1 of 11

რესურსის ავტორი:

ზაზა

შულაია

2 of 11

თქვენი აზრით, რა არ შეიძლება

სიტყვათა გადატანისას ?

3 of 11

ა) ერთმარცვლიანი ანუ ერთხმოვნიანი სიტყვის გადატანა; იგი უნდა დარჩეს ერთ სტრიქონზე: თხრის, გვგვრის...

სიტყვათა გადატანისას არ შეიძლება:

4 of 11

ბ) ერთი ასოს (ხმოვნის ან თანხმოვნის) სტრიქონზე დატოვება ან მომდევნო სტრიქონზე გადატანა; უნდა დარჩეს ორი ასო მაინც: აუ-გია, ატე-ლიე...

) მხოლოდ თანხმოვნების (ორის ან მეტის ) სტრიქონზე დატოვება ან მომდევნო სტრიქონზე გადატანა; უნდა დარჩეს ერთი ხმოვანი მაინც: თრთვი-ლი, ბრდღვნი-და, ან-სამბლს...

5 of 11

მართებული/მცდარი?

  • თხ-რის; გვ-ის;
  • აუ-გია; თრთვი-ლი;

6 of 11

2. ორ - ან მეტმარცვლიანი სიტყვები უნდა გადავიტანოთ შემდეგი წესების მიხედვით:

ა) თუ ხმოვანს მოსდევს ხმოვანი ბგერა, მაშინ გადატანისას შეიძლება მათი გაყოფა: გა-იგო, მა-ისი, და-აარსა ან დაა-არსა...

ბ) თუ ორ ხმოვანს შორის ერთი თანხმოვანია, მაშინ ის გადავა მომდევნო სტრიქონზე; არ შეიძლება სიტყვის გათიშვა ამ თანხმოვანზე. უნდა გადავიტანოთ შემდეგნაირად: მა-ტარებელი, მატა-რებელი, მატარე-ბელი ან მატარებე-ლი, აბა-ზანა ან აბა-ზა-ნა...

7 of 11

გ) თუ ორ ხმოვანს შორის ორი თანხმოვანია, მაშინ პირველი რჩება წინა სტრიქონზე, მეორე გადადის მომდევნოზე: ორ-მო, წიგ-ნი, ოთ-ხი, აფ-თარი, ხორ-ბალი, სატ-ყეო...

დ) თუ ორ ხმოვანს შორის ორზე მეტი თანხმოვანია, მაშინ წინა სტრიქონზე უნდა დარჩეს ან მომდევნო სტრიქონზე გადავიდეს ერთი თანხმოვანი მაინც. უნდა გადავიტანოთ შემდეგნაირად: დააფ-რქვევს, დააფრ-ქვევს, დააფრქ-ვევს... სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის უკეთ აღსაქმელად დასაშვები ვარიანტებიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მეტი ფუძისეული თანხმოვნის დატოვებას წინა სტრიქონზე (დააფრქ-ვევს...).

8 of 11

აფიქსისა და ფუძის ანდა კომპოზიტის შემადგენელი ნაწილების ზღვარზე ერთზე მეტი თანხმოვნის თავმოყრისას, სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის უკეთ აღსაქმელად, უმჯობესია:

ა) აფიქსი (თავსართი ან ბოლოსართი) გაიმიჯნოს ფუძისაგან, მაგალითად, ასე: სახლ-მა, სახლ-ში, სახლის-თვის, მესხ-ნი, მესხ-თა; გან-ვლო, აღ-შფოთდა, წარ-გზავნა...

9 of 11

ბ) კომპოზიტის ნაწილები გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან იმის მიუხედავად, დეფისითაა ისინი შეერთებული თუ უდეფისოდ, სრული სახითაა წარმოდგენილი თუ შემოკლებით

(აბრევიატურით). მაგალითად: ცოლ-/ქმარი, ტუჩ-/კბილი, ქართლ-/კახეთი... ათ/წლიანი, თვით/მკვლელობა, რთიერთ/დამოკიდებულება, სპორტ/კლუ-ბი...

10 of 11

  • დაა-რსა;
  • წი-გნი;
  • დააფრ-ქვევს;
  • აფთა-რი;
  • წარგ-ზავნა;
  • აღ-შფოთდა;

11 of 11

გმადლობთ ყურადღებისთვის!