1 of 10

www.chemistry.ge/school

კლასი: 9

გაკვეთილი: 45

პრაქტიკული სავარჯიშოები

www.chemistry.ge/school

2 of 10

დღეს განვიხილავთ:

პრაქტიკულ სავარჯიშოებს თემაზე - აირები და მათი თვისებები:

www.chemistry.ge/school

2

3 of 10

პრაქტიკული სავარჯიშო:

1. ქვემოთ მოცემული დიაგრამებიდან (1, 2 ან 3) რომელში იქნება ყველაზე მაღალი წნევა? ყველაზე დაბალი წნევა? ტემპერატურა სამი შემთხვევაში ერთნაირია. ბურთულები აღნიშნავს აირის მოლეკულებს.

www.chemistry.ge/school

3

4 of 10

პრაქტიკული სავარჯიშო:

2. დაასახელეთ რომელი დიაგრამა (1,2 ან 3) აჩვენებს აირის მოცულობის ცვლილებას კუმშვად კონტეინერში, როცა ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ ცვლილებებს

ა. ტემპერატურა იზრდება მუდმივ წნევაზე

ბ. ტემპერატურა მცირდება მუდმივ წნევაზე

გ. ატმოსფერული წნევა იზრდება მუდმივ ტემპერატურაზე

დ. ატმოსფერული წნევა მცირდება მუდმივ ტემპერატურაზე

ე. გაორმაგდა ატმოსფერული წნევა და გაორმაგდა ტემპერატურა კელვინებში

www.chemistry.ge/school

4

საწყისი მოცულობა

5 of 10

პრაქტიკული სავარჯიშო:

3. ბუშტი შეავსეს 1 მოლი ჰელიუმით და 1 მოლი ნეონის ნარევით. ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შემთხვევაში როგორ შეიცვლება ბუშტის საბოლოო მოცულობა (A, B, თუ C)?

ა. ბუშტს მოვათავსევთ ცივ ადგილას. (წნევა და მოლების რაოდენობა მუდმივია)

ბ. ბუშტს აფრინდება ზღვის დონიდან ბაკურიანის სიმაღლემდე. (ტემპერატურა მუდმივია)

გ. მუდმივ ტემპერატურაზე ბუშტიდან მოაცილეს აირების ნახევარი.

დ. ტემპერატურა კელვინებში გაორმაგდა (მუდმივ წნევაზე)

ე. 2 მოლი ჟანგბადი დაემატა (მუდმმივ წნევაზე და ტემპერატურაზე).

www.chemistry.ge/school

5

საწყისი მოცულობა

6 of 10

პრაქტიკული სავარჯიშო:

4.როგორ შეიცვლება წნევა (გაიზრდება, შემცირდება და უცვლელი დარჩება) შემდეგ შემთხვევებში?

www.chemistry.ge/school

6

7 of 10

პრაქტიკული სავარჯიშო:

 5. თანაბარი მოცულობის ორი კოლბა, ერთი და იგივე ტემპერატურაზე შეავსეს აირებით. ერთში მოათავსეს 1 გ ნეონი, მეორე 1 გ ჰელიუმი. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია ჭეშმარიტი და რომელია მცდარი. ახსენი შენი პასუხი

ა. ორივე კოლბაში ატომების რიცხვი თანაბარია.

ბ. ორივე კოლბაში წნევა თანაბარია.

გ. კოლბაში, რომელშიც ჰელიუმია მოთავსებული უფრო მაღალია წნევა ვიდრე იქ სადაც არის ნეონი.

www.chemistry.ge/school

7

8 of 10

პრაქტიკული სავარჯიშო:

6. წარმოიდგინეთ რომ ხართ კოსმონავტი და თქვენი კოსმოსული ხომალდი დაეშვა პლანეტა მარსზე. ხომალდის შიგნით ტემპერატურა იყო 24 °C, ხოლო წნევა 745 მმ Hg. 425 მლ მოცულობის ბუშტი გაუშვეს გარე სივრცეში სადაც ტემპერატურა იყო -95 °C, ხოლო წნევა 0.115 ატმ. გამოთვალეთ რა მოცულობა ექნებოდა ბუშტს ამ პირობებში. ჩათვალეთ რომ აირის რაოდენობა მუდმივია და ბუშტი არის ელასტიური.

www.chemistry.ge/school

8

9 of 10

პრაქტიკული სავარჯიშო:

7. 1783 წელს ჟაკ ჩარლსმა გაუშვა საჰაერო ბუშტი რომელიც შევსებული იყო წყალბადით, რადგან ის ჰაერზე მსუბუქი იყო. საჰაერო ბუშტის მოცულობა იყო 31 000 ლ როცა მან მიაღწია 1000 მ-ს დედამმიწიდან, სადაც წნევა იყო 658 მმ Hg, ხოლო ტემპერატურა -8 °C. რამდენი კგ წყალბადი იყო გამოყენებული ბუშტის ასავსებად ნორმალურ პირობებში?

www.chemistry.ge/school

9

10 of 10

www.chemistry.ge/school

10

გაქვთ კითხვები?

გმადლობთ ყურადღებისათვის!