ვე ნაწილაკიან სახელთა მართლწერა
ავტორი: სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კურეტიშვილი
ვე ნაწილაკის გამოყენება ნაცვალსახელებსა და რიცხვით სახელებში
ნაცვალსახელთა უკანასკნელი ჯგუფები (მიმართებითი, განუსაზღვრელობითი და უარყოფითი) ძირითადად ნაწილაკების დართვით არის წარმოქმნილი. ნაცვალსახელებს სხვა ნაწილაკებიც (-ვე, -ღა) დაერთვის. გასათვალისწინებელია, რომ ნაცვალსახელთა ბრუნების დროს ეს ნაწილაკებიც ფუძეს შეხორცებული სახით გამოიყენება; ვე ნაწილაკი დაერთვის შემდეგ ნაცვალსახელთა ბრუნვის ფორმებს: ეს, ეგ, ის, იგი, ასეთი, ეგეთი, ისეთი, ამდენი, მაგდენი, იმდენი და ყოველი.მათ სრული პარადიგმა აქვთ.
ამგვარადვე იბრუნვის ეგეთივე, მაგდენივე და იმდენივე.
ვე-ნაწილაკდართული ნაცვალსახელების ვე-ნაწილაკფუძიანი ვარიანტებით ჩანაცვლება დასაშვებია,მაგრამ ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. ასეთადვე ესახებოდა ცხოვრების ბოლო წამიც.-ჩანაცვლება: ასეთივედ ესახებოდა ცხოვრების ბოლო წამიც.�
.
ეს ეგ, ის და იგი ნაცვალსახელები ფუძემონაცვლენი არიან,შესაბამისად, ვე-ნაწილაკდართული ფომებიც ფუძემონაცვლეა:
�
ეს,ეგ,ის და იგი ნაცვალსახელებისგან ვე ნაწილაკით იწარმოება ახალი ფუძეები და შესაბამისად-ნაწილაკფუძიანი ფორმები,რომლებიც ქმნიან ახალ პარადიგმებს:
ეს-> ესევე
ეგ-> ეგვე
ის-> ისვე
იგი-> იგივე
ესვე,ეგვე და ისვე ნაწილაკფუძიანი ნაცვალსახელები ისევე ფუძემონაცვლეა,როგორც ეს, ეგ, ის:
იგივე ნაცვალსახელი ფუძემონაცვლეა (სახელობითის გარდა ყველა სხვა ბრუნვაში ენაცვლება ფუძე იმავე): იმავე-მ,იმავე-ს,იმავე-ს(ი)და ა.შ.სალიტერატურო ქართულისთვის მიუღებლად არის მიჩნეული ფორმები; იგივემ,იგივეს...სალიტერატურო ენის მართებულ ვარიანტებად უნდა მივიჩნიოთ იმავე-ფუძიანები,რადგან ნაცვალსახელი იგი ფუძემონაცვლეა და შესაბამისად,ნაწილაკფუძიანი იგივე-ც ფუძემონაცვლე უნდა იყოს.პარადიგმა ასეთ სახეს მიიღებს:
იგივე ნაცვალსახელს აქვს ნარიანი მრავლობითის ფორმა სახელობით ბრუნვაში: იგივე-ნ-ი
ფუძემონაცვლე იქნება აგრეთვე ნაცვალსახელი იგივე შესიტყვებაში ერთი და იგივე:
რიცხვით სახელებთან მხოლოდ ვე ნაწილაკი გამოიყენება ფუძის წარმომქმნელ აფიქსად; ენაში დასტურდება როგორც ვე-ნაწილაკფუძიანი,ისე ვე-ნაწილაკდართული ფორმები:
ნაწილაკდართული ნაწილაკფუძიანი
გმადლობთ ყურადღებისთვის!