავებას დაქვემდებარებულ) პროდუქტებს;

13. ნუ დატოვებთ თქვენ შემდეგ დანაგვიანებულ გარემოს;

14. ბუნებაში გასვლისას თან იქონიეთ ნაგვის ტომრები;

15. არ ჩაყაროთ ნარჩენი მდინარეებსა და წყალსაცავებში;

16. მოიქეცით ისე, როგორც ეკადრება კულტურულ და თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანს;

17. ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი, ვიზრუნოთ ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად!

35 of 37

შევქმნათ პოსტერი�„ნარჩენების მართვა“�და განვათავსოთ სკოლის საინფორმაციო დაფაზე

36 of 37

პოსტერზე �„ნარჩენების მართვა“

  • განათავსეთ შემდეგი ინფორმაცია/ თემები:
  • 18 მარტი ნარჩენების მართვის დღე
  • ტერმინების განმარტება
  • ნარჩენების მართვა
  • ჩვენი წვლილი ნარჩენების შესამცირებლად „რჩევების ყულაბა“
  • ნარჩენების სეპარირება
  • კომპოსტირება

37 of 37

გმადლობთ