1 of 18

მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია

სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი - ზეინაბ კაკალაშვილი

2022 წლის ივნისი

2 of 18

მონაწილეობის მიზანია:

  • სწავლა სწავლების პროცესში მიღებული გამოცდილებების გაზიარება;

  • სიახლეების გაცნობა და დანერგვა მოსწავლეებთან;

  • წარმატებული პრაქტიკის მაგალითების დანერგვა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში;

3 of 18

ზოგადი ინფორმაცია კლასის� შესახებ

  • მიმართულება- მოქალაქეობა
  • კლასი - მე-9
  • საათების რაოდენობა - 6 სთ.
  • საკითხი: ტრეფიკინგი - ადამიანით ვაჭრობა
  • მოსწავლეთა რაოდენობა - 16
  • სკოლის მატერიალური ბაზა -კომპიუტერი, პროექტორი

4 of 18

კომპლექსური დავალების ჩატარების ადგილი,�ვადები და ბენეფიციარები

  • კომპლექსური დავალება დავნერგე 2021/2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, სსიპ თელავის N5 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კერძოდ მე-9 კლასის 16 მოსწავლესთან.
  • კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ხანგრძლივობა 3 კვირა სულ 6 გაკვეთილი.

5 of 18

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან

  • სამიზნე ცნება

დემოკრატია ;

  • სამიზნე ცნება

საზოგადოება;

  • ქვეცნება

ადამიანის უფლებები; 

სამართლებრივი დოკუმენტები;

თავისუფალი განვითარება.

  • თემა-

სამშვიდობო პროცესები

  • საკითხი

ტრეფიკინგი - ადამიანით ვაჭრობა

  • საკვანძო შეკითხვა

როგორ წარმოვაჩინო საინფორმაციო პოსტერის საშუალებით ტრეფიკინგის პრევენციის მნიშვნელობა?

6 of 18

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • დემოკრატია (ადამიანის უფლებები, სამართლებრივი დოკუმენტები, დემოკრატიის პრინციპები) 

(შედეგები: 3, 4, 13) 

  • ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, საკუთარი ღირსებითა და უფლებებით; 
  • ადამიანს აქვს სამოქალაქო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კოლექტიური უფლებები; საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო დოკუმენტები (დეკლარაციები, კონვენციები) ამ უფლებების დაცვას უზრუნველყოფს; 
  • დემოკრატიულ საზოგადოებაში/ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა;  
  • დემოკრატია ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპებს (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა,არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა), რომელთა დაცვის გარეშეც დემოკრატიული სახელმწიფო ფუნქციონირებას  ვერ შეძლებს. 
  •  საზოგადოება (პიროვნება, ინდივიდი, საზოგადოება, სოციალიზაცია)  (შედეგები: 1, 2) 

● ადამიანი არის პიროვნება, საკუთარი მსოფლმხედველობითა (იდეები, ღირებულებები) და მისწრაფებებით; მას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 

●=ადამიანს გააჩნია სხვადასხვა (ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სოციალური კონტაქტების და სხვა) მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ის ვერ შეძლებს პიროვნულ განვითარებას;  

● სხვა ადამიანებთან/ სოციალურ ჯგუფებთან /ინსტიტუციებთან ურთიერთობა ადამიანს პიროვნულ განვითარებაში უწყობს ხელს; 

● ასერტულობა (ადამიანის უნარი თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე) ხელს უწყობს პიროვნების და სოციუმის ჰარმონიულ ურთიერთობას. 

7 of 18

კომპლექსური დავალების პირობა

  • ტრეფიკინგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა. ჩვენ გარშემო ბევრ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა გზებით არის შესაძლებელი ამ პრობლემისგან თავის დაცვა. გააანალიზე პრობლემის არსი  და საინფორმაციო პოსტერის სახით ჩამოაყალიბე  ტრეფიკინგის პრევენციის გზები. 

 

შეფასების კრიტერიუმი

  •  რატომ ითვლება ტრეფიკინგი  ადამიანის უფლებების დარღვევად და რომელი ფაქტებით,  დასტურდება/არ დასტურდება კონკრეტული უფლების დარღვევა; (დემოკრატია) მ/წ 1;3 
  • რომელი სახელმწიფოებრივი მექანიზმები ინტიტუციები, სამართლებრივი დოკუმენტები  უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას (დემოკრატია) მ/წ 2; 4 
  • რამდენად მნიშვნელოვანია ტრეფიკინგის  პრევენცია საზოგადოების თითოეული წევრისა და მათი ჰარმონიული ურთიერთობისათვის; (საზოგადოება  მ/წ 2;4) 
  • როგორ ზემოქმედებს ტრეფიკინგისგან მომდინარე საფრთხე ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარებასა და სოციუმის სხვა წევრებთან ურთიერთობაზე; (საზოგადოება  მ/წ 1;3)

8 of 18

9 of 18

შესაბამისობა შეფასების კრიტერიმებსა და სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს შორის

კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები

სამიზნე ცნება დემოკრატიის მკვიდრი წარმოდგენები

დემოკრატია (ადამიანის უფლებები, სამართლებრივი დოკუმენტები, დემოკრატიის პრინციპები)  (შედეგები: 3, 4, 13) 

  • ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, საკუთარი ღირსებითა და უფლებებით; 
  • ადამიანს აქვს სამოქალაქო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კოლექტიური უფლებები; საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო დოკუმენტები (დეკლარაციები, კონვენციები) ამ უფლებების დაცვას უზრუნველყოფს; 
  • დემოკრატიულ საზოგადოებაში/ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა;  
  • დემოკრატია ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპებს (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა,არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა), რომელთა დაცვის გარეშეც დემოკრატიული სახელმწიფო ფუნქციონირებას  ვერ შეძლებს. 

 საზოგადოება (პიროვნება, ინდივიდი, საზოგადოება, სოციალიზაცია)  (შედეგები: 1, 2) 

● ადამიანი არის პიროვნება, საკუთარი მსოფლმხედველობითა (იდეები, ღირებულებები) და მისწრაფებებით; მას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 

●ადამიანს გააჩნია სხვადასხვა (ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სოციალური კონტაქტების და სხვა) მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ის ვერ შეძლებს პიროვნულ განვითარებას;  

● სხვა ადამიანებთან/ სოციალურ ჯგუფებთან /ინსტიტუციებთან ურთიერთობა ადამიანს პიროვნულ განვითარებაში უწყობს ხელს; 

● ასერტულობა (ადამიანის უნარი თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე) ხელს უწყობს პიროვნების და სოციუმის ჰარმონიულ ურთიერთობას. 

  • რატომ ითვლება ტრეფიკინგი  ადამიანის უფლებების დარღვევად და რომელი ფაქტებით,  დასტურდება/არ დასტურდება კონკრეტული უფლების დარღვევა; (დემოკრატია) მ/წ 1;3 

 

  • რომელი სახელმწიფოებრივი მექანიზმები ინტიტუციები, სამართლებრივი დოკუმენტები  უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას (დემოკრატია) მ/წ 2; 4 

 

  • რამდენად მნიშვნელოვანია ტრეფიკინგის  პრევენცია საზოგადოების თითოეული წევრისა და მათი ჰარმონიული ურთიერთობისათვის;( საზოგადოება  მ/წ 2;4)

 

  • როგორ ზემოქმედებს ტრეფიკინგისგან მომდინარე საფრთხე ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარებასა და სოციუმის სხვა წევრებთან ურთიერთობაზე; (საზოგადოება  მ/წ 1;3) 

 

10 of 18

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

11 of 18

მოსწავლის შუალედური ნამუშევარი

12 of 18

13 of 18

მოსწავლის ნაშრომი

14 of 18

განმავითარებელი შეფასება

მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შექმნა საინფორმაციო პოსტერი. დაასახელა ტრეფიკინგის წინაპირობა, მიზეზი, შედეგი და მნიშვნელობა; საინტერესოდ გადმოსცა ტრეფიკინგის გამომწვევი მიზეზები. რის საფუძველზეც დაასკვნა რომ ამ დროს ირღვევა ადამიანის უფლებები. აღნიშნავს რა ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის უფლებების დარღვევას, რომელი ფაქტები, სახელმწიფოებრივი მექანიზმები, ინტიტუციები, სამართლებრივი დოკუმენტები  უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვას ტრეფიკინგთან საბრძოლველად. ტრეფიკინგის  პრევენცია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საზოგადოების თითოეული წევრისა და მათი ჰარმონიული ურთიერთობისათვის. ამ დანაშაულიდან მომდინარე საფრთხე ხელს უშლის ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარებასა და სოციუმის სხვა წევრებთან ურთიერთობებზეც უარყოფითად აისახება. მოსწავლეს მოყვანილი აქვს ზოგადი არგუმენტები. შემდეგისთვის ვურჩიე შეეცადოს და არგუმენტების გასამყარებლად გამოიყენოს კონკრეტული მაგალითები.

ნაშრომში საუკეთესოდ იყო წარმოდგენილი, რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორი ,საკუთარი ღირსებებითა და უფლებებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებებია და ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის აზრის გამოხატვასა და თავისუფალ გადაადგილებას. ასევე სწორად იყო გაკეთებული აქცენტი პიროვნებისა და სოციუმის ჰარმონიულ ურთიერთობაზე, რომელის ხელს უწყობს ადამიანის უნარს თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე. მას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება;

 

15 of 18

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

შენ მშვენივრად გაართვი თავი დავალებას, შენი ნაშრომიდან ჩანს რომ, დავალების მიზანი სიღრმისეულად გაიაზრე. მსჯელობ ტრეფიკინგის წინაპირობაზე, მიზეზებზე, შედეგებზე; წარმოაჩენ, რომ ტრეფიკინგი ადამიანის უფლებების დარღვევაა, აღნიშნავ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის უფლებების დარღვევას პიროვნულ განვითარებაზე, რომელი ფაქტებით დასტურდება კონკრეტული უფლების დარღვევა. საინტერესოდ გაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი მექანიზმი ინტიტუციები, სამართლებრივი დოკუმენტი  რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას. გქონდა აღწერილი ტრეფიკინგის პრევენცია საზოგადოების თითოეული წევრისა და მათი ჰარმონიული ურთიერთობისათვის , ასევე კარგად გქონდა აღწერილი ტრეფიკინგისგან მომდინარე საფრთხის ნეგატიური ზემოქმედება ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარებასა და სოციუმის სხვა წევრებთან ურთიერთობაზე.

გთხოვ, გაიხსენო შემდეგისთვის და უფრო კონკრეტულად წარმოადგინო ადამიანის უფლების დარღვევის რომელი ფაქტებით დასტურდება ტრეფიკინგი, რა განასხვავებს მას მსგავსი დანაშაულისაგან? აქცენტი გააკეთო სრულად სამართლებრივ დოკუნეტებზე რომელიც უზრონველყოფს ადამიანის უფლებების დაცვასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას.

16 of 18

მოსწავლეთა შედეგები

17 of 18

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ძალიან საინტერესოდ. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი. აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში.საკითხმა ყველა ძალიან დააინტერესა. შექმნეს პოსტერები, სლოგანები. განსაკუთრებით მოსწონთ საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამოვლენა. მოსწავლეებმა ისიც კი თქვეს: „სხვებისგან განსხვავებით ჩვენ დაცულად ვგრძობთ თავს, ვიცით ტრეფიკინგის განვითარების ეტაპები, სამართლებრივი დოკუმენტები  რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას. ჩვენი ცნობიერების დონე უკვე მაღალია, ამიტომ მეტად დაცულები ვართ.“ ე.ი.თემა სათანადოდ გაიზრეს, შედეგიც მიღწეულია.�

კომპლექსური დავალება შეასრულა ყველა მოსწავლემ. მათ ნამუშევრები წარმოადგინეს საინფორმაციო პოსტერის სახით. ყველა მოსწავლეს მივეცი განმავითარებელი შეფასება.

  • ნაშრომების პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის ხალისით და ინტერესით იმუშავებენ მსგავსი სახის დავალებებზე.(რაც ნამდვილად გამართლდა) ერთმა მოსწავლემ წარმოადგინა ჯერ პრეზენტაციის , შემდეგ კი საინფორმაციო პოსტერის სახით. რამოდენიმე მოსწავლემ კი- ახლიდან რომ იწყებდეს დავალებაზე მუშაობას, სხვა სახით წარმოადგენდა.
  • რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში იყო ხარვეზები (საკითხის უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა,მოსწავლეთა არდასწრება ვირუსული პანდემიის გამო, დისტანციური სწავლება ),
  • ველი რჩევებს, რასაც გავითვალისწინებ მომავალი კომპლექსური დავალებების დაგეგმვის და შესრულების დროს.

18 of 18

გმადლობთ ყურადღებისათვის!