1 of 9

განათლება მდგრადი განვითარებისათვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს რეზოლუცია − „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა“. 2017 წლის 6 ივლისს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დადგინდა მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორთა ჩამონათვალი . მდგრადი განვითარების მიზნები მსოფლიოს გარშემო აერთიანებს ქვეყნების ხელისუფლებებსა და მოსახლეობას შემდეგი ღირსეული ამოცანების შესასრულებლად: სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება, თანასწორობის ხელშეწყობა, ქალაქების მდგრადობა, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, ოკეანეებისა და ტყეების დაცვა, ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა.

2 of 9

მდგრადი განვითარების სამგანზომილებიანი მოდელი

მდგრადი განვითარება მოიაზრებს ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას, როგორც მოკლე და საშუალო, ასევე ხანგრძლივი ვადით; მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით.

მდგრადი განვითარება ეკონომიკური და სოციალური

განვითარებაა, რომელიც ბუნებრივი რესურსების შემცირების გარეშე მიმდინარეობს;

3 of 9

მდგრადი განვითარების სათავეები

ტერმინის მდგრადი განვითარება ისტორიული ფესვები XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს.

1713 წელს შეიქმნა გერმანული სატყეო ცნობარი,რომელშიც პირველად იქნა გამოყენებული სიტყვა „Nachhaltigkeit“, ინგლისურად ითარგმნება, როგორც „sustained yield“ (შენარჩუნებული მოსავალი). ეს ტერმინი ნიშნავდა მხოლოდ იმ რაოდენობის ხეების მოჭრის პრაქტიკას, რომელიც მომავალში ტყის რეგენერაციას (აღდგენას) არ შეუშლიდა ხელს. 1968 წელს ამერიკელმა ეკოლოგმა და ფილოსოფოსმა გარეტ ჯეიმს ჰარდინმა დაწერა ესე „საერთო რესურსების ტრაგედია“, რომელშიც ყურადღება გაამახვილა ინდივიდუალური ქმედებების საფრთხეზე საერთო რესურსების ამოწურვის თვალსაზრისით. ჰარდინი თვლიდა, რომ ადამიანების ულიმიტო მოხმარებისკენ მისწრაფება საბოლოოდ დედამიწის რესურსების ჭარბ მოპოვებას და ამოწურვას გამოიწვევდა.

4 of 9

მდგრადი განვითარების კონცეფციის ფორმირების ისტორია

მდგრადი განვითარების ისტორიაში გარდამტეხია 1972 წელი, როდესაც ქალაქ სტოკჰოლმში (შვედეთი) 5-16 ივნისს გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი კონფერენცია გარემოსა და მდგრად განვითარებაზე. კონფერენციაში 114 სახელმწიფო და დიდი რაოდენობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არასამთავრობო დამკვირვებელი მონაწილეობდა. სტოკჰოლმის

კონფერენცია გაეროს მიერ ჩატარებული კონფერენციებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. შეხვედრა ჩატარდა ცივი ომის პერიოდში, რამაც თავისებური ზეგავლენა მოახდინა მასზე, თუმცა პოსტსოციალისტური ქვეყნები დღეს აქტიურად იზიარებენ სტოკჰოლმის კონფერენციის შედეგებს.

1972

სტოქჰოლმის დეკლარაცია

1977

სამთავრობათაშორისო კონფერენცია

თბილისის

დეკლარაცია

1987

ბრუტლანდის

კომისია

1992

რიოს დეკლარაცია

გარემოსა და

განვითარებაზე

2012

რიოს კონფერენიცა

„მომავალი

რომელიც

გვსურს“

2015

მდგრადი

განვითარების

მიზნები

5 of 9

განათლება მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერებისა და განათლების როლი და მნიშვნელობა სცდება ახალი ცოდნის შეძენისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ჩარჩოებს. განათლება ყოველთვის წარმოადგენდა მოქმედ ინსტრუმენტს აზროვნებისა და ქცევის სტერეოტიპების შესაცვლელად, საზოგადოების, ეკონომიკისა და, მთლიანად, სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ დღესაც, განათლებას უმთავრესი როლი აკისრია იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითრების მისაღწევად.

მდგრადი განათლება და განათლება მდგრადი განვითარებისათვის ერთმანეთის შემცვლელი ტერმინებია და ორივე მდგრადობის სწავლების პრაქტიკას აღწერს. XXI საუკუნის პირველ საერთაშორისო დოკუმენტში „ დღის წესრგი – მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“ , განათლება განსაზღვრულია, როგორც მდგრადი განვითარების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და გამოყოფილია განათლების სფეროში მოქმედების არეალები.

6 of 9

განათლება მდგრადი განვითარებისათვის კონცეფციის საფუძველია:

საყოველთაობა და განათლების უწყვეტობა;

მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან;

თანამედროვე მეცნიერული მიღწევების ინტეგრაცია ეკოლოგიურად მდგრადი სოციუმის მოდელების განვითარებისათვის;

სწავლებისა და აღზრდის შეთანაწყობა;

სწავლებისას ინტერდისციპლინური მიდგომა;

პოზიტიური ურთიერთკავშირი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და გამოცდილებასა და შემოქმედებითობაზე დაფუძნებული სწავლება.;

7 of 9

განათლება მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელობის გასააზრებლად და აღიარებისთვის გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005-2014 წლები „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ ათწლეულად გამოაცხადა.

გაკვეთილებზე მუდმივად უნდა ექცეოდეს ყურადღება შესასწავლ საგანსა და ბუნებრივი, ეკონომიკური, სოციალური და ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის სხვა ასპექტების მდგრადობას ან არამდგრადობას შორის ურთიერთკავშირს. სწავლების პროცესი აუცილებელად ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მოსწავლეებმა თავად გამოიტონან დასკვნა ადამიანის ცხოვრებასა და გარემოს შორის ჰარმონიულობის აუცილებლობის არსებობის შესახებ.;

8 of 9

არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მისია, ვიდრე საყოველთაო განათლებაა...

განათლება მდგრადი განვითარებისათვის არც ახალი პროგრამაა და არც ახალი დისციპლინა. იგი, მხოლოდ და მხოლოდ, განათლების სფეროში პოლიტიკის მიდგომების შეცვლაა და მისი ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიზანი ისაა რომ, დაეხმაროს პედაგოგებს, რათა მათ შეძლონ ჩართონ მდგრადი განვითარების ამოცანები და იდეები საკუთარ სასწავლო პროგრამებში. ცხადია, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა უმთავრესი მაინც პედაგოგთა, და მთელი განათლების სისტემის დაინტერესებაა, თუმცა საზოგადოების წინაშე მდგარი ამ პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზები არ არსებობს. აუცილებელია ადამიანებს ვასწავლოთ უკეთ გააცნობიერონ, შეიმეცნონ და გაიაზრონ ის, რაც ჩვენ გარემომცველ გარემოში, ეკონომიკასა და საზოგადოებაში ხდება და დღესვე იპოვონ პრობლემების გადაწყვეტის ოპტიმალური გზები საზოგადეობის ყველა წევრისა და გარემოს ინტერესების დაცვისა და ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით.

9 of 9

განათლება მდგრადი განვითარებისათვის – ესაა მუდმივი შემეცნებისა და სწავლების პროცესი. მასწავლებლები მუდამ მზად უნდა იყვნენ გადახედონ და ხელახლა გაიაზრონ ადრე არსებული და დამკვიდრებული შეხედულებები, რომელთა საპასუხოდ მსოფლიოში ხდება და კვლავაც მოხდება ცვლილებები.

მასწავლებლების წინაშე 4 ძირითადი ამოცანა დგას:

1. დაეხმაროს მოსწავლეებს შეიმეცნონ რატომაა მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გაგება საჭირო და აუცილებელი;

2. აქტიურად ჩართონ მოსწავლეები მდგრადი განვითარების პრობლემების განხილვაში;

3. ასწავლონ როგორ უნდა შეძლონ პრობლემების სხვადასხვა რაკურსით განხილვა;

4. ასწავლონ და წაახალისონ მოსწავლეები, რომ მდგრადი განვითარების პრობლემებზე იფიქრონ არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ ფორმალური განათლების სისტემის გარეთაც;