1 of 19

2 of 19

რეგიონი: იმერეთი�რაიონი: ზესტაფონი�კლასი: მე-4�მოსწავლეთა რაოდენობა: 29 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის�მატერიალურ ტექნიკური ბაზა: კარგი�საგანი: მე და საზოგადოება�სახელმძღვანელო: მე და საზოგადოება; ავტორი ნინო ტალახაძე; გამომცემლობა „სიდი“�თემა: მე და ჩემი ქვეყანამასწავლებელი: თამარ კობახიძე

სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა

3 of 19

კომპლექსური დავალება ბუკლეტის დამზადება შენ იცი, რომ წყალი უმნიშვნელოვანესი რესურსია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. იცი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სასმელი წყლის პრობლემაა და წყლის მარაგი ამოუწურავი არაა. � მოიძიე ინფორმაცია, რა გზას გადის წყალი, სანამ ონკანით ჩვენს სახლამდე მოაღწევს, რა რესურსი (ბუნებრივი, ადამიანური, მატერიალური) იხარჯება ამისთვის. მოიფიქრე, როგორ დაზოგოს თითოეულმა ადამიანმა სასმელი წყალი ყოველდღიურად.� �

4 of 19

  • რატომ უნდა ვიზრუნოთ წყლის დაზოგვაზე?

  • როგორ უნდა იზრუნონ ადამიანებმა წყლის

რესურსის დაზოგვაზე;

  • რატომ არის საზოგადოების თითოეული წევრის საზრუნავი ბუნებრივი რესურსის გონივრული გამოყენება?

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას

წარმოაჩინე:

5 of 19

მოსწავლეთა ნამუშევრები�,,როგორ დავზოგოთ ბუნებრივი რესურსი -წყალი“

6 of 19

��

მოსწავლეთა ნამუშევრები

7 of 19

სამიზნე ცნება: ზრუნვა

  • ზრუნვა ნიშნავს თანაგრძნობას (ემპათიას), წუხილს, ფიქრს ვინმეზე ან რამეზე;
  • ზრუნვა ნიშნავს მოვლას (საკუთარი ქმედებებით ვინმეს ან რაიმეს მიმართ ყურადღების გამოხატვა პირადი სარგებლის მოლოდინის გარეშე);
  • ურთიერთმზრუნველობის გარეშე ადამიანები ვერ შეძლებენ საკუთარი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას

შეფასების კრიტერიუმები

  • რატომ უნდა ვიზრუნოთ წყლის დაზოგვაზე?

  • როგორ უნდა იზრუნონ ადამიანებმა წყლის

რესურსის დაზოგვაზე;

  • რატომ არის საზოგადოების თითოეული წევრის საზრუნავი ბუნებრივი რესურსის გონივრული გამოყენება?

8 of 19

საკვანძო შეკითხვა:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი რესურსის დაზოგვაზე ზრუნვა?
  • როგორ გადმოვცე ბუკლეტის მეშვეობით რესურსების დაზოგვის აუცილებლობა?

ქვეცნება: გარემოს დაცვა

საკითხი/ქვესაკითხი:

ბუნებრივი რესურსების დაზოგვა

9 of 19

კომპლექსური დავალების განხორციელების I ეტაპი

კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა.

  • როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ?

  • როგორ შევარჩიო შესაბამისი ინფორმაცია ბუკლეტისთვის?

  • როგორ შევქმნა ისეთი ბუკლეტი, რომელიც დააინტერესებს მკითხველს?

10 of 19

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი�

ნაბიჯი 1. რატომ უნდა ვიზრუნოთ წყლის დაზოგვაზე?

წყლის გზა ონკანამდე

  • აქტივობა 1. კითხვა -პასუხი
  • რა გზას გადის წყალი, სანამ ონკანში მოხვდება?
  • როგორ ხდება წყალმომარაგება ჩვენს ქვეყანაში?
  • რამდენად რთულია წყლის გზა, სანამ ადამიანამდე სუფთა სახით მოაღწევს?
  • რა რესურსი იხარჯება სუფთა წყლის მისაღებად?
  • ას გულისხმობს დაზოგვა?
  • ატომ უნდა დავზოგოთ ბუნებრივი რესურსი?
  • ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვა სახელმწიფოს მეთაურების თუ თითოეული ადამიანის მოვალეობაა? ატომ ფიქრობთ ასე?

11 of 19

აქტივობა 2.

  • პატარა ნიშნულების გამოყენებით ასახე წყლის გზა.

მოსწავლეთა ნამუშევრები

12 of 19

ნაბიჯი 2. როგორ უნდა იზრუნონ ადამიანებმა წყლის დაზოგვაზე?

https://www.youtube.com/watch?v=pPCPRX6p9L4

აქტივობა 1. დისკუსია თემაზე: რატომ არის აუცილებელი , გავუფრთხილდეთ რესურსებს?

  • რამდენადაა შესაძლებელი რესურსების ყოველდღიური დაზოგვა?

  • რა მოხდება, თუ ადამიანები არ იზრუნებენ რესურსის დაზოგვაზე?

  • შენი აზრით , როგორ უნდა ვიზრუნოთ რესურსის დაზოგვაზე?

13 of 19

აქტივობა 2. ნიშნულებით, ნახატებით თანატოლებისთვის გასაგებად გადმოეცი ბუნებრივი რესურსების �დაზოგვის საჭირო რჩევები.

14 of 19

ნაბიჯი3. რატომ არის საზოგადოების თითოეული წევრის საზრუნავი ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება?���������

  • აქტივობა1. კითხვა-პასუხი
  • რისი თქმა სურს პოსტერის ავტორს ადამიანებისთვის?
  • რა საფრთხე შეექმნება ადამიანს, დედამიწას , სხვა ცოცხალ არსებებს, გონივრულად არ გამოიყენებს ადამიანი რესურსს?
  • უფროსების გარდა , ნებისმიერ ბავშვს შეუძლია წყალზე ზრუნვა. ეთანხმები თუ არა ამ აზრს?

15 of 19

შინაგანი ძალების გააქტიურება

ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით

ცოდნის ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება

სწავლის სწავლა

ცოდნის 3 კატეგორია

16 of 19

კომენტარი-სწორად გაიგე კომპლექსური დავალების პირობა. ბუკლეტში ჩანს , რომ წყალი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელსაც სჭირდება დაცვა, რადგან წყალი ამოუწურავი არაა. ასევე ასახულია გზა, რომელსაც გადის წყალი სანამ ონკანამდე მოაღწევს და დასახულია გზები თუ როგორ შეიძლება იზრუნოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე.

ბუკლეტში ინფორმაცია ორგანიზებულად გაქვს განთავსებული, გაფორმებული ნახატებით და ნიშნულებით, რაც უფრო საინტერესოს ხდის მას მკითხველისთვის.

აღწერილობა -მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რომ წყალი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცოცხალი სამყაროსთვის, რომელსაც დაზოგვა სჭიდება, რადგან მისი მარაგი დედამიწაზე ამოუწურავი არაა. შეუძლია გადმოსცეს ის გზა რომელსაც წყალი გადის სანამ ონკანამდე მოაღწევს, აღწერს რესურსებს (ადამიანური, მატერიალური, ბუნებრივი)რომელიც საჭიროა სუფთა წყლის მისაღებად და გასცემს რეკომენდაციებს , თუ როგორ შეუძლია იზრუნოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა ბუნებრივ რესურსზე. შეუძლია ინფორმაციის ორგანიზება და საინტერესოდ გადმოცემა.

17 of 19

კომენტარი- შენ მიერ შესრულებულ კომპლექსურ დავალებაში ინფორმაცია ორგანიზებულად გაქვს განთავსებული. ბუკლეტში ჩანს, რომ წყალი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია ცოცხალი სამყაროსათვის, რომელსაც დაზოგვა სჭირდება. არის ნაჩვენები თუ რა გზას გადის წყალი ონკანამდე, რა რესურსია ამისთვის საჭირო. მაგრამ არ არის ნაჩვენები რჩევები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების თითოეული წევრმა, მათ შორის შენც, იზრუნოს ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე.

აღწერილობა -მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ორგანიზება და საინტერესოდ გადმოცემა. შეუძლია გაიგოს, რომ წყალი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცოცხალი სამყაროსთვის, რომელსაც დაზოგვა სჭიდება, რადგან მისი მარაგი დედამიწაზე ამოუწურავი არაა. შეუძლია გადმოსცეს ის გზა რომელსაც წყალი გადის სანამ ონკანამდე მოაღწევს. ვერ სახავს გზებს თუ როგორ შეუძლია იზრუნოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა ბუნებრივ რესურსზე.

18 of 19

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს გამოვლენილი სირთულეები და მიღწევები

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას მოსწავლები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ, თუმცა რამდენიმე მოსწავლემ დავალების შესრულებაზე უარი თქვა, რადგან კარგად არ შეეძლო ხატვა. ფიქრობდნენ, რომ მათ მიერ შექმნილი ნამუშევარი საინტერესო ვერ იქნებოდა მსმენელისთვის. მათ შევთავაზე დავალება შეესრულებინათ საოფისე პროგრამა word -ის გამოყენებით. დიდი მონდომებით შეუდგნენ დავალების შესრულებას და საინტერესო ნამუშევრებიც შექმნეს.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანი დავალების პირობა.

მოვახდინე როგორც შინაგანი ძალების , ასევე წინარე ცოდნის გააქტიურება . მოსწავლეები

დიდი მონდომებით შეუდგნენ დავალებაზე მუშაობას გამოიყენეს ბუნებისმეტყველებაში მიღებული

ცოდნა, მასზე დაყრდნობით და ახალი ინფორმაციით ნაბიჯ -ნაბიჯ მივიდნენ საბოლოო ეტაპამდე.

შექმნეს ბუკლეტი თანატოლებისთვის. პრეზენტაციისას ნათლად და გასაგებად ისაუბრეს თუ რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი რესურსი, რატომ სჭირდება ზრუნვა და მოფრთხილება. ასევე ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაზე, მათ შორის თავიანთ როლზე გარემოს დაცვის საკითხებში. აღნიშნეს , რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და იზრუნებენ გარემოს დაცვაზე.

19 of 19

მადლობა ყურადღებისთვის!