ბუნებრივი ზონები
ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე.�ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები, ამ ადგილებში ნალექი მწირია და ქარი ძალზე ძლიერია.ნიადაგს არ აქვს საკვები ნივთიერებები. სინამდვილეში, ისინი პრაქტიკულად გაყინულია მთელი წლის განმავლობაში.
ტაიგა — ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყე, რომელსაც უჭირავს ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია. ტაიგისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მყართოვლიანი, მკაცრი ზამთარი და შედარებით თბილი ზაფხული;
ფოთლოვანი ტყე ეს არის მცენარეთა წარმონაქმნი, რომელსაც უპირატესობა აქვს ხის ბიოტიპს, სადაც სახეობების უმეტესობა ყოველწლიურად კარგავს ფოთლებს.
ტყესტეპები და სტეპები რომელთა ბუნებრივი ლანდშაფტისათვის დამახასიათებელია ტყისა და სტეპის მონაცვლეობა. გავრცელებულია სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. სტეპების მახასიათებელია ხეების არარსებობა. ეს გამოწვეულია ლანდშაფტის კომპლექსის კლიმატით. მცირე წვიმაა სტეპებში (დაახლოებით 250-500 მმ წელიწადში), რაც შეუძლებელს ხდის ხის მცენარეული საფარის სრულ განვითარებას. სტეპის ნიადაგი ითვლება ერთ – ერთ ყველაზე ნაყოფიერ. უპირველეს ყოვლისა, იგი წარმოდგენილია შავი მიწით. ამ სფეროს უარყოფითი მხარეები (სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის) არის ტენიანობის ნაკლებობა და ზამთარში სოფლის მეურნეობაში ჩართვის შეუძლებლობა.
ნახევრად უდაბნოს და უდაბნოს ზონები — ხმელეთის ბუნებრივი ზონები, სადაც ჭარბობს ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტი. მასში კომპლექსურად არის შეხამებული, ერთი მხრით, უდაბნოებისა და, მეორე მხრით, სტეპების (ველების) და სავანების ნიადაგები და მცენარეულობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჰავის ქვეყნებში. ნახევრად უდაბნოს ზონებისთვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა; აორთქლებადობა ბევრად სჭარბობს ატმოსფერული ნალექების წლიურ რაოდენობას. უდაბნოს ზონებისათვის დამახასიათებელია არიდული ჰავა. ნალექები — 200 მმ-ზე ნაკლები წელიწადში, ზოგგან 50 მმ-ზე ნაკლები. ნიადაგი სუსტად არის განვითარებული.მცენარეული საფარი მეჩხერია. ფართოდ არის გავრცელებული ქსეროფილური და ჰალოფილური მცენარეულობა. ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია: ბევრია მღრღნელები და ქვეწარმავლები.
სავანა — ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეულობის ტიპი. შექმნილია ქსეროფილური ბალახნარით, რომლის ფონზე ეულად ან ჯგუფურად გაფანტულია უპირატესად ფოთოლმცვივანი მერქნიანი მცენარეები — ხეები და ბუჩქები. სავანის მცენარეები შეგუებულია ხანგრძლივ გვალვას.
ეკვატორული მარადმწვანე ტყეები გადაჭიმულია ათასობით კილომეტრზე აფრიკის,სამხრეთ ამერიკის , აზიის კონტინენტის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთში ეკვატორის ორივე მხარეს.აქ მცენარეთა განვითარებისთვის იდეალური პირობებია–ხშირად წვიმს,თბილა,ტემპერატურა სეზონურად და დღეღამის განმავლობაში 2–3 გრადუსის ფარგლებში იცვლება.ტროპიკული ტყე დაბურული,გაუვალი,დახუთული და ნესტიანია.
ვერტიკალური ზონალობა (სიმაღლებრივი სარტყლურობა) - სიმაღლის მატებასთან ერთად ლანდშაფტების თანმიმდევრული ცვლა, რაც კლიმატური პირობების ცვლილებითაა გამოწვეული.�რაც უფრო მაღალია მთა, და რაც უფრო ახლოსაა ის ეკვატორთან, მით მეტია სარტყლების რაოდენობა.�ვერტიკალური ზონალობის სწავლების ფუძემდებლად მიჩნეულია ალექსანდრე ჰუმბოლდტი, თუმცა მასზე ადრე ეს კანონზომიერება აღწერა ბახუშტი ბატონიშვილმა.