1 of 9

ზეგამტარობა

2 of 9

ზეგამატარობა – გამტარის თვისებაა, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ ელექტრული წინაღობა ნახტომით ეცემა ნულამდე, თუ მოცემულ მასალას მისთვის განსაზღვრულ კრიტიკულ ტემპერატურაზე დაბლა გავაცივებთ.

ზეგამტარობა აღმოჩენილია 25–ზე მეტ ლითონში, ბევრ შენადნობში და ზოგიერთ ნახევარგამტარშიც.

3 of 9

1911წელს ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა კამერლინგ–ონესმა აღმოაჩინა, რომ თხევად ჰელიუმში ვერცხლისწყლის გაცივებისას მისი წინაღობა ჯერ თანდათან მცირდება შემდეგ კი 4,12 K ტემპერატურაზე მკვეთრად ეცემა ნულამდე.

4 of 9

1987 წლის მარტში აღმოაჩინეს მასალები, რომელთა ზეგამტარობის ტემპერატურა 100 K–მდე იყო. ესაც საკმაოდ დაბალი ტემერატურაა მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ტემპერატურა -173 ცელსიუსია, თხევადი აზოტის ტემპერატურაა. აზოტი ბუნებაში დიდი რაოდენობითაა და მისი გათხევადების ტექნოლოგია კარგადაა დამუშავებული.

თეორიულად ნავარაუდებია ისეთი მასალის შექმნა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება გახდეს ზეგამტარი. ასეთი თვისების მასალა ძნელად მოსაპოვებელი არ არის. იგი კერამიკაა.

5 of 9

ზეგამტარების ერთ ერთი მთავარი განმასხავავებელი იდეალური გამტარებისგან არის მეისნერის ეფექტი, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1933 წელს, ანუ ზეგამტარულ მდგომარეობაში მასალიდან მაგნიტური ველის მთლიანი გამოდევნა. ამ მოვლენას პირველად დააკვირდნენ 1933 წელს გერმანელი ფიზიკოსები მაისნერი და ოქსენფელდი.

6 of 9

ზეგამტარი შეუვალია მაგნიტური ველისთვის. იგი მისგან აძევებს მაგნიტს და მაგნიტი იწყებს ლივლივს. მაგნიტის ასეთი “ლივლივი” ზეგამტართან ცნობილია ლევიტაციის სახელწოდებით

7 of 9

8 of 9

ინჟინრები დიდი ხანი ფიქრობდნენ ლევიტაციაზე დაყრდნობით შეექმნათ მატარებელი რომელიც იმოძრავებდა ყოველგვარი ხმაურისა და ხახუნის გარეშე და განავითარებდა ძალიან მაღალ სიჩქარეს. მოლივლივე მატარებლის სიჩქარემ იაპონიაში და გერმანიაში მიაღწია 300 კმ/სთ–ს.

9 of 9

ზეგამტარობის საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა გამოჩენილი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ვ.ლ. გინზბურგი

​

​