საზაფხულო ონლაინ სკოლა - ფინალური დავალება�ციფრული მოქალაქეობის კომპონენტი�პროექტი №1
ავტორი: მარიამ დეკანოიძე
სკოლა: საჩხერის №2 საჯარო სკოლა
რაიონი: იმერეთი
პრეზენტაცია
პრეზენტაციაში წარმოგიდგენთ:
წყაროზე დაყრდნობით ვეცნობით ზოგადად ხელოვნური ინტელექტის განვითარების ისტორიას. ტექსტში გვხვდება ინფორმაცია ტალოსის კულტზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის იდეა გახდა. ასევე გვხვდება ინფორმაცია პირველ პროგრამაზე რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიქმნა და რომელმაც 1997 წელს ჭადრაკში, მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი დაამარცხა. წყაროში მაგალითის სახითაა მოყვანილი 2001 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა „ხელოვნური ინტელექტი’’, სადაც პატარა რობოტმა დევიდმა, მშობლებისთვის შვილი ჩაანაცვლა, რადგან ადამიანური გრძნობების გამოხატვა შეეძლო. ასევე საუბარია რობოტ სოფიაზე, ის ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტია რომელიც 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა. საბოლოო ჯამში წყაროში მოცემული ინფორმაციით ვიგებთ თუ საიდან მოდის და საით მიდის ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომ ხელოვნური ინტელექტი დღითიდღე იხვეწება და მალე ადამიანთა ცხოვრებაში კარგად დაფუძნდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ღრმად გაიდგამს ფესვებს.
რაც შეეხება მეორე წყაროს, მისი ინფორმაციით ხელოვნური ინტელექტის მასიურ გამოყენებას ბევრი ცუდი მხარეც გააჩნია. წყაროს თქმით, მეცნიერები ამბობენ რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემებს შეუძლიათ მარტივად დაჯაბნონ ადამიანების აზროვნება. რომ გახშირდება ინტერნეტ-თაღლითობა, მაგალითად როგორიცაა ფიშინგის შემთხვევები და ა.შ. ასევე ტექსტში წინ წამოწეულია ისეთი რისკები როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული ავტომობილები, რომ მათმა მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება ფატალური შედეგები მოიტანოს. გარდა ამისა საუბარია რისკზე რომ ხელოვნურ ინტელექტს მალე ომების დროსაც გამოიყენებენ. მეორე წყარო საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე გვაფიქრებს. თუმცა რამდენია იმის ალბათობა რომ რისკები და საფრთხეები გამართლდეს? ან რამდენად გადაწონის ამ საფრთხეებს ხელოვნური ინტელექტის დადებითი მხარე?
მესამე წყაროში ღრმადაა აღწერილი ხელოვნური ინტელექტის მიზანი და მნიშვნელობა. აქ განხილულია ადამიანის გონების ფუნქციები, რომელთა მიღწევისკენაც ხელოვნური ინტელექტი მიისწრაფვის. ასევე წყაროში გვხვდება Turing ტესტის შესახებ. ამ ტესტის მეშვეობით იზომება ხელოვნური ინტელექტის დონე, რამდენად ჰგავს მისის პასუხები, ტესტის შეკითხვებზე, ადამიანისას. გარდა ამის წყაროში საუბარია, რომ ხელოვნურ ინტელექტს გააჩნია თვითგანვითარების უნარი და შეუძლია ადამიანის გონების უკან ჩამოტოვება. შესაძლოა ის მალე ყველაზე დიდ გამოგონებად იქცეს თუმცა აუცილებელია ვისწავლოთ მისი მიზნების, ჩვენს მიზნებთან შეთანხმება. წყაროში განხილულია ხელოვნური ინტელექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე მისი მაგალითები რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. საბოლოოდ ამ წყაროში ხელოვნური ინტელექტის ორივე მხარეა განხილული, დადებითიც და უარყოფითიც , რაც კარგ სურათს ქმნის ამ ორის შესადარებლად.
Turing test;
წყარო №1
წყარო №2
წყარო №2
ოფიციალური რესურსი-რას ამბობს AI (CHATGPT) თავის თავზე
შეჯამება