1 of 23

„სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმი“�

მომხსენებელი: ლია ჭიღლაშვილი

სამართლის დოქტორი, თჰუ-ს აფილირებული პროფესორი

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი

თჰუ

2025

2 of 23

შინაარსი

  1. ზოგადი დებულება
  2. უნივერსიტეტის ვალდებულებები
  3. სტუდენტთა უფლებები და ვალდებულებები
  4. ეთიკის ნორმები და წესები
  5. შეფასების გასაჩივრების მექანიზმები
  6. სტუდენტური თვითმმართველობა

3 of 23

ზოგადი დებულებანი

  • უნივერსიტეტი მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
  • შინაგანაწესი წარმოადგენს უნივერსიტეტში ქცევის წესების ერთობლიობას, და არეგულირებს ურთიერთობებს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის.
  • უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებულ უსაფრთხო გარემოს შექმანას;

4 of 23

დებულება

უნივერსიტეტი პატივს სცემს ყველა სტუდენტის ღირსებას, უფლებებსა და თავისუფლებას მიუხედავად მისი წარმოშობისა, მოქალაქეობისა, კანის ფერისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი მდგომარეობისა, რწმენისა, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, გენდერული იდენტობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა ყოველი სტუდენტისგან, შიდა საუნივერსიტეტო თანამეგობრობის ფარგლებში, მოითხოვს საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სხვა პერსონალის მხრიდან სტუდენტების ღირსებისა და უფლებების პატივისცემას.

5 of 23

უფლებები

ზემოაღნიშნული წესები, მიზნად ისახავს სტუდენტთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას მათ შორის:

  1. სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას;
  2. დისკრიმინაციის დაუშვებლობას;
  3. თანასწორობას;
  4. აკადემიურ თავისუფლებას;
  5. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტთა ჩართულობას;
  6. სამართლიანი პროცესის უფლებასა და სტუდენტის სხვა კანონიერი ინტერესების დაცვას

6 of 23

უნივერსიტეტი-სტუდენტს სთავაზობს

  • პირველკურსელ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრებს,
  • სტუდენტების უფლება-მოვალეობების გაცნობა;
  • სასწავლო პროცესის მარეგულირებელი დოკუმენტების ძირითადი დებულებების გაცნობა და ინფორმირება
  • სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებების (მაგ: სტიპენდია, სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი და სხვა) შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის წესების გაცნობა;
  • კარიერული მხარდაჭერისადა საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - ინფორმაციის პირველწყარო

7 of 23

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს

  • ყველა სტუდენტი, რომელიც კანონით განსაზღრული წესით ჩაირიცხება, უფლებამოსილია ისარგებლოს სტუდენტის სტატუსით;
  • ყველა სტუდენტს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას:
  • მაღალკვალიფიცირებული პერსონალის ჩართულობით:
  • გამართული სასწავლო პროცესით;
  • მაღალი სტანდარტებით სასწავლო პროგრამებით;
  • კომფორტული ინფრასტრუქტურით;
  • საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით;
  • კურსდამთავრებულთა დასაქმებითა და სხვა შესაძლებლობებით

8 of 23

უნივერსიტეტის ვალდებულებები

  • სტუდენტებისთვის შიდა რეგულაციებისა და ნორმების წესების გაცნობის უზრუნველყოფა
  • ცოდნის სამართლიანი შეფასება
  • სწავლების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიცირებული პერსონალით;
  • სასწავლო და პროფესიული უნარების განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო მომსახურების სრულად შესრულება;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • შშმ სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობა

9 of 23

უნივერსიტეტის ვალდებულებები

  • პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინური ინფორმაციის დაცული შენახვა
  • წარმატებით დასრულების შემთხვევაში კვალიფიკაციისა და დიპლომის მინიჭება
  • უცხოელი სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება

10 of 23

შედეგის/მიმდინარე შეფასების გასაჩივრების მექანიზმები

  • შუალედური გამოცდების კვირეული დგინდება სასწავლო სემესტრის მანძილზე ერთხელ, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ;
  • შუალედური გამოცდების კვირეულში არ ტარდება სააუდიტორიო მეცადინეობები;
  • შუალედური გამოცდების კვირეულის მომდევნო სასწავლო კვირას საჭიროების შემთხვევაში ინიშნება აღდგენითი შუალედური გამოცდები, ისე, რომ სასწავლო სააუდიტორიო პროცესს არ შეეშალოს ხელი (დაუშვებელია დამთხვევა); შუალედურის აღდგენა ხორციელდება ფინალურამდე ერთი კვირით ადრე.
  • საგამოცდო სესიის მიმდინარეობისას, გამოცდები არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს; დაუშვებელია ერთსა და იმავე დღეს 1–ზე მეტი გამოცდის დანიშვნა.
  • ერთ სასწავლო დისციპლინაში ძირითად და დამატებით გამოცდას შორის ინტერვალი არის არანაკლებ 5 კალენდარული დღე.

11 of 23

შეფასების გასაჩივრების წესი და მექანიზმები

  • შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასება სტუდენტის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს შეფასების თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან 48 საათში სტუდენტის პერსონალური გვერდის გამოყენებით ელექტრონულად ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორთან შესაბამისი წერილობითი განცხადების შეტანის გზით;
  • ფაკულტეტი სტუდენტის მოთხოვნისთანავე ვალდებულია შუალედურ ან/და დასკვნით შეფასებაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიმართვიდან 24 საათისა, უზრუნველყოს სტუდენტისათვის მის მიერ შესრულებული და ლექტორის მიერ გასწორებული ნაშრომის გაცნობა;
  • სტუდენტის საჩივარი რეაგირებისათვის გადაეცემა სასწავლო დისციპლინის წამყვან ლექტორს (გამსწორებელს) განსახილველად საჩივრის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

12 of 23

შეფასების გასაჩივრების წესი და მექანიზმები

  • იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ ეთანხმება გამსწორებელი ლექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია განსაზღვრული წესით დაწეროს სააპელაციო საჩივარი;
  • სააპელაციო საჩივარის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ფაკულტეტის დეკანი ქმნის სააპელაციო საჩივრის განმხილველ კომისიას არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით
  • სააპელაციო კომისია ერთ-ერთ გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით, 48 საათის განმავლობაში;
  • კენჭისყრისას კომისიის არც ერთ წევრს არ აქვსააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება სტუდენტს ეცნობება სტუდენტის პერსონალური გვერდის მეშვეობით ელექტრონულად, ხოლო თუ იგი ესწრება სააპელაციო კომისიის სხდომას, სააპელაციო კომისიის სხდომაზე, გამოცხადებით. გამოცხადებული გადაწყვეტილება აისახება საგამოცდო უწყისშის თავის შეკავების უფლება;
  • სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
  • .

13 of 23

საჩივრის/ პრეტენზიის წარდგენის ფორმა

  • საჩივრის/პრეტენზიის წარდგენა ხდება წერილობითი ფორმით.
  • საჩივარი/ პრეტენზია არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა განსახილველად წარედგინება ეთიკის კომიტეტს, რომელიც საჩივრის/პრეტენზიის განხილვიდან არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა იღებს გადაწყვეტილებას.
  • განხილვის პროცესში ჩართულ(ებ)ი არიან საჩივრის/პრეტენზიის ადრესატ(ებ)ი. მიღებული გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში წერილობითი სახით ეცნობება საჩივრის/პრეტენზიის ავტორს.
  • იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის/პრეტენზიის განმხილველი თანამდებობის პირი/ორგანო მიიჩნევს, რომ საკითხის შესახებ უნდა დაიწყოს დისციპლინური წარმოება, ყველა შესაბამისი დოკუმენტი გადაეცემა დისციპლინარულ კომისიას განსახილველად.
  • მხარე უფლებამოსილია მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14 of 23

შეფასების გასაჩივრების წესი და მექანიზმები

  • გამსწორებელი ვალდებულია საჩივრის მიღებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილოს საჩივარი და საგამოცდო ნაშრომის ხელმეორედ შემოწმების გზით მიიღოს შემდეგი ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
  • საჩივარი არ დააკმაყოფილოს;
  • საჩივარი დააკმაყოფილოს სრულად (აამაღლოს ქულა, მოთხოვნილი ოდენობით);
  • საჩივარი დააკმაყოფილოს ნაწილობრივ (აამაღლოს ქულა ნაწილობრივ);
  • იმ შემთხვევაში, თუ შეფასების შეცვლა ხდება 3-ზე მეტი ქულის ოდენობით, გამსწორებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება, სადაც უნდა განმარტოს 3-ზე მეტი ქულით ცდომილების მიზეზები;
  • გამსწორებელი ლექტორის გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე სტუდენტს ეცნობება სტუდენტის პერსონალური გვერდის მეშვეობით დაუყოვნებლივ;

15 of 23

სტუდენტთა აქტივობების განხორციელებასა და ხელშეწყობაზე ზრუნვა

  • საუნივერსიტეტო აქტივობების განხორციელებისათვის სტუდენტთა მხარდაჭერა
  • სოციალური და საქველმოქმედო პროექტების ორგანიზება და მხარდაჭერა
  • სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა
  • კონკურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • სტუდენტების დახმარება კარიერის დაგეგმვაში და დამსაქმებლებთან ურთიერთობაში
  • თანამშრომლობა დასაქმებაზე მომუშავე ორგანიზაციებთან

16 of 23

სტუდენტთა ძირითადი უფლებები

  • ხარისხიანი განათლების მიღება და უფლებების დაცვა
  • უნივერსიტეტის ყველა რესურსით თანაბარი სარგებლობა
  • წარმომადგენლების არჩევა თვითმმართველობაში და ფაკულტეტის საბჭოში
  • სტუდენტური ორგანიზაციების შექმნა/გაწევრიანება
  • აზრის თავისუფლად გამოხატვა
  • სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა და მობილობის გამოყენება
  • სხვა უნივერსიტეტში გადასვლა და სახელმწიფო გრანტის გადატანა

17 of 23

სტუდენტთა ძირითადი უფლებები

  • სტიპენდიებისა და ფინანსური დახმარების მიღება
  • საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა და მის შემუშავებაში მონაწილეობა
  • აკადემიური პერსონალის შეფასება
  • უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრება სასამართლოში
  • სხვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება
  • პირადი ინფორმაციისა და შეხედულებების კონფიდენციალურობის დაცვა

18 of 23

სტუდენტის ვალდებულებები

  • დაიცვას უნივერსიტეტის დებულება, შინაგანაწესი, შეასრულოს უნივერსიტეტის სხვა შიდა რეგულაციური აქტები
  • შეასრულოს საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
  • უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;
  • სტუდენტი უნდა მოუფრთხილდეს უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკურ ფასეულობებს, საბიბლიოთეკო ფონდებს, კომპიუტერებს და ა.შ.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული „სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესების" შესაბამისად.

19 of 23

ეთიკის ნორმები

  • სტუდენტს ეკრძალება არაფხიზელმდგომარეობაში უნივერსიტეტში ყოფნა;
  • სხვა სტუდენტებთან უცენზური ვერბალურ კამათში შესვლა;
  • ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება;
  • სხვა სტუდენტებთან ფიზიკური კონფლიქტების წამოწყება ან/და ასეთ კონფლიქტში ჩაბმა;
  • უცენზურო ლექსიკის გამოყენება უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელებში;
  • მეცადინეობაზე მობილური ტელეფონით სარგებლობა;
  • მეცადინეობებზე ისეთი ქცევა, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესის მონაწილეებს – ლექტორს, სხვა სტუდენტებს;

20 of 23

ეთიკის ნორმები

  • აკადემიური პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;
  • ადმინისტრაციული პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;
  • დამხმარე პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;
  • სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესს, აკნინებს მას ან უნივერსიტეტის იმიჯს;
  • თამბაქოს შეზღუდვის წესის დარღვევა.
  • სტუდენტს ეკრძალება სასწავლო აქტივობისას სხვისი ნაშრომის გამოყენება (პლაგიატი), გადაწერა (ე.წ. „შპარგალკის“ გამოყენება) ან კარნახი – ცოდნის შემოწმების პროცესში. ამ დაუშვებელი ხერხების გამოყენებით წარმოდგენილი ნაშრომი არ ექვემდებარება შეფასებას.

21 of 23

სტუდენტური თვითმართველობა

  • სტუდენთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს უნივერსიტეტში იცავს სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც არის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო და დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული.
  • სტუდენტთა თვითმმართველობა აირჩევა ფარული კენჭისყრით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე.
  • სტუდენტური თვითმმართველობა, შეიმუშავებს და ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების საფუძველზე, რითაც ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
  • უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში ფაკულტეტის საბჭოში  მონაწილეობის გზით;
  • ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

22 of 23

სტუდენტური თვითმართველობა

  1. უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს და აკადემიურ საბჭოს;
  2. განახორციელებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
  3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

23 of 23

სტუდენტური თვითმართველობა

  • თვითმართველობის პრეზიდენტი შეიმუშავებს სტუდენტური თვითმართველობის ბიუჯეტის პროექტს
  • სტუდენტური თვითმართველობის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს:
  • უნივერსიტეტის ბიუჯეტი და სპეცსახსრებიდან მიღებული შემოსავალი; ნებაყოფლობითი შემოწირულობები;
  • მესამე პირის მიერ გადაცემული ქონება, რომლის მართვაც ხორციელდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
  • სხვა კანონით ნებადართული შემოსავლები;
  • თვითმართველობის დებულებების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების მიზნობრივად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს თვითმართველობის სარევიზიო კომისია;
  • სარევიზიო კომისია წელიწადში ერთხელ მაინც აწყობს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზისიას და ანგარიშს გაწეული სამუშაოების შესახებ წარუდგენს თვითმართველობის საბჭოს.