1 of 10

თემა: ქიმია და მედიცინა

2 of 10

ქიმია

ქიმიას უდიდესი ადგილი უჭირავს კაცობრიობაში. მის გარეშე თითქმის არც ერთი სფერო არსებობს, ეს იქნება მედიცინა, აგრონომია, მშენებლობა, მეტალურგია, მეღვინეობა, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება (მათ შორის კოკა-კოლა), პარფიუმერიის, მინის დამზადება და სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომლებიც პრაქტიკულად ინტეგრირებულნი არიან ამ მეცნიერებასთან.

3 of 10

ქიმიას საპატიო და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მედიცინაში. მედიკამენტები, სასტერილიზაციო და სადეზინფექციო საშუალებების შექმნა, ფაქტიურად ქიმიის არსებობის გარეშე წარმოუდგენელია. უამრავი პრეპარატი, სამკურნალო საშუალება, აგრეთვე საანესთეზიო თუ ძლიერი ანალგეტიკური საშუალებები სწორედ ქიმიისგან იღებს საფუძველს. ამ დარგების ერთნეთთან მჭიდრო “თანამშრომლობით” უამრავი დაავადების განკურება, პრობლემის გადაჭრა და პრევენცია მოახდინა თანამედროვე მედიცინამ.

4 of 10

ნარკოტიკულ საშუალებებს დიდი ადგილი უჭირავს სამედიცინო სფეროში, მაგალითად მორფინი (ოპიუმის ალკალოდი) ყველაზე გავრცელებული და ცნობილია. მისი დახმარებით ოპერაციები ტარდება , ასევე ძლიერი ტკივილის კუპირება ხდება სიმსივნური დაავადებების დროს ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში. თუმცა მისი ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. მისმა გადაჭარბებით ან არამიზნობრივმა გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა შეუძლია.

5 of 10

ვიტამინების უმეტესობას ადამიანი ღებულობს საკვების დახმარებით, თუმცა ზოგიერთი დაავადების დროს, არასრულფასოვანი კვების ან არასათანადო გარემო პირობებში ვითარდება მათი დეფიციტი და საჭირო ხდება მისი დამატებით მიღება პრეპარატის სახით. ეს ყველაფერი მისი აღმატებულება ქიმიის საშუალებით ხდება. იწარმოება როგორც აბების ასევე სხვადასხვა გამოშვების სახით. ის რომ ისინი გემრიელია და მოსწონთ ბავშვებს (არა მარტო ბავშვებს) განპირობებულია მისი ქიმიური დანამატებით, რომელიც სასიამოვნო გემოს, სუნს და ფერს აძლევენ წამალს.

6 of 10

ანტიბიოტიკები- ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია მედიკამენტებში. პენიცილინი პირველი ანტიბიოტიკი აღმოჩინა და შექმნა ფლემინგმა 1929 წელს. ის დიდი აღმოჩენა იყო მედიცინის ისტორიაში. ამის შემდეგ მოხდა მისი წარმოების განვითრება. ის სხვადასხვა სახით არსებობს, რომელიც ინფექციური და ამა თუ იმ დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ალექსანდრე ფლემინგი

7 of 10

სისუფთავე, დეზინფექცია,სტერულური გარემო , ანტისეპტიკა და უსაფრთხოება ერთმნიშვნელოვნად ქიმიური შენაერთების და მათი პროდუქტების დამსახურებაა. იმისათვის რომ გვქონდეს სუფთა ხელები, რომელიც აუცილებელია, გვჭირდება საპონი, გელები ეს მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის და ჰიგიენისათვის. წყალბადის ზეჟანგს, ეთილის სპირტს, იოდს დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრილობების დამუშავებაში, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებში, ოპერაციებში. მათ გარეშე ფაქტიურად უძლურია მედიცინა.

8 of 10

დღევანდელი მსოფლიო მოცულია COVID 19 პანდეემიით, რომლის შედეგად დაინფიცირდა უამრავი ადამიანი და მათ შორის იყო ფატალური შედეგები. სწორედ ამის შესახებ არის უამრავი მოსაზრება და დავა რომელი ქიმიური საშუალება იქნება მისადაგებული ამ დაავადების მკურნალობაში. ქინაქინა არის უძველესი პრეპარატი,რომელსაც იყენებდნენ უძველესი დროიდან ცხელების დროს და ამის შესახებ დუტუ მეგრელის მოთხრობა ქინაქინადან ვიცით.

9 of 10

დასკვნა:

  • ქიმიისათვის არ არსებობს ძველი, გასული საუკუნეები თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, ის მუდამ აქტუალურია და პროგრესირებს.

  • ის არის ყველა მოვლენის, სხვადასხვა დისციპლინების და დარგების კატალიზატორი და ფუნდამენტი.

  • მედიცინა ქიმიის გარეშე წარმოუდგენელია.

10 of 10

გისურვებთ ჯანმრთელობას