1 of 6

კიბერბულინგი

cyberbullying

ავტორი:სოფი მეფარიშვილი

სკოლა:სსიპ ქალაქ თბილისის N.150 საჯარო სკოლა

რაიონი: ჩუღურეთი

კიბერბულინგის აქტუალობა

კვლევა და კვლევის მეთოდი

შედეგი

კიბერბულინგის აქტუალობა

კვლევა და კვლევის მეთოდი

შედეგი შეჯამება

2 of 6

კიბერბულინგი დღეს ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით სოციალური მედიისა და ინტერნეტთან წვდომის ფართო გავრცელების პირობებში. ეს პრობლემა გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე, თუმცა განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები და მოზარდები.

კიბერბულინგის შედეგები შეიძლება იყოს სერიოზული და მოიცავდეს ემოციურ და ფსიქიკურ ტკივილს, რაც გავლენას ახდენს პიროვნების თვითშეფასებაზე, სასწავლო მიღწევებზე და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, სკოლები და მშობლები იყვნენ ინფორმირებული კიბერბულინგის ნიშნების შესახებ და შეძლონ დროული და შესაბამისი რეაგირება.

თემის არჩევის მიზანი იყო გამეცნო ჩემი თანატოლებისათვის კიბერბულინგის არსებობა დღევანდელ ცხოვრებაში, როგორც პრობლემა. დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი და ამის შესახებ გაევრცელებინათ იმფორმაცია ბევრ ადამიანთან , ცნობიერების ამაღლების მიზნით.

კიბერბულინგის აქტუალობა

3 of 6

კვლევა და კვლევის შედეგი

კიბერბულინგის თემის გასაცნობად და გასავრცელებლად გამოვიყენე გამოკითხვის ფორმატი, სადაც თანატოლებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება. კვლევაში გამახვილებულია ყურადღება მოსწავლეების მოსაზრებებსა და გადაჭრის გზებზე.

კითხვების შექმნაში დამეხმარა GeoLab-ის ლექტორის, ხათუნა ციხელაშვილის მიერ გამოგზავნილი პრეზენტაცია.

კვლევის შედეგებს გაგაცნობთ სლაიდზე გამოტანის სახით და კითხვებს ლინკზე გადასვლით ნახავთ:

https://forms.gle/G92ycPSXHfEd3fL97

4 of 6

5 of 6

შედეგი, შეჯამება

ჩემს გარშემო მყოფ თანატოლებში, როგორც აღმოჩნდა, არ ყოფილა ბევრჯერ კიბერბულინგის შემთხვევა, რაც ძალიან კარგია. მართალია ყველა მათგანი აქტიურია სოციალურ ქსელში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბევრი მათგანი ფრთხილობს და იცავს თავის პროფილს.

როდესავ თავიანთი აზრები ჩამოწერეს, ბევრ მათგანს სწორად ჰქონდა გაანალიზებული კიბერბულინგის იდეა და სწორი მოსაზრებები გააზიარეს.

ჩემი აზრით თუ გვსურს კიბერბულინგს გავუმკლავდეთ, საჭიროა საკმაო რაოდენობის იმფორმაციას ვფლობდეთ. იმფორმაციის ცოდნით უფრო ადვილად ამოვიცნობთ კიბერბულერს და დავაღწევთ თავს მათი საფრთხის შემცველი მიმოწერებისგან.

6 of 6

მადლობა მოსმენისთვის