1 of 9

ქიმიის როლი კრიმინალისტიკაში

გიორგი შარიქაძე

2 of 9

შესავალი

კრიმინალისტიკა - იურიდიული მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სისხლის სამართლის დანაშაულთა გამოძიების მეთოდებს. იგი გვეხმარება დამნაშავეთა იდენტიფიკაციაში, რაიმე აკრძალული ნივთიერების იდენტიფიკაციაში და ა.შ. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია ქიმიის ცოდნის გარეშე. ჩვენ უნდა განვიხილოთ კერძოდ ლუმინოლის ვარიანტი. თუ როგორ გამოიყენება ლუმინოლი სისხლის იდენტიფიკაციისთვის, რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს და ა.შ. ეს მეთოდი კი გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ ამა თუ იმ ადგილას სისხლის კვალის არსებობის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიღაცამ ადგილზე დასხმული სისხლი მოწმინდა. აღსანიშნავია, რომ ლუმინოლის რეაქციისას წარიმართება პროცესი - ლუმინესენცია, რომელიც არის ნათების განმაპირობებელი, ნათება კი იდენტიფიკაციის ნიშანია.

3 of 9

რა არის ლუმინესენცია?

ლუმინესენცია არის პროცესი, რომლის დროსაც ნივთიერება გამოასხივებს ისეთ სინათლეს რომლის ტალღის ენერგია მცირეა შთანთქმული ტალღის ენერგიასთან შედარებით, ამიტომაც ეს იწვევს ამა თუ იმ ნივთიერების სხვა ფრად შეფერილობას, რადგან ტალღის ენერგია პირდაპირ კავშირშია სინათლის ფერთან. ლუმინესენციის ორი სახე არსებობს ფლუორესენცია და ფოსფორესენცია.

ლუმინოლი ჩვეულ მდგომარეობაში

ლუმინოლი ლუმინესენციის მერე

4 of 9

ფლუორესენცია

ფლუორესენციის დროს ელექტრონი იღებს ენერგიას ტალღის სახით, რის შედეგადაც იგი გადაადგილდებვა შემდეგ ენერგეტიკულ დონეზე, ამ დროს მოლეკულ ან ატომი ელექტრონულადაა აღგზნებული, თუმცა თუ შედარებით დიდი ენერგიის მქონე ტალღა მივანიჭეთ(სკამარისია ხილული სინათლის სპექტრში იყოს) მოლეკულა ან ატომი შეიძლება არა მარტო ელექტრონულად არამედ ვიბრაციულადაც აღიგზნას. დაახლოებით 10^-12დან 10^-2 წამში მოლეკულას მოცილდება ვიბრაციული აღგზნება, რის დროსაც გამოიყოფა ენერგია სითბოს სახით, მაშ. ელექტრონი დაეშვა უფრო დაბალ s1 დონეზე და ამის მერე ელექტრონი დაეშვება s0 დონეზე რომლის დროსაც უკვე ენერგია ხილული სინათლის სახით გამოიყოფა.

5 of 9

ფოსფორესენცია

ფოსფორესენციის დროს ელექტრონი შთანთქავს ისეთი ენერგიის ტალღას, რომელიც მას გადაანაცვლებს S1 დონეზე და ასევე ეს იქნება ისეთი ენერგია, რომელიც მოლეკულას ან ატომს ვიბრაციულადაც აღაგზნებს. გაარკვეული დონის შემდეგ ელექტრონი დავა T1 დონეზე, ამ დონეზე ელექტრონს აქვს შეცვლილი სპინი. ასე აღგზნებას ტრიპლეტური აღგზნება ჰქვია, როდესაც სპინი შეცვლილი არაა - სინგლეტური. ამიტომაც აღინიშნება სინგლეტური S-თი ხოლო ტრიპლეტური T-თი. ტრიპლეტურ მდგომარეობაზე გადასვლის მერე ელექტრონი გადაადგილდება ნულოვან დონეზე, რის შედეგადაც გამოსხივდება ხილული სპექტრის ტალღა, ხოლო სინგლეტურიდან ტრიპლეტურ მდგომარეობაზე გადასვლისას ენერგია სითბოს სახით გამოსხივდება. ფოსფორესენცია მიმდინარეობს 10^-2 წამიდან რამდენიმე საათამდეც კი.

6 of 9

რაზეა სინათლის ფერი დამოკიდებული?

სინათლის ფერი დამოკიდებულია ტალღის ენერგიაზე, სიხშირეზე, ტალღის სიგრძეზე. რაც უფრო მეტია სიხშირე მით მეტია ენერგია, რაც ნაკლებია ტალღის სიგრძე მით უფრო მეტი ენერგია აქვს ტალღას. ასევე სიხშირე და ტალღის სიგრძე ერთმანეთთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან.

E = hf f = c/l l=c/f h = 6,626 x 10^-34ჯ წმ f - სიხშირე l - ტალღის სიგრძე

7 of 9

ელექტრომაგნიტური სპექტრი

ელექტრომაგნიტური სპექტრი არის გარკვეული ვიზუალიზაცია ელექტრომაგნიტური ტალღების, აქ გამოსახულია სხვადასხვა სიხშირის ტალღები და ამ სიხშირის მიხედვით მათი კლასიფიკაცია.

8 of 9

რა პროცესები წარიმართება ლუმინოლის გამოყენების დროს?

9 of 9

გმადლობთ ყურადღებისთვის!