ათენა და კენტავრი“ შექმნილია 1483 წელს სანდრო ბოტიჩელის მიერ. ნახატი გახლავთ ფერწერული, მიეკუთვნება მითოლოგიურ ჟანრს, მასალად მხატვარს გამოყენებული აქვს ზეთის საღებავები. ნამუშევარი უფზისის გალერეაშია გამოფენილი.
ტილოზე გამოსახულია მომხიბლავი ქალწული, გვირგვინით დაგვირგვინებული და მძიმე ჰალბერით შეიარაღებული, რომელსაც ძლიერი ხელით კენტავრი უჭირავს სქელი თმით, მთელი გარეგნობით აჩვენებს მის ყველა ძალასა და უპირატესობას მასზე. ულამაზესი გვირგვინი, ნაქსოვი ზეთისხილის ტოტებით, გარს უვლის მკერდს და მკლავებს.
◤
3 of 5
შემოქმედმა არ გამოიყენა მკვეთრი, შავი ფერის ხაზები, რაც უფრო რეალისტურს ხდის ამ ნახატს. მან ამჯობინა ხაზის გადმოცემა ფერების საშუალებით. ნამუშევარში ვხედავთ ადამიანების ფორმებს. მას არ გამოუყენებია ჩამქრალი ფერები, თუმცა აქ არც მყვირალა ფერები ჩანს. ნახატის მიხედვით ძირითადი ფერების გარდა გამოყენებული აქვს შერეული ფერები. უფრო მეტად გამოყენებული არის ფერები: კანისფერი, ცისფერი, მწვანე და ყავისფერი. ფაქტურა არ გახლავთ უხეში, მხატვარს ნაზი მონასმებით აქვს შექმნილი ეს ნახატი. სივრცე არ არის გადატვირთული და ადვილად ასათვისებელია. კომპოზიციაში არის აქტიური ფერი. ნახატის მთავარი ფიგურებია : ქალწულის ფიგურა და მამრი კენტავრის ფიგურა. წონასწორობა არ არის დაცული. ფერადოვანი ლაქები ასიმეტრიულად არის განლაგებული, შეგვიძლია ვთქვათ რომ ნამუშევარი თავისუფალია. კომპოზიციაში დინამიკას განსაზღვრავს კენტავრი და ქალწული. რიტმში შეიძლება ჩაითვალოს ქალწულის თმის ან ტანსაცმლის მოძრაობა, ქარის ზემოქმედებით. მხატვარს აქვს სივრცითი პროპორციები დაცული, მას აქვს სივრცე გამოსახული.
◤
4 of 5
მხატვარმა შექმნა ეს ნახატი, ლორენცო დი პიერფრანჩესკო დე მედიჩის სემირამისთან ქორწილისთვის. ნამუშევარში შეიმჩნევა ხასიათები : თხრობითი და მინორული. ასეთ მითიურ ნამუშევრებს ყველგან შევხვდებით, რადგან ასეთი ნახატები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და ბევრის ყურადღბასაც იქცევს.