დილის და საღამოს საათები
8.12.2020
სკოლაში სწავლა 9 საათზე იწყება, მერე გადის მთელი დღე. მერე ღამდება, ადამიანები იძინებენ. მერე ისევ თენდება და ისევ დგება 9 საათი. ამასობაში გადის 24 საათი. რადგან ისრებიან საათზე მხოლოდ 12 დანაყოფია, პატარა ისარი ციფერბლატს დღე-ღამეში 2-ჯერ შემოუვლის.
ახალი დღე იწყება, როგორც კი შესრულდება ღამის 12 საათი. ამიტომ 9 საათი ორჯერაა, დილით და საღამოს.
12 საათი რომ შესრულდება, შუადღეა. 1 საათის შემდეგ 13 საათია, ანუ ისრებიან საათზე პირველი საათია.
შუაღამეა
დილის 9 საათია საღამოს 9 საათია
00:00
09:00
21:00
N 1
რა ციფრები იქნება ელექტროსაათზე თუ ისრებიან საათზე:
ა) დილის 8 საათია;
ბ) დილის 2 საათია;
გ) საღამოს 7 საათია.
N 3
დაახლოებით რამდენი მეტრია?
ა) 4 მ 7 სმ;
ბ) 4 მ 70 სმ.
N 4
რომელია კენტი და რომელი - ლუწი?
239, 542, 111, 78, 604.
N 5
რა დღე იქნება ხვალ, თუ ზეგ არის შაბათი?
რა დღე იქნება ზეგ, თუ დღეს არის პარასკევი?
N 6
რამდენია ?
N 7
რომელი საათი იქნება 12 საათის შემდეგ, თუ დილით საათის ისრები ასე იყო?
N 8
გაიხსენე სანდროს პიქტოგრამები და დაასახელე კაცუნების ზომა და რაოდენობა, რომელიც გამოგადგება ამ რიცხვების ჩაწერისას:
ა) 403
ბ) 230
გ) 715
N 11
შევავსოთ ცხრილი ზეპირად:
+ | 5 | 1 | 8 | 2 | 4 | 6 | 3 | 7 |
25 | | | | | | | | |
351 | | | | | | | | |
122 | | | | | | | | |