მუსიკა და ანიმაცია�IV კლასი
ქ. თბილისის 79-ე საჯარო სკოლის პედაგოგი
თამარ თევდორაშვილი
რა არის ანიმაცია?
მუსიკა ადამიანში სხვადასხვა ემოციას იწვევს. მას შეუძლია მაყურებელი დაამშვიდოს, გააღიზიანოს, შეაშინოს, გააცინოს, აატიროს; გაუღვივოს სიყვარულის,
სიძულვილის გრძნობა.
გაიხსენეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ანიმაციური ფილმების სათაურები და კითხვებს უპასუხეთ:
მოისმინეთ რამდენიმე მუსიკალური ნაწყვეტი ანიმაციური ფილმებიდან და დაასათაურეთ.
https://www.youtube.com/watch?v=oXHoKMvKZg4
„აბა დამაცადე“
https://www.youtube.com/watch?v=BhHkIFDaMo0
„ტომი და ჯერი“
https://www.youtube.com/watch?v=e5l_FJJIySg „წუნა და წრუწუნა“
https://www.youtube.com/watch?v=Kln7ppeT2y0
„ჩხიკვთა ქორწილი“
პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა ქართული ანიმაციური ფილმები.
აღსანიშნავია „წუნა და წრუწუნა“, „სათაგური“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „მგელი და კრავი“, „სიზმარა“, „საზამთრო“, „გოგონა და თოვლის გუნდა“, „ტყის კვარტეტი“
და სხვა.
ქართული ანიმაცია
ანიმაციურ ფილმში კადრი კადრს ენაცვლება. მრავალფეროვანია ანიმაციური ფილმის თითოეული კადრის მუსიკალური თანხლება, რომელიც კადრში მიმდინარე მოქმედებას, სიტუაციას, მოვლენას ასახავს. მუსიკალური თანხლება მონაწილე პერსონაჟების დახასიათებაში გვეხმარება.
ნახეთ ანიმაციური ფილმი „ტყის კვარტეტი“, რომელიც სოფლის მაშენებელ მამალზე და ძაღლზე მოგვითხრობს და ყურადღებით უსმინეთ თითოეული ეპიზოდის მუსიკალურ თანხლებას.
https://www.youtube.com/watch?v=l6Ql8nFFymA&t=9s
„ტყის კვარტეტი“ - კომპ. ა. ბასილაია.
რა არის კვარტეტი?
გაიხსენეთ კვარტეტი, რომელიც ოთხი მუსიკოს-შემსრულებლისგან შედგება.
როგორი სახის კვარტეტია სურათზე:
ვოკალური, ინსტრუმენტული, თუ ვოკალურ-ინსტრუმენტული?
დაასახელეთ და დაახასიათეთ ეს ინსტრუმენტები.
ახლა კი, ვოკალურ კვარტეტს მოუსმინეთ:
https://www.youtube.com/watch?v=Ee_lIUjDPjM
აფხაზური სიმღერა „ვარადო“ - ასრ. ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“.
ვფიქრობ , მოგეწონათ ანიმაციური ფილმი, მოუსმინეთ სიმღერას და სცადეთ შესწავლა!
გისურვებთ წარმატებებს!