უსაფრთხო სკოლა - ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლი
15.03.2023
ტრენინგის მიზნები
თემები:
მოლოდინები?
https://padlet.com/asmatirod/padlet-1e8hvs4yugpjx29e
https://padlet.com/asmatirod/padlet-1e8hvs4yugpjx29e
როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს სკოლაში უსაფრთხო გარემო?
სავარჯიშო: შემთხვევის განხილვა
2019 წლის ნოემბერში თბილისის ერთ-ერთი სკოლის მანდატურის მხრიდან მოხდა მე-7 კლასის მოსწავლის თეიმურაზის (სახელი შეცვლილია) გადამისამართება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.
რეფერალში ნათქვამია, რომ თეიმურაზს აღენიშნება ქცევითი და ემოციური სირთულეები, არის იმპულსური, ადვილად ღიზიანდება და შედის კონფლიქტში როგორც თანატოლებთან, ასევე მასწავლებლებთან და დედასთან. თეიმურაზი ცდილობს ჩაშალოს საგაკვეთილო პროცესი, აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება, ხშირად აცდენს სკოლას.
სკოლის მხრიდან მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოში შემთხვევის რეფერირებაც, რადგან ბავშვი დიდ დროს ატარებდა უმეთვალყურეოდ და გამოვლინდა უგულებელყოფის ეჭვი.
შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ თეიმურაზი ცხოვრობს დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში, რომელიც არის ბარაკის ტიპის. დედასთან თეიმურაზს აქვს კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირად კამათობენ.
არსებობს ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი) მოხმარების ეჭვიც. თეიმურაზი შემჩნეულია კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში და წვრილმან ქურდობაში. დედა ყოველ დღე გვიანობამდე მუშაობს, რა პერიოდშიც ბავშვი არის მარტო. როდესაც დედა იგებს ბავშვის საქციელის შესახებ, ის სკოლის წარმომადგენლებს ურჩევს გამოიძახონ პოლიცია.
თეიმურაზს ჰყავს სრულწლოვანი და-ძმა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების გამოცდილება. დედა ამბობს, რომ მას სურს თეიმურაზის განთავსებაც სახელმწიფო ზრუნვაში, რადგან არ შეუძლია გაუმკლავდეს მის რთულ ქცევას. ამას ამბობს თეიმურაზის თანდასწრებით. კონფლქიტის შემდეგ თეიმურაზი მიდის სახლიდან, ზოგჯერ რჩება ნათესავებთან, აქვს ღამე ქუჩაში დარჩენის გამოცდილებაც. ნათესავების თქმით, მათ არ შეუძლიათ თეიმურაზზე მზრუნველობის პასუხისმგებლობის აღება.
თეიმურაზისთვის აღნიშნული სკოლა არის ახალი, რადგან დაბალი აკადემიური მოსწრების გამო არ უწერენ ნიშნებს და იმავე საფეხურზე ჩარჩენის ასარიდებლად იცვლის სკოლას. სკოლას თეიმურაზის მიმართ არ აქვს მიმღებლობა, აცხადებენ რომ უჭირთ მისი რთული ქცევის მართვა, ამოწურეს ყველა რესურსი.
შეფასებისას გამოიკვეთა ასევე ისიც, რომ თეიმურაზს უყვარს ფეხბურთი და საკუთარ თავს ხედავს სპორტის ამ სახეობაში.
კითხვები შემთხვევის განხილვისთვის
სოციალური მუშაკის როლი
სოციალური მუშაკი დახმარებას უწევს მზრუნველობა მოლებულ ბავშვებსა და ოჯახებს...
როდის ერთვება სოციალური მუშაკი?
მოსწავლეები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩდნენ მოწყვლადობის რისკის წინაშე, ან მოწყვლადობის რისკი სახეზეა:
რას აკეთებს სოციალური მუშაკი?
ა) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას;
გ) მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას;
დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.
ვინ არის სოციალური მუშაკის სამიზნე?
სოციალური მუშაკის როლი
სკოლის როლი
სავარჯიშო: შემთხვევა
მოსწავლეს აღენიშნება: დაბალი აკადემიური მოსწრება, ყურადღების პრობლემები, ავლენს აშკარა დაუმორჩილებლობას, აქვს გაკვეთილის ჩაშლის მცდელობები, გაქცეულია მშობლებლების სახლიდან, ხშირად ცრუობს, ზედმეტად შფოთავს, მოუსვენრობს, საკუთარ თავშია ჩაკეტილი და დათრგუნულია.
მოსწავლე სახლში ცხოვრობს მამასთან და მესამე კლასელ დასთან ერთად. ბავშვების დედა წავიდა თურქეთში სამუშაოდ, სადაც შექმნა მეორე ოჯახი და არ იჩენს მზრუნველობას ბავშვების მიმართ.
მამა სისტემატურად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში და სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს ბავშვებს, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ხშირად იცვლიან მისამართს, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი.
კითხვები შემთხვევის განხილვისთვის
ფსიქოლოგის როლი
დავალება: შემთხვევა
რა არის ძალადობა?
ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას.
ბავშვზე ძალადობის ფორმები: �
იძულება- ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მის ნება-სურვილს, როგორიცაა იძულებითი ქორწინება, ნივთიერებათა ავად მოხმარება, მოწყალების თხოვნა, ბავშვის ჩართვა შრომით საქმიანობაში, მათ შორის წვრილმან ვაჭრობაში, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა/თანამონაწილეობა, ბავშვის მიერ მისთვის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსებისათვის საზიანო საქმის შესრულება.
უგულებელყოფა - ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციისათვის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა თუკი მშობელს, სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებებზე.
სექსუალური ძალადობა: მნიშვნელოვანია!
ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებით შეზღუდვას
ეკონომიკური ძალადობა
რა უწყობს ხელს ძალადობას?
რისკ ფაქტორები:
დამცავი ფაქტორები:
რა შედეგამდე შეიძლება �მიგვიყვანოს ძალადობამ?
ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება:
სქესობრივი და რეპროდუქციული დაზიანებები:
ვირუსი/შიდსი;
ძალადობის შედეგები:
ფსიქოლოგიური
როგორ ამოვიცნოთ ძალადობაგანცდილი ბავშვი?
რა შეიძლება იყოს ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო?
საყურადღებო ნიშნები:
რეკომენდაციები ძალადობაგანცდილ ბავშვთან კომუნიკაციისთვის
კონფლიქტი
კონსტრუქციული
დესტრუქციული
კონსტრუქციულია კონფლიქტი, როდესაც არც ერთი მხარე არ აყენებს ერთმანეთს შეურაცხყოფას, უსმენენ ერთმანეთს და აღიარებენ შეცდომებს. ასეთი კონფლიქტის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივია ურთიერთობის მოსაგვარებლად
.
დესტრუქციულია, როდესაც ორივე მხარე ჯიუტად იცავს საკუთარ აზრს და არ ითვალისწინებს ოპონენტის ინტერესებს. ამ შემთხვევაში კონფლიქტი იმდენად მწვავეა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა და ლაპარაკი
ბულინგი
ფიზიკური
ფსიქოლოგიური
კიბერ-ბულინგი
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით
განხორციელებული ქმედებაა.
„კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი
ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა
სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
როგორ არ უნდა მოვიქცეთ?�
როგორ უნდა მოვიქცეთ?�
ვის ევალება ძალადობის შემთხვევების გამოვლენა?
ამ დოკუმენტის თანახმად ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება:
მათ შორის საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანდატურის სამსახურს, საბავშვო ბაღებს.
სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს (მათ შორის სოფლის ექიმებს);
მუნიციპალიტეტებს/მერიას, სოციალური მომსახურების სააგენტოს,
ბავშვთა სპეციალიზირებულ დაწესებულებებს, საუბნო სამსახურს თუ საპატრულო პოლიციას.
ძალადობის შესახებ შეტყობინება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს!!!
რას მოიცავს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა?
რა არის გადაუდებელი შემთხვევა?
რას გამოიწვევს ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა? �
საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი
რა განსხვავებაა ხუმრობასა და ბულინგს შორის?�https://www.facebook.com/watch/?v=256828029017173
ტექნოდამოკიდებულება ბავშვებში:�https://www.facebook.com/watch/?v=335813894381280
კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის�https://www.facebook.com/watch/?v=1790762781063489
მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები�https://www.facebook.com/watch/?v=728413957743494
დაბეზღება თუ თანადგომა?�https://www.facebook.com/watch/?v=1624113644433044
ანიმაციები:
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
.