1 of 11

�საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში�

2 of 11

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო),— გაეროს სპეციალიზებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.

იუნესკო

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლთა სიაში დღეისთვის წარმოდგენილია 1073 ძეგლი, მათ შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიის მთავარი მიზანი თითოეული ობიექტის დაცვაა.

3 of 11

არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნიეს ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ფესტივალები, ანბანი.

მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა  შედგება ძეგლების, შენობების, არქეოლოგიური ადგილების, ისტორიული ადგილების და "ბუნებრივი" ელემენტებისგან, როგორიცაა ხეები, გამოქვაბულები, ტბები, მთები და სხვა.

ასევე მოიცავს ხელოვნების ნიმუშებს, არქეოლოგიური ინტერესის მქონე საგნებსა და ყოველდღიური ცხოვრების საგნებს, როგორიცაა ჭურჭელი, ტანსაცმელი და სხვა კულტურული ობიექტები.

4 of 11

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, დღესდღეობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი შედის:

  • მცხეთის ისტორიული ძეგლები — მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო.

  • გელათის სამონასტრო კომპლექსი

  • ზემო სვანეთი

5 of 11

იუნესკოს სიაში 1994 წელს შეიტანეს და მასში გაერთიანებულია:

მცხეთის ისტორიული ძეგლები 

  • მცხეთის ჯვარი
  • სვეტიცხოველი
  • სამთავროს მონასტერი

ისინი 2009 წელს  საფრთხის  ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.

6 of 11

გელათის სამონასტრო კომპლექსი

იუნესკოს სიაში 1994 წელს შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ნომინაცია მოიპოვა და ნუსხაში ბაგრატის საკათედრო ტაძარიც შევიდა. 2010 წელს იუნესკოს კომიტეტის 34-ე სესიაზე ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.

2017 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსი ამ სიიდან ამოიღეს, ბაგრატის  ტაძარი კი, იმავე სესიის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ორგანიზაციის მფარველობიდან გავიდა, ჩატარებული რეკონსტრუქციის გამო.

7 of 11

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1996 წელს შევიდა. მასში შედის ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში.

ზემო სვანეთი

8 of 11

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობითი სია, რომელშიც წარმოდგენილია სამი ქართული ნომინაცია.

9 of 11

ქართული მრავალხმიანობა

2001 წელს ქართული მრავალხმიანობა UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, ხოლო 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ, ის შეიტანეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. აღსანიშნავია, რომ ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო უნიკალურ, ხელთუქმნელ 19 შედევრს შორის დასახელდა.

10 of 11

ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი 

იუნესკოს სიაში შეიტანეს 2013 წელს.

11 of 11

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა

2016 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ამ დასახელებით შევიდა ქართული ანბანის სამი სახეობა — ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.

ნუსხური

მხედრული

ასომთავრული