1 of 21

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა

2 of 21

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა

3 of 21

4 of 21

’’.

ყველა განსხვავებული-ყველა თანასწორი!

5 of 21

რატომ ევროპის უნივერსიტეტი:�1. ევროპის უნივერსიტეტი - ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება! ��2. ევროპის უნივერსიტეტი -საშუალება/ შესაძლებლობა კრიტიკული აზროვნების, ინოვაციური, შემოქმედებითი და აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარების!��3. ევროპის უნივერსიტეტი - თვითრეალიზების ხელშეწყობა და მხარდაჭერა!

6 of 21

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზანი:

  • ჩვენი ოცნების ახდენა, სკოლში ჩამოვაყალიბოთ თოჯინების თეატრის დასი!
  • ხელი შევუწყოთ სასკოლო საზოგადოებაში ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას!
  • თავისუფლებისა და თანასწორობისკენ სწრაფვა!�

7 of 21

პრობლემის აღწერა:

დღეს, 21–ე საუკუნეში, ტექნოლოგიური განვითარების ხანაში, როდესაც მეცნიერებამ დროსა და მოვლენებს გაუსწრო, ხელმისაწვდომი და საჯარო გახდა ყველასთვის ყველა სახის ინფორმაცია. მსოფლიო საზოგადოება და მეცნიერება დემოკრატიული პრინციპების განხორციელებისას კვლავ უდიდესი პრობლემის წინაშე დგას. მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებისა, არაერთი ფაქტი ფიქსირდება თანასწორობის უფლებების დარღვევის. გვაქვს ბულინგის შემთხვევები გენდერული, რასობრივი თუ რელიგიური ნიშნით. ,, ძლიერი“ ჩაგრავს სუსტს. თავისთავად ასეთი ფაქტების არსებობა კანონდარღვევაა, ხოლო მათი შედეგები-მძიმე.

საჭიროა ახალგაზრდების მომზადება ცხოვრებისათვის, მათი დემოკრატიულ და ინტერკულტურულ გარემოში საჭირო კომპეტენციებით აღჭურვა, რომ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. მდგომარეობა კი მძიმეა.

8 of 21

თემში ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია. ტერიტორიულად ზუგდიდი ესაზღვრება ეგრეთ წოდებუი ადმინისტრაციული ერთეულის-აფხაზეთის საზღვარს , ამიტომაც დევნილთა ოჯახების რაოდენობა დიდია. მოზარდებისთვის გასართობი საშუალებები თითქმის არ არსებობს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი დროს ქუჩაში ან კომპიუტერთან ატარებს. სამოქალაქო ცნობიერების დონე დაბალია, ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულნი ადამიანის უფლებებსა და კერძოდ, ბავშვთა უფლებებში. არ გამოირჩევიან განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებლობით, არ ფლობენ სოციალურ უნარებს, ძალადობის აღმოფხვრისა და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზების შესახებ და ვერ პასუხობენ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს.

9 of 21

თითოეული ადამიანი დამოუკიდებელი და უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით და მათი უფლებები შეუზღუდავია. განსხვავებულობისა და თანასწორობის თემა მოსწავლეებში სხვადასხვაგვარად აღიქმება.

მოზარდებში, მიუხედავად ამდენი ინფორმირებულობისა, უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მაინც აქვთ არასწორი დამოკიდებულება და მიდგომა მათგან განსხვავებული თანაკლასელის თუ თანამოქალაქის მიმართ .� ცვლილებები სკოლიდან უნდა დაიწყოს. სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შეუძლია შეცვალოს არსებული მდგომარეობა. � ადამიანის უფლებები საყოველთაოა, განუყოფელი და ხელშეუვალია და ის ვრცელდება ყველა ადამიანზე. მისი დაცვა აუცილებელია ღირსეული ცხოვრებისთვის , ადამიანის უფლებები ქმნის მსოფლიოში თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველს.�

10 of 21

პროექტის მიზანი:

  • მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაფასება;
  • შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნების, წარმოსახვის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, მსჯელობის, თვითგამოხატვის, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
  • მოსწავლეებში ინკლუზიური განათლების არსის და მიდგომების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მიღებული ცოდნით სასკოლო სივრცეში დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტების აღმოფხვრა და პოზიტიური , თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბება.
  • კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის, გამოხატვის თავისუფლებისა და მისი ზღვრების კრიტიკული აღქმა;
  • დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის აღიარება;

11 of 21

  • მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა, გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და კონფლიქტის მოგვარების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება;
  • სიმულაციური და როლური თამაშების უნარების განვითარება;
  • ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება;
  • პლურალისტური და ტოლერანტული გარემოს შექმნა.

  • ემპათია;
  • მოსწავლეებისა და მშობლების მიერ პრობლემის არსის გააზრება, კონკრეტული სიტუაციებისა და არსებული მდგომარეობის შეფასება. მათ მიერ დისკრიმინაციის უარყოფითი მხარეების ფაქტების განსაზღვრა.

12 of 21

  • პროექტი მისცემს სკოლას ,მოსწავლეებს ,მშობლებსა და თემს შესაძლებლობას გაიაზრონ პრობლემის არსი. გაეცნონ კონკრეტულ სიტუაციებს და ყურადღებით შეაფასონ არსებული მდგომარეობა, დისკრიმინაციის უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.
  • გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შეცნობა– შემეცნება და კრიტიკული გააზრება.

13 of 21

განხორციელების ეტაპები:

  • პროექტის პრეზენტაცია– სასკოლო საზოგადოებას(მოსწავლე, მასწავლებლებს, მშობლებს) თემის წარმომადგენლებს გავაცნობთ პროექტის მიზნებს, განხორციელების გზებსა და შედეგებს. ვისაუბრებთ პროექტის მდგრადობაზე.
  • შედგება სამუშაო პროგრამა, დადგინდება სასცენო თემატიკა (ბულინგი, დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა.)ეტაპობრივად განახლდება რეპერტუარი.
  • დამზადდება თეჯირი. შეიქმნება მოძრავი თოჯინების თეატრი, სადაც სხვადასხვა ასაკის მოზარდები სსსმ მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვებიან. ყველას ექნება საშუალება, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. შეიძინონ და დახვეწონ ახალი უნარები.

14 of 21

15 of 21

  • დაიწყება საინტერესო შეხვედრები, მოხდება მათთვის საინტერესო თემების განხილვა და ხორცშესხმა. შეიქმნება დემოკრატიული და შემოქმედებითი გარემო.
  • სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს კეთებით სწავლების მეთოდის დანერგვა.ჩვენი სკოლის მოსწავლეები დაეუფლნენ პაპიე-მაშეს მეთოდებით სხვადასხვა ნივთის დამზადების ხელოვნებას. სამუშაოსთვის დაგვჭირდება: დიდი მაგიდა, რომელიც უნდა იყოს დაფარული გაზეთებით ან ზეთის ქსოვილით. ნაჭერი წებოსგან ხელების გასაწმენდად. ფონის წებო ან პასტა (სახამებელი გავხსნათ თბილ წყალში და ვურიოთ, სანამ არაჟანი არ გასქელდება. განვაგრძობთ მორევას, ფრთხილად ვამატებთ მდუღარე წყალს, სანამ არ მივიღებთ ჟელეს მსგავს გამჭვირვალე, ძალიან სქელ სითხეს.)პასტის დიდხანს შენახვა შეუძლებელია. უმჯობესია ყოველ ჯერზე ახალი პასტის მომზადება. Papier-mâché ასევე შეიძლება დამზადდეს ქაღალდის რბილობისაგან. ეს მეთოდი ფანტაზიას მეტ ადგილს ანიჭებს. შეიძლება ჩამოსხმა, დაჭრა ან ფორმებში ჩასხმა. ფორმის გამოშრობის შემდეგ სასურველ ნივთს ვაძლევთ შესაფერის ფერებს.

16 of 21

17 of 21

  • ჩვენი პროექტი სოციალური ხასიათისაა, ამიტომ მუდმივად მოგვიწევს თანამშრომლობა სხვადსხვა სფეროს ადამიანებთან. ვაპირებთ თანამშრომლობას თეატრის წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულ მოსწავლეებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ სასცენო უნარების განვითარების მიზნით.
  • მუშაობა სცენარზე და მისი განხორციელება. (რეპერტუარი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები,ბულინგი,დისკრიმინაცია,ძალადობის სხვადსხვა ფორმები,გენდერული უთანასწორობა.)
  • თოჯინების თეატრის დაშლა-აწყობა შესაძლებელია, ამიტომაც ვაპირებთ ჩვენებები მოვაწყოთ სხვადასხვა სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ასაკობრივი ჯგუფებისთვის რეპერტუარის გათვალისწინებით.
  • ჩვენებების შემდეგ მოეწყობა დისკუსიები და თემის განხილვა. პროექტში ჩართული მოსწავლეები და ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას.
  • ბუკლეტებისა და ვიდეორგოლების მომზადება (ადამიანის უფლებებზე, დისკრიმინაციაზე...) და განთავსება სოციალურ ქსელში.
  • პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.

18 of 21

მოსალოდნელი შედეგები:�

  • მოძრავი ,,თოჯინების თეატრის“ საშუალებით მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე მართავენ წარმოდგენებს. (ბულინგი, დისკრიმინაცია, უფლებები)
  • მოსწავლეების ინფორმირებულობა ბავშვთა უფლებების შესახებ გაზრდილია.

გრძელვადიანი შედეგები:

  • მოსწავლეები რეაგირებენ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ცდილობენ სათქმელის გამოხატვას თეატრალური ხელოვნების გზით.
  • მოსწავლეებს განვითარებული აქვთ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. სწავლობენ კეთებით, ეძიებენ და პოულობენ ახალ იდეებს და პრაქტიკულად ახორციელებენ მათ რეალურ გარემოში.

19 of 21

პროექტის ბენეფიციარები: �

  • სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, თემის წარმომადგენლები, სხვა სკოლის მოსწავლეები.

20 of 21

პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ:

პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი რესურსი სკოლის ბაზაზე იარსებებს , რასაც სხვადასხვა კლასები და საგნობრივი ჯგუფები აქტიურად გამოიყენებენ. გაგრძელდება სხვა სკოლებთან დამეგობრება. როცა თანატოლები ერთმანეთს ასწავლიან იზრდება შინაგანი მოტივაცია. სასწავლო პროცესი შეუქცევადი ხდება და ყალიბდება ღირებულებები და დამოკიდებულებები, ამიტომაც დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი დიდხანს იქნება სიცოცხლისუნარიანი და შედეგზე ორიენტირებული.

21 of 21

ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი!

ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ და სხვაგან არასოდეს აღმოვჩნდებით!!!