სსიპ კეხიჯვარის საჯარო სკოლა
თემა: თანამედროვე ნაგებობები
დავალების პირობა
გეომეტრიული მოდელების როლი არქიტექტურასა და ხელოვნებაში
კუბიზმი მიმდინარეობაა ხელოვნებაში, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. კუბიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევარი იყო ესპანელი მხატვარი და სკულპტორი პაბლო პიკასო. კუბისტურ მიმდინარეობაში ობიექტი დაშლილია, გაანალიზებული და შემდეგ�აწყობილია აბსტრაქტულ ფორმაში. ხელოვანი ობიექტს აღწერს არა ერთი, არამედ მრავალი სხვადასხვა კუთხით. ამისათვის ის იყენებს მახვილ, ბლაგვ, მართ კუთხეებს.��
მხატვარი პიტ მონდრიანი თავის ნახატებს ქმნიდა გეომეტრიული ფიგურებით, რომლებსაც კომპოზიციებს უწოდებდა. 1960-იან წლებში, ცნობილმა დიზაინერმა ივ სენ ლორენმა(YSL)
გამოიყენა მონდრიანის ნახატები და შექმნა ისტორიული კაბების კოლექცია, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ახალბედა დიზაინერს სახელი გაუთქვა და დღემდე მისი შექმნილი კოლექცია ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორულ და წარმატებულ კოლექციად ითვლება.
მათ, ვისაც აინტერესებს მოდა, მხატვრობა ან უბრალოდ ექნება სურვილი, კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს შექმნით რამე ნახატს გეომეტრიული ფიგურებით და ეცდებით გადაიტანოთ იგი რაიმე სამოსზე.
გეომეტრიის ძირითადი ცნებები
კუთხეების კლასიფიკაცია
სამკუთხედების კლასიფიკაცია
კუთხეები მრავალკუთხედებში
პენტაგონის შენობის აღწერა
პენტაგონის შენობის დაპროექტება
დასკვნა