1 of 16

ერეკლე II

1744-1762 წლებში კახეთის, 1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე

2 of 16

ერეკლე II - ის ოჯახი

ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II- ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე. მეფე ერეკლეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდა. მან სამჯერ იქორწინა. ხოლო მისი შვილების ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის.  სხვადასხვა დროს ერეკლე II-ის მეუღლეები იყვნენ:

ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი).

ანა აბაშიძე 

დარეჯან დადიანი 

3 of 16

პატარა კახი

ერეკლეს საბრძოლო ნათლობა 1735 წელს, ნეიშნის ველზე შედგა დაღესტნელ აბრაგებთან ბრძოლაში. მაშინ 15 წლისა იყო ბატონიშვილი. მის შემდეგ ბარე ექვსი ათეული წელი აღარ ჩაუგია ხმალი ქარქაშში — ერთგულად ემსახურა სამშობლოს. �ერეკლეს საბრძოლო დიდებამ ინდოეთშიც დაიქუხა. 17 წლის უფლისწული ირანის შაჰ ნადირს ახლდა ინდოეთის დაპყრობით ომში. მაშინ ირანელთა ლაშქარმა ცეცხლითა და მახვილით გაიარა ავღანეთი, სინდეთი, ბელუჯეთი და ინდოეთის მთავარ ქალაქამდე — ჯაჰანაბადამდე (ჩვენი წინაპრების ვერსიით, „ჯანდაბა“) მიაღწია. ამ ბატალიებში ერეკლემ ისეთი საარაკო მამაცობა გამოიჩინა, რომ მისი სახელი ევროპამაც შეიტყო.

4 of 16

შინ დაბრუნება

მეფე ერეკლე, რომელმაც შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო, გამოსცა კანონი, რის მიხედვითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი;შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა;აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ;შემოიღო მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დანაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.

5 of 16

ქართლ - კახეთის სამეფოების გაერთიანება

1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მიზნნებით რუსეთში წავიდა. მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა.

1762 წლიდან ერეკლე ქართლ–კახეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს ნიშნავდა,რომ „აღმოსავლეთ საქართველო, ბოლო 300 წლის მანძილზე ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა“.

რეფორმები

6 of 16

მეფე და მწარმოებლები

  • მეფე ერეკლე-, რომლის დროსაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის, საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი, შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განახლდა ზარაფხანა, იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწე

7 of 16

ერეკლე და განათლება

მეფე ერეკლეს დროს, ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა რუმინეთიდან, იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას.

8 of 16

ერეკლე II და ევროპა

“ ერეკლე II ისე არაფრიკენ მიისწრაფოდა, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ”.

მეფე ერეკლე არის ერთადერთი მონარქი საქართველოდან, რომელის შესახებაც ყველაზე მეტი იწერებოდა ევროპაში, მათ შორის ინგლისურ, გერმანული, ჰოლანდიურ და რუსულ პრესაში. "პრინც ერეკლეს", "აშვებული ლომის" სახელი ჰქონდა.

9 of 16

ერეკლე II და რუსეთი

ირანისა  და ოსმალეთის მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II -ს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა.

1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში ხელი მოეწერა ტრაქტატს, რის მიხედვითაც ქართლ-კახეთი რუსეთი მფარველობის ქვეშ გადადიოდა, - ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა, თუმცა ქართლ-კახეთის მეფეს ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელი დიპლომატიურ ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ შეეძლო.

10 of 16

ერეკლე მომგები 100 ომის

11 of 16

მჭადიჯვრის ბრძოლა1754, ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. 16 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ერეკლე II-ის ხელმძღვანელობით, მიუხედავად რიცხობრივი სიჭარბისა, დაამარცხა ლეკთა ლაშქარი, თუმცა ლეკთა თარეში შემდეგაც არ შეწყვეტილა.

12 of 16

ყვარელის ბრძოლა�1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი.

13 of 16

� ასპინძის ბრძოლა ��1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთის ღალატის მიუხედავად ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

14 of 16

კრწანისი�“ვსცოდეთ, ვსცოდეთ ცად მიმართ და წინაშე შენსა, უფალო ღმერთო. მოგვიტევენ ყოველივე შეცოდებანი ჩვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და აწ ნებისაებრ შენისა იყოს ცხოვრება ჩვენი”.��ერეკლე II -ის ლოცვიდან

15 of 16

მეფის გარდაცვალება��ერეკლე II-ეს “დატირება” სოლომონ ლიონიძის მიერ��“დღეს ჩვენი ქვეყანა ჩვენი მწუხარების ტახტზე ზის და ფასდაუდებელ მსხვერპლსა სწირავს; დღეს ზეცა  მეშურნედ დასცემია დედამიწას და წართმევია მისთვის სიმდიდრე, სიბრძნე, მხედართმთავრობა, გვირგვინოსნობა. მოკვდა ერეკლე ჰერკულესი, უძლეველი და მძლეთამძლეველი მეფეთა შორის”�

16 of 16

უპასუხე შემდეგ კითხვებს:�

1. ბაგრატიონთა რომელი შტოების გამაერთინებელი იყო ერეკლეII?

2. როგორი იყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში?

3. რა რეფორმები გაატარა მეფემ ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის გამოსასწორებლად?

4.როგორ აფასებდნენ ევროპაში ერეკლეII -ს?

5. რას ითვალისწინებდა “გიორგიევსკის ტრაქტატი’’?

6.მოცემულ ვიდეოში რომელია თქვენი აზრით ფაქტი და რომელი ინერპრეტაცია?

7. როგორ შეაფასებ ერეკლე II-ს სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეობას?