ზაფხულის სიზმარი
25.09.2020
ზაფხულს ეძინა. როგორი ბედნიერი, როგორი მშვენიერი იყო მაშინ: მზის სხივით განათებული ჰქონდა სახე. როგორ მდიდრულად იყო მორთულ-მოკაზმული მისი ტანი! ყვავილთა აუარებელი გროვა ეფინა გულმკერდზე.
დიდრონი ხეები, მოხუცი მუხიდან დაწყებული, ვარდის ბუჩქამდე, რომელზედაც ბულბულები გალობდნენ; აუარებელი ფრინველთა გუნდი; ჯოგი და ჯოგი ირმებისა; შვლებისა დანავარდობდნენ იმის კალთაზე. იქვე დაბობღავდა უმადური დათვი. იქვე თვალებს აელვებდა მამაცი ვეფხვი.
ზაფხულს კი ეძინა მშვიდი, ტკბილი ძილით. მის მკერდზე იყო გადაჭიმული თვალუწვდენელი ხნულები, ყანებით დაფარული. ისინი ზღვასავით ღელავდნენ...იქვე უთვალავი ვენახი და ზვრები, ყურძნით დატვირთული, წელში ტყდებოდნენ და იზნიქებოდნენ.
უზარმაზარი მთები აყუდებულიყვნენ, თავზე თოვლისა და ყინულის გვირგვინი ედგათ... შორს ამწვანებული ტბებისა და მდინარეების კიდეები მოჩანდა. ფოთლითა და ნაყოფით შემოსილი ტყე კმაყოფილად იცქირებოდა.
როგორ უყვარდა ყველას ერთმანეთი: ბალახი ბალახს ეკონებოდა, ხე - ხეს, ყვავილი - ყვავილს, მწერი - მწერს, ხმელ, დამპალ კუნძს სოკო გამოსვლოდა და ისე ეკვროდა გულზე, როგორც შვილი დედას.
როგორი საამო სანახავი იყო მაშინ ყველა: კოხტა, ლამაზი, ყველა მხიარული, თამამი, ამაყი!...
ზაფხულს კი ეძინა.
კომპლექსური დავალება N 1
ზაფხულის არდადეგები ერთ-ერთი საოცნებო და საოცარი პერიოდია თქვენთვის. ბევრი ვისაუბრეთ იმ საოცარ ადგილებსა თუ მოგზაურობაზე, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე, მხიარულ დღეებზე, რომელიც ზაფხულის არდადეგებზე გაატარეთ თქვენ და თქვენმა თანატოლებმა მოთხრობებიდან: ნიკიფორემ, გუჯამ, გოჩამ, ანომ და მანომ... საინტერესო იქნება თქვენს მიერ ერთად აკინძული ზაფხულის მშვენიერი მოგონებები, თავის ჩანაწერებით, ნახატებით, ფოტოსურათებით, თუ თქვენს მიერ სათუთად შექმნილი ჰერბარიუმებით ( სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეების კოლექცია)
.
კომპლექსური დავალების პირობა:
შენს მიერ შექმნილ დღიურში უნდა ჩანდეს:
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას:
უპასუხე შეკითხვებს: ( რეფლექსია)