შეიცან სამშობლო შენი- აჭარა
2018 წელი
გონიოს ციხე
გონიოს ციხე, აფსაროსი — (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორტ გონიოში. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს ისტორიული ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე, ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით.
გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.
გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.
მახუნცეტის ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი — ბოტანიკური ბაღი ბათუმში, მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზე, გაშენებულია 111 ჰა ფართობზე.
ჩაქვის მახლობლად, ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო გეოგრაფი, ბოტანიკოსი და მოგზაური პავლე ტატარინოვი. მან 1892 წელს 10 ჰექტარ ფართობზე შექმნა
ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა, ყომრალი და ალუვიური. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბაღში კარგად ხარობს უნიკალური მცენარეები:
მუსიკოსთა პარკი
2016 წლიდან „მუსიკოსთა პარკი“ ფუნქციონირებს. 21 ჰექტარ ტერტორიაზე გაშენებულ პარკში გვხვდება უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, ლამაზი ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და სამი ღია სცენა. პარკის სივრცეში განთავსებულია სკვერი, სადაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას - ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მუდმივად ჟღერს ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა.