1 of 170

ლექტორი: ასოც. პროფ. ირინე დარჩია

არქაული პერიოდი - „არქაული ღიმილი“

2 of 170

  • არქაიკა – ძვ. წ. ა. მე–7–მე–6 სს.

  • ბერძნული კოლონიზაციები მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში

  • გეომეტრიული ხელოვნების დაქვეითება

  • აღმოსავლური გავლენების ზრდა/ორიენტალური სტილი

(ეგვიპტე, მესოპოტამია, ანატოლია – რკინისა და ბრინჯაოს ნაწარმი, მეთუნეობა, პლასტიკა)

  • აღმოსავლური გავლენებისგან განთავისუფლება, საკუთარი სტილის შექმნა

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

3 of 170

  • ადამიანი – განმსაზღვრელი ელემენტი, მშვენიერების გამოხატულება

  • ეპოქის მახასიათებელი – ე.წ. “არქაული ღიმილი”

  • პოლისი – მოქალაქეთა ერთობლივი ცხოვრება, არქიტექტურის ახალი ფუნქციური დატვირთვა

  • მეფის სასახლის ნაცვლად – მოქალაქეთა საცხოვრებლები, საკულტო დანიშნულების ნაგებობები, ქალაქის დამცავი კედელი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

4 of 170

არქაული ქალაქის ძირითადი მახასიათებლები

  • საკულტო ცენტრი – ტაძარი

  • აგორა – მოქალაქეთა თავშეყრის ადგილი

  • საკულტო, კულტურული, ოფიციალური დანიშნულების ნაგებობები

  • საცხოვრებელი სახლები ვიწრო ქუჩებით

  • პორტი (ზღვისპირა ქალაქებში)

  • ქალაქის დამცავი კედელი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

5 of 170

საცხოვრებელი სახლები

  • ფუნქციონალური რაციონალიზმი

  • შიდა ეზო, მისკენ გამავალი ოთახები

  • კარები – სამხრეთით

  • რატომ იყო საჭირო სახლის ასეთი დაგეგმარება? ☺

  • ქუჩის მხარე – სახლის ყრუ კედელი

  • სახლის ფასადის გაფორმება – მეორეხარისხოვანი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

6 of 170

ტაძარი

  • მიკენური მეგარონი, ეგვიპტური და მესოპოტამიური არქიტექტურული ფორმების სინთეზი

  • ჩანასახი/პროტოტიპი – გეომეტრიული ხანის ტაძარი

  • ეგვიპტური მონუმენტური ტაძრები, შუამდინარული ზიკურატები

  • მონუმენტალიზმი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

7 of 170

მიკენური მეგარონი, რეკონსტრუქცია

8 of 170

მიკენური მეგარონი, რეკონსტრუქცია

9 of 170

გეომეტრიული პერიოდის ტაძარი (მოდელი)

10 of 170

ეგვიპტური ტაძარი

11 of 170

შუამდინარული ზიკურატი

12 of 170

ბერძნული ტაძრის ფორმების განვითარება

  • სამი ელემენტი: ნაოსი (ცელა), ძირითადი შიდა სათავსო, პრონაოსი (შესასვლელი) სვეტებით
  • ორმაგი ანტებიანი ტაძარი (პრონაოსის საპირისპირო მხარეს ორსვეტიანი ოპისთოდომოსით, უკანა სახლით)
  • პროსტილოსი, სწორკუთხა ნაგებობა შესასვლელში სვეტების რიგით
  • ამფიპროსტილოსი, სვეტები შესასვლელის საპირისპირო მხარესაც
  • პერიპტეროსი, სვეტები ტაძრის გარშემო
  • დიპტეროსი, სვეტების ორი რიგი ტაძრის გარშემო

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

13 of 170

ტაძრების ტიპები

14 of 170

ტაძრის ორდერი

  • ორფერდა კერამიკული ან მარმარილოს სახურავი

  • სვეტისა და სვეტისთავის მიხედვით – ტაძრის სხვადასხვა არქიტექტონიკა

  • ერთიანი არქიტექტურული სისტემა – ორდერი

  • დორიული

  • იონიური

  • კორინთული

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

15 of 170

დორიული, იონიური, კორინთული სვეტი

16 of 170

დორიული ორდერის ტაძრის ელემენტები

  • კრეპიდომა/სტერეობატი
  • სტილობატი
  • კოლონა/სვეტი ღარებით/კანელურებით
  • სვეტისთავი/კაპიტელი
  • აბაკუსი და ექინოსი
  • ანტაბლემენტი: არქიტრავი, ფრიზი, ფრონტონი
  • ტრიგლიფები (სამღარებიანი ფირფიტები)
  • მეტოპები (ოთხკუთხა ფირფიტები)
  • გეისონი/კარნიზი
  • სიმა
  • აკროტერიონი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

17 of 170

დორიული ორდერის ტაძრის ელემენტები

18 of 170

დორიული ტაძრის შემადგენელი სვეტები

19 of 170

დორიული სვეტის ელემენტები

20 of 170

იონიური ორდერის მახასიათებლები

  • ჩაისახა იონიაში, კლასიკურ პერიოდში გავრცელდა კონტინენტურ საბერძნეთში
  • სიმსუბუქე, სინატიფე
  • სვეტი ეყრდნობა არა სტილობატს, არამედ სპეციალურ ბაზისს
  • აბაკუსები მსუბუქია
  • აბაკუსები ეყრდნობა ვოლუტებს (ორმხრივ დახვეულ ხვიანების ტიპის სვეტისთავებს)
  • ანტაბლემენტი უფრო მსუბუქი
  • ფრიზი არ იყოფა ტრიგლიფებით
  • არქიტრავი ვიწროა და ჰორიზონტალური ხაზებით რამდენიმე ნაწილად გაყოფილი
  • ორნამენტი და ფერწერული მორთულობა უფრო ინტენსიური

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

21 of 170

იონიური ორდერის შემადგენელი ელემენტები

22 of 170

დორიული და იონიური ორდერი

23 of 170

კორინთული ორდერის მახასიათებლები

  • გვიანდელი მოვლენა

  • განსაკუთრებული – სვეტისთავი

  • სტილიზებული ფოთოლნარი – გაფურჩქნილი მცენარე

  • პომპეზურობა

  • განსაკუთრებით პოპულარობა კეისრების ეპოქაში

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

24 of 170

კორინთული ორდერის მახასიათებლები

25 of 170

სვეტისთავები

26 of 170

საკულტო ადგილები

  • დელფო, აპოლონის წმინდა ადგილი
  • რელიგიური, პოლიტიკური ცენტრი
  • საყოველთაოდ ცნობილი
  • ოთხ წელიწადში ერთხელ – პითიური თამაშები (ძვ.წ.ა. 552 წ.)
  • ცნობილი მითი: პითონი, აპოლონი
  • სამისნო, პითია
  • მისნობის პროცედურა: მსხვერპლშეწირვა (ცხვარი, თხა), რიგის მოლოდინი, ადიტონი (ტაძრის ხელშეუხებელი ადგილი) – პითიას ადგილი, განსაკუთრებული მონაცემების (მგრძნობელობის) ქალი, 9 დღე წინასწარმეტყველება
  • აპოლონის წმინდა სამფეხი, ქურუმი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

27 of 170

მისნობა

კითხვა: რა ელის ლიდიას სპარსელებთან ომში?

პასუხი: კროისოსი, ჰალისის გადამლახველი, დიდ ძალაუფლებას დაამხობს...

რას უნდა ნიშნავდეს ეს?

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

28 of 170

პითია

29 of 170

აპოლონის ტაძარი დელფოში

30 of 170

არქაული არქიტექტურა

სამი ორდერი: დორიული, იონიური, კორინთული; მოდელების და არქიტექტურული ელემენტების ერთიანობა

ინდივიდუალური პროპორციები, ტაძრის შემადგენელი ელემენტების ზომების ოპტიმალური შეფარდებების ძიება

კოლონების რიცხვი: 1:2,6. 1:2+1. 1:6

გარემოს, ლანდშაფტის გათვალისწინება, მასთან შეხამება

დეფორმაცია: ჩაღრმავება, ამობერილობა – მოძრაობის შეგრძნება

კოლონების შემკულობა, ტაძრის პლასტიკური შემკულობა, ფერი (წითელი, ლურჯი)

მასალა: კირქვა, ქვიშაქვა, იშვიათად მარმარილო

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

31 of 170

ოლიმპია, ჰერაიონი

32 of 170

ოლიმპია, ჰერაიონი

33 of 170

არტემისის ტაძარი კ. კორფუზე (კერკირაზე)

34 of 170

?

სიგრძე: 47,89 მ., სიგანე: 22,41 მ.

35 of 170

დას. ფრონტონი. სიგრძე: 22, 16 მ., სიმაღლე: 3,15 მ.

36 of 170

გორგო, მისი შვილები (ქრისაორი, პეგასოსი), ლომი, პანტერა, ზევსისა და გიგანტის ბრძოლა, ნეოპტოლემოსის მიერ პრიამოსის განგმირვა

37 of 170

არტემისის ტაძრის მახასიათებლები

ტაძრის კონსტრუქციების სიმძიმე

კოლონების “ჩასკვნილობა”

ფრონტონის სიდიდე ტაძრის მოცულობასთან შედარებით

რელიეფური პლასტიკა: თემატური და კომპოზიციური ერთიანობის ნაკლებობა

ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფიგურები და ფორმები

წარმმართველი – უხეში ძალა, აგრესია (ლომი, პანტერა, გორგო)

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

38 of 170

 

აპოლონის ტაძარი სირაკუზაში, იტალია

39 of 170

 

კოლონების დადაბლება, მათი უფრო ხშირი განლაგება...

40 of 170

სელინუნტის C ტაძარი, სიცილია. ფასადის უკან განლაგებული კოლონების მეორე მწკრივი

41 of 170

ჰერას ტაძარი პესტუმში, სამხრ. იტალია. სიგრძე–სიგანის უკეთესი თანაფარდობა, კოლონების თანაფარდობა 9:18

42 of 170

ათენას ტაძარი პესტუმში, კოლონების თანაფარდობა: 1:2 პლუს 1

43 of 170

ათენას ტაძარი პესტუმში, სამხრეთ იტალია

44 of 170

ათენას ტაძარი პესტუმში, სამხრეთ იტალია

45 of 170

ჰერაიონი კ. სამოსზე. დამწვარი, მის ადგილზე აგებული ახალი და დაუმთავრებელი ტაძარი ☺ ზომები: 54. მ X 111,5 მ. 2, 3 მწკრივი კოლონები, ორნამენტული სიუხვე..

46 of 170

ჰერაიონი, კ. სამოსი

47 of 170

ორნამენტი. ფრაგმენტი.

48 of 170

ჰერაიონი, კ. სამოსი

49 of 170

არტემისის ტაძრის/არტემისიონის მახასიათებლები

  • მარმარილო, გრანიტი. მარმარილოს საბადო – 12 კმ. დაშორებით

  • მზა სვეტების, კონსტრუქციების გადატანა

  • იონიური ორდერი

  • სვეტების ქვედა ნაწილები რელიეფური შემკულობით

  • ძვ.წ.ა. 356 წ., ტაძრის გადაწვა, “ჰეროსტრატოსის დიდება”

  • ახალი ტაძარი, მტრების შემოსევის, რელიგიური ფანატიზმის, ვანდალიზმის, ჭაობიანი ნიადაგის მსხვერპლი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

50 of 170

არტემისის ტაძარი ეფესოსში – ერთ–ერთი 7 საოცრებათაგან

51 of 170

არტემისის ტაძრის/არტემისიონის მაკეტი

52 of 170

ბერძენი ჯარისკაცები არტემისის ტაძრის ნანგრევებთან 1919 წელს. ეფესოსის დროებით განთავისუფლების შემდეგ

53 of 170

არტემისის ტაძარი დღეს... ☹

54 of 170

აპოლონის ტაძარი კორინთოში. 38 სვეტიდან გადარჩა – 7...

55 of 170

აპოლონის ტაძრიდან შემორჩენილი სვეტები

56 of 170

დელფო, ფაიდრიადები, კასტალიის წყარო...

57 of 170

დედამიწის ჭიპი – ომფალოსი (ადგილი, სადაც ზევსის მიერ გამოგზავნილი ორი არწივი შეხვდა ერთმანეთს)

58 of 170

პარნასოსის ფერდობი

59 of 170

დელფოს სამისნო – არქეოლოგიური კომპლექსი

60 of 170

აპოლონის ტაძარი

61 of 170

რელიეფისა და არქიტექტურის ჰარმონიული შეხამება...

62 of 170

სვეტების შეხამება 6:15. “დეფორმაციის მეთოდი”. სტატიკურობის დასაძლევად..

63 of 170

სიფნოსელთა საგანძური

64 of 170

ათენელთა საგანძური

65 of 170

თეატრი. არქაიკის შემდგომი პერიოდის...

66 of 170

თეატრი

67 of 170

სტადიონი, არქაიკის შემდგომი პერიოდის

68 of 170

არქაული პერიოდის ქანდაკება (1)

  • სხვა სფეროებიგან განსხვავებით ნაკლები ტრადიცია

  • მრგვალი ქანდაკება – სკულპტურული რელიეფი/რელიეფური პლასტიკა

  • რელიეფური პლასტიკა: ფერწერასთან კავშირი – არ ხდება მესამე განზომილების პრობლემის გადაჭრა

  • მრგვალი ქანდაკება: რთული ამოცანა – უსულო მასალისგან ცოცხალი ადამიანის ქანდაკება, რომელიც ყოველი მხრიდან აღიქმება. მასალა: ხე, თაბაშირი, მარმარილო

  • არქაული პლასტიკა ორიგინალები, კლასიკური პერიოდის – ასლები

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

69 of 170

არქაული პერიოდის ქანდაკება (2)

  • პირველი მაგალითი რელიეფური პლასტიკისა – ჰეფესტოსის მიერ გამოჭედილი აქილევსის ფარი ჰომეროსთან

  • ეგვიპტური გავლენის საფუძველზე საკუთრივ ელინური სტილის ჩამოყალიბება

  • კუროსის (ჭაბუკი), კორეს (ქალიშვილი) მთლიანი ქანდაკებები

  • გეომეტრიული ხანა: სხეული გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობა, ხედვის, აღქმისა და გამოსახვის სქემატურობა

  • არქაული პერიოდი: სხეული როგორც ჰარმონიული მთლიანობა და არა უბრალოდ სხეულის ნაწილთა ჯამი ☺

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

70 of 170

არქაული პერიოდის ქანდაკება (3)

  • კუროსი – მოკვდავი ჭაბუკი, გმირი ან ღმერთი. შიშველი, ათლეტური აღნაგობის (დორიული ორდერის სიმკაცრე)

  • მამაკაცური, ფიზიკური ძალა, ათლეტურობა, სულის კეთილშობილება, იდეალური პროპორციები (იონიური ორდერის სინატიფე, ჰაეროვნება)

  • კორე – მოკვდავი ქალიშვილი ან ქალღმერთი. შემოსილი, ადამიანური მშვენიერება

  • მკაცრი ფრონტალურობა, სხეულის უფრო სიბრტყისეული აღქმა, ვიდრე მოცულობითი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

71 of 170

არქაული პერიოდის ქანდაკება (4)

  • სხეული ანატომიურად სწორად აგებული

  • კუნთების/ვარცხნილობის აქცენტირება

  • ხაზების კუთხოვანება, გაშეშებულობა, სტატიკურობა

  • უძრაობის, სტატიკურობის დაბალანსება – ღიმილი

  • მოძრაობის, სულის, დინამიზმის ელემენტის შემომტანი, სიკეთის, კეთილშობილების სულის შთამბერავი

  • მასალა: ხე, ბრინჯაო, კირქვა, თაბაშირი, მარმარილო

  • ფერადი ქანდაკებები

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

72 of 170

აქილევსის ფარი (რეკონსტრუქცია) – მალკოლმ ვილკოკი

73 of 170

აქილევსის ფარი

74 of 170

აქილევსის ფარი

75 of 170

ეგვიპტური ქანდაკებები

76 of 170

ატიკელი კუროსი, 1.99 მ. მარმარილო. ხელები, ფეხის თითები – კარგად დამუშავებული

77 of 170

კლეობისის და ბიტონის ქანდაკებები. მოქანდაკე: პოლიმედე. მარმარილო. 2, 16 მ. და 2, 18 მ. ბაზა: 19 სმ.

78 of 170

სკულპტურული კომპოზიციის პირველი მცდელობა. ჰეროდოტოსის ცნობილი ისტორია.

79 of 170

კორე, 65 სმ. მოქანდაკე: კრეტელი ხელოვანი

80 of 170

კორე ბროწეულით (უბრალო მოკვდავი, პერსეფონე ან აფროდიტე). მარმარილო. 1, 93 მ. “ნატურალური ზომა”. უძრაობის დაძლევის ცდა...

მშვენიერო, გული ჩემი შენს თაყვანისცემად იზვირთება..

ო, კორე, კორე, ნეტავ შემეძლოს მთაზე შენთვის ტაძრის აგება!

შემოვალ შენთან და დავრჩები, აღარ მომინდება სხვა ზიარება.

მაგემე ბროწეული, დედოფალო, მეც მასე მეღიმოდეს სამუდამოდ..

ო, კორე, ვხედავ, ამ უგვან დროში შენი სიყვარული არ მომერიდება.

ვინ არის, რომ ეს სურვილი დაიჯეროს?! გიჟად არ შემრაცხოს ვინ იქნება?!

ო, კორე, კორე, ზაფხულის აისის მოწითურებავ...

(ამ ფოტოშიც კი დედოფალია!)„

ნინო ფოცხვერია, 2021

81 of 170

ჰერა სამოსიდან. ცნობილი “კაბის ნაოჭებით...”

82 of 170

კორე სამოსიდან. კორე, რომელიც კაბას “იკრეფს”

83 of 170

“მოსხოფოროსი”/ცხვრის მტარებელი. მარმარილო. 1,65 მ.

84 of 170

მხედარი. მარმარილო. მოძრაობის ელემენტი. ფრონტალურობის, “გაშეშებულობის” პრინციპების რღვევა

85 of 170

ჭაბუკი კროისოსი. მარმარილო. 1,93 მ.

86 of 170

პირეოსელი აპოლონი

87 of 170

“სპარსული ნაგავი” – ანტენორის კორე

88 of 170

პეპლოსიანი კორე

89 of 170

ქიოსელი ქალწული

90 of 170

საფოსტო მარკა ქიოსელი ქალწულის გამოსახულებით

91 of 170

პოლიქრომული კორეს გროტესკული რეკონსტრუქცია

92 of 170

კორეს თავი

93 of 170

ჩაფიქრებული კორე

94 of 170

გვიანი კორე

95 of 170

კ. ევბეა, ერეტრია. აპოლონის ტაძარი. დას. ფრონტონის პლასტიკური შემკულობა. თესევსი და ანტიოპე. დახვეწილი კომპოზიცია და ტექნიკა.

96 of 170

კ. ეგინა, აფაიას ტაძარი

97 of 170

აფაიას ტაძარი, რეკონსტრუქცია

98 of 170

აფაიას ტაძარი, რეკონსტრუქცია

99 of 170

დას. ფრონტონი

100 of 170

დას. ფრონტონი, მეომარი

101 of 170

დას. ფრონტონი, მეომარი

102 of 170

ეგინელი ვაჟკაცების ბრძოლა ტროელებთან. 12 მეომარი, შუაში – ათენა. სიმშვიდე vs ბრძოლის დინამიკა , აღმ. ფრონტონი

103 of 170

აღმ. ფრონტონი, მომაკვდავი მეომარი

104 of 170

აღმ. ფრონტონი, ჰერაკლე

105 of 170

ათენა ტაძარი, მე–6 ს., ფრონტონი

106 of 170

სამთავიანი “კეთილი” დემონი

107 of 170

სამთავიანი “კეთილი” დემონი

108 of 170

კ. დელოსი, ლომთა ტერასა

109 of 170

ნაქსოსელთა ძღვენი აპოლონის ტაძარს...

110 of 170

პირდაღებული ლომი – მორწმუნეთათვის ღვთის შიშის შთამნერგავი

111 of 170

ნაქსოსელთა სფინქსი დელოსზე

112 of 170

ცხენები აკროპოლისის მუზეუმში

113 of 170

ძაღლის ფიგურა აკროპოლისის მუზეუმიდან

114 of 170

ბერძნული სული ეს არის მოქანდაკე, რომელიც ქვას ხელოვნების ნიმუშად აქცევს... (ჰეგელი)

115 of 170

სიფნოსელთა საგანძური

აღმოსავლეთ ფრიზი: ღმერთების თათბირი და ტროას ომის სცენები

ჩრდილოეთი ფრიზი: გიგანტომახია

მითოლოგიური სიუჟეტის პლასტიკური დამუშავების მწვერვალი

მოძრაობა, შინაგანი ენერგია, კომპოზიციური ხედვა

ანატომიური სიზუსტე, ვარცხნილობის და ტანსაცმლის ნატიფი გამოსახვა

მითოლოგიური სიუჟეტის სული, სემანტიკა

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

116 of 170

აღმ. ფრიზი: არტემისი, აფროდიტე, აპოლონი და ზევსი

117 of 170

აღმ. ფრიზი: არტემისი, აფროდიტე, აპოლონი

118 of 170

აღმ. ფრიზი: ათენა, ჰერა, დემეტრე (თეტისი?)

119 of 170

აღმ. ფრიზი: გლავკოსი ოთხცხენიანი ეტლით

120 of 170

მენელაოსი გორგოს/გორგონას თავით გაფორმებული ფარით

121 of 170

აღმ. ფრიზი: გლავკოსი, ენეასი და ჰექტორი

122 of 170

დას. ფრიზი: აფროდიტე ეტლით

123 of 170

სამხრ. ფრიზი: კვადრიგა

124 of 170

ჩრდ. ფრიზი: კიბელეს ეტლს ორი ლომი ექაჩება. გიგანტს ლომი ფლეთს.

125 of 170

ჩრდ. ფრიზი: აპოლონი და არტემისი გიგანტის წინააღმდეგ

126 of 170

ჩრდ. ფრიზი: ჰერა, ათენა, არესი

127 of 170

ჩრდ. ფრიზი: ჰერა და ათენა

128 of 170

ჩრდ. ფრიზი: არესი

129 of 170

ათენელი კუროსის ქანდაკების ბაზის რელიეფი: შეჯიბრება

130 of 170

ჭაბუკთა სპორტული შეჯიბრება

131 of 170

შეჯიბრების სცენა

132 of 170

ძაღლისა და კატის ერთმანეთზე მიქსევის სცენა

133 of 170

არისტიონის საფლავის სტელა

134 of 170

არქაული პლასტიკა

  • აღმოსავლური გავლენისგან თავის დაღწევა

  • სიმბოლური, სტილიზებული და მხატვრული კანონების ერთგული ხელოვნებიდან ახალი სტილის შექმნა

  • სინამდვილის ყოფითი, ნატურალისტური გადმოცემა

  • ადამიანის მოდელირება და მისი რეალისტური გამოსახვა

  • განზოგადება იდელურობამდე

  • ზოგადისა და კონკრეტულის შეხამება

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

135 of 170

არქაული კერამიკა

  • ინფორმაცია არქაიკის პერიოდის ბერძნული ფერწერის შესახებ

  • თითქმის ერთადერთი წყარო ფერწერის შესასწავლად

  • გეომეტრიული სტილის აბსტრაქტულობის უარყოფა

  • აღმოსავლური დეკორატიული სტილის გავლენა

  • სიმბოლოს, ნიშნის გამოსახვიდან სახის გამოსახვაზე გადასვლა

  • ფუნქციური დანიშნულება, ფორმების მრავალფეროვნება

  • ყველა ძირითადი ფორმის არქაიკაში ჩამოყალიბება

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

136 of 170

ამფორა, სტამნოსი, პელიკე, კრატერი, ფსიქტერი, ჰიდრია, ოინოქოე, კილიქსი, კანთაროსი, სკიფოსი, ლუთროფოროსი, ლეკითოსი, ალაბასტრონი, არიბალოსი, პიქსისი

137 of 170

ჭურჭლის ფუნქციური დანიშნულება

  • ამფორა – ზეთისა და ღვინის შენახვა–გადატანა

  • ჰიდრია – წყლის შენახვა–გადატანა

  • კრატერი – წყლისა და ღვინის გაზავება ნადიმისთვის

  • კილიქსი, კანთაროსი – ღვინის სასმისი

  • რიტონი – სასმელი ყანწი

  • კიათოსი – კრატერიდან ღვინის ამოსახაპი ჭურჭელი

  • ლეკითოსი – დაკრძალვისას საკულტო დანიშნულება

  • არიბალოსი – ნელსაცხებლების ჭურჭელი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

138 of 170

ადამიანი – კერამიკული ფერწერაში

  • მინოსური და მიკენური კერამიკა – მცენარეებისა და ზღვის დეკორი

  • გეომეტრიული კერამიკა – ადამიანის სილუეტი როგორც თითქმის გეომეტრიული ორნამენტი, გამოსახულება–ნიშანი

  • არქაიკის კერამიკა – ადამიანი ფერწერულად გადმოცემული სიუჟეტის შემადგენელი ელემენტი, არა გამოსახულება–ნიშანი, აბსტრაქტული გეომეტრიული ნიშანი, არამედ მხატვრული სახე

  • ორიენტალური სტილის გავლენით – ე.წ. “ხალიჩოვანი სტილი”

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

139 of 170

“ხალიჩოვანი სტილი”

  • სარტყელებად დაყოფილი ჭურჭლის ზედაპირი

  • აღმოსავლურ სტილში გამოსახული სტილიზებული ცხოველები, ფრინველები, იშვიათად ადამიანები

  • ჭურჭლის მთელი ზედაპირი დაფარულია ხვიანებით, როზეტებით და ა. შ.

  • ჭურჭლის თიხის ზედაპირი ემსგავსება ქსოვილს

  • ზედაპირი – მოყვითალო, ნახატი – მოშავო–მოყავისფრო ლაქი, იშვიათად მეწამული და თეთრი ლაქები

  • როდოსისა და კორინთოს სკოლები

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

140 of 170

“მაკლიმანის არიბალოსი”, კორინთული სტილი

141 of 170

კორინთული არიბალოსი

142 of 170

კორინთული არიბალოსი

143 of 170

“ნესოსის ამფორა”. ხალიჩოვანი სტილი. შავფიგურული სტილის ტენდენცია.

144 of 170

ჰერაკლეს მიერ კენტავრ ნესოსის მოკვლა

145 of 170

პერსევსის მიერ მედუზას ძლევა

146 of 170

გორგოს დების, ევრიალესა და სთენოს მიერ პერსევსის დევნა

147 of 170

კორინთული ოინოქოე მცენარეული და ცხოველური დეკორით

148 of 170

კორინთული ოინოქოე “ცხოველური ფრიზით”

149 of 170

როდოსული ლანგარი, მენელაოსი და ჰექტორი ებრძვიან ერთმანეთს ევფორბოსის ცხედართან

150 of 170

როდოსული დინოსი (შესარევი თასი)

151 of 170

“ატიკური სტილი”

  • ხალიჩოვანი სტილის და დეკორატიულობის ნაცვლად მითოლოგიური და ყოფითი სიუჟეტები

  • “ხალიჩოვან სტილში” მითოლოგიური სიუჟეტი გამოიყენება როგორც ორნამენტი, ხოლო “ატიკურ სტილში” მას “ავტონომიურობა” ენიჭება

  • ადამიანი განდევნის გეომეტრიულ, მცენარეულ და ცხოველურ დეკორს

  • მრავალფიგურული კომპოზიციები

  • შავფიგურული და წითელფიგურული სტილი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

152 of 170

შავფიგურული სტილი

  • კერამიკის მოწითალო ზედაპირი

  • შავი ლაკით შესრულებული ფიგურები და სცენები (სიუჟეტების ილუსტრაცია)

  • სურათი მოქცეულია ჩარჩოში/სარტყელში – ჭურჭლის ზედაპირის კომპოზიციური საფუძველი

  • დეკორატიული, ორნამენტული ელემენტების ფუნქცია – სურათის გამოკვეთა

  • შავი ლაკით შესრულებული სილუეტი – ღია შტრიხები არღვევს შავი ფერის მონოტონურობას და იძლევა გრაფიკული ნაწარმოების ეფექტს

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

153 of 170

„ფრანსუას ვაზა“, მეთუნე: ერგოტიმოსი, მხატვარი: კლიტიასი

154 of 170

“ფრანსუას ვაზა”

  • ვაზის ზედაპირის დაყოფა სარტყელებად – ხარკის მოხდა ტრადიციის წინაშე

  • თითოეული სარტყელი – ესა თუ ის სიუჟეტი

  • ღმერთთა პროცესია, რომელიც თეტისისა და პელევსის ქორწილში მიემართება, ეტლთა სრბოლა, მითიური და რეალური ცხოველები

  • სარტყელებს შორის ჰარმონიული მიმართება

  • მრავალიარუსიანი მოხატვის პრინციპის ერთ–ერთი ბოლო ნიმუში

  • ორგანზომილებიანი, სიბრტყობრივი მხატვრობა

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

155 of 170

“ვულჩის ამფორა”, ექსეკიასი, “აქილევსი და აიანტი კამათელს აგორებენ

156 of 170

ორი გადახრილი ფიგურა კრავს კომპოზიციას, რომელსაც არღვევს ამოწვერილი შუბები

157 of 170

კილიქსი, ექსეკიასი, “დიონისე ხომალდში”

158 of 170

წითელფიგურული სტილი

  • ჭურჭლის ზედაპირის დაფარვა შავი ლაკით

  • გამომწვარი ჭურჭლის მოწითალო ზედაპირის გამოყენება ფიგურების და ორნამენტების გადმოსაცემად

  • მეტი გამომსახველობა

  • ფიგურები უფრო რელიეფური და მეტყველი

  • უფრო ფერწეული, ვიდრე გრაფიკული

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

159 of 170

ევფრონიოსი (?), “ვაზა მერცხლით”

160 of 170

ბიჭი: აი! ყმაწვილი: შეხე, მერცხალი! კაცი: მართლაც, ვფიცავ, ღმერთს, გაზაფხულია!

161 of 170

“ვაზა მერცხლით”

  • ყოფითი სცენა ათენელთა ყოველდღიური ცხოვრებიდან

  • სამი ასაკის მამაკაცი – ბიჭი, ყმაწვილი, კაცი

  • ადამიანის გარეგნობა და აგებულება სხვადასხვა ასაკში

  • თემატურად გამაერთიანებელი – მერცხალი

ლირიკული წარწერა:

ბიჭი: აი!

ყმაწვილი: შეხე, მერცხალი!

კაცი: მართლაც, ვფიცავ, ღმერთს, გაზაფხულია!

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

162 of 170

ევფრონიოსი, ჰეტერები ნადიმის დროს

163 of 170

წითელფიგურული ამფორა, “გოგონა იცვამს სანდალს”

164 of 170

არქაული ფერწერა

  • პლასტიკასთან და კერამიკასთან შედარებით ნაკლები მიღწევები

  • მხატვრული ტილოების შექმნის ტრადიციის არქონა

  • ფრესკული მხატვრობის აღორძინების დასაწყისი

  • არქაული ფერწერის საფუძველი – ვაზური ფერწერა

  • არსებითი განმასხვავებელი: ფერთა სიმრავლე

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

165 of 170

აპოლონის ტაძარი თერმოსში. მოხატული ტერაკოტის მეტოპა. ათენის მეფე პანდიონის ქალიშვილი ფილომელა.

166 of 170

ხის პინაკები (დაფები) პიტსადან. მსხვერპლშეწირვის სცენა

167 of 170

ხის პინაკები (დაფები) პიტსადან. ქალების საუბარი.

168 of 170

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

169 of 170

არქაული პერიოდის ხელოვნების რამდენიმე მახასიათებელი

  • პიროვნების როლის ზრდა – პოლისი, ლირიკა, ხელოვანთა ინდივიდუალური შემოქმედებისადმი პატივისცემის ზრდა

  • მეთუნეების, მხატვრების სახელები...

  • აგონისტური სული – კონკურენციის პირველი ნიმუში:

  • “ევთიმიდესმა დამხატა, როგორც ვერასოდეს შესძლებდა ევფრონიოსი...”

  • „პიროვნების გამოღვიძება“ - ლირიკა: „მცირე ზომის სუბიექტური პოზიციის გამომხატველი პოეზია“;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

170 of 170

გმადლობთ ყურადღებისთვის!

irine.darchia@tsu.ge

Ivane Javakhishvili Tbilisi State University