სამხედრო გეოგრაფია
გეოგრაფიის გაკვეთილზე მრავალი თემის განხილვაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არის სამხედრო გეოგრაფია. ეს კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც გეოგრაფიასა და სამხედრო საქმეში მათ გამოყენებას შეისწავლის.
სამხედრო გეოგრაფია რამდენიმე ქვედარგად იყოფა. ესენია: ზოგადი საფუძვლები, სამხედრო ქვეყანათმცოდნეობა და საომარ მოქმედებათა შესწავლა. მას მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ მეცმიერებებთან, როგორიც არის, ზოგადად, გოეგრაფია თავისი მიმართულებებით( გეომორფოლია, მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია), კარტოგრაფია, გეოლოგია, ბოტანიკა და სხვა.
ჩინელი მხედართმთავრის უძველესისამხედრო-გეოგრაფიული ნაშრომია ,,ომის ხელოვნება”. მასში განხილულია სხვადასხვა ტიპის ადგილმდებარების გავლენა საბრძოლო მოქმედებებზე, ხოლო ამავე თემაზე მონაცემებს უკვე VI-XVI საუკუნეებში ვხვდებით. იტალიელმა სამხედრო თეორეტიკოსმა ნიკოლო მაკიაველიმ შექმნა ნაშრომი- ,,სამხედრო ხელოვნების შესახებ“.
ტერმინი ,,სამხედრო გეორგრაფია“ პირველად რუსმა მეცნიერმა მიხეილ ლომონოსოვმა გამოიყენა მე-18 საუკუნეში.
ქართუმა სამხედრო ხელოვნებამ შეიმუშავა პრინციპები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სულ უფრო ვითარდებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ XVII საუკუნეში შედგენილი რუკები სამხედრო თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას იძლევა.
1999 წელს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სამხედრო გეოგრაფიის განყოფილება. 2004 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში დაიწყო სამხედრო გეოგრაფიის სწავლება. 2011-2013 წლებში საქართველოს შეირაღებული ძლების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ტოპოგრაფიულ სამმართველოში მომზადდა და დაიბეჭდა ოფიცრის ატლასი, რომლის ერთი ბლოკიც მთლიანად საბრძოლო ოპერაციების კარტოგრაფიას ეძღვნება.
რელიეფს უკავშირდება როგორც სამხედრო სტრატეგიული, ისე ტაქტიკური და ოპერატიული დაგეგმარება. რელიეფს და გეოლოგიურ აგებულებას შესაძლოა ქონდეს როგორც დამცავი, ისე ხელის შემშლელი თვისებები.
ის გავლენას ახდენს გარემოს ძირითად ტაქტიკურ თვისებებზე: თავდაცვის პირობებზე, გამავლობაზე, შენიღბვაზე, დაკვირვებაზე, ორიენტირებასა და ცეცხლის წარმოებაზე. მისი ხასიათი და თვისებები განისაზღვრება ძირითადი მორფოლოგიური მახასიათებლებით (ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწევრება, ფერდობების დახრილობა).
მთებისთვის დამახასიათებელია: მკაცრი კლიმატური პირობები, გზების შეზღუდული რაოდენობა და გადაადგილების სირთულე, ორიენტირების, დაკვირვებისა და ცეცხლის წარმოების შეზღუდვა, კავშირის დამყარებისა და საინჟინრო მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა სირთულე და სხვა.
ამავე დროს, მთები თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ქედები, ვიწრო ხეობები, ვიწრო გასასვლელები და სხვა ხელს უწყობს ცეცხლის მრავალიარუსიანი სისტემისა და მყარი წრიული თავდაცვის ორგანიზებას. მთიანი რელიეფი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ჯარების შენიღბვისთვის, რაც მოქმედების მოულოდნელობას უზრუნველყოფს.
ბირთვისის ციხესიმაგრე
მსოფლიო ომების ისტორია მდიდარია მაგალითებით, სადაც საბრძოლო ოპერაციების ბედი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული გეოგრაფიული ფაქტორების გონივრულ გამოყენებაზე. ქართული სამხედრო ხელოვნება უკავშირდება იმ პრინციპებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობდა შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოების სრულყოფას, რაც იმითაც გამოიხატებოდა, რომ ქართველი მხედართმთავრები საზრიანად და ეფექტურად იყენებდნენ რთულ, მაგრამ მათთვის კარგად ნაცნობ გეოგრაფიულ პირობებს.
ქართველთა მუდმივი ბრძოლა დასახლებათა და სტრატეგიულ მიმართულებათა ხასიათზეც აისახა. მსხვილი დასახლებული პუნქტები შენდებოდა ბორცვებსა და შემაღლებულ ადგილებზე, რომლებსაც გარს ერტყა დიდი ლოდებისგან ნაგები კედლები, გალავნები, სპეციალური თხრილები.
დიდგორი/შამქორი/ბასიანი
განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებსაც ბევრგან დარაჯობდა და კეტავდა საგანგებოდ აშენებული ციხესიმაგრეები. ამასთან, რელიეფს ეფექტურად იყენებდნენ ინფორმაციის გასავრცელებლად, რაც ციხესიმაგრეებისა და სათვალთვალო კოშკების ქსელის მეშვეობით ხერხდებოდა.
საქართველოს ისტორიიდან ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა (დიდგორი, შამქორი და ტაშისკარი), სადაც ომის ბედი, პრაქტიკულად, გეოგრაფიული ფაქტორების რაციონალურმა და ეფექტურმა გამოყენებამ გადაწყვიტა.