სსოპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში
2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული ღონისძიებები
კონფერენციები
„XXI საუკუნის გამოწვევებზე ორიენტირებული საბაზისო განათლება“
STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში
კონფერენცია
„მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“
მოსწავლეთა კონფერენცია „წყლის სასარგებლო თვისებები“
მოსწავლეთა კონფერენცია
„მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ“.
„XXI საუკუნის გამოწვევებზე ორიენტირებული საბაზისო განათლება“
STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში
2023 წლის 11 ნოემბერს სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ერთობლივი კონფერენცია: „STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე წლისთავს და ნიკო ჯაფარიძის დაბადებიდან 131-ე წლისთავს. �კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლები, ასევე სკოლის პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან.�
მოსწავლეთა კონფერენცია� „წყლის სასარგებლო თვისებები“
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, განახორციელეს პროექტი „ჰიდროთერაპია“, რომელიც მოიცავდა რამდენიმე აქტივობას.
23 თებერვალს, კლუბის ორგანიზებით, მოეწყო მოსწავლეთა კონფერენცია „წყლის სასარგებლო თვისებები“. კონფერენციაზე მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ძალიან საინტერესო მოხსენებები; კონფერენციას უძღვებოდა კლუბის წევრი გაბრიელ სულამანიძე, კონფერენციას ესწრებოდნენ მე-9-10 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის დირექტორი და წყალტუბოს თერმული წყლების მთავარი ექიმი ქალბატონი ნანა გვიშიანი.
კონფერენცია „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს ჩატარდა კონფერენცია „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“, რომელიც მიეძღვნა მდგრადი განვითარების მიზანს - „მსოფლიოს ეკოსისტემები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლისა და სსიპ წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეთა კონფერენცია �„მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ“.
სსიპ ოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია „მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. მათ ისაუბრეს მძიმე და ტოქსიკური მეტალების თვისებებზე, გარემოს მძიმე მეტალებით დაბინძურების ძირითად წყაროებზე, რა გავლენას ახდენს მძიმე მეტალების ზდკ-ზე მეტი რაოდენობით დაგროვება ცოცხალ ორგანიზმებში და საერთოდ გარემოში;
ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ე ბ ი
სკოლაში დიმიტრი უზნაძის კაბინეტი გაიხსნა
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლის, დიმიტრი უზნაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა.
ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ დიმიტრი უზნაძის შვილიშვილი, ქალბატონო ნინო შიშნიაშვილი და მისი ქალიშვილი, სალომე ინაძე.
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი მურად ჯიშკარიანი, მასწავლებლის სახლის მიერ დაწესებული ჯილდოთი, „საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი“ დააჯილდოვა.
ექსპერიმენტული წარმოდგენა "ხმაურიანი დუმილი"
ხელოვნების მასწავლებლის ლიკა ჯაფარიძის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, სსიპ ქუთაისის N12 და სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერთობლივი, ექსპერიმენტული წარმოდგენა "ხმაურიანი დუმილი" შესთავაზეს მაყურებელს. მოსწავლეების მიერ შექმნილ სცენარში მთავარ მოწოდებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი წარმოადგენდა. მთავარი პერსონაჟი- ქუთაისის სიმბოლური სახე - განასახიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობმა, ავთანდილ სახამბერიძემ. საპატიო სტუმრად მოწვეული იყო ცნობილი მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, რადგან წარმოდგენის მთავარ ლაიტმოტივს წარმოადგენდა მისი საავტორო ნამუშევრები "გაცოცხლებული " ქანდაკებები- "ცისფერყანწელები", „გიმნაზისტკა", "იპოლიტე ხვიჩია", "ვასილ ამაშუკელი".
ფოტოგამოფენა "ქუთაისის ანარეკლები"
25 მაისს ჩვენს სკოლაში მოეწყო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ვანო ჩაფიძის, პერსონალური ფოტოგამოფენა “ქუთაისის ანარეკლები”. წარმოდგენილი იყო 25 ფოტო, რომლებიც ჩვენს ქალაქს საინტრესო რაკურსით ასახავს.�
სპექტაკლი "საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი"
სპექტაკლი VIII გ კლასმა წარმოადგინა. კლასის დამრიგებელი დალი ჩიხლაძე, სპექტაკლის რეჟისორი აბელ სოსელია.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ გორის რაიონის სოფელ კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.�სპექტაკლი ძალიან ემოციური და საოცარი სანახაობა იყო, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მნახველზე.
მკითხველთა კლუბმა სოფელ კარბის საჯარო სკოლას უმასპინძლა
26 აპრილს, ჩვენს სკოლას ესტუმრნენ გორის რაიონის სოფელ კარბის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.მათ მასპინძ₾ობა გაუწია მკითხველთა კლუბმა, რომლის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ჭეიშვილმა და კლუბის წევრებმაც მოუთხრეს სტუმრებს სკოლის ისტორია, დაათვალიერებინეს სკოლის შენობა.
სტუმრები დაესწრნენ ჩვენი სკოლის მე-8/გ კლასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს "საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი", რომელიც მიეძღვნა საქართველოს არმიის დღეს.
სპექტაკლის შემდეგ, ორი სკოლის მკითხველთა კლუბების წევრებმა, დაათვალიერეს ბაგრატის ტაძარი, ისაუბრეს ქვეყნის ისტორიაში მისი მნიშვნელობის შესახებ.
კალიგრაფიის საქალაქო კონკურსი
ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ენის კალიგრაფიის საქალაქო კონკურსი.
კონკურსში II ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლემ გიორგი მიშვიძემ.
დამრიგებელი: დალი ჩიხლაძე
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: თამარ გუმბერიძე
ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებული ნამუშევრები, გიორგიმ სკოლას გადასცა საჩუქრად, რომელიც საგამოფენო სივრცეში გამოიფინა.
კალიგრაფიის კონკურსი, „ქართული ანბანთქარგვა“
კალიგრაფიის კონკურსი, „ქართული ანბანთქარგვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით II-XI კლასებში, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. კონკურსის ჟიურიმ მონაწილეებს შორის სამი გამარჯებული გამოავლინა. საუკეთესო ნაშრომების შემქმნელები კი სიგელებით დააჯილდოვა.�
მუსიკა-პროექტი ზაქარია ფალიაშვილის �სახლ-მუზეუმში
მუსიკის მასწავლებლის ნინო არობელიძის ორგანიზებით, Xდ და Xე კლასი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვია.
მოსწავლეთა ვიზიტი კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში მუსიკა-პროექტის _ "ეროვნული იდენტობა და ევროპული მუსიკალური აზროვნება ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში" _ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ნინო არობელიძეა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს და მუზეუმის დირექტორის მარინე სულაქველიძის ლექცია მოისმინეს, რომელიც ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებას ეხებოდა.
ქართული ენის კვირეული
იოსებ ოცხელის სახელბის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, 8-19 აპრილის განმავლობაში ჩაატარა კვირეული, სადაც ამავე კათედრის მასწავლებლებმა სხვადასხვა კლასებში ჩაატარეს ღონისძიებები, რომელიც ქართულ ენას და მისი ღირებულებების დაცვას მიეძღნა. მათ შორის:
8 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში ანა გოგავას ორგანიზატორობით, ჩატარდა ღონისძიება „ხეებზე გაკრული ლექსები“ – IX ვ კლასი.
10 აპრილი. I-V კლასებში ჩატარდა კალიგრაფისტთა კონკურსი „ანბანთქარგვა“ - ორგანიზატორები: ნინო თურქია, დარინა ყურუა
ჟიურის წევრები: თათია ჭუმბურიძე, მარინა ჭეიშვილი,
თამარ ტაბატაძე და ეკატერინე ძიგრაშვილი.
11 აპრილი. 11:30 სთ. VII-XI კლასებში ჩატარდა კალიგრაფისტთა კონკურსი
„ანბანთქარგვა“ - ორგანიზატორები: ნინო თურქია, დარინა ყურუა
ჟიურის წევრები: თათია ჭუმბურიძე, მარინა ჭეიშვილი, თამარ ტაბატაძე და ეკატერინე ძიგრაშვილი
12 აპრილი, IX ბ კლასი - "14 აპრილი-საქართველოს სახელმწოფო ენის დღე!" –
ორგანიზატორი: სოფიო ტყეშელაშვილი
12 აპრილი, VIII ე კლასი - პრეზენტაცია თემაზე: “სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია!” ორგანიზატორი: თამარ გუმბერიძე
15 აპრილი, Vე კლასი - ინტელექტუალური ვიქტორინა „პირველად იყო სიტყვა“ - ორგანიზატორი: დარინა ყურუა
18 აპრილი , VI დ კლასი - „,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს" - ორგანიზატორი: დარინა ყურუა
"ხეებზე გაკრული ლექსები"
35 წლის შემდეგ, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს „ხეებზე გაკრული ლექსები“, რომლებიც მაშინ პოეტებმა ამ დღეს მიუძღვნეს.�ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარისტი და რეჟისორი, ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა გოგავა გახლდათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9/ვ, მე-8/დ, მე-6/ვ და�მე-5/ა კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიისა და, ამავდროულად, ყველაზე დიდი გამარჯვების შესახებ ემოციური სანახაობა წარმოგვიდგინეს.
ღონისძიება ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
"პირველად იყო სიტყვა...“ - V ე კლასში ინტელექტუალური ვიქტორინა ჩატარდა
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, Vე კლასში (დამრიგებელი მარიამ მარგველაშვილი), ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დარინა ყურუას ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „პირველად იყო სიტყვა“. მასწავლებლის მთავარი მიზანი იყო, სასწავლო წლის მანძილზე ნასწავლ მასალაში არსებული უცხო სიტყვების ცოდნის შემოწმება. თამაშის დასასრულს გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელი გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.
"14 აპრილი-საქართველოს სახელმწიფო ენის დღე„� IXბ კლასის ღონისძიება
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სოფიო ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, IXბ კლასში (კლასის დამრიგებელი ბელა ხეცურიანი) ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი „14 აპრილი - საქართველოს სახელმწიფო ენის დღე!“.
პროექტ-გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ვიდეორგოლები, პოსტერები და ბუკლეტები, სადაც ისაუბრეს ქართული ენის დაცვაზე, მის მნიშვნელობაზე, ენის წაროშობასა და განვითარების ისტორიაზე, წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და რაც მთავარია, გაიხსენეს 1978 წელს განვითარებული ისტორიული მოვნელები, რომლებიც საფუძვლად დაედო სახელმწიფო ენის თარიღის დაარსებას.
მკითხველთა კლუბი "წიგნიერი" ხელოვნებათმცოდნე თამთა თურმანიძეს შეხვდა
ქართული ენისადმი მიძღნილი კვირეულის ფარგლებში, გენიალურ შემოქმედს, რეზო გაბრიაძეს, მიეძღვნა 13 აპრილს, მკითხველთა კლუბ "წიგნიერის" მორიგი სხდომა.�მოზარდებს რეზო გაბრიაძის ცხოვრება და შემოქმედება კინომცოდნე თამთა თურმანიძემ გააცნო. მან მოსწავლეებს აჩვენა ნაწყეტები ანიმაციური ფილმიდან "ჰარი, ჰარალე, დედაო", რომელიც მწერლის ცხოვრების, მათ შორის, ქუთაისში გატარებული ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს.
14 აპრილი - საქალაქო ღონისძიება
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ კალიგრაფის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ შორის, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო თურქია.�ქალბატონ ნინოს, ქუთაისის მერმა გადასცა მადლობის სიგელი „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და ასევე სერთიფიკატით „კალიგრაფიის კონკურსი 2024“ ნომინაცია „ჟიურის რჩეული“. ის ასევე დაჯილდოვდა ფულადი პრემიებით, „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებისათვის.
ასფალტზე ხატვა _ VII გ კლასი
ასფალტზე ხატვა - ეს საინტერესო აქტივობა განახორციელეს 17 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მე-7/გ კლასის მოსწავლეებმა( კლასის ხელმძღვანელი-ნინო გიორხელიძე. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-მარინე ჭეიშვილი). მარინა მასწავლებლის ხელმძღვანელობით ისინი აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ქართული ენის თემაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ნახატები შექმნეს. მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომებით გამოხატეს მშობლიური ენის სიყვარული და მოუწოდეს თანატოლებს, დაიცვან სახელმწიფო ენა. მოსწავლეებმა სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების ქება დაიმსახურეს. მათ მოუწოდეს მოზარდებს, გაუფრხილდნენ ერის საუნჯეს - ქართულ ენას.
"რა ენაც წახდეს, ერიც დაეცეს..." _ VIდ კლასის ღონისძიება
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დარინა ყურუასა და VI დ კლასის დამრიგებლის ნანა ხარაბაძის ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება "რა ენაც წახდეს, ერიც დაეცეს".��ღონისძიებაზე, VIდ კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს ქართველ მწერალთა და შემოქმედთა ნააზრევი ჩვენი მშობლიური ენის შესახებ.
ქართული ენის დღისადმი �მიძღვნილი კვირეულის დახურვა
19 აპრილს, ქართული ენის კვირეული საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ღონისძიებაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარემ ნინო თურქიამ, კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ქართული კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
I, II და III ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფულადი საჩუქრებით.
ღონისძიებაზე, ქალბატონი ნინოს ინიციატივით, ჩვენი სკოლის ყველა კათედრას გადაეცა სიმბოლური საჩუქარი, რომელიც ქართული ენის კვირეულის გამოძახილი იყო.
იოსებ ოცხელის საზოგადოების ინიციატივით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო თურქია, დაჯილდოვდა საპატიო სიგელით „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციისათვის და სიმბოლური საჩუქრით , როგორც ეროვნული საუნჯის გუშაგი.
4 მაისი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ამ დღესთან დაკავშირებით, V ე კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლის მარი მარგველაშვილისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დარინა ყურუას ორგანიზებით, შეხვდნენ კლინიკურ ფსიქოლოგს მარი კიკალიშვილს. შეხვედრის თემა გახლდათ
„ბულინგის არსი და ფსიქოლოგიური ზეგავლენები“.�
"ქუთაისო ჩემო, ჩემო ერთადერთო" �III გ კლასის ღონისძიება
ქუთაისქალაქობას მიუძღვნა ულამაზესი ღონისძიება III გ კლასმა
(დამრიგებელი ეკატერინე ძიგრაშვილი)
„ქუთაისო ჩემო, ჩემო ერთადერთო".
მოსწავლეები მიეფერნენ მშობლიურ ქალაქს, გაიხსენეს წარსულის ის დიდებული ნაშთები, რომელზეც სიამაყით დააბიჯებენ. ასევე გაიხსენეს ის დიდებული ადამიანები, რომლებმაც საქმითა და სიტყვით თავს ანაცვალებდნენ მშობლიურ ქალაქს; ამაყად დაასახელეს ის ადამიანები, რომლებიც დღესაც ქუთაისის სიყვარულით სუნთქავენ და ცდილობენ ყველას აგრძნობინონ ქუთაისის სიდიადე.
ცისფერყანწელთა ნაკვალევზე - Vდ კლასმა ღონისძიება ქუთაისქალაქობას მიუღძვნა
�Vდ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თეონა ჩიხლაძისა და�კლასის დამრიგებელის ნესტან ტაბიძის ორგანიზებით, ქუთაისქალაქობასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდზე -ცისფერყანწელთა მოღვაწეობაზე გაამახვილეს ყურადღება და მათი შემოქმედება მოიტანეს ჩვენამდე.
28 აპრილს, სკოლაში, მოსწავლეთათვის კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა
კალიგრაფიის მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი ნინი იკაშვილი.
მასტერკლასში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები (მასწავლებლები: მ.ჭეიშვილი, ქ. არჩვაძე,ქ. ქუთათელაძე, თ. ჭუმბურიძე. ე. სირაძე).
მასტერკლასის ჩატარების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
ეკოკლუბის წევრები დიზაინერ მარიკა მოდებაძეს ესტუმრნენ
ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით შეირჩა დაინტერესებულ მოსწავლეთა, უპირველესად, გოგონათა ჯგუფი, რომელიც, კეცხოველის კონკურსის ფარგლებში, ესტუმრა ქალაქში ცნობილი დიზაინერისა და წარმატებული ქალბატონის მარიკა მოდებაძის სალონ-ატელიეს. ქალბატონი მარიკა მოსწავლეებს ესაუბრა მის მიერ განვლილ გზაზე, გაუზიარა გამოცდილება და რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მისცა.
ეკოკლუბელები კომპანია „ნიტას“ დამფუძნებელს ესტუმრნენ
17 აპრილს, ეკოკლუბელები დაინტერესებულ მოსწავლეებთან ერთად, ესტუმრნენ ქალბატომ მირანდა ხეცურიანს, კომპანია „ნიტას“ დამფუძნებელსა და მეპატრონეს. კომპანია ფლობს ავეჯის სახლ „ნიტას“.
ქალბატონმა მირანდამ მოსწავლეებს საინტერესოდ უამბობდა იმ გზაზე, რომელიც გაიარა კომპანიამ დაარსებიდან დღემდე. უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს და აღნიშნა, რომ თავმდაბლობა, საქმის სიყვარული, ცოდნა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ არის ის მთავარი თვისება, რომელიც ადამიანს ეხმარება წარმატების მიღწევაში.
VII გ კლასის მოსწავლეები მხატვარ ნინო ჩაკვეტაძეს შეხვდნენ
15 აპრილს მე-7/გ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი-ნინო გიორხელიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-მარინე ჭეიშვილი)დაათვალიერეს ცნობილი მხატვრისა და საბავშვო წიგნების ილუსტრატორის,ნინო ჩაკვეტაძის, ნახატების გამოფენა.
ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სითბოთი, სიყვარულითა და ცოტა სევდით აღსავსე ნახატები, რომლებიც შთაგონებულია ბავშვობის მოგონებებით, ისაუბრეს მხატვართან, დაუსვეს მას კითხვები, გამოხატეს შთაბეჭდილებები.
Vბ კლასი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა
საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო მეხუთეკლასელთათვის ვიზიტი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
მეხუთე ბ კლასის ( დამრიგებელი მაია კოპალიანი) „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებლის ნინო დათაშვილის ორგანიზებით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ამსახველი ექსპონატები.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნიბიერების ამაღლება და ისტორიული წარსულის გაცნობა.
ფილმის ჩვენება ,,მნიშვნელოვანი გაჩერებებით“
არაფორმალური განათლების ფარგლებში, არაფორმალურ გარემოში , დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა დაგეგმეს ღნისძება, კერძოდ, მხატვრული ფილმის სასწავლო რესურსად გამოყენება. პედაგოგები შეთანხმდნენ და თითოეული მათგანის კლასმა ნახა ერთი და იმავე ფილმი ,,კლასის წინ“, მოსწავლეებმა შექმნეს ფილმზე დაკვირვების დღიური და გააკეთეს ჩანაწერები. ამ ყველაფერმა მოსწავლეებს საშუალება მისცა კონკრეტული სიუჟეტი მრავალმხრივ განიხილათ, გამოთქვათ მოსაზრებები და გაემართათ დისკუსია.
ინგა მეტონიძის ხელმძღავნელობით, აღნიშNული პროექტი წარატებთ განხორციელდა და მოსწავლეებმა შემნეს ძალიან საინტერესო და საჭრო დაკვირვებები აღნიშNულ თემასთან დაკავშირებით.
პროექტ-გაკვეთილი �"სვანეთი და მისი სტიქიური მოვლენები"
Vა კლასში (დამრიგებელი ნატო რუხაძე) ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე "სვანეთი და სტიქიური მოვლენები"
ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ნინო ფაჩუაშვილმა ჩაატარეს.
მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები სვანეთის ისტორიისა და მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. მათ ყურადღება გაამახვილეს სვანეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებზე და ისაუბრეს მისი თავიდან აცილების გზებსა და თავდაცვის საშუალებებზე.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები სტიქიური მოვლენების შესახებ და შემდგომ გამართეს დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით.
გარდა პრეზენტაციებისა, მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ სვანეთის ლანდშაფტისა და მისი ულამაზესი ბუნების ამსახველი მაკეტები .
ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე
�18 მარტს, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს, სკოლას სტუმრობდა ორგანიზაცია „სპექტრის“ წარმომადგენელი, ქალბატონი ვენერა მკრტიჩიანი. იგი შეხვდა ეკოკლუბის წევრებს და სკოლის მეათეკლასელებს. ქალბატონი ვენერა ესაუბრა მოსწავლეებს, თუ რა არის ცირკულარული ეკონომიკა, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა და ისაუბრა რეციკლირების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე.
ქალბატონმა ვენერამ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია სხვა მასალების რეცირკულაცია გარემოს გაჯანსაღების და რესურსების დაზოგვის მიზნით. �შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა ვენერამ მოსწავლეებს შესთავაზა აფსაიკლინგი, მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობებში. მათ ახალი სიცოცხლე შთაბერეს ძველ და გამოუსადეგარ საგნებს, დაამზადეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის სასწავლო რესურსები. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა და გადამუშავება.
შეხვედრა დაჩი ნანობაშვილთან
წიგნის ავტორთან შეხვედრა, კიდევ უფრო ზრდის მოტივაციას და იწვევს ინტერესს...სწორედ ამ მიზნით , ინგა მეტონიძის ინიციატივით, სკოლას ესტუმრა დაჩი ნანობაშვილი, რომელმაც მიზანმიმართული აქტივობების მონაცვლეობითა და მასტერკლასებით არაერთი მოსწავლის აღფრთოვანება გამოიწვია.
შეიძლება ითქვას, რომ შედგა გამორჩეულად სასიამოვნო დღე , სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, პატარებს სახალისო მათემატიკის უსასრულო სამყაროში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა ჩენს პატარებს.
გაკვეთილი თემაზე: „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“
ართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო თურქიამ, VIე კლასში (დამრიგებელი ხათუნა ხეცურიანი) ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“��მოსწავლეებმა მხატვრულად გადმოსცეს მოთხრობის შინაარსი და წარმოადგინეს ეპიზოდების ილუსტრაციები:�ა) ერთი ბღუჯა ქლიავი�ბ) ქორწილი საინგილოში�გ) სამაგალითო დედა
მასწავლებელი ნინო თურქია აქტიურად ჩაება სამივე ეპიზოდის თვალსაჩინოებით გაფორმებაში, რამაც უჩვეულო სიხალისე შეჰმატა გაკვეთილს. იყო მწიფე ქლიავით დახუნძლული ხე, ერეკლეს სპარსული ქუდი, თეთრი ფულით სავსე ქისა, მექორწილეები...��აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, ამიტომაც მოთხრობის მესამე ეპიზოდი „სამაგალითო დედა“, განსაკუთრებული ემოციით გადმოსცეს ბავშვებმა, დედებს იის კონები მიართვეს და დიდი სიყვარულით მიულოცეს დედის დღე.
VII ვ კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო თურქიამ, VII ვ კლასში (დამრიგებელი ნანა ხარშილაძე) ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს პოემის ცნობილი ილუსტრატორების - მიხაი ზიჩის, სერგო ქობულაძის, ლევან თავაქარაშვილისა და ირ. თოიძის შესახებ, წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციები.
აღნიშნულ გაკვეთილზე, მოსწავლეთა ინიციატივით, ბატონ არსენ ფოჩხუას მეუღლე, ლია ქურციკიძე მოიწვიეს, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ მუშაობდა ცნობილი ხელოვანი ბზაზე და როგორ შექმნა უნიკალური ილუსტრაციები.
სტუმრად ამერიკულ აკადემიაში
მიმდინარე სასწავლო წლის 7 მარტს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთი ჯგუფი პედაგოგებთან მარინე რუსაძესთან და მარინე ჭეიშვილთან ერთად მიწვევით იმყოფებოდნენ თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში.
მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ აკადემიის სტრუქტურას, სწავლის სპეციფიკას, პროგრამებს; დაესწრნენ რამდენიმე გაკვეთილს და საგაკვეთილო პროცესშიც აქტიურად ჩაერთნენ. დაათვალიერეს სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, უმდიდრესი ბიბლიოთეკა.
„მოვეფეროთ დედებს“ – IIIა კლასის ღონისძიება
„მოვეფეროთ დედებს“ – III ა კლასიმა (დამრიგებელი ნანა ლომსაძე) ემოციებით, სანახაობითა და მოულოდნელი სიურპრიზებით დატვირთული ულამაზესი ღონისძიება წარმოადგინა სკოლის სააქტო დარბაზში, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.
დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,შენი თვალებით ვხედავ სამყაროს'‘�
ხელოვნების მასწავლებლის, თამთა ხაჭაპურიძის ორგანიზებით, ჩვენს სკოლაში მოეწყო გამოფენა, რომელიც დედის დღეს ეძღვნება.
საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს Vგ, Vდ, V ე, V ვ, VI დ, VII ა, VIIვ, VII დ, VIII გ კლასის მოსწავლეებმა.
ეკოკლუბის წევრები ქობულეთის დაცულ ტერიტორიას ესტუმრა.
2024 წლის 14 თებერვალს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრები სკოლის დირექტორ ბატონ მურად ჯიშკარიანთან და პედაგოგებთან მარინე რუსაძესა და ნინო ფაჩუაშვილთან ერთად ესტუმრნენ ქობულეთში მსოფლიო მნიშვნელობის და ჩვენი პლანეტის უძველეს პერკოლაციურ ტორფნარს ისპანი-2-ს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაწყებითების კათედრის ორგანიზებით, ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში, მეორე, მესამე და მეოთხე კლასელთათვის ღონისძიება გაიმართა. სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა მოსწავლეებს სხვადასხვა ნაწარმოებები წაუკითხეს. მოსწავლეებმა, კითხვის დასრულების შემდეგ, მასწავლებელთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს და დავალებები მიიღეს. სკოლის დირექტორის ინიციატივით, მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალება, რომელიც გულისხმობს ჩანახატის სახით დღევანდელი დღის შთაბეჭდილებებისა და სურვილების ჩაწერას, შემდგომში კრებულის სახით დაიბეჭდება.
საახალწლო ღონისძიება V ე კლასში
V ე კლასმა (დამრიგებელი მარი მარგველაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარინა ყურუა) საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა სტუმრებს.
ჩვენმა სკოლამ, ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკულ აკადემიასთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
2023 წლის ნოემბერში სკოლაში გამართულ პედაგოგთა რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ექსპერიმენტული ქიმიის ფუძემდებლის, დიდი პედაგოგის ნიკო ჯაფარიძის ხსოვნას, კონფერენციას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ნიკო ჯაფარიძის შთამომავლები -დავით, მარინა და ნინო ჯაფარიძეები. აღსანიშნავია ჩვენი სკოლის პედაგოგის, ქალბატონ მარინე რუსაძის შრომა და ძალისხმევა ამ მიმართულებით.
შეხვედრას პრაქტიკული შედეგებიც მოჰყვა - 2024 წლის 20 აპრილს, პედაგოგთა ჯგუფი, სკოლის დირექტორ ბატონ მურად ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, ესტუმრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას თბილისში, ქალბატონ მარინა ჯაფარიძის მიწვევით, რომელიც არის აღნიშნული სკოლის დირექტორის მოადგილე; ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს და საგანმანათკებლო დაწესებულებათა შორის დაისახა სამომავლო გეგმები.
ინტელექტუალური ვიქტორინა �„პირველად იყო სიტყვა“
VI დ კლასში, კლასის დამრიგებლის ნანა ხარაბაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დარინა ყურუას ორგანიზებით, ინტელექტუალური ვიქტორინა „პირველად იყო სიტყვა“ ჩატარდა.��მოსწვალეები ერთმანეთს გაეჯიბრნენ V-VI კლასებში ნასწავლი უცხო სიტყვების ცოდნაში. გუნდებს შორის გამოვლინდნენ I , II და III ადგილის მფლობელები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.
II გ კლასის საახალწლო დღესასწაული
რუსუდან მასწავლებლის II გ კლასის მოსწავლეებმა საოცარი სითბოთი და სილამაზით მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი
II ბ კლასის საახალწლო მეჯლისი
საახალწლო კარნავალი
მეშვიდე კლასების დამრიგებლების ნათია გვეტაძის, ნინო გიორხელიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ნანა ხარშილაძის, მზეო სალდაძისა და მაკა ყურაშვილის ორგანიზებით, სკოლის სააქტო დარბაზში საახალწლო კარნავალი გაიმართა. კარნავალზე, მოსწავლეებმა, სხვადასხვა ქვეყანაში გვამოგზაურეს, გაგვაცნეს მათი საახალწლო ტრადიციები და წეს-ჩვეულება, იმღერეს, იცეკვეს და ბოლოს ქართველი თოვლის ბაბუაც მოგვიყვანეს, მოგვილოცეს, დაგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და თავიანთი შემოქმედებით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს მეორე სკოლელებს.
მეცხრეკლასელთა საახალწლო კარნავალი
ჩვენი სკოლის მეცხრე კლასების მოსწავლეებმა (IXვ კლასი _ დამრიგებელი ირმა მაღლაფერიძე, IXე კლასი _ დამრიგებელი მაია გოცირიძე, IXდ კლასი _დამრიგებელი მანანა კაკუშაძე, IXგ კლასი _ დამრიგებელი ეთერი სიხარულიძე) საახალწლო კარნავალი გამართეს და ულამაზესი დღე გვაჩუქეს.
„მშობლები საუბრობენ პროფესიებზე“
III ე კლასის დამრიგებლის ინგა მეტონიძის ორგანიზებით , გაიმართა მშობლებთან შეხვედრა, სადაც მათ მოსწავლეებს საკუთარი პროფესიები გააცნეს.
მშობელთა ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე , მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მშობელთა პროფესიების მიმართ და აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში.
27 ოქტომბერი - მასწავლებლის ეროვნული დღეა!
27 ოქტომბერი - მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილებით, პირველად აღინიშნება საქართველოში, ჩვენი სკოლის VI ე კლასმა, დამრიგებლის ხათუნა ხეცურიანის ორგანიზებით, ულამაზესად მოგვილოცა!
X ბ კლასი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრობდა
ჩვენი სკოლის X (ბ) კლასის მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებთან ერთად (დამრიგებელი: ნინო დათაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ნინო თევდორაძე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრობდნენ, სადაც ბავშვებმა დეტალურად გაიგეს ხელისუფლების მე-3 შტოს (სასამართლო ხელისუფლების) მუშაობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ საქმეთა წარმოების წესს, დეტალურად განიხილეს შენობის ისტორია, ესტუმრნენ სხდომათა დარბაზებს და როლური თამაშის გამოყენებით მოსამართლისა და პროკურორის როლებიც წარმატებით მოირგეს.
მეხუთეკლასელთა ფიცის დადება ოცხელის საფლავზე
29 სექტემბერი დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის დაბადების დღეა.
ტრადიციულად, 29 სექტემბერს, იოსებ ოცხელის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა, ქუთაისის პანთეონში ,იოსებ ოცხელის საფლავზე პატივი მიაგეს ღირსეული მამულიშვილის ნათელ ხსოვნას და საზეიმო ფიცი დადეს.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლასა და ა(ა)იპ „პასკალი-2012“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და ა(ა)იპ „პასკალი-2012“-ს ხელმძღვანელმა დავით ადამაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმების მთავარი მიზანია ორივე მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთხელშეწყობა ახალგაზრდული პოლიტიკის დანერგვასა და პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და განსაზღვრონ და დაუკავშირონ სამომავლო პროფესია STEAM განათლებას;
დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის მოზარდებში ტექნოლოგიური მიმართულებიბის მიმართ ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება STEAM სწავლების მიმაართულებით და კონკურსების, შეჯიბრებების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება.
N2 საჯარო სკოლამ საქართველოს ბანკთან მემორანდუმი გააფორმა
2024 წლის 28 თებერვალს ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლასა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბანკი, ხუთი წლის განმავლობაში, 1000-1000 ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვებს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს.
მოგეხსენებათ, მოსწავლეთა სტიპენდიით დაჯლდოება, 2023-2024 სასწავლო წლის 15 სექტემბერიდან ხორციელდება.
დღეს კი ამ მეტად სასიკეთო საქმეს საქართველოს ბანკიც შეუერთდა. საქრთველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ 4 მოსწავლე მიიღეებს 1000-1000 ლარიან სტიპენდიას.
წარჩინებული მოსწავლეები
წარჩინებული მოსწავლეებისთის სტიპენდია დაინიშნა
ახალი სასწავლო წელი იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში სიახლეებით დაიწყო.�სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე სკოლის სტიპენდიანტი მოსწავლეები დააჯილდოვეს!�სკოლის ოთხ მოსწავლესა და ერთ კურსდამთავრებულს სტიპენდიები გადაეცა!��სტიპენდიები გადაეცათ:�სილოვან ხუნდაძის სახელობის სტიპენდია:�1)ლუკა მახათაძე,�2)ნათია ყურაშვილი�3) სოფო ჩხობაძე��იოსებ ოცხელის სახელობის სტიპენდია:�გიორგი ფახურიძე��"წლის მოსწავლე"- საბა მანაგაძე
2021-2022 ს.წ. კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ
ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.
2021-2022 სასწავლო წლის 28 კურსდამთავრებული მედალოსანი გახდა, მათ შორის 24-მა ოქრო, ხოლო 4-მა ვერცხლის მედალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მსვლელობისას, ბატონმა მერაბ კვიცარიძემ, სასიამოვნო სიახლე გააჟღერა. ბატონი მერაბის ხელშეწყობით, ჩვენი სკოლის მედალოსან კურსდამთვრებულებს, რომლებმაც სამედიცინოზე ჩააბარეს, ქალაქ რიზეში ორკვირიანი სტაჟირების კურსი დაუფინანსდებათ.
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, განათლების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.��მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული წამახალისებელი ჯილდო, პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.�
საქველმოქმედო ფონდმა „მელატრამ“ ჩვენი სკოლის XI/დ კლასის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე, კომპიუტერით დააჯილდოვა
საქველმოქმედო ფონდ „მეალტრას“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებთან მუშაობა, კერძოდ, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღებაში ხელშეწყობა, ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება. ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაესაჩუქრებინა ერთი მოსწავლე, რომელიც შეირჩა შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე. ამჯერად ორგანიზაციის რჩეული გახდა XI/დ კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ლია გვილავა) ანანო ჯინჭარაძე, რომელსაც გადაეცა პორტატული კომპიუტერი. სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ასევე პედაგოგ მარინე რუსაძეს აღნიშნულ აქტივობაში შეტანილი წვლილისთვის.
ნინი კუხიანიძე კონკურს "ნორჩი ჟურნალისტი"-ს გამარჯვებულია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა, ტრადიციული, სიტუაციური წერის საქალაქო კონკურსი ,,ნორჩი ჟურნალისტი“
იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნინი კუხიანიძემ [დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ ჭუმბურიძე] წარმატებით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში.
ნინის ნამუშევარი დასახელდა საუკეთესოდ და პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. ის დასაჩუქრდა დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით.�
შემოქმედ მოსწავლეთა XXI საქალაქო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნინი კუხიანიძე გახდა
მიმდინარე წლის 28 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შემოქმედ მოსწავლეთა XXI საქალაქო ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა. ი. ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის XIგ კლასის მოსწავლე ნინი კუხიანიძე (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი თათია ჭუმბურიძე) წარმატებით მონაწილეობდა აღნიშნულ კონკურსში. ნინი კუხიანიძე კონკურსის გამარჯვებული გახდა. მან შექმნა საუკეთესო პროზაული ნაწარმოები. ნინი დაჯილდოვდა დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით.
საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსი
2024 წლის 10 თებერვალს ა(ა)იპ ,,ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ გამოაცხადა საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის თავისუფალ თემაზე.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის XI კლასისა (დამრიგებელი თამარ ჭუმბურიძე) და IX კლასის (დამრიგებელი ნათია გაბუნია) მოსწავლეებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა თინათინ სვანაძე. მათ საინტერესოდ წარმოადგინეს საკონკურსო თემა: “XXII საუკუნე”. ახალგაზრდებმა მიმოიხილეს XXI საუკუნე, ისაუბრეს ქუთაისის პროგრესულ მომავალზე, ტექნოლოგიებისა და ხელოვნების გავლენაზე; წარადგინეს კვლევის შედეგები და შეაჯამეს აღნიშნული თემა სამომავლო იმედებით.
1 აპრილს, დროებითი კომისიის მიერ, დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე სკოლები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად ასახელეს N2 საჯარო სკოლა. ახალგზარდებმა მოპოვებული საჩუქრები სკოლის ბიბლიოთეკას უძღვნეს.
სასკოლო აპლიკაციის პრეზენტაცია - NeoSchool
მიმდინარე წლის 23 მარტს გაიმართა სასკოლო აპლიკაციის NeoSchool ნეოსკოლა პრეზენტაცია. აპლიკაციის ავტორები არიან მე-10/დ კლასის მოსწავლეები ოთარ ლაღაძე და აკაკი ხაჭაპურიძე. (დამრიგებელი მაია მორჩაძე , პედაგოგი და ორგანიზატორი მარინე რუსაძე )
აპლიკაცია გააუმჯობესებს სწავლება-სწავლის ხარისხს და გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით თითოეულ მოსწავლეს ექნება თავისი გვერდი, სადაც ნაჩვენები იქნება ამ მოსწავლის მიღწევები ანუ ექნება თავისი პორტფოლიო. ამ პორტფოლიოს შევსებაში ავტომატურად პოსტები მიიღებს მონაწილეობას. აპლიკაციაში ასევე იქნება ამოცანათა ბაზა, სადაც თემობრივად, კლასისა და საგნის მიხედვით მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა სირთულისა და ფორმატის ამოცანები ამოხსნან. მასწავლებელი პირდაპირ ნახავს, ვინ როგორ შეასრულა დავალება, ასევე ნახავს კლასის საშუალო შეფასებას და სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს. შესაძლებელი ხდება პრე-ტესტებისა და ტესტების ჩატარება. ამოცანების ფორმატიდან გამომდინარე, ღია შეკითხვების გარდა, გასწორება მოხდება ავტომატურად, შესაბამისად შედეგები ცნობილი იქნება დამთავრებისთანავე.
შემოქმედ მოსწავლეთა XXI საქალაქო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ბარბარე ნიგურიანი გახდა
მიმდინარე წლის 28 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შემოქმედ მოსწავლეთა XXI საქალაქო ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა.
ი. ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის V ვ კლასის მოსწავლე ბარბარე ნიგურიანი წარმატებით მონაწილეობდა აღნიშნულ კონკურსში.
ბარბარე ნიგურიანი კონკურსის “ყველაზე პატარა მონაწილე” გამარჯვებული გახდა. მან შექმნა საუკეთესო პროზაული ნაწარმოები.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: თეონა ჩიხლაძე
დამრიგებელი: ნანა მესხორაძე
ესეების კონკურსი� "დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის"
2023 წლის ნოემბერში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა ესსეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის- „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“.
კონკურსი განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
აღნიშნული კონკურსის ფინალისტი და საუკეთესო ათეულის წევრი გახდა ჩვენი სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლე, ლალიტა გერაძე, რომელიც მიწვეულ იქნა დაჯილდოვებაზე, რომელსაც გადაეცა სერტიფიკატი და სხვადასხვა საჩუქრები.
კლასის ხელმძღვანელი მაია მორჩაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი- ლილი შუბლაძე.
სპორტული მიღწევები
ფეხბურთელთა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა
ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ საქალაქო ტურნირში, სადაც ჩვენი ქალაქის საჯარო სკოლების ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ (10_11 ასაკობრივი ჯგუფი), იოსებ იცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა.��სკოლის სახელით , ვულოცავთ ნორჩ ფეხბურთელებს და მათ ხელმძღვანელს, ჩვენი სკოლის სპორტის კათედრის თავმჯდომარეს, ბატონ გოჩა კაკაურიძეს ამ დიდ წარმტებას!
წარმატებულ კალათბურთელთა მიღწევები
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლუკა კუჭავა, ლუკა თელია , ალექსანდრე ობოლაძე , დათი ხარძეიშვილი, მათე სვანიძე და დავით ხაჟალია, სულიკო თორთლაძის სახ. მე-11 სპორტული სკოლის საკალათბურთო კლუბის წევრები არიან.
2009 წელს დაბადებულთა საკალათბურთო გუნდმა, ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში ( EYBL) (European Youth Basketball League) წარმატებით იასპარეზა და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
გამარჯვებული სპორტსმენები მოპოვებული კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
ჩვენი სკოლის კალათბურთელი ბიჭები, პოლონეთში გაემგზავრნენ,კერძოდ, ქალაქ ვარშავაში და სუპერფინალში წარმატებით ითამაშეს.
ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში
საქართველოს კანოესა და ნიჩბისნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 2024 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი აკადემიური ნიჩბოსნობის ტრენაჟორებზე.
ჩემოიონატში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენის სკოლის მოსწავლეები: პაპუნა ბანძელაძე, იაკობ ხელაძე და იური ლაშქარეიშვილი, რომელთაც საპრიზო I, II და III ადგილები მოიპოვეს.
კალათბურთის ტურნირი
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის კალათბურთის გუნდმა , საქალაქო სასკოლო ოლიმპიადა ბავშვთა კალათბურთში მოიგო და საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
ბედნიერ და სასიამოვნო არდადეგებს გისურვებთ!