1 of 83

ბერძნული რელიგია და მითოლოგია

ასოც. პროფ. ირინე დარჩია

2 of 83

ანტიკური სამყაროს გეოგრაფია

3 of 83

ბერძნული რელიგია

  • სამი ძირითადი მახასიათებელი:

ა) ამქვეყნიური, სააქაო ცხოვრებაზე ორიენტირებული (განსხვავებულია მისტერიალური რელიგია);

ბ) არ არსებობს დოქტრინა, თეოლოგია, „წმინდა წერილი“;

გ) ტოლერანტული.

  • პოლიტიკური დიფერენციაცია - რელიგიური ერთიანობა?

  • ბერძნული რელიგია თუ ბერძნული რელიგიები? მრავალფეროვნება - აფროდიტეს დაბადების ვერსიები;

  • რამდენად შეიცვალა ის, რისიც სწამდათ?

  • ღმერთები, საერთო და „სპეციფიკური ღმერთები“, გმირები, „ახალი ღმერთები“, მეფეების გაღმერთება;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

4 of 83

მიკენური ფირფიტები პილოსიდან

5 of 83

მიკენური წარწერები ფირფიტაზე

6 of 83

დიოსკურები - აშვინები

7 of 83

ბერძნული რელიგიის საწყისები/საფუძვლები

  • საერთო ინდოევროპული (ზევსი/იუპიტერი - ცის მამა, დიოსკურები - აშვინები);

  • დიოსკურები - ნახევარძმები კასტორი და პოლიდევკესი, ლედას შვილები, ტინდარევსის და ზევსისგან (ცხენოსნები, მხედრები, მოგზაურთა მფარველები)

  • ძმები აშვინები - ცხენოსნებად თუ ცხენებად ქცეული ძმები, განთიადის, მედიცინის, ჯანმრთელობის, მეცნიერების მფარველები

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

8 of 83

ბერძნული რელიგიის საწყისები/საფუძვლები

  • საერთო ინდოევროპული (ზევსი/იუპიტერი - ცის მამა, დიოსკურები - აშვინები);

  • წინაბერძნული რელიგია/რელიგიები - „ამალგამა - ვერცხლისწყლის შენადნობი ძვირფას ლითონთან“ (სახელები - ? მსხვერპლშეწირვა - ? ჰოლოკოსტი - ?);

  • აღმოსავლური რელიგიები (ღმერთების გამოსახულებები, ტაძრები);

  • ჰომეროსის და ჰესიოდეს პოემები;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

9 of 83

ბერძნული რელიგიის ზოგიერთი მახასიათებელი (1)

  • მინოსური ცივილიზაცია - ორი მოსაზრება: 1) ყველა ნაგებობა და მისი ატრიბუტიკა რიტუალური მნიშვნელობისაა; 2) რიტუალების აღსრულება ხდებოდა სასახლეების გარეთ;

  • მიკენური საბერძნეთი - ღმერთები, ქურუმები, სატაძრო ნაგებობები;

  • გეომეტრიული ეპოქა - რელიგიური ცხოვრების სისტემატიზაცია (მანამდე: წინაბერძნული, აღმოსავლური ღმერთები), ქურუმების პარალელურად აედები;

10 of 83

ბერძნული რელიგიის ზოგიერთი მახასიათებელი (2)

  • მიკენური საბერძნეთი - ღმერთების ზოომორფული წარმოდგენა (?);

  • ეპიკური ტრადიცია - ღმერთების ანთროპომორფული წარმოდგენა;

  • ღმერთები ადამიანების თვისებებით, ზებუნებრივი ძალებით აღჭურვილი;

  • პოლითეისტური სისტემა - ერთი მთავარი ღმერთი;

  • 12 ოლიმპიელი ღმერთი, ზღვისა და მიწისქვეშეთის ღმერთები, მცირე ღვთაებები (პანი, მდინარეები), ღმერთთა გაერთიანებები (მოირა, ნიმფები), ღვთაებრივი აბსტრაქციები (გეა, ჰესტია, ეროსი, ნიკე, თემისი), უცხო ღმერთები და ღვთაებრივი ძალები (ჰეკატე, კიბელე, ადონისი) და სხვ.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

11 of 83

ძველი ბერძენი ავტორები:

  • „ელინობა, ბერძნობა ნიშნავს საერთო ტაძრებისა და რიტუალების არსებობას, ისევე როგორც საერთო წარმომავლობა, ენა და წეს-ჩვეულებები“ - ჰეროდოტე;

  • „ჰომეროსი და ჰესიოდე ღმერთებს მიაწერენ ყველაფერ იმას, კაცთა შორის სასაყვედურო და სალანძღავია: ქურდობა, მრუშობა და ურთიერთმოტყუება. (B11). …როგორც ისინი მღეროდნენ მრავალ უკანონო ღვთაებრივ საქმეზე: ქურდობა, მრუშობა და ორმხრივი მოტყუება. (B12). მაგრამ მოკვდავებს ჰგონიათ, რომ ღმერთები იბადებიან, აცვიათ საკუთარი ტანსაცმელი და აქვთ ხმა და სხეული. (B14). ეთიოპელები ამბობენ, რომ მათი ღმერთები ცხვირპაჭუა და შავკანიანები არიან; თრაკიელების ღმერთები ცისფერთვალება და წითურები არიან“ (B16) - ქსენოფანეს კოლოფონელი.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

12 of 83

მითი და რელიგია

  • მითი - განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავი;

  • მითი - განმარტება იმისა, თუ რატომ წარმოიშვა ესა თუ ის კულტი;

  • მითი - კულტის არსებობის ნარატიული არგუმენტაცია;

  • კულტი - ინსპირაცია მის შესახებ ამბის/მითის წარმოსაქმნელად;

  • მითი და კულტი ურთიერთშემავსებელი;

  • მითი - კოლექტიური შემოქმედების ნაყოფი (გადამცემი = მიმღები);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

13 of 83

მითების წარმოშობის თეორიები (1)

  • ალეგორისტული თეორია (ის, რაც მოთხრობილია და ის, რაც იგულისხმება);

  • ევჰემერისტული თეორია (ღმერთებისა და გამორჩეული პირების გაღმერთება);

  • „ქრისტიანული თეორია“ (მითოლოგიური ფიგურების ქრისტიანულ სიმბოლოებზე მორგება);

  • სიმბოლისტური თეორია/კასირერის თეორია (ადამიანთა სიმბოლური აზროვნების შედეგი);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

14 of 83

მითების წარმოშობის თეორიები (2)

  • ფსიქოანალიტიკური/ფროიდისა და იუნგის თეორია (ადამიანში არსებული არქეტიპული აზროვნების კანონზომიერება);

  • სტრუქტურალისტური/ლევი-სტროსის თეორია (გარკვეული კანონზომიერების საფუძველზე შექმნილი ინფორმაციის ორგანიზება);

  • თანამედროვე ტენდენცია: სხვადასხვა თეორიების სინთეზირება.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

15 of 83

ბერძნული მითების კლასიფიკაცია

  • მითები სამყაროსა და ღმერთების წარმოშობის შესახებ (თეოგონია);

  • მითები ოლიმპიელ ღმერთთა შესახებ;

  • მითები გმირების შესახებ (პერსევსი, ჰერაკლე, თესევსი);

  • მითები მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ (თებეს, არგონავტების და ტროას ციკლები);

  • სხვადასხვა (იზოლირებული მითები, ეტიოლოგიური მითები და სხვ.).

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

16 of 83

თეოგონია - ტიტანების დაცემა

17 of 83

პერსევსი, ჰერაკლე, თესევსი

18 of 83

თებეს, არგონავტების და ტროას ციკლები

19 of 83

ზევსი/იუპიტერი - კანონიერება; ჰერა/იუნო - ქორწინება, ბავშვების გაჩენა

20 of 83

პოსეიდონი/ნეპტუნუსი - ზღვის სტიქია, მიწის რყევა; დემეტრე/კერესი - დედამიწის ნაყოფიერება

21 of 83

აპოლონი - ხელოვნება, მედიცინა, მზის სინათლე; არტემისი/დიანა - ნადირობა

22 of 83

ჰეფესტოსი/ვულკანუსი - ცეცხლი და მჭედლობა; ათენა/მინერვა - სიბრძნე

23 of 83

არესი/მარსი - ომი; აფროდიტე/ვენუსი - სილამაზე, სიყვარული

24 of 83

ჰერმესი/მერკური - შიკრიკობა, მოგზაურობა, სულთა თანხლება; ჰესტია/ვესტა - ოჯახური კერა; ჰადესი/პლუტონი - ჰადესი

25 of 83

დამია და აუქსესია - ეგინა; ბრიტომარტისი - კრეტა

26 of 83

არტემისი - სპარტა; არტემისი - ეფესოსი

27 of 83

ადონისი / შუმერული

28 of 83

ნიმფები; პანები

29 of 83

რიტუალები

  • მსხვერპლშეწირვა - ცხოველი, ადამიანი, ხილი, ტკბილეული, თმის კულული, ძვირფასეულობა, ჰეკატომბე (αναθήματα);

  • ვედრება (ευχή) - სამნაწილიანი: 1. მიმართვა ღმერთისადმი; 2. ნარატივი (გახსენება იმისა, რაც მომხდარა); 3. კონკრეტული სურვილი.

  • საპფოს „ჰიმნი აფროდიტეს“;

  • ჰიმნი - ვედრების მხატვრულ-საკულტო ფორმით გამოხატვა;

  • განწმენდა (ნამოქმედარისგან განთავისუფლება, მისი ჩამორეცხვა) - განბანვა, გარეცხვა;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

30 of 83

ცხვრის მსხვერპლად შეწირვა

31 of 83

ადამიანის მსხვერპლად შეწირვა

32 of 83

სარიტუალო, ე.წ. წმინდა ადგილები

  • ტაძარი - ღმერთთან დაკავშირებული ადგილი, „ღმერთის საცხოვრებელი“, ქალაქის ცენტრალური ადგილი, აგორა (პართენონი);

  • ტელესტერიონი - ტაძრისგან განსხვავებული ადგილი;

  • სამისნო - ქალაქიდან მოშორებული (დელფო, დოდონა და სხვ.);

  • ჭალა - ქალაქში, ან ქალაქგარეთ (მცენარეები, ხეები - ღმერთის კუთვნილება);

  • ტემენოსი - საკულტო ადგილი, კერა, მღვიმე მსხვერპლშეწირვისთვის;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

33 of 83

პართენონი

34 of 83

საკულტო გამოსახულებები

  • ღმერთის გამოსახულებები - ყვავილების მიტანა, ზეთის პკურება;

  • საკულტო გამოსახულებები - ტაძარში ან თავისუფალ ადგილას (პართენონი);

  • ჰერმესის გამოსახულება ტაძრის გარეთ - გზაჯვარედინების და საზღვრების ღმერთი;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

35 of 83

აკროპოლისი

36 of 83

ჰერმესი

37 of 83

ქურუმები

  • ქურუმების არჩევა/“შერჩევა“ სხვადასხვა ვადით;

  • კრიტერიუმები: მორალურ-ზნეობრივი მხარე, ფიზიკური აღნაგობა, წარმომავლობა;

  • განსაკუთრებული ცოდნის მიღება და გადაცემა;

  • ფუნქცია: რიტუალების აღსრულება;

  • ატრიბუტიკა (კვერთხი, მეწამული სამოსი, ოქროს გვირგვინი);

  • ღმერთის წარმომადგენელი - საკრალიზაცია;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

38 of 83

სასულიერო მოხელეები

  • ჩირაღდნის ტარება;

  • მსხვერპლის განაწილება;

  • ბავშვების „მეთვალყურეობა“;

  • ღმერთის გამოსახულებების მოვლა;

  • ტაძრების მოვლა;

  • ნათელმხილველობა;

  • დატირების, დაკრძალვის რიტუალში მონაწილეობა და სხვ.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

39 of 83

ქურუმები

40 of 83

დღესასწაულები (1)

  • სახელმწიფო რელიგიის გამოვლინება - მითისა და რიტუალის გაერთიანება;

  • პოლისური დღესასწაულები (ჰეკატომბეონი: პანათენეა, კრონია, სინოიკია და სხვ.);

  • საერთო ელინური დღესასწაულები: ოლიმპიური (ძვ. წ. ა. 776 წ.), პითიური (ძვ. წ. ა. 582 წ.), ისთმოსური (ძვ. წ. ა. 582 წ.), ნემეური (ძვ. წ. ა. 573);

  • თვეში 3-4 ზეიმი;

  • საერთო ელინური სამისნოები და განკურნების ადგილები (ასკლეპიოსის ცენტრები, დელფო, დოდონა და სხვ.);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

41 of 83

დღესასწაულები (2)

  • ქრონოლოგიური სისტემა: მზის წელიწადი (მთვარესთან დაკავშირებული თვეები: სავსე მთვარეობიდან ახალმთვარეობამდე);

  • თვეების სახელწოდება დღესასწაულებთან კავშირში;

  • წელთაღრიცხვა ოლიმპიური თამაშების მიხედვით (ძვ. წ. ა. 776 წ.);

  • დღესასწაულები ფუნქციის მიხედვით: მსხვერპლშეწირვის, განმუხტვის (ექსტაზის), განწმენდის, განახლების, წმინდა ქალთა („თესმოფორიაძუსები“), ხელდასხმის/ინიციაციის და სხვ.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

42 of 83

პანათენაია

43 of 83

პანათენაია - პირიხიოსი - ლამპადედრომია

44 of 83

პანათენაია

45 of 83

პანათენაია

46 of 83

პანათენაია

47 of 83

პანათენაია

48 of 83

პანათენაია

49 of 83

მისტერიები

  • ოფიციალური, „სახელმწიფო“ რელიგია: რიტუალების აღსრულება;

  • მისტერიები: ღვთაებრივ ცოდნასთან ზიარება საიდუმლო ცოდნის წყალობით;

  • ელევსინის, კაბირების, დიდი ღმერთების რიტუალები (ელევსისი, ლემნოსი, სამოთრაკე);

  • დიონისური, ორფიკული მისტერიები;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

50 of 83

მისტერიალური რელიგიები

“მუეინ” – ზიარება, ხელდასხმა, ინიციაცია “მუსტესი” – ზიარებული, ხელდასხმული

ზიარებისთვის განკუთვნილი ადგილი – ტელესტერიონი (ტელეინ – ზიარება, აღსრულება)

მისტერია – ხელდასხმა, ზიარება, ტელეტე

რიტუალი – ორგია, ხელდასხმულის ძლიერად გამოვლენილი ვნებები – ორგიძეინ

ხელდასხმა, ზიარება – საიდუმლო პროცესი, ჭეშმარიტების ძიება, მასთან ზიარება განსაცდელის, ტანჯვათა დათმენის გზით... მარადიულთან ზიარება, განღმრთობა...

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

51 of 83

ელევსინის მისტერიები

“ბნელი წლებიდან” მოყოლებული, 1000 წლის განმავლობაში

განადგურება: თეოდოსიოსი (ძვ. წ. ა. მე–7 ს.), გოთები (ახ. წ. ა. მე–5 ს.)

ელევსინი – ათასობით მამაკაცის ზიარების ადგილი

მისტერიის საფუძველი – მითოლოგიური სიუჟეტი

დემეტრე ეძებს თავის ქალიშვილს (კორეს), ანუ პერსეფონეს და პოულობს მას

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

52 of 83

მისტერიის ეტაპები – ინდივიდუალური ინიციაცია

გოჭის შეწირვა მისტესის მიერ – გოჭის სიკვდილი კორეს მიწაში ჩასვლა

განწმენდის ცერემონია

დემეტრესთან, კორესთან და “კისტასთან” შეხვედრა

“სინთემას” (უწყების, ერთგვარი “პაროლის”) წარმოთქმა – ზიარება, ხელდასხმა, ინიციაცია

ინდივიდუალური ინიციაცია

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

53 of 83

დემეტრე და კორე

54 of 83

ინიციაცია

შემოდგომა, დათქმული დრო, “წმინდა გზა” (30 კმ.), ხალხმრავალი პროცესია, ექსტაზური როკვა, შეძახილები, მისტაგოგოსი

ათენისა და ელევსინის საზღვარი – გროტესკული სცენა (იამბე და ბაუბო ცდილობენ დამწუხრებული დემეტრეს გართობას)

პროცესია აღწევს წმინდა ადგილს, ტელესტერიონს, ტელესტერიონში შედის მხოლოდ ზიარებული, ხელდასხმული

ჰიეროფანტი, მზიარებელი ქურუმი მათ განუცხადებს “წმინდას”...

ანაკტორონი იხსნება, გამოდის ბრწყინვალე სამოსით მოსილი ჰიეროფანტი და აუწყებს ღვთიურ დაბადებას, აჩვენებს მოჭრილ თავთავს

“იწვიმე...” “მიიღე”...

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

55 of 83

დემეტრე ხორბლის თავთავებით

56 of 83

დემეტრეს ტაძარი ელევსინში

57 of 83

ელევსინი დღეს

58 of 83

ელევსინი

59 of 83

ტელესტერიონი დღეს

60 of 83

ელევსინი დღეს

61 of 83

ელევსინი დღეს

62 of 83

ანდრეას ემბირიკოსის მიერ გადაღებული ელევსინი

63 of 83

ტელესტერიონი

64 of 83

ელევსინის მოდელი

65 of 83

ელევსინის მისტერია

66 of 83

ელევსინის მისტერიები

67 of 83

ელევსინის მისტერია

68 of 83

მისტები

69 of 83

მისნობა

  • ბუნების მოვლენები (ჭექა-ქუხილი, ქარიშხალი, წვიმა დროის კონკრეტულ მომენტში);

  • ცხოველის შიგნეულობა;

  • მისანი/წინასწარმეტყველი (მისნობა ტრანსის მომენტში);

  • ფლორა;

  • დაფები კითხვებით;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

70 of 83

პითია

71 of 83

აპოლონის ტაძარი დელფოში

72 of 83

დიდიმა, აპოლონის სამისნო

73 of 83

დოდონას სამისნო

74 of 83

კითხვები მისანს

75 of 83

რელიგიასთან დაკავშირებული ბერძნული ტერმინები (1)

  • ευσέβεια - კრძალვა, ღვთისმოშიშობა;

  • θρησκεία - ღმერთებთან, ტაძრებთან, საკურთხევლებთან და ა.შ. დაკავშირებული ქმედება;

  • δεισιδαιμονία - შიში ზეადამიანური ძალების წინაშე;

  • ιερός - წმინდა;

  • ιερεύς - ქურუმი;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

76 of 83

რელიგიასთან დაკავშირებული ბერძნული ტერმინები (2)

  • όσιος - ღმერთების მოსაწონი;

  • αγνός - ღმერთების მოშიში;

  • τελεταί - ტელეტე, რიტუალი;

  • δρώμενα - ის, რასაც ადამიანი აკეთებს;

  • νομιζόμενα - ის, რასაც ადამიანი აკეთებს ტრადიციის შესაბამისად;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

77 of 83

ალექსანდრე დიდის კულტი პტოლემაიოსების ეპოქაში

78 of 83

ბერძნული რელიგია თანამედროვე ეპოქაში

79 of 83

კრონია/სატურნალია

80 of 83

17 დეკემბერი, ბარბარობა და ანტიკურობა

  • კრონია/სატურნალიები 17-23 დეკემბერი (სატურნი/კრონოსი - მიწათმოქმედების ღმერთი);

  • სოფლის მეურნეობის სამუშაოების დასრულება, გართობა და დასვენება;

  • დასვენება (მათ შორის მონების), სწავლის შეწყვეტა, „როლების გაცვლა”;

  • მსხვერპლშეწირვა (ღორის დაკვლა), ნადიმი, მხიარულება, გართობა, მეფე-დედოფლის არჩევა, საჩუქრები (სანთლები, ფიგურები);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

81 of 83

კრონია/სატურნალია

82 of 83

ანტიკური „ბარბარობა“?

  • თრაკია, მაკედონია - 4 დეკემბერი; ლობიანი - კოლიო (თხილეული, მარცვლეული, ხილი, ჩირი);

  • ჰეკატეს კულტის გამოძახილი - „ჰეკატეა“;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

83 of 83

გმადლობთ ყურადღებისთვის!

irine.darchia@tsu.ge