1 of 8

საქართველოში ორინტირების განვითარების შესაძლებლობების�გაძლიერება

2 of 8

  • სსიპ საქართველოს სპორტის სახლმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია SPORT FOR DEVELOPMENT – GEORGIA (SportDevGeo)-სა და განათლებისა და კულტურის ევროპულ აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) -ს შორის 2025 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, საგრანტო პროქეტი ORIENTEERING-GEO-ს ფარგლებში.
  • ORIENTEERING-GEO პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ორიენტირების სპორტის განვითარებას ტრენინგების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასკოლო პროგრამებში ინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

3 of 8

  • პროექტის ნომერი: 101246080
  • პროექტის სახელწოდება: საქართველოში ორინტირების განვითარების შესაძლებლობების
  • გაძლიერება
  • პროექტის აკრონიმი: ORIENTEERING-GEO
  • პროგრამა: Erasmus+ Sport
  • გამოცხადება (Call): ERASMUS-SPORT-2025-CB
  • თემა (Topic): ERASMUS-SPORT-2025-CB
  • ქმედების ტიპი: ERASMUS ერთიანი (Lump Sum) გრანტები
  • გრანტის გამცემი ორგანო: განათლებისა და კულტურის ევროპული აღმასრულებელი სააგენტო (European Education and Culture Executive Agency — EACEA)
  • გრანტის მართვა: იმართება ევროკავშირის Funding & Tenders Portal-ის (eGrants) მეშვეობით
  • პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე
  • პროექტის დაწყების და დასრულების თარიღი : საგრანტო ხელშეკრულების თანახმად, როომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 17 ნოემბერს, პროექტი დაიწყება 2025 წლის 1 დეკემბერს, ანუ ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველ დღეს, გაგრძელდება 24 თვის განმავლობაში და დასრულდება 2027 წლის 30 ნოემბერს.

4 of 8

5 of 8

საგანმანათლებლო პროგრამა გაგრძელდება შემდეგი ეტაპებით:

  • ეტაპი I — ორიენტირების ინსტრუქტორი
  • 2026 წლის 21–24 მაისი და 5–7 ივნისი
  • II ეტაპი — „ორიენტირების მწვრთნელი“
  • 2026 წლის 4–9 ნოემბერი და 19–22 ნოემბერი
  • III ეტაპი — კვალიფიკაციის ამაღლების გაცვლითი პროგრამა შვედეთში
  • 5-დღიანი სასწავლო ვიზიტი, რომელიც დაგეგმილია 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში
  • პროგრამის ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილე სკოლებს გადაეცემათ სპორტული ორიენტირების საბაზისო აღჭურვილობა/ინვენტარი, რომელიც გამოყენებული იქნება სასკოლო აქტივობებისა და შიდა შეჯიბრებების ორგანიზებისთვის.
  • ასევე, მონაწილეთა ნაწილს ექნება შესაძლებლობა, გაემგზავროს შვედეთში დამატებითი სწავლებისა და საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

6 of 8

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ასევე :

  • მწვრთნელთა მომზადების საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვის ანგარიში
  • სახელმძღვანელო
  • ეროვნული საწვრთნელი პროგრამის სილაბუსი (1–3 დონეები)

7 of 8

2026 წლის 7 ივნისს სპორტული ორიენტირების მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.�პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ფაზა გაიმართა, რითაც მონაწილეებმა დაასრულეს სასწავლო ციკლის საწყისი ნაწილი. ტრენინგის ფარგლებში მათ მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა სპორტული ორიენტირების მიმართულებით, შეისწავლეს სპორტული ორიენტირების საფუძვლები, რუკების კითხვა, ძირითადი სიმბოლოები და სპორტის სხვადასხვა დისციპლინა.�პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა გაიარეს შეფასება და ტესტირება, რის საფუძველზეც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.�დასკვნითი ეტაპის განსაკუთრებული ნაწილი იყო მონაწილეთა ჩართულობა თბილისის თასის შეჯიბრებაში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადათ როგორც გამოცდილ, ისე მოყვარულ სპორტსმენებთან ერთად.�პროგრამის პირველი ეტაპი მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, ახალი ცოდნა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა გახდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია — პროექტის შემდეგი ეტაპი ნოემბერში გაგრძელდება, სადაც მონაწილეები კიდევ უფრო ღრმა პრაქტიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვებიან.�პროგრამაში მონაწილეობდნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები თბილისის, ბათუმის, რუსთავისა და ქობულეთის სკოლებიდან, რომლებმაც შეისწავლეს სპორტული ორიენტირების საფუძვლები, რუკასთან მუშაობა, აქტივობების დაგეგმვა და სპორტული ორიენტირების სასკოლო გარემოში ინტეგრირების შესაძლებლობები.�

8 of 8

რა არის სპორტული ორიენტირება?

სპორტული ორიენტირება არის სპორტის სახეობა, რომელიც აერთიანებს მოძრაობას, ნავიგაციას, რუკის კითხვას და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. მონაწილეები რუკის გამოყენებით პოულობენ საკონტროლო პუნქტებს განსაზღვრული თანმიმდევრობით — ტყეში, პარკში, სკოლის ეზოში ან ურბანულ სივრცეში. სპორტული ორიენტირება ავითარებს როგორც ფიზიკურ აქტივობას, ისე აზროვნების უნარებს, რაც მას განსაკუთრებით გამოსადეგს ხდის როგორც სპორტული, ისე საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

სპორტული ორიენტირება საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპორტია. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტული ორიენტირების საერთაშორისო ფედერაცია 1977 წელს აღიარა. რეგულარულად ტარდება საერთაშორისო შეჯიბრებები, მათ შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები. სპორტული ორიენტირება ასევე წარმოდგენილია საუნივერსიტეტო და სასკოლო სპორტის საერთაშორისო სისტემაში.