1 of 12

გელათური სიახლეები

2 of 12

პროექტის მიზანი

  • გელათის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაცია ახალი აღმოჩენების ფონზე.

3 of 12

ვიდეო 1

4 of 12

ახალი აღმოჩენა

5 of 12

გელათის ტაძარი დაარსებულია 1106წელს დავით აღმაშენებლის მიერ.

ქართლის ცხოვრებაში ნახსენებია : “და გელათი აღაშენა დავითმა სამარხოსა თვისა ბაგრატიონსა“, რაც იმას

ნიშნავს რომ დავითს უნდოდა იერუსალიმის მსგავსი ნაგებობა აეგო , რომელიც ბაგრატიონთა საძვალე იქნებოდა. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ გელათში დაკრძალულია საქართველოს თითქმის ყველა მეფე. გელათის მონასტერი ის მისტიკური ადგილია, სადაც ხალხს როგორც დავითის, ასევე თამარ მეფის საფლავის ნახვაც შეუძლიათ. 1916-1917 წლებში ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით თამარის საფლავი გახსნეს, მაგრამ თამარის ნეშტი არ იქნა აღმოჩენილი. მეორე იერუსალიმის აშენების გარდა დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი გელათის აკადემიის დაარსება იყო, სადაც ყმაწვილი ბიჭები განათლებას მიიღებდნენ და საქართველოს სახელს საზღვრებს გარეთ გაიტანდნენ.

6 of 12

კულტურის ძეგლი

1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2006 წლის 7 ნოემბერს, მიენიჭა საქართველოს კულტურის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2010 წელს ბაგრატის ტაძარს მასზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მიენიჭა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი, რაც ასევე შეეხო გელათის მონასტერს. 2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს. 2017 წლიდან ბაგრატის ტაძრისგან დამოუკიდებლად არის აღრიცხული მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

7 of 12

გელათის ფრესკები

მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრე

ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.

8 of 12

მოხატულობა

9 of 12

გელათის მოზაიკა

გელათის მოზაიკა ქართული კედლის მხატვრობის ძეგლია, რომელიც ძირითადად კარგად არის შენახული, მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, აქეთ იქით მთავარანგელოზები გაბრიელი და მიქაელი უდგანან. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. ჩვილს ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით, კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც გულმოდგინედ არის მოფიქრებულ. გელათის მოზიკა დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია.

10 of 12

ფრესკა

  • ვიდეო 2

11 of 12

ორნამერტების ჩანახატი

12 of 12

პროექტის მონაწილეები

ფოტო მასალა გადაიღო - (საბა ჩარკვიანი, ნათათო ურთმელიძე, მათე მიმინოშვილი)

ვიდეო მასალა გადაიღო - (კობა კინწურაშვილი, ნინო გოგისვანიძე, ნათათო ურთმელიძე)

ფლაერის დამზადებაში - (ვაკო ჭეიშვილი, მათე კახეთელიძე, უჩა ივანიაძე)

კოლაჟის დამზადება - (ლილე შავგულიძე)

ორნამენტების მოხატვა - (ნინო გოგისვანიძე)

პრეზენტაციის შემქმნელი - (ლუკა ლობჟანიძე)

პრეზენტატორი - (სოფო ქათამაძე, დავით ჩუბინიძე)

ხელოვნების მასწავლებელი - (ხათუნა ქარციძე)

ისტორიის მასწავლებელი - (ინგა კვირიკაშვილი)

მარშუტის დამფინანსებელი მშობლები