პოლონური საკითხი რუსულ პოლიტიკაში
XIX საუკუნის დასაწყისში
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
1569-1795
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
სამი გადანაწილების შემდეგ
რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I
23.12.1777- 01.12.1825 წწ.
ინგლისი
რუსეთი
ავსტრია
პრუსია
საფრანგეთი
1806-1807 წლების ომი
კონტინენტური ბლოკადა პირველი ნაბიჯები
1793 წელს საფრანგეთის ეროვნულმა კონვენტმა აკრძალა
ინგლისური ნაწარმის შეტანა საფრანგეთში; აკრძალვას დაექვემდებარა
ყველა მტრულად განწყობილი ქვეყნის პროდუქციის შეტანაც
1798 და 1803 წლებში ინგლისმა ოფიციალურად დაუდასტურა
ნეიტრალურ სახელმწიფოებს მისდამი მტრულად განწყობილი
სახელმწიფოებიდან პროდუქციის შეტანის უფლება ინგლისურ და
რუსულ პორტებში (ინგლისი – ზღვის ლომი თავისი შეზღუდვებით
ნეიტრალური სახელმწიფოების პროტესტს იწვევდა)
მალე, ინგლისის აღშფოთება გამოიწვია ამერიკული ხომალდების
ვესტინდოეთის ფრანგული და ესპანური კოლონიებიდან ინგლისურ პორტებში საქონლის შეტანასთან დაკავშირებით გაზრდილმა როლმა, მითუმეტეს რომ საქონლის შეტანა საფრანგეთსა და ჰოლანდიაშიც ხდებოდა
რეალურად, ინგლისის წინააღმდეგ კონტინენტური სისტემის გამოყენება
პირველად რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა სცადა XVIII-XIX
საუკუნეთა მიჯნაზე
ჯორჯ III - ინგლისის მეფი
ჩარლზ ჯეიმს ფოქსი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
(1782, 1783, 1806)
1806 წლის 16 მაისს მინისტრ ფოქსის (მეფეს სულ ოპოზიციაში ედგა, მხარს უჭერდა ამერიკის და საფრანგეთის რევოლუციებს) ინიციატივით გამოიცა ჯორჯ III დეკრეტი, რომლის თანახმადაც მდინარე ელბადან ბრესტის ნავსადგურამდე (საფრანგეთი) ნეიტრალური სახელმწიფოს გემებს ეკრძალებოდა შესვლა ან გამოსვლა ნებისმიერ ნავსადგურში, თუ ის მოდიოდა ან მიამერთებოდა ინგლისისადმი მტრულად განწოყობილ სახელმწიფოში. საუბარი არ იყო ტვირთის წარმომავლობაზე. გემის ავტომატურად დაპატიმრება და საქონლის ჩამორთმევა ხდებოდა. რეალურად კი აკრძალვა მდინარე სენადან ოსტენდის (ბელგია) ნავსადგურამდე მოქმედებდა
ინგლისი VS საფრანგეთი
მდ. ელბა
პორტი ბრესტი
მდ. სენა
მდ. ელბა
მდ. სენა
ბელგიური პორტი ოსტენდი
1806 წლის 21 ნოემბერს ბერლინის რეზიდენციაში (ფრიდრიხ ვილჰელმ III–ის აღმოსავლეთ პრუსიაში გადასვლის შემდეგ) ყოფნისას ნაპოლეონმა გამოსცა „ბერლინის დეკრეტი“, რომლის თანახმადაც საფრანგეთი, მისი ქვეშევრდომები და მოკავშირეები წყვეტდნენ სავაჭრო, საფოსტო და ნებისმიერი სახის ურთიერთობებს ინგლისთან. რომელიმე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ინგლისელი ავტომატურად ცხადდებოდა სამხედრო ტყვედ, მისი კუთვნილი საქონელი კონფისკაციას ექვემდებარებოდა, ისევე როგორც ინგლისთან კავშირში მყოფი ვერც ერთი ხომალდი ვერ შევიდოდა საფრანგეთის პორტში. კონტინენტური ბლოკადის გაუქმება, საბოლოოდ, ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ მოხდა
საფრანგეთი VS ინგლისი
1
2
3
1807 წლიდან საფრანგეთის ერთადერთ მტერს ინგლისი წარმოადგენდა. ინგლისმა წაართვა მას კოლონიები ამერიკასა და ინდოეთში და ხელს უშლიდა მის ვაჭრობას. რადგანაც ინგლისს გაბატონებული მდგომარეობა ზღვაზე ეჭირა, მის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ გზად კონტინენტური ბლოკადა რჩებოდა
კონტინენტური ბლოკადის მონაწილე 1, 2, 3
კატეგორიის ქვეყნები
1806–1815 – დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გატარებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ღონისძიებათა სისტემა
1812 წლის საფრანგეთ–რუსეთის ომი
რუსეთის მიერ კონტინენტური ბლოკადის პირობების დარღვევა (ნეიტრალური სახელმწიფოების გემებით სავაჭრო ურთიერთობების განახლება ინგლისთან და ფრანგულ საქონელზე ბაჟის გაზრდა)
რუსეთის სახელმწიფო ინტერესთა გაუთვალისწინებლობა ნაპოლეონის ევროპულ პოლიტიკაში (პოლონეთის საკითხი)
ალექსანდრე პირველის უარი საფრანგეთის იმპერატორზე დის მითხოვებაზე
რუსეთის მიერ საფრანგეთის რევოლუციის მიუღებლობა
ანტიფრანგული კოალიციის თავდაპირველი მიზანი – საფრანგეთში ბურბონთა რესტავრაცია
ანტიფრანგული კოალიციის საბოლოო მიზანი – საფრანგეთის რევოლუციის და ნაპოლეონიის ექსპანსიის შეჩერება
ვარშავის საჰერცოგო 1807-1813
„ვარშავის საჰერცოგო, პრუსიული მონეტა, პოლონური ჯარი, მეფე საქსონიიდან, ფრანგული კოდექსი...“
პოლონური ელიტის უკმაყოფილო ნაწილის პოზიცია!!!
ვარშავის საჰერცოგო – საფრანგეთის პროტექტორატი შეიქმნა 1807 წელს ტილზიტის ზავით პრუსიის და ავსტრიის შემადგენლობაში შემავალი პოლონური მიწების გაერთიანების საფუძველზე. დე ფაქტოდ იარსება 1813 წლამდე, როდესაც მეექვსე კოალიციის ქვეყნებმა დაიკავეს მისი ტერიტორია, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით კი საჰერცოგოს დიდი ნაწილი რუსეთს მიუერთდა და ასე შეიქმნა პოლონეთის სამეფო
ფრიდრიხ ავგუსტ I ვეტინი
ვარშავის საჰერცოგოს თავად საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ III დაინიშნა. შეიქმნა ხელისუფლება, სახელმწიფო საბჭო და ორპარლამენტიანი პარლამენტი (დეპუტატთა საბჭო და სენატი). სიტყვების: „პოლონეთი“ და „პოლონური“ გამოყენება პოლიტიკური მნიშვნელობით იკრძალებოდა
რაში მდგომარეობდა ვარშავის საჰერცოგოს შექმნის მიზანი/მიზნები და რა საფრთხე შეექმნა რუსეთს?
1808 წლის ერფრუტის შეხვედრა,
რომელზეც ტალერიანმა ალექსანდრეს დინასტიური ქორწინება შესთავაზა
ეკატერინე პავლეს ასული რომანოვა – ალექსანდრე პირველის და
ორჯერ გათხოვდა, ორივე შემთხვევაში მკვიდრ ბიძაშვილზე, გარდაიცვალა 31 წლის ასაკში
პეტრე ბაგრატიონი
უყვარდა, მოკლეს
ნაპოლეონი
უარი ეთქვა
მიხაილ დოლგორუკოვი
უყვარდა, მოკლეს
არშემდგარი ქორწინებები
1
2
3
1
2
ანა პავლეს ასული
ალექსანდრე კურაკინი
რუსეთის ელჩი პარიზში – „ბრილიანტის თავადი“
დიპლომატია და დაზვერვა ომის წინ
საფრანგეთში რუსეთის ელჩი – ალ. კურაკინი (1808–1812) ნაპოლეონის და ტალეირანის უშუალო მოთხოვნით იყო დანიშნული. მის სახელს უკავშირდება ტილზიტის ზავის გაფორმება. ის ურჩევდა ალექსანდრე I ნაპოლეონის წინააღმდეგ პატარა ომების (ესპანეთის მსგავი) წარმოებას და გენერალური ბრძოლის თავიდან აცილებას. 1811 წლის შემოდგომაზე კურაკინმა აუწყა ალექსანდე I მოსალოდნელი ომის შესახებ.
1810 წლიდან საფრანგეთმა რუსეთში განუსაზღვრელი რაოდენობის ჯაშუში გამოგზავნა: საუბარია ელჩებზე (ლ. კოლენკური, ჟ. ლორისტონი), ვაჭრებზე, მსახიობებზე, მოგზაურებზე, მსახურებზე, გუვერნანტკებზე, ექიმებზე, მასწავლებლებზე... ფრანგებმა სრულიად ლეგალურად ხელთ იგდეს 1801–1805 წწ. შედგენილი რუსეთის იმპერიის დეტალური რუკა, რომელიც გამოიყენეს კიდეც ომის დროს. მის შედგენაზე 22 ოფიცერს ჰქონდა ნამუშევარი. რუკა 114 გვერდისგან შედგებოდა
კარლ ფილიპ ცუ შვარცენბერგი
ავსტრიის ელჩი პარიზში
1812 წლის 14 მარტს საფრანგეთმა და ავსტრიამ ხელი მოაწერეს სამოკავშირეო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ავსტრიას რუსეთის წინააღმდეგ ომში 30 ათასი სამხედრო უნდა გამოეყვანა. ავსტრიელი სარდალი ვალდებული იყო ემოქმედა საფრანგეთის მთავარსარდლობის დირექტივების შესაბამისად. ომის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თუ მოხდებოდა პოლონეთის სამეფოს აღდგენა, ავსტრია ინარჩუნებდა გალიციას მისი „ილირიის პროვინციებზე“ გადაცვლის უფლებით. „ილირიის პროვინციები“ 1809 წლის შონბრიუნის საზავო ხელშეკრულებით საფრანგეთის დაქვემდებარებაში არსებული ავტონომიური ოლქი იყო, რომელიც
აერთიანებდა დალმაციას, ისტრიას და კრაინას. ანაზღაურებას ექვემდებარებოდა სხვა ზარალიც. თუმცა, 1812 წლის გაზაფხულზე ავსტრია–რუსეთს შორის საიდუმლო მოლაპარაკებით გაირკვა, რომ ავსტრიელები სულაც არ აპირებდნენ სერიოზულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც ავსტრიული არმია არ გაცდებოდა ორ სახელმწიფოს შორის საზღვარს
საფრანგეთი – ავსტრია
საფრანგეთი – პრუსია
ფრიდრიხ ვილჰელმ III
პრუსიის მეფე
1812 წლის 24 თებერვალს გაფორმდა საფრანგეთ–პრუსიის სამოკავშირეო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, პრუსიას რუსეთის წინააღმდეგ ომში 20 ათასი სამხედრო უნდა გამოეყვანა იმავე პირობით, რაც ავსტრიასთან იყო გათვალისწინებული. ომის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრუსიის მეფეც ითხოვდა ტერიტორიებს რუსეთის ხარჯზე (კურლანდია, ლიფლანდია, ესტლანდია)
საფრანგეთი – შვედეთი
კარლ XIV იუხანი
ყოფილი მარშალი ბერნადოტი
შვედეთის კრონპრინცს (კარლოს XIII შვილობილს) მოკავშირეობა საფრანგეთთან ერთად რუსეთმაც შესთავაზა. თუ საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ მხარდაჭერის სანაცვლოდ ფინეთს ჰპირდებოდა, ალექსანდრე I კრონპრინცს ნორვეგიას სთავაზობდა (დანიისათვის უნდა წაერთმიათ). ბერნადოტმა რუსეთის წინადადებაზე გააკეთა არჩევანი, არა იმ მიზეზით, რომ ფინეთი უფრო ღარიბი იყო, ვიდრე ნორვეგია, არამედ იმ მიზეზით, რომ რუსეთისგან ის დაცული არ გახლდათ, მაშინ როდესაც საფრანგეთისგან მას ზღვა ჰყოფდა
კარლ XIV იუხანი
ყოფილი მარშალი ბერნადოტი, ადვოკატის შვილი, მდაბიო წარმოშობის
შვედეთის მეფე კარლ XIV იუხანი
„მე ვარ ერთადერთი რესპუბლიკელი ევროპელ მონარქებს შორის“
სამხედრო კარიერის გაკეთება დაიწყო ნაპოლეონამდე ადრე (1788). დიდი პატივისცემით სარგებლობდა ხელმძღვანელობაში. რევოლუციის დროს იწყება მისი აღმსავლა. 18 ბრიუმერის გადატრიალების დროს მართალია მხარი არ დაუჭირა ნაპოლეონს, მაგრამ არც დირექტორიის დასაცავად გადადგა ნაბიჯი. დიდი პატივისცემით და ნდობით სარგებლობდა ნაპოლეონის თვალში, მაგრამ დაპყრობითი ომების დროს მის მიერ გადადგმული დამოუკიდებელი ნაბიჯები ნაპოლეონის გაღიზიანებას იწვევდა. ტყვედ ჩავარდნილებს დიდი პატივით ექცეოდა. სწორედ ასეთი დამოიკიდებულების წყალობით მოიპოვა შვედების სიმპათია და 1810 წელს შვედეთის პარლამენტმა ის კრონპრინცად აირჩია.
1818 წელს მეფე კარლოს XIII გარდაცვალების შემდეგ, ბერნადოტი მეფე გახდა. გარდაიცვალა 81 წლის ასაკში. მისი დინასტია დღემდე მართავს შვედეთს. მისი საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ინგლისთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზე. 1834 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, კარლ XIV ორთავე მათგანს ნეიტრალიტეტის შესახებ მემორანდუმი გაუგზავნა და ასე ჩაუყარა საფუძველი ცნობილ შვედურ ნეიტრალიტეტს. ისე გარდაიცვალა, რომ მან შვედური ენა ვერ ისწავლა. პარლამენტში გამოსვლისას შპარგალკას იყენებდა...
პოლინა ბონაპარტე – ბორგეზე
ალექსანდრე ჩერნიშევი
თუ ფრანგული დაზვერვა აქტიურად მოქმედებდა რუსეთის ტერიტორიაზე, არც რუსეთი იყო პასიურ მდგომარეობაში. პარიზის საელჩოზე მიმაგრებული სამხედრო დიპლომატიური აგენტი პოლკოვნიკი ალ. ჩერნიშევი (ნიკოლ I დროინდელი სამხედრო საქმეთა მინისტრი) ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული გახლდათ. მან შეძლო სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა ნაპოლეონის უსაყვარლეს დასთან, ისევე როგორც, მასზე არსებული საეჭვო ინფორმაციის მუხედავად, ის ნდობით სარგებლობდა ნაპოლეონის თვალშიც.
ყოველი თვის 1 და 15 რიცხვში სამხედრო საქმეთა მინისტრი დეტალურ ანგარიშს აწვდიდა ნაპოლეონს არმიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. საფრანგეთის გენშტაბში მყოფი აგენტის წყალობით აღნიშნული ანგარიში ჩერნიშევის და ბუნებრივია პეტერბურგის ხელში ხვდებოდა. მის სახელსვე უკავშირდება ნაპოლეონისათვის რუსეთის არასწორი რუკების მიწოდებაც, რამაც ასევე გავლენა იქონია 1812 წლის ომის მსვლელობაზე
1812 წლის საფრანგეთ–რუსეთის ომის გაჩაღებას წინ უსწრებდა რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი საგარეო პოლიტიკაში:
1812 წლის 22 მაისს მოლდავეთისათვის წარმოებული 5 წლიანი ომი –1806–1812 წლების რუსეთ–თურქეთის ომი დასრულდა. ომის დასრულებამ გამოათავისუფლა ადმირალ ჩიჩაგოვის დუნაის არმია, რომლის გამოყენებაც უკვე შესაძლებელი იქნებოდა ნაპოლეონის მოკავშირე ავსტრიის წინააღმდეგ
ამრიგად, რუსეთს ომის საფრთხე არც შვედეთიდან და არც თურქეთიდან არ ემუქრებოდა...
ნაპოლეონმა კი სწორედ ეს ვერ გაითვალისწინა
რუსეთის მორიგი დიპლომატიური წარმატება
ნეაპოლიტანის ამეფო
რეინის კავშირი
იტალიის სამეფო
ესპანეთი
საფრანგეთი
პრუსია
ვარშავის საჰერცოგო
შვეიცარია
ავსტრია
ნაპოლეონ ბონაპარტე
ლუი ნიკოლა დავუ F
ჟაკ მაკდონალდი F
მიშელ ნეი F
კლოდ ვიქტორ პერენი F
ნიკოლა უდინო F
ჟერომ ბონაპარტი WEST
კარლ შვარცენბერგი A
იოაჰიმ მიურატი NEAP
ლუდვიგ იორკი PR
იოზეფ პონიატოვსკი POL
ეჟენ დე ბოგარნე ITA
დიდი ბრიტაანეთი
მიხაილ ბარკლაი დე–ტოლი
შვედეთი
ესპანეთი
პორტუგალია
ალექსანდრე პირველი
რუსეთი
მიხაილ კუტუზოვი
პეტრე ბაგრატიონი
ალექსანდრე ტორმასოვი
რუსული კამპანიის მიზნები საფრანგეთისათვის:
კონტინენტური ბლოკადის გამკაცრება
პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღორძინება და მასზე ლიტვის, ბელორუსიის და უკრაინის მიწების მიერთება
ინდოეთში ერთობლივი ლაშქრობის მოწყობის მიზნით რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება
„თუ მე ავიღებ კიევს, რუსეთს ფეხებით დავიჭერ; თუ დავეუფლები პეტერბურგს, მე მას დავიჭერ თავით; მოსკოვის აღებით კი, მე მას დარტყმას გულში მივაყენებ“
ნაპოლეონი
რუსეთის სტრატეგიული გეგმები:
თავდაცვითი და შეტევითი
შეტევითი: ვარშავის საჰერცოგოს, სილეზიის და პრუსიის დაპყრობა
ან პრუსიის გადაქცევა მოკავშირედ
სტრატეგიული უკანდახევის საერთო პრინციპები შეიმუშავა რუსმა თეორეტიკოსმა დ. გ. ბიულოვმა. 1810 წელს განსახილველად წარდგენილ იქნა ლუდვიგ ფონ ვოლცოგენის გეგმა. გეგმის თანახმად უნდა მომხდარიყო გამაგრებული პუნქტების სისტემის შექმნა და განხორციელებულიყო საპირისპირო მიმართულებით ორი არმიის უკანდახევის სტრატეგია
1799 წლის 18 აპრილი. ფელდმარშალ სუვოროვის საზეიმო შესვლა მილანში
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი ლორდ კესტლრი
(1769-1822 წწ.)
ავსტრიის კანცლერი
კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი
(1773-1859 წწ.)
ფრიდრიხ–ვილჰელმ III
პრუსიის მეფე
(1773-1859 წწ.)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი შარლ მორის ტალეირანი
1754-1838 წწ.
რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I
1777-1825 წწ.
დიდი ბრიტანეთის ინტერესები
საზღვაო და სავაჭრო უპირატესობის განმტკიცება
დაპყრობილი კოლონიების შენარჩუნება
ახლო აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლის შეჩერება
საფრანგეთის ეკონომიკური დასუსტება
რუსეთისა და საფრანგეთის საზიანოდ პრუსიის გაძლიერება
იტალიაში ავსტრიის გაბატონება
ავსტრიის ინტერესები
საფრანგეთის გუშაგებად ნიდერლანდების, გერმანიის ფედერაციის, იტალიის და ნეიტრალური შვეიცარიის გადაქცევა
პანსლავიზმის შეტევის შეჩერება
მთელი პოლონეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის არ დაშვება
დუნაის სამთვაროების ალექსანდრე I გავლენის ქვეშ მოქცევის არ დაშვება
საქსონიასა და გერმანიაში პრუსიის გაბატონებისათვის ხელის შეშლა
ფრანც I
პრუსიის ინტერესები
საქსონიის, რაინის პროვინციების, ვესტფალიისა და შვედური პომერანიის ტერიტორიების მიერთება
მაინცის, კიოლნისა და ლუქსემბურგის ციხესიმაგრეებში თავისი გარნიზონის ჩაყენება
გერმანიაში პრუსიის გაბატონება
ფრიდრიხ–ვილჰელმ III
საფრანგეთის ინტერესები
პატარა ქვეყნების (ესპანეთი, სარდინია...) წარმომადგენლებში საფრანგეთის ნდობის აღდგენა
ლეგიტიმიზმის პრინციპის წინა პლანზე დაყენება
სხდომებში ყველა სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეობის მიღწევა
პრუსიის გაძლიერებისათვის ხელის შეშლა
იტალიასა და შვეიცარიაში ავსტრიის გაბატონებისათვის ხელის შეშლა
რუსეთის შემადგენლობაში მთელი პოლონეთის შეყვანისათვის ხელის შეშლა
დიდ ბრიტანეთთან დაახლოება
ვალანსის ციხე – ტალეირანის კუთვნილება
რუსეთის ინტერესები
მთელი პოლონეთის დასაკუთრება
ოტომანთა იმპერიის მოსპობა
მთელი საქსონიის პრუსიაზე გადაცემა
საქსონიის საკითხი
ლეგიტიმიზმის პრინციპი
გმადლობთ ყურადღებისათვის!