1 of 14

გაკვეთილის თემა: თბილისის ისტორია

გაკვეთილსი მიზანი: ვისწავლოთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრება , ტექსტის გაგება-გააზრება, სხვადასხვა ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.

 

მაღალი

საშუალო

განსავითარებელი

სასწავლო სტრატეგიების გამოყენება

აქტიურად პასუხობს შეკითხვებს; ერთვება დისკუსიაში; თავისუფლად აყალიბებს და ასაბუთებს აზრს. ზუსტად ასრულებს დავალების ინსტრუქციებს

პასუხობს შეკითხვებს; ერთვება დისკუსიაში; აყალიბებს აზრს, მაგრამ უჭირს დასაბუთება. ასრულებს დავალების ინსტრუქციებს

უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა. არ ერთვება დისკუსიაში. უჭირს აზრის გამოხატვა და დასაბუთება. უჭირს დავალების ინსტრუქციების გააზრება 

ტექსტის გაგება- გააზრება

ტექსტში ამოიცნობს ძირითად და მეორეხარისხოვან ინფორმაციას და ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს

ამოიცნობს გარკვეულ ინფორმაციას ტექსტიდან, ამყარებს კავშირებს

უჭირს ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოძიება და კავშირების დამყარება

ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

თამამად გამოთქვამს ვარაუდს უცხო სიტყვის მნიშვნელობის შესახებ; უცხო ლექსიკურ ერთეულებს ამოიცნობს კონტექსტის მიხედვით და ლექსიკონის დახმარებით; დამოუკიდებლად შეუძლია  დამხმარე გრაფიკული სქემების გამოყენება.

გამოთქვამს ვარაუდს უცხო სიტყვის მნიშვნელობის შესახებ; უცხო ლექსიკური ერთეულების ამოცნობას ცდილობს კონტექსტის მიხედვით და ლექსიკონის დახმარებით; შეუძლია  დამხმარე გრაფიკული სქემების გამოყენება.

გამოთქვამს ვარაუდს უცხო სიტყვის მნიშვნელობის შესახებ; უჭირს უცხო ლექსიკური ერთეულების ამოიცნობა კონტექსტის მიხედვით და ლექსიკონის დახმარებით; უჭირს დამოუკიდებლად გრაფიკულ სქემებზე მუშაობა.

შეფასების რუბრიკა

2 of 14

აქტივობა: „ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე“

ვიცი

მინდა ვიცოდე

რა გავიგე

რომელი სალოცავებია თბილისში?

3 of 14

მეტეხის ხიდი, შიიტების მეჩეთი თათრის (ახლანდელი ვახტანგ გორგასლის ) მოედანზე

4 of 14

5 of 14

ჯუმა მეჩეთი

თბილისის მეჩეთი (ჯუმა მეჩეთი) ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ნარიყალას ციხე-სიმაგრის ძირში, ბოტანიკურის ქუჩის ბოლოს მდებარეობს. იგი დღეისათვის ერთადერთი მუსლიმური სალოცავია ქალაქში.

6 of 14

7 of 14

თბილისის ათეშგა - სპარსული ცეცხლთაყვანისმცემლობის ტაძარი დედაქალაქში

ათეშგა

ათეშგა, ანუ ცეცხლის ტაძარი, ქვემო კალაში, ბეთლემის უბანში მდებარეობს.

სახელწოდება მოდის სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“ („ათეშ“ — ცეცხლი და „გაჰ“ — ადგილი) ცეცხლის საგზებელ ადგილს ნიშნავს. ტრადიციულად „ათეშგაში“ ცეცხლის დასანთებად მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებდნენ, რომელიც წვის დროს სასიამოვნო სურნელს გამოჰყოფდა.

8 of 14

9 of 14

უცხო სიტყვები

  • უჩვეულო-არაჩვეულებრივი, საოცარი
  • მაჰადიანობა- ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია, რომელიც გადმოცემით შექმნა მუჰამედმა, მაჰმადმა ახ.წ. VII ს-ში არაბეთში - მუსლიმანობა, ისლამი
  • ცეცხლთაყვანისმცელეთა საკერპე-რელიგიური რიტუალის შესასრულებელი ადგილი
  • მეჩეთი-მაჰმადიანთა სამლოცველო
  • დარბევა-აწიოკება, აკლება
  • საამირო-მუსლიმანურ ქვეყნებში სახელმწიფო ან სამფლობელო

10 of 14

კითხვები წაკითხვის შემდეგ

  1. მოძებნეთ ტექსტში აბზაცი, რომელშიც ქართველთა საამაყო თვისებაა მოცემული.
  2. მოძებნეთ ტექსტში აბზაცი, რომელშიც სასიხარულო ფაქტია გადმოცემული.
  3. მოძებნეთ ტექსტში აბზაცი/აბზაცები, რომელშიც ჩანს რომ ქართველები ტოლერანტები არიან.
  4. მოვნიშნოთ ყველაზე ემოციური აბზაცი.
  5. მოძებნე ტექსტში აბზაცი, რომელშიც უსამოვნო ფაქტია გადმოცემული საქართველოს ისტორიიდან.
  6. ამოიწერე ერთი ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად ჩათვალე და რატომ?

11 of 14

გასავლელი ბილეთი

დაწერე მოკლე შეჯამება წაკითხული საინფორმაციო ტექსტის შესახებ

12 of 14

საშინაო დავალება

გვ;48,სავ:1-7

ასევე:

მოამზადე სატელევიზიო რეკლამა თბილისის ღირსშესანიშნაობების შესახებ. წარუდგინე რეკლამა კლასელებს.

ან

შექმენი მეგზური (საინფორმაციო ფურცელი) ძველ თბილისში სამოგზაუროდ.

ან

მისწერე წერილი უცხოელ მეგობარს, რომელსაც ურჩევ თუ რატომ უნდა ესტუმროს თბილისს. მოიყვანე არგუმენტები, დაასაბუთე შენი მსჯელობა.

13 of 14

დროის ღერძი

ინსტრუქცია: ჩაწერე უჯრებში ტექსტში განვითარებული მოვლენები თანმიმდევრობის მიხედვით. შეგიძლია მიუთითო კონკრეტული თარიღი/დრო, თუ ტექსტი იძლევა ამის საშუალებას

735 წელს მურვან-ყრუს შემოსევა.

VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან არაბებმა საამირო დააარსეს

IX საუკუნეში თბილისი ბუღა თურქმა დაარბია.

1112 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა.

1795 წლის 11 სექტემბერს თბილისს აღა-მახმად ხანი მოადგა.

14 of 14

  • 3 რამ , რაც დაგამახსოვრდათ თბილისის შესახებ;

 

  • 2 საინტერესო ფაქტი;

 

  • 1 შეკითხვა რომელიც ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდა.

სტრატეგია „3-2-1“